პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დემი მური ქალიშვილს შეურიგდა, მაგრამ მის ყოფილ საყვარელთან შეხვედრას აგრძელებს
დემი მური ქალიშვილს შეურიგდა, მაგრამ მის ყოფილ საყვარელთან შეხვედრას აგრძელებს

მსა­ხი­ო­ბი დემი მური უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, რუ­მერ უი­ლი­სის ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს, ჰარი მორ­ტონს ხვდე­ბა. 50 წლის ვარ­სკვლავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მორ­ტონ­თან თავს ახალ­გაზ­რდად გრძნობს. მური დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰა­რის მე­ქალ­თა­ნის რე­პუ­ტა­ცია აქვს.

31 წლის რეს­ტო­რა­ტო­რი ადრე ლინდსი ლო­ჰანს ხვდე­ბო­და, ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­თან ცხოვ­რობ­და და დემი მუ­რის ქა­ლიშ­ვი­ლის, რუ­მე­რის საყ­ვა­რე­ლი იყო. ამ­ჟა­მად ჰარი დე­მის სახ­ლში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ დღე­ებ­ში პა­პა­რა­ცებ­მა დემი რუ­მერ­თან ერ­თად შე­ნიშ­ნეს. ისი­ნი იო­გას ვარ­ჯი­შე­ბი­დან ერ­თად ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. რო­გორც ჩანს, გო­გო­ნა წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის, რომ დედა მის ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს ხვდე­ბა.

ეს ბოლო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე დედა-შვი­ლის პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტოა. ეშ­ტონ კატ­ჩერ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ დემი გუ­ლის გა­და­ყო­ლე­ბას ღა­მის წვე­უ­ლე­ბე­ბით ცდი­ლობ­და, შე­დე­გად იგი გა­მო­ფიტ­ვის დი­აგ­ნო­ზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს. ქა­ლიშ­ვი­ლებს დე­დის ცხოვ­რე­ბის წესი არ მოს­წონ­დათ და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eg.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დემი მური ქალიშვილს შეურიგდა, მაგრამ მის ყოფილ საყვარელთან შეხვედრას აგრძელებს

დემი მური ქალიშვილს შეურიგდა, მაგრამ მის ყოფილ საყვარელთან შეხვედრას აგრძელებს

მსახიობი დემი მური უფროსი ქალიშვილის, რუმერ უილისის ყოფილ შეყვარებულს, ჰარი მორტონს ხვდება. 50 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მორტონთან თავს ახალგაზრდად გრძნობს. მური დარწმუნებულია, რომ მათი ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჰარის მექალთანის რეპუტაცია აქვს.

31 წლის რესტორატორი ადრე ლინდსი ლოჰანს ხვდებოდა, ჯენიფერ ენისტონთან ცხოვრობდა და დემი მურის ქალიშვილის, რუმერის საყვარელი იყო. ამჟამად ჰარი დემის სახლში საცხოვრებლად გადავიდა.

მიუხედავად ამისა, ამ დღეებში პაპარაცებმა დემი რუმერთან ერთად შენიშნეს. ისინი იოგას ვარჯიშებიდან ერთად ბრუნდებოდნენ. როგორც ჩანს, გოგონა წინააღმდეგი არ არის, რომ დედა მის ყოფილ შეყვარებულს ხვდება.

ეს ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე დედა-შვილის პირველი ერთობლივი ფოტოა. ეშტონ კატჩერთან დაშორების შემდეგ დემი გულის გადაყოლებას ღამის წვეულებებით ცდილობდა, შედეგად იგი გამოფიტვის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინეს. ქალიშვილებს დედის ცხოვრების წესი არ მოსწონდათ და მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება