მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს
ნიკა მელია "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს

რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" 12 მა­ისს ღა­მით მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებს მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი, ნიკა მე­ლია იხ­სე­ნებს. რო­გორც მე­ლი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, შე­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში მისი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა უსა­ფუძ­ვლოა, რად­გან რეს­ტო­რან­ში ინ­ცი­დენ­ტამ­დე ხუთი წუ­თით ადრე მი­ვი­და.

"იმ მა­გი­დას­თან ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ხალ­ხი ის­ხდა. ხუთი წუ­თის მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემს მე­გობ­რებ­თან და მათ მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად და ცალ­კე მა­გი­დას­თან ვის­ხე­დით. ყვე­ლა მა­გი­და იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა მა­გი­დას­თან ჩემი ბევ­რი ნაც­ნო­ბი თუ ახ­ლო­ბე­ლი იჯდა. ის მა­გი­და კი, სა­დაც გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და ბა­კუ­რია ის­ხდნენ, არც კი შე­მიმ­ჩნე­ვია", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მისი ინ­ფორ­მა­ცით, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე­სა და გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან პი­რის­პირ სა­სა­უბ­როდ რეს­ტორ­ნის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ადი­ო­და, რა დრო­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­გი­დის წევ­რე­ბი­დან ერთ-ერ­თმა ხე­ლით გა­ა­ჩე­რა და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი კი­თხვე­ბი და­უს­ვა.

"მკი­თხა, რო­მე­ლი რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ა.შ. ისი­ნი იყ­ვნენ პა­თო­ლო­გი­უ­რად ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და პრო­ვო­კა­ცი­ულ კი­თხვებს სვამ­დნენ. თუმ­ცა, მე თა­ვა­ზი­ა­ნად, მხარ­ზე ხე­ლის და­დე­ბით და­ვემ­შვი­დო­ბე და გას­ვლას ვა­პი­რებ­დი, რის შემ­დე­გაც მი­თხრა, "რა უფ­ლე­ბით მა­დებ ხელს". ის, რომ მათ მა­გი­დას­თან სის­ტე­მა­ტუ­რად მივ­დი­ო­დი, აბ­სურ­დია, რად­გან ხუთი წუ­თის მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი და სა­ერ­თო­დაც რა მინ­დო­და მა­გი­დას­თან, სა­დაც არა­ვის ვიც­ნობ­დი", - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და ქალი დანა-ჩან­გლით ხელ­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სუფ­რის წევრ ქალს და­უ­პი­რის­პირ­და და ჩხუ­ბი "ია­ტაკ­ზე გაგ­რძელ­და".

რო­გორც ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი "ვი­ღა­ცას ეძებ­და", რად­გან "პა­თო­ლო­გი­ურ სიმ­თვრა­ლე­ში" იყო გა­და­სუ­ლი.

"რა თქმა უნდა, ეს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია, მაგ­რამ ჩემი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ინ­ცი­დენ­ტის წა­მო­წყე­ბა­ში და მათ მა­გი­დას­თან სის­ტე­მა­ტუ­რად მის­ვლა­ში, უსა­ფუძ­ვლოა. ჩვენს მა­გი­დას­თან ვის­ხე­დით ხუთ­ნი – ჩემი მე­გობ­რე­ბი და მათი მე­უღ­ლე­ე­ბი. არ იყო ისე­თი სი­ტუ­ა­ცია, რომ ჩხუ­ბი ვინ­მეს წა­მო­ე­წყო. მათი ზედ­მე­ტი გა­დათ­რო­ბა რომ არა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. პი­რი­ქით, ჩვენ ვცდი­ლობ­დით ამ სი­ტუ­ა­ცი­ის ჩა­ცხრო­ბას და ხალ­ხის და­შოშ­მი­ნე­ბას. ამ ქალ­ბა­ტო­ნის­თვის ხელი არა­ვის და­ურ­ტყამს. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­კუ­რი­ას, სი­ტყვი­ე­რი აგ­რე­სი­ის მი­უ­ხე­და­ვად არც მის­თვის და­ურ­ტყამს ვინ­მეს. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ის­მო­და მისი მო­წო­დე­ბე­ბი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ხელი არ და­ერ­ტყათ. დღეს ტრა­გი­კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, რო­დე­საც მე მა­და­ნა­შა­უ­ლებს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც არც კი შე­მიმ­ჩნე­ვია. მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არც მა­შინ მი­მიქ­ცე­ვია, რო­დე­საც ამ სუფ­რის წევრ მა­მა­კაცს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი", - გა­ნა­ცხა­დე ნიკა მე­ლი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კი­თხვა­ზე ჯერ არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ, თუმ­ცა ფიქ­რობს, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ერთ-ერთ იქ მყოფ პირს, და­კი­თხა­ვენ.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რად­გან მსგავს ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. მე მი­ვე­დი ჩემ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ვი­ყა­ვით ხუთ­ნი და ცალ­კე მა­გი­დას­თან ვის­ხე­დით. თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი იმ კა­ფე­ში თით­ქმის არ იყო", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ და გან­მარ­ტა, რომ რეს­ტო­რან­ში პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად არ უნა­ხავს, თუმ­ცა რო­დე­საც მი­ვი­და, შე­ი­ტყო, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ სა­ღა­მოს "ლა ტრუ­ფე­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და.

თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კლუბ-რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი გი­ორ­გი ვა­შა­ძე, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე და სა­მეგ­რე­ლოს ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ზაზა გო­რო­ზია და­შავ­დნენ, რომ­ლე­ბიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყოფ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, და­პი­რის­პი­რე­ბა მათ კლუბ­ში მყოფ რამ­დე­ნი­მე პირ­თან მო­უ­ვი­დათ. მომ­ხდარს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იძი­ებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნიკა მელია "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს

ნიკა მელია "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს

რესტორან "ლა ტრუფეში" 12 მაისს ღამით მომხდარი ინციდენტის დეტალებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, ნიკა მელია იხსენებს. როგორც მელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შელაპარაკების პროვოცირებაში მისი დადანაშაულება უსაფუძვლოა, რადგან რესტორანში ინციდენტამდე ხუთი წუთით ადრე მივიდა.

"იმ მაგიდასთან ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი ისხდა. ხუთი წუთის მისული ვიყავი ჩემს მეგობრებთან და მათ მეუღლეებთან ერთად და ცალკე მაგიდასთან ვისხედით. ყველა მაგიდა იყო დაკავებული და სხვადასხვა მაგიდასთან ჩემი ბევრი ნაცნობი თუ ახლობელი იჯდა. ის მაგიდა კი, სადაც გიორგობიანი და ბაკურია ისხდნენ, არც კი შემიმჩნევია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი ინფორმაცით, დავით საყვარელიძესა და გიორგი ვაშაძესთან პირისპირ სასაუბროდ რესტორნის მეორე სართულზე ადიოდა, რა დროსაც აღნიშნული მაგიდის წევრებიდან ერთ-ერთმა ხელით გააჩერა და არაადეკვატური კითხვები დაუსვა.

"მკითხა, რომელი რაიონის გამგებელი ვიყავი და ა.შ. ისინი იყვნენ პათოლოგიურად ნასვამ მდგომარეობაში და პროვოკაციულ კითხვებს სვამდნენ. თუმცა, მე თავაზიანად, მხარზე ხელის დადებით დავემშვიდობე და გასვლას ვაპირებდი, რის შემდეგაც მითხრა, "რა უფლებით მადებ ხელს". ის, რომ მათ მაგიდასთან სისტემატურად მივდიოდი, აბსურდია, რადგან ხუთი წუთის მისული ვიყავი და საერთოდაც რა მინდოდა მაგიდასთან, სადაც არავის ვიცნობდი", - აღნიშნა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე აგრესიულად იქცეოდა ქალი დანა-ჩანგლით ხელში, რომელიც ერთ-ერთი სუფრის წევრ ქალს დაუპირისპირდა და ჩხუბი "იატაკზე გაგრძელდა".

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ქალბატონი "ვიღაცას ეძებდა", რადგან "პათოლოგიურ სიმთვრალეში" იყო გადასული.

"რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემი დადანაშაულება ინციდენტის წამოწყებაში და მათ მაგიდასთან სისტემატურად მისვლაში, უსაფუძვლოა. ჩვენს მაგიდასთან ვისხედით ხუთნი – ჩემი მეგობრები და მათი მეუღლეები. არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ჩხუბი ვინმეს წამოეწყო. მათი ზედმეტი გადათრობა რომ არა, დარწმუნებული ვარ, არაფერი მოხდებოდა. პირიქით, ჩვენ ვცდილობდით ამ სიტუაციის ჩაცხრობას და ხალხის დაშოშმინებას. ამ ქალბატონისთვის ხელი არავის დაურტყამს. რაც შეეხება ბაკურიას, სიტყვიერი აგრესიის მიუხედავად არც მისთვის დაურტყამს ვინმეს. პარალელურ რეჟიმში ისმოდა მისი მოწოდებები, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელი არ დაერტყათ. დღეს ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როდესაც მე მადანაშაულებს ქალბატონი, რომელიც არც კი შემიმჩნევია. მისთვის ყურადღება არც მაშინ მიმიქცევია, როდესაც ამ სუფრის წევრ მამაკაცს ვესაუბრებოდი", - განაცხადე ნიკა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ, თუმცა ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც ერთ-ერთ იქ მყოფ პირს, დაკითხავენ.

"სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მე მივედი ჩემ მეგობრებთან ერთად, ვიყავით ხუთნი და ცალკე მაგიდასთან ვისხედით. თავისუფალი ადგილი იმ კაფეში თითქმის არ იყო", - განაცხადა ნიკა მელიამ და განმარტა, რომ რესტორანში პრეზიდენტი თავად არ უნახავს, თუმცა როდესაც მივიდა, შეიტყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ საღამოს "ლა ტრუფეში" იმყოფებოდა.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