პარტნიორები:

    მანანა თოდაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

    მანანა თოდაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

    31 მაისს მოსკოვში მოღვაწე მომღერალი მანანა თოდაძე თბილისის საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს.

    როგორც "ამბები.გე"-ს ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტს "თქვენთან ყოფნა მომენატრა" ჰქვია. მომღერალი ყველა იმ ცნობილ სიმღერას შეასრულებს, რომლითაც ის წლების განმავლობაში მსმენელის წინაშე გამოდიოდა.

    მანანა თოდაძესთან დუეტებს თეიმურაზ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი, ლიკა დოლიძე, თეატრალური კვარტეტი და გიორგი მელიქიშვილი შეასრულებენ.

    სცენაზე მანანა თოდაძე შვილთან, ლეილა თოდაძესთან და დის შვილთან, მაია ყარყარაშვილთან ერთად იმღერებს.

    კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი და პიანისტი ნიკა ნიკვაშვილია.

    გიორგი ბერიძე

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება