Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ოაზისი" გაიმართება
საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ოაზისი" გაიმართება

22-23 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი "ოა­ზი­სი" გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აც­ნო­ბეს, სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სუ­ლი ჯგუ­ფი "მუმი ტრო­ლი" ეწ­ვე­ვა.

მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს კაფე "ლა­უნჯ ქი­უ­ში" პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი სტუმ­რე­ბი და ჰედ­ლა­ი­ნე­რი გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "ოა­ზი­სი" კომ­პა­ნი­ე­ბის "ემ ეს ივენთსი­სა" და "ლაიფ კონ­ცერ­ტის" ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა.

ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მცხე­თის თე­ატ­რო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ცერ­ტებს ცნო­ბი­ლი ევ­რო­პუ­ლი ჯგუ­ფე­ბი "ჯა­კუ­ზი" (გერ­მა­ნია), "ჯუ­ვე­ნილს" (საფ­რან­გე­თი), "ჰუ­მე­იდ­ჰუ" (და­ნია) და "ლა­უდსფი­ქერ­სი" (სა­ქარ­თვე­ლო) გა­მარ­თა­ვენ.

კომ­პა­ნია "ემ ეს ივენთსის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, მაკო სა­ბა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნე­ლებს გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­ულ მუ­სი­კას­თან ერ­თად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და­უ­ვი­წყა­რი დრო გა­ა­ტა­რონ.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მცხე­თის "თე­ატ­რონ­თან" სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი გან­ლაგ­დე­ბა. იქვე გან­თავ­სდე­ბა კენ­პინ­გის ზონა.

კომ­პა­ნია "ლაივ კონ­ცერ­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი კი­რილ ხი­მი­ჩევ­სი ფეს­ტი­ვა­ლი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მისი თქმით, "ოა­ზი­სი" სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზად­და, იდეა კი შარ­შან ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტზე სტუმ­რო­ბი­სას გა­უჩ­ნდა, რო­დე­საც იგი ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღერ­ლის ტურ-მე­ნე­ჯე­რი იყო და მას­თან ერ­თად ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს. მაკო სა­ბა­ნა­ძემ მას მცხე­თა და­ათ­ვა­ლი­რე­ბი­ნა და "ოა­ზი­სის" ანუ მცხე­თის "თე­ატ­რო­ნის" ნახ­ვის­თა­ნა­ვე იდე­აც გაჩ­ნდა.

ფეს­ტი­ვა­ლის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა 15 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა. გა­ყიდ­ვა­ში მხო­ლოდ 8000 ბი­ლე­თი იქ­ნე­ბა, რომლთა­გან პირ­ველ 1000 ბი­ლეთს მსურ­ვე­ლე­ბი 19 ლა­რად შე­ი­ძე­ნენ. ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტერ­ნე­ტით, ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე WWW.OASIS-FESTIVAL.GE, ასე­ვე "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" პრე­სის ჯი­ხუ­რებ­ში და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სწრა­ფი გა­დახ­დის (EXPRESS PAY) აპა­რა­ტე­ბი­დან.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ოაზისი" გაიმართება

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ოაზისი" გაიმართება

22-23 ივნისს საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ოაზისი" გაიმართება. როგორც "ამბები.გე"-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველოს რუსული ჯგუფი "მუმი ტროლი" ეწვევა.

მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით დღეს კაფე "ლაუნჯ ქიუში" პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ფესტივალის მთავარი სტუმრები და ჰედლაინერი გახდა ცნობილი. საერთაშორისო ფესტივალი "ოაზისი" კომპანიების "ემ ეს ივენთსისა" და "ლაიფ კონცერტის" ორგანიზებით ჩატარდება.

ორი დღის განმავლობაში მცხეთის თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტებს ცნობილი ევროპული ჯგუფები "ჯაკუზი" (გერმანია), "ჯუვენილს" (საფრანგეთი), "ჰუმეიდჰუ" (დანია) და "ლაუდსფიქერსი" (საქართველო) გამართავენ.

კომპანია "ემ ეს ივენთსის" გენერალური დირექტორის, მაკო საბანაძის განცხადებით, ფესტივალის განმავლობაში მსმენელებს გემოვნებით შერჩეულ მუსიკასთან ერთად, შესაძლებლობა მიეცემათ ოჯახის წევრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარონ.

ფესტივალის ფარგლებში მცხეთის "თეატრონთან" სპორტული ღონისძიებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კვების ობიექტები განლაგდება. იქვე განთავსდება კენპინგის ზონა.

კომპანია "ლაივ კონცერტის" გენერალური დირექტორი კირილ ხიმიჩევსი ფესტივალისათვის სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში.

მისი თქმით, "ოაზისი" საქართველოში მცხოვრები გემოვნებიანი მსმენელისათვის სპეციალურად მომზადდა, იდეა კი შარშან ზემფირას კონცერტზე სტუმრობისას გაუჩნდა, როდესაც იგი ცნობილი რუსი მომღერლის ტურ-მენეჯერი იყო და მასთან ერთად ეწვია საქართველოს. მაკო საბანაძემ მას მცხეთა დაათვალირებინა და "ოაზისის" ანუ მცხეთის "თეატრონის" ნახვისთანავე იდეაც გაჩნდა.

ფესტივალის ბილეთების გაყიდვა 15 მაისიდან დაიწყება. გაყიდვაში მხოლოდ 8000 ბილეთი იქნება, რომლთაგან პირველ 1000 ბილეთს მსურველები 19 ლარად შეიძენენ. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ინტერნეტით, ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე WWW.OASIS-FESTIVAL.GE, ასევე "საქართველოს ფოსტის" პრესის ჯიხურებში და "საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის (EXPRESS PAY) აპარატებიდან.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება