საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის მუშაობდა გიორგი გუგავა ჩაის ფაბრიკაში
როდის მუშაობდა გიორგი გუგავა ჩაის ფაბრიკაში

ეკო­ნო­მის­ტე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. თა­ვად იუ­რის­ტო­ბა გა­და­წყვი­ტა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას იუ­მო­რის­ტულ სკეტ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გი­ორ­გი გუ­გა­ვა 1997 წლი­დან "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" წევ­რია და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე პარ­ტი­ულ საქ­მე­ებ­შია გა­დარ­თუ­ლი. ამის გამო საყ­ვე­დუ­რებ­საც კი იღებს მე­უღ­ლის­გან. ახ­ლა­ხან შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ში ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში იყ­რი­და კენ­ჭს. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა ნა­ძა­ლა­დე­ვე­ლებს მო­უ­წო­და, გუ­გა­ვა ავირ­ჩი­ოთ და ერი ვიხ­სნა­თო... ვერ ვიხ­სე­ნით ერი, სა­მა­გი­ე­როდ, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი არი­ან მშვი­დად, დამ­ცვე­ლი ჰყავ­თო, მი­თხრა ჩემ­მა რეს­პონ­დენ­ტმა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე, თუმ­ცა დღეს ბა­ტონ გი­ორ­გის­თან პო­ლი­ტი­კა­ზე არ გვი­სა­უბ­რია.

- ოჯა­ხი რომ გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბის, ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ამ შე­ფა­სე­ბა­ში პირ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლა­ხან მამა გარ­და­მეც­ვა­ლა და ამან ტრა­გი­კუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. ჩვე­ნი, ძმე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მა­მამ დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. პრინ­ცი­პე­ბი, რი­თაც პო­ლი­ტი­კა­ში, ცხოვ­რე­ბა­ში ვმოქ­მე­დებ, მისი და­ნერ­გი­ლია ჩემ­ში. მამა ბუ­ღალ­ტე­რი, ეკო­ნო­მის­ტი გახ­ლდათ. მკაც­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი იყო, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფერს გვიკ­რძა­ლავ­და, - ეს არ შე­იძ­ლე­ბა და არ გა­ა­კე­თოო, არ მახ­სენ­დე­ბა. აღ­ზრდის ფორ­მე­ბი­დან თა­ვად უნდა გან­გვე­სა­ზღვრა, რა იყო მარ­თე­ბუ­ლი და რა და­უშ­ვე­ბე­ლი. ცდი­ლობ­და, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, და­მო­უ­კი­დებ­ლად მიგ­ვე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ­დი, მა­ში­ნაც და ახ­ლაც, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ, მო­ე­წო­ნე­ბო­და თუ არა ჩემი ეს ნა­ბი­ჯი მას. უდა­ვო ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო ის ჩემ­თვის.

- დე­და­ზე რას გვე­ტყვით?

- სა­ოც­რად თბი­ლი იყო და არის დღემ­დე. მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი, გა­ნუ­მე­ო­რებ­ლე­ბი და ერ­თა­დერ­თე­ბი ვი­ყა­ვით სა­მი­ვე ძმა. ისიც ბუ­ღალ­ტე­რი გახ­ლავთ პრო­ფე­სი­ით, თუმ­ცა თა­ვი­სი კა­რი­ე­რა შვი­ლებს შე­მოგ­ვწი­რა. ბევ­რად ლო­ი­ა­ლუ­რი იყო, ვიდ­რე მამა. ცდი­ლობ­და, ჩვე­ნი ონავ­რო­ბა მა­მის ყუ­რამ­დე არ მი­ე­ტა­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ასა­კი­სა, დღე­საც რო­გორც ბავ­შვებს, ისე გვი­ყუ­რებს.

- რას ონავ­რობ­დით?

- ბავ­შვებს ბევ­რი რა­მის გა­ფუ­ჭე­ბა შე­უძ­ლი­ათ: მე­ზობ­ლის ბაღ­ში ხი­ლის მო­პარ­ვა, სკო­ლა­ში არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ქცე­ვა...

- ნიშ­ნე­ბიც?

- ცუ­დად არ ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა მო­ზარ­დო­ბის, ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბის წლებ­ში სხვა გა­ტა­ცე­ბებ­მა იჩი­ნა თავი და ეს ნიშ­ნებ­საც და­ე­ტყო. ჩხუ­ბი, და­ლე­ვა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­მის ყუ­რამ­დე არ უნდა მი­სუ­ლი­ყო. თუ მა­ინც მი­ვი­დო­და, დე­დას ჰბ­რალ­დე­ბო­და, შენ აფა­რებ ხელ­სო, ეუბ­ნე­ბო­და.

