პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკო ებრალიძე - "მთავარი ისაა, კონკურსის შემდეგ როგორ გააგრძელებ მოღვაწეობას"
მარიკო ებრალიძე - "მთავარი ისაა, კონკურსის შემდეგ როგორ გააგრძელებ მოღვაწეობას"

მომ­ღე­რალ მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძეს ბავ­შვო­ბა­ში ექი­მო­ბა უნ­დო­და. ბი­ო­ლო­გი­ა­სა და ქი­მი­ას ყო­ველ­თვის კარ­გად სწავ­ლობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სცე­ნა­ზე დგო­მის სურ­ვილ­მა აჯო­ბა ექი­მო­ბის სურ­ვილს და ამას არც ნა­ნობს. თა­ვის ბენდთან ერ­თად უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს. მო­მა­ვალ­ში, ბევ­რის რჩე­ვით, შე­იძ­ლე­ბა, კლა­სი­კურ მუ­სი­კა­შიც სცა­დოს ბედი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ჯაზ­შია "გა­და­ვარ­დნი­ლი".

რა­ტომ და­შორ­დნენ მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს

- მშობ­ლე­ბი ნელი მუმ­ლა­ძე და ზაზა ებ­რა­ლი­ძე ერთ ან­სამ­ბლში ცეკ­ვავ­დნენ. მერე თბი­ლი­სის უნი­ვერ­მაღ­ში ერ­თად და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა. მა­შინ გა­ი­პარ­ნენ, შექ­მნეს ოჯა­ხი. ამ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფი პირ­ვე­ლად ჩემი და იყო, ქე­თე­ვა­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ცა­მე­ტი წლით უფ­რო­სია და მერე მე გავჩნდი. დე­დის და მა­მის ოჯახ­ში შე­რი­გე­ბის და გან­შო­რე­ბის თემა ხში­რად ფი­გუ­რი­რებ­და. ამი­ტომ გავჩნდი ჩემი დის და­ბა­დე­ბი­დან ცა­მე­ტი წლის შემ­დეგ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერთ-ერთი შე­რი­გე­ბის ნა­ყო­ფი ვარ. ადრე შე­სამ­ჩნე­ვი იყო ჩემ­სა და ჩემს დას შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა, მაგ­რამ ახლა, მგო­ნი, ჩემ­ზე კა­რგად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ფო­ტო­ზე მე, დედა და ჩემი და ვართ.

- ჩემი აზ­რით, დები ერ­თმა­ნეთს არ ჰგავ­ხართ.

- სა­ერ­თოდ არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. ჩემი და უფრო გამ­ხდა­რი და ხორ­ბლის­ფე­რია. თმა სწო­რი აქვს. მხო­ლოდ მი­მი­კე­ბი­თა და სა­ხის რა­ღაც ნაკ­ვთე­ბით ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს.

- ხვე­უ­ლი თმით ვის ჰგავ­ხარ?

- ხვე­უ­ლი თმა რომ მაქვს და თეთ­რი რომ ვარ, მა­მი­კოს და მისი დე­დის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა". ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­მის გენ­მა იმ­ძლავ­რა. დე­დაც არაა შავგვრე­მა­ნი, მაგ­რამ მა­მას უფრო ვგა­ვარ. დედა სულ ამ­ბობს, ვე­რაფ­რით და­გიმსგავ­სე­თო.

- ხვე­უ­ლი თმა დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნი­და?

- ბავ­შვო­ბა­ში სულ მოკ­ლე ან შეკ­რულ და უკან გა­და­წე­ულ თმას ვა­ტა­რებ­დი. თუ აი­ბურ­დე­ბო­და, არა­ფე­რი შვე­ლო­და. უნდა გა­და­მე­ხოტ­რა. ახლა ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა ჩემ­ნა­ი­რი თმის მო­სავ­ლე­ლად, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში ბალ­ზამს ჩემ­თვის არა­ვინ იყიდ­და. ამი­ტომ ძა­ლი­ან მი­ჭირ­და მოვ­ლა. სამ-ოთხ დღე­ში ერთხელ დე­დას ჩა­ვუჯ­დე­ბო­დი კალ­თა­ში და მვარ­ცხნი­და. მე თვი­თონ ვერ ვი­ვარ­ცხნი­დი. ვცდი­ლობ­დი, და­ბა­ნი­დან და­ბა­ნამ­დე თმა არ აბურ­დუ­ლი­ყო. სა­ბავ­შვო ბაღ­ში რომ დავ­დი­ო­დი, სულ ტი­ლე­ბი მყავ­და. ტი­ლე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის ძა­ლი­ან ხში­რი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ. ერთხელ თუ ჩა­ი­ბუ­დებ­დნენ ჩემს თმა­ში, მერე მისი მო­შო­რე­ბა კოშ­მა­რი იყო. ამი­ტომ ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად მხოტ­რავ­დნენ თმას. სა­ბავ­შვო ბაღ­ში ტი­ლე­ბის­გან გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი მი­ვი­დო­დი და უკან ტი­ლე­ბით ვბრუნ­დე­ბო­დი. ამ­ბობ­დნენ, წნე­ვის­თვის კარ­გია ტი­ლე­ბიო, მაგ­რამ აბა, მშობ­ლე­ბის­თვის გე­კი­თხათ, ეს რო­გო­რი კოშ­მა­რი იყო.

- მეტ­სა­ხე­ლი გაქვს?

- მეტ­სა­ხე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვი­ყა­ვი. ზო­გი­ერ­თი ბავ­შვი მო­ი­გო­ნებ­და ხოლ­მე რამე სა­ხელს და იტყოდ­ნენ, ეს და­მი­ძა­ხე­თო. მე ასე­თი რამ არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია. "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ამ­დე" ყვე­ლა მა­რი­კას მე­ძახ­და. მე ეს სა­ხე­ლი ძა­ლი­ან არ მომ­წონ­და. დე­დას სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი. ეზო­ში ბავ­შვებ­თან რომ ვთა­მა­შობ, მა­რი­კას ნუ და­მი­ძა­ხებ, მა­რი­თი მომ­მარ­თე-მეთ­ქი. მერე მა­რიც აღარ მომ­წონ­და. "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში" შე­მერ­ქვა მა­რი­კო და მას მერე ყვე­ლა მა­რი­კო­თი მომ­მარ­თავს.

- მომ­დევ­ნო ფო­ტოს სა­ინ­ტე­რე­სო წარ­წე­რა აქვს, "მა­მი­კო და ნა­შე­ბი".

- თა­ვი­დან არ ვი­ცო­დი, რომ მამა მე­ზობ­ლებ­თან იყო ამ ფო­ტო­ზე. დე­დამ რომ ნახა წარ­წე­რა, მი­თხრა, რად გინ­დო­და, ასე რომ და­წე­რე, მა­მი­კოს რა­ტომ არ­ცხვენ, მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად აქვს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი, ნა­შებ­ში არ და­დი­ო­დაო. სამ­წუ­ხა­როდ, მამა უკვე გარ­დაც­ვლი­ლია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მარიკო ებრალიძე - "მთავარი ისაა, კონკურსის შემდეგ როგორ გააგრძელებ მოღვაწეობას"

მარიკო ებრალიძე - "მთავარი ისაა, კონკურსის შემდეგ როგორ გააგრძელებ მოღვაწეობას"

მომღერალ მარიკო ებრალიძეს ბავშვობაში ექიმობა უნდოდა. ბიოლოგიასა და ქიმიას ყოველთვის კარგად სწავლობდა, მაგრამ საბოლოოდ სცენაზე დგომის სურვილმა აჯობა ექიმობის სურვილს და ამას არც ნანობს. თავის ბენდთან ერთად უამრავი გეგმა აქვს. მომავალში, ბევრის რჩევით, შეიძლება, კლასიკურ მუსიკაშიც სცადოს ბედი, მაგრამ ამჯერად, როგორც თვითონ ამბობს, ჯაზშია "გადავარდნილი". 

რატომ დაშორდნენ მშობლები ერთმანეთს

- მშობლები ნელი მუმლაძე და ზაზა ებრალიძე ერთ ანსამბლში ცეკვავდნენ. მერე თბილისის უნივერმაღში ერთად დაიწყეს მუშაობა. მაშინ გაიპარნენ, შექმნეს ოჯახი. ამ სიყვარულის ნაყოფი პირველად ჩემი და იყო, ქეთევანი, რომელიც ჩემზე ცამეტი წლით უფროსია და მერე მე გავჩნდი. დედის და მამის ოჯახში შერიგების და განშორების თემა ხშირად ფიგურირებდა. ამიტომ გავჩნდი ჩემი დის დაბადებიდან ცამეტი წლის შემდეგ და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი შერიგების ნაყოფი ვარ. ადრე შესამჩნევი იყო ჩემსა და ჩემს დას შორის ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ ახლა, მგონი, ჩემზე კა­რგად გამოიყურება. ფოტოზე მე, დედა და ჩემი და ვართ.

- ჩემი აზრით, დები ერთმანეთს არ ჰგავხართ.

- საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. ჩემი და უფრო გამხდარი და ხორბლისფერია. თმა სწორი აქვს. მხოლოდ მიმიკებითა და სახის რაღაც ნაკვთებით ვგავართ ერთმანეთს.

- ხვეული თმით ვის ჰგავხარ?

- ხვეული თმა რომ მაქვს და თეთრი რომ ვარ, მამიკოს და მისი დედის "დამსახურებაა". ამ შემთხვევაში მამის გენმა იმძლავრა. დედაც არაა შავგვრემანი, მაგრამ მამას უფრო ვგავარ. დედა სულ ამბობს, ვერაფრით დაგიმსგავსეთო.

- ხვეული თმა დისკომფორტს არ გიქმნიდა?

- ბავშვობაში სულ მოკლე ან შეკრულ და უკან გადაწეულ თმას ვატარებდი. თუ აიბურდებოდა, არაფერი შველოდა. უნდა გადამეხოტრა. ახლა ბევრი საშუალებაა ჩემნაირი თმის მოსავლელად, მაგრამ ბავშვობაში ბალზამს ჩემთვის არავინ იყიდდა. ამიტომ ძალიან მიჭირდა მოვლა. სამ-ოთხ დღეში ერთხელ დედას ჩავუჯდებოდი კალთაში და მვარცხნიდა. მე თვითონ ვერ ვივარცხნიდი. ვცდილობდი, დაბანიდან დაბანამდე თმა არ აბურდულიყო. საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, სულ ტილები მყავდა. ტილები ჩვენი ოჯახის ძალიან ხშირი სტუმრები იყვნენ. ერთხელ თუ ჩაიბუდებდნენ ჩემს თმაში, მერე მისი მოშორება კოშმარი იყო. ამიტომ ბავშვობაში ხშირად მხოტრავდნენ თმას. საბავშვო ბაღში ტილებისგან გასუფთავებული მივიდოდი და უკან ტილებით ვბრუნდებოდი. ამბობდნენ, წნევისთვის კარგია ტილებიო, მაგრამ აბა, მშობლებისთვის გეკითხათ, ეს როგორი კოშმარი იყო.

- მეტსახელი გაქვს?

- მეტსახელების მოყვარული არ ვიყავი. ზოგიერთი ბავშვი მოიგონებდა ხოლმე რამე სახელს და იტყოდნენ, ეს დამიძახეთო. მე ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. "ვარსკვლავების აკადემიამდე" ყველა მარიკას მეძახდა. მე ეს სახელი ძალიან არ მომწონდა. დედას სულ ვეუბნებოდი. ეზოში ბავშვებთან რომ ვთამაშობ, მარიკას ნუ დამიძახებ, მარითი მომმართე-მეთქი. მერე მარიც აღარ მომწონდა. "ვარსკვლავების აკადემიაში" შემერქვა მარიკო და მას მერე ყველა მარიკოთი მომმართავს.

- მომდევნო ფოტოს საინტერესო წარწერა აქვს, "მამიკო და ნაშები".

- თავიდან არ ვიცოდი, რომ მამა მეზობლებთან იყო ამ ფოტოზე. დედამ რომ ნახა წარწერა, მითხრა, რად გინდოდა, ასე რომ დაწერე, მამიკოს რატომ არცხვენ, მეზობლებთან ერთად აქვს ფოტო გადაღებული, ნაშებში არ დადიოდაო. სამწუხაროდ, მამა უკვე გარდაცვლილია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება