გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ საგანგაშო ანალიზი გამოაქვეყნა. რაიონში, სადაც 2 -დან 5 წლამდე ასაკის 7 102 ბავშვი ცხოვრობს, სკოლამდელ დაწესებულებაში მხოლოდ 51% - 3 676 ბავშვი დადის. ამასთან, ანალიზის მიხედვით, საბავშვო ბაღების მატერიალური მდგომარეობა არასახარბიელოა, ხოლო არაკვალიფიციური კადრის გამო აღმზრდელების გადამზადებაა საჭირო.