პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იმუშავა ქართველმა გოგონამ ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვასთან
როგორ იმუშავა ქართველმა გოგონამ ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვასთან

მა­რი­ამ კე­კუ­ტია ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც მშობ­ლებ­მა მოს­კოვ­ში წა­იყ­ვა­ნეს სა­ცხოვ­რებ­ლად. იქ გა­ი­ზარ­და, სკო­ლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტიც იქ და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ბენტლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა და ახლა მა­გის­ტრან­ტი გახ­ლავთ ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხრით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ა­ტა­რა, გული მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­უ­წევს. უნდა, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დეს ოჯახ­თან ერ­თად და აქ გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ უხ­მობს.

სა­ნამ ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რებ­და, მა­რი­ა­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხა­ტავ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ბო­ლო­ოდ სხვა გზა აირ­ჩია, ხატ­ვის­თვის დროს მა­ინც პო­უ­ლობს. მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას იმის­თვი­საც იც­ლი­და, რომ მა­მას ბიზ­ნეს­ში დახ­მა­რე­ბო­და, ამე­რი­კა­ში კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო პრეს­ტი­ჟუ­ლი ჟურ­ნა­ლის ფო­ტო­გა­და­ღე­ბებ­საც და­უთ­მო. ვი­ნა­ი­დან შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის ინ­გლი­სუ­რი და ფრან­გუ­ლი ენე­ბი, ის Harper's Bazaar-მა ნი­უ­ი­ორ­კუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბის­თვის ასის­ტენ­ტად აიყ­ვა­ნა. მა­რი­ა­მი ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი გო­გო­ნაა და თა­ვი­დან თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ ვრცლად სა­უ­ბა­რი არ უნ­დო­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­ვი­თან­ხმეთ.

- 2 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ჩემი მშობ­ლე­ბი რუ­სეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, მა­მამ იქ საქ­მე აა­წყო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ოჯა­ხიც თან წაგ­ვიყ­ვა­ნა. ყო­ველ წელს ძმებ­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ქარ­თუ­ლი არ დაგვვი­წყე­ბო­და, ცოტა მეგ­რუ­ლიც ვიცი და აქ­ცენ­ტიც მაქვს, რო­გორც ხე­დავთ (იცი­ნის).

მოს­კოვ­ში გა­ვი­ზარ­დე და იქ და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, შემ­დეგ ინ­სტი­ტუ­ტი, კონ­კრე­ტუ­ლად კი "მგიმო". საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო იქ მოხ­ვედ­რა, ამის­თვის ორი წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი და ჩა­ვა­ბა­რე. სა­ნამ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ფა­კულ­ტეტს შე­ვარ­ჩევ­დი, მა­ნამ­დე 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხა­ტავ­დი და არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე მქონ­და არ­ჩე­ვა­ნი შე­ჩე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ რა­ღაც არ გა­მო­ვი­და და ვი­ნა­ი­დან მა­თე­მა­ტი­კას კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, "მგიმო­ში" ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. მე რომ სწავ­ლას ვამ­თავ­რებ­დი, ჩემი ძმა, გი­ორ­გი, ბოს­ტონ­ში გა­უშ­ვეს სას­წავ­ლებ­ლად, მა­მამ მი­თხრა, შენც ხომ არ მო­სინ­ჯავ­დიო. მა­გის­ტრა­ტუ­რის გაგ­რძე­ლე­ბას "მგიმო­ში" ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­ცვა­ლე. გა­ვაგ­ზავ­ნე ჩემი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი ბოს­ტო­ნის რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ყვე­ლა მათ­გა­ნი­დან მო­მი­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი, მთა­ვა­ზობ­დნენ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის 60%-ით და­ფი­ნან­სე­ბას. ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბა უფრო მე­ტად მარ­კე­ტინ­გია და ისე­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი შე­ვარ­ჩიე, სა­დაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ას­წავ­ლიდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ ბენტლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამო­ვარ­ჩიე, რო­მელ­საც მო­მა­ვალ წელს ვამ­თავ­რებ. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბოს­ტო­ნი­დან 10 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

- ამე­რი­კას­თან შე­გუ­ე­ბა არ გა­გი­ჭირ­და?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ჩემი ძმა უკვე ბოს­ტონ­ში გახ­ლდათ და შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით.

- მოს­კო­ვი­სა და ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის რა გან­სხვა­ვე­ბაა სწავ­ლის თვალ­საზ­რი­სით?

- მე ვარ ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მა­გის­ტრი მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით. სწავ­ლე­ბას შო­რის ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა - ამე­რი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი ანა­ლი­ტი­კას, დის­კუ­სი­ებს ეფუძ­ნე­ბა. აქ ლექ­ცი­ე­ბი არ გვაქვს, უფრო მე­ტად შენი აზ­რის გა­მოთ­ქმას გთხო­ვენ, რაც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მიძ­ნელ­და. რუ­სეთ­ში მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი სწავ­ლის სხვა მე­თოდს, რო­დე­საც პრო­ფე­სო­რი გე­უბ­ნე­ბა, რა არის სწო­რი. თა­ვი­დან საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი რომ გა­მო­მეთ­ქვა. ახლა აღარ მიძ­ნელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ამ მხრივ ძა­ლი­ან კარ­გი გა­რე­მოა. ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს რჩე­ვას აძ­ლევს და რა­ღა­ცას ას­წავ­ლის. "ემ­ბი­ე­ის" პროგ­რა­მა ამით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. აქ რომ მო­დი­ხარ, მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი უნდა გქონ­დეს, ამი­ტომ რა­ღაც გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე გაქვს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ იმუშავა ქართველმა გოგონამ ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვასთან

როგორ იმუშავა ქართველმა გოგონამ ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვასთან

მარიამ კეკუტია ძალიან პატარა იყო, როდესაც მშობლებმა მოსკოვში წაიყვანეს საცხოვრებლად. იქ გაიზარდა, სკოლა და უნივერსიტეტიც იქ დაამთავრა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბენტლის უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა და ახლა მაგისტრანტი გახლავთ ბიზნესურთიერთობების განხრით.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება საზღვრებს გარეთ გაატარა, გული მაინც საქართველოსკენ მოუწევს. უნდა, სამშობლოში დაბრუნდეს ოჯახთან ერთად და აქ გააგრძელოს ცხოვრება. ამბობს, რომ ყველაფერი საქართველოსკენ უხმობს.

სანამ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარებდა, მარიამი წლების განმავლობაში ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ სხვა გზა აირჩია, ხატვისთვის დროს მაინც პოულობს. მოსკოვში ცხოვრებისას იმისთვისაც იცლიდა, რომ მამას ბიზნესში დახმარებოდა, ამერიკაში კი თავისუფალი დრო პრესტიჟული ჟურნალის ფოტოგადაღებებსაც დაუთმო. ვინაიდან შესანიშნავად იცის ინგლისური და ფრანგული ენები, ის Harper's Bazaar-მა ნიუიორკული გადაღებებისთვის ასისტენტად აიყვანა. მარიამი ძალიან მორიდებული გოგონაა და თავიდან თავისი წარმატებების შესახებ ვრცლად საუბარი არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ.

- 2 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, მამამ იქ საქმე ააწყო. რასაკვირველია, ოჯახიც თან წაგვიყვანა. ყოველ წელს ძმებთან ერთად აუცილებლად ჩამოვდიოდი საქართველოში, რომ ქართული არ დაგვვიწყებოდა, ცოტა მეგრულიც ვიცი და აქცენტიც მაქვს, როგორც ხედავთ (იცინის).

მოსკოვში გავიზარდე და იქ დავამთავრე სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი, კონკრეტულად კი "მგიმო". საკმაოდ რთული იყო იქ მოხვედრა, ამისთვის ორი წელი ვემზადებოდი და ჩავაბარე. სანამ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს შევარჩევდი, მანამდე 7 წლის განმავლობაში ვხატავდი და არქიტექტურის ფაკულტეტზე მქონდა არჩევანი შეჩერებული, მაგრამ შემდეგ რაღაც არ გამოვიდა და ვინაიდან მათემატიკას კარგად ვსწავლობდი, "მგიმოში" ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. მე რომ სწავლას ვამთავრებდი, ჩემი ძმა, გიორგი, ბოსტონში გაუშვეს სასწავლებლად, მამამ მითხრა, შენც ხომ არ მოსინჯავდიო. მაგისტრატურის გაგრძელებას "მგიმოში" ვაპირებდი, მაგრამ გადაწყვეტილება შევცვალე. გავაგზავნე ჩემი აპლიკაციები ბოსტონის რამდენიმე უნივერსიტეტში და ყველა მათგანი­დან მომივიდა დადებითი პასუხი, მთავაზობდნენ სწავლის საფასურის 60%-ით დაფინანსებას. ჩემი მიმართულება უფრო მეტად მარკეტინგია და ისეთი უნივერსიტეტები შევარჩიე, სადაც ამ მიმართულებას ასწავლიდნენ. საბოლოოდ ბენტლის უნივერსიტეტი ამოვარჩიე, რომელსაც მომავალ წელს ვამთავრებ. ეს უნივერსიტეტი ბოსტონიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.

- ამერიკასთან შეგუება არ გაგიჭირდა?

- ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემი ძმა უკვე ბოსტონში გახლდათ და შესაბამისად, ერთმანეთს ვეხმარებოდით.

- მოსკოვისა და ბოსტონის უნივერსიტეტებს შორის რა განსხვავებაა სწავლის თვალსაზრისით?

- მე ვარ ბიზნესურთიერთობების მაგისტრი მარკეტინგის განხრით. სწავლებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - ამერიკული სწავლების მეთოდი ანალიტიკას, დისკუსიებს ეფუძნება. აქ ლექციები არ გვაქვს, უფრო მეტად შენი აზრის გამოთქმას გთხოვენ, რაც თავდაპირველად გამიძნელდა. რუსეთში მიჩვეული ვიყავი სწავლის სხვა მეთოდს, როდესაც პროფესორი გეუბნება, რა არის სწორი. თავიდან საკმაოდ რთული იყო, აუდიტორიის წინაშე საკუთარი მოსაზრებები რომ გამომეთქვა. ახლა აღარ მიძნელდება. რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, ამ მხრივ ძალიან კარგი გარემოა. ყველა ერთმანეთს რჩევას აძლევს და რაღაცას ასწავლის. "ემბიეის" პროგრამა ამით არის გამორჩეული. აქ რომ მოდიხარ, მუშაობის სტაჟი უნდა გქონდეს, ამიტომ რაღაც გამოცდილება უკვე გაქვს დაგროვებული.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"