- მშობ­ლე­ბის მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბათ?

- სი­მარ­თლის თქმა, ეს იყო მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი მათ აღ­მზრდე­ლო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ამას­ვე გვას­წავ­ლიდ­ნენ ჩვენც. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის შე­ცო­დე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დებ­დნენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

როდის მუშაობდა გიორგი გუგავა ჩაის ფაბრიკაში

როდის მუშაობდა გიორგი გუგავა ჩაის ფაბრიკაში

ეკონომისტების ოჯახში გაიზარდა. თავად იურისტობა გადაწყვიტა. სტუდენტობისას იუმორისტულ სკეტჩებში მონაწილეობდა. გიორგი გუგავა 1997 წლიდან "ლეიბორისტული პარტიის" წევრია და როგორც თავად ამბობს, თავიდან ფეხებამდე პარტიულ საქმეებშია გადართული. ამის გამო საყვედურებსაც კი იღებს მეუღლისგან. ახლახან შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის რაიონში იყრიდა კენჭს. შალვა ნათელაშვილმა ნაძალადეველებს მოუწოდა, გუგავა ავირჩიოთ და ერი ვიხსნათო... ვერ ვიხსენით ერი, სამაგიეროდ, სექსუალური უმცირესობები არიან მშვიდად, დამცველი ჰყავთო, მითხრა ჩემმა რესპონდენტმა ინტერვიუს დაწყებამდე, თუმცა დღეს ბატონ გიორგისთან პოლიტიკაზე არ გვისაუბრია.

- ოჯახი რომ გადამწყვეტი ფაქტორია ადამიანის ცნობიერების, ხასიათის ჩამოყალიბებაში, ამ შეფასებაში პირველი ნამდვილად არ ვიქნები. სამწუხაროდ, ახლახან მამა გარდამეცვალა და ამან ტრაგიკული გავლენა მოახდინა ჩემზე. ჩვენი, ძმების ჩამოყალიბებაში მამამ დიდი წვლილი შეიტანა. პრინციპები, რითაც პოლიტიკაში, ცხოვრებაში ვმოქმედებ, მისი დანერგილია ჩემში. მამა ბუღალტერი, ეკონომისტი გახლდათ. მკაცრი და სამართლიანი იყო, თუმცა კონკრეტულად არაფერს გვიკრძალავდა, - ეს არ შეიძლება და არ გააკეთოო, არ მახსენდება. აღზრდის ფორმებიდან თავად უნდა განგვესაზღვრა, რა იყო მართებული და რა დაუშვებელი. ცდილობდა, დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, დამოუკიდებლად მიგვეღო გადაწყვეტილებები, თუმცა როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი, მაშინაც და ახლაც, ყოველთვის ვფიქრობ, მოეწონებოდა თუ არა ჩემი ეს ნაბიჯი მას. უდავო ავტორიტეტი იყო ის ჩემთვის.

- დედაზე რას გვეტყვით?

- საოცრად თბილი იყო და არის დღემდე. მისთვის განსაკუთრებულები, განუმეორებლები და ერთადერთები ვიყავით სამივე ძმა. ისიც ბუღალტერი გახლავთ პროფესიით, თუმცა თავისი კარიერა შვილებს შემოგვწირა. ბევრად ლოიალური იყო, ვიდრე მამა. ცდილობდა, ჩვენი ონავრობა მამის ყურამდე არ მიეტანა, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, დღესაც როგორც ბავშვებს, ისე გვიყურებს.

- რას ონავრობდით?

- ბავშვებს ბევრი რამის გაფუჭება შეუძლიათ: მეზობლის ბაღში ხილის მოპარვა, სკოლაში არადამაკმაყოფილებელი ქცევა...

- ნიშნებიც?

- ცუდად არ ვსწავლობდი, თუმცა მოზარდობის, ყმაწვილკაცობის წლებში სხვა გატაცებებმა იჩინა თავი და ეს ნიშნებსაც დაეტყო. ჩხუბი, დალევა, ეს ყველაფერი მამის ყურამდე არ უნდა მისულიყო. თუ მაინც მივიდოდა, დედას ჰბრალდებოდა, შენ აფარებ ხელსო, ეუბნებოდა.

- მშობლების მხრიდან განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ?

- სიმართლის თქმა, ეს იყო მთავარი პრინციპი მათ აღმზრდელობით საქმიანობაში და ამასვე გვასწავლიდნენ ჩვენც. გაჭირვებულის შეცოდებისკენ მოგვიწოდებდნენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა