მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელის გელა ხვედელიძეს?
რა ელის გელა ხვედელიძეს?

კვი­რას, სა­დღაც სა­ღა­მოს შვი­დი სა­ა­თის­კენ და­ა­ნონსდა, რომ ის­რა­ე­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი შს მი­ნის­ტრი სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგს მარ­თავ­და და ვი­ღა­ცას სიკ­ვდი­ლის ბუზი აჯ­დე­ბო­და... მაგ­რამ ეს "ვი­ღა­ცა" თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, გელა ხვე­დე­ლი­ძე იქ­ნე­ბო­და, თურ­მე სულ ხუთ კაცს სცოდ­ნია... მოკ­ლედ, რო­გორც მი­ნის­ტრმა სა­გან­გე­ბოდ გვამ­ცნო, ხვე­დე­ლი­ძე გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო და­ა­კა­ვე­სო:

"ჩვენ გავ­ხსე­ნით და და­ვად­გი­ნეთ იმ და­ნა­შა­უ­ლის ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა. პირ­ვე­ლი - კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კუდ-ის მიერ, ცხა­დია, უკა­ნო­ნოდ, გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვილ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ფა­რულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­ყო­ლი­ე­ბის მიზ­ნით. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ ეს და სხვა კად­რე­ბი და­ი­ლუ­ქა დად­გე­ნი­ლი წე­სით, თუმ­ცა არ გვაქვს იმის გა­რან­ტია, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ხელ­ში არ არის ას­ლე­ბი. ამ და სხვა უკა­ნო­ნო კად­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სხვა პი­რებ­თან ერ­თად, მინ­დო­ბი­ლი ჰქონ­და ჩემს ყო­ფილ პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, გელა ხვე­დე­ლი­ძეს. პი­რა­დად ჩემ­თვის, ეს არის ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი. ჩემ­მა პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ჩა­ი­დი­ნა არა მარ­ტო და­ნა­შა­უ­ლი, არა­მედ მო­ხე­ლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი. მან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად და მტკივ­ნე­უ­ლად მი­ი­ღო მის მი­მართ მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი და ფა­რე­სიშ­ვილ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნა­თავ­სა ეს კად­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში".

"სა­ღოლ, ირაკ­ლი!", "დღე­ი­დან ჩემი რჩე­უ­ლი მი­ნის­ტრი ხარ!", "გა­ბე­და!", "ვააა, გელა?! ირაკ­ლის ფანი გავ­ხდი!"... "ვა­ნომ და­წე­რა, მე­რა­ბიშ­ვილ­მა, რა ფრთებს ას­ხამთ ღა­რი­ბაშ­ვილს, მე არ მყავ­და მო­ად­გი­ლე, თო­რემ მის და­ჭე­რას ვინ და­მას­წრებ­დაო..." - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი გან­წყო­ბა იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში"... ვინ ვინ და, "ალი­ას" და "ქრო­ნი­კის" მკი­თხველ­მა კარ­გად იცის, ხვე­დე­ლი­ძე­ზე რამ­დე­ნი მამ­ხი­ლე­ბე­ლი მა­სა­ლა დაგ­ვი­ბეჭ­დავს. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ უამ­რავ კომ­პრო­მა­ტებს ასა­ხე­ლებ­დნენ. ისე, ვა­ღი­ა­რებთ, ხვე­დე­ლი­ძის მხი­ლე­ბა­ში ყვე­ლა რე­კორდს ხსნი­და "სა­ხალ­ხო კრე­ბის" წევ­რი ლაშა ამი­რე­ჯი­ბი, რო­მე­ლიც თვე­ე­ბია ამ­ტკი­ცებ­და, რომ გელა ხვე­დე­ლი­ძე მე­რა­ბიშ­ვი­ლის კად­რი იყო და "ვანო-2" ღა­რი­ბაშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში. ლაშა ამი­რე­ჯი­ბი, "ქრო­ნი­კის" არ­ქი­ვი­დან:

"...ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­ი­ა­რა 85-მა კი­ლოგ­რამ­მა ჰე­რო­ინ­მა, რო­მე­ლიც მოხ­ვდა უკ­რა­ი­ნა­ში და შემ­დეგ გა­და­ვი­და ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, და­ა­კა­ვეს ეს­ტო­ნეთ-ბე­ლო­რუ­სი­ის სა­ზღვარ­ზე. ამ ტვირ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ახლა ვკი­თხუ­ლობ, ვინ კუ­რი­რებს დღეს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს და სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს? ვინ და გელა ხვე­დე­ლი­ძე..."

"...გელა ხვე­დე­ლი­ძე სულ ახ­ლა­ხან გა­და­იყ­ვა­ნეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ. მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი და ახ­ლაც ვამ­ბობ, რომ გელა ხვე­დე­ლი­ძე იყო და არის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კად­რი და ფა­რუ­ლად ყო­ველ­თვის ემ­სა­ხუ­რე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"!... ასე, მა­გა­ლი­თად, კარ­ვე­ბის ცნო­ბი­ლი აქ­ცი­ის დროს (მა­შინ ხვე­დე­ლი­ძე ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო - რედ.) გელა ხვე­დე­ლი­ძე ხში­რად ჰყავთ ნა­ნა­ხი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­სუ­ლი..."

19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი "ქრო­ნი­კას" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა თა­ვად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა:

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, აქვე ჩა­გე­კი­თხე­ბით, თქვენს პირ­ველ მო­ად­გი­ლე­ზე - გელა ხვე­დე­ლი­ძე­ზე უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია ქვეყ­ნდე­ბა, ამ­ბო­ბენ, რომ ის არის ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნი­ას კად­რი, რო­მე­ლიც შემ­დგომ "ფო­რუმ­ში" აღ­მოჩ­ნდა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მეშ­ვე­ო­ბით, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე და ხა­ბუ­რძა­ნია მე­გობ­რე­ბი არი­ან. რამ­დე­ნად ენ­დო­ბით გელა ხვე­დე­ლი­ძეს?

- ხვე­დე­ლი­ძე არის ჩემი ერ­თგუ­ლი და მე მას ვენ­დო­ბი, ის არის თა­ვი­სი საქ­მის და ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის ჭორი და ბრალ­დე­ბე­ბი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლო. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან პრე­სით და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ხვე­დე­ლი­ძე სა­კუ­რა­ტო­რო­ში და­ი­ნიშ­ნა, სის­ტე­მას იგი­ვე პი­რე­ბი მარ­თა­ვენ, ეს უბ­რა­ლოდ ასე არ არის, ასე­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ჩემ­თვის ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია.

ფაქ­ტია, ღა­რი­ბაშ­ვილს ეს ამ­ბა­ვი არ სჯე­რო­და, მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დრო­სო... მარ­თა­ლია, ხვე­დე­ლი­ძე დიდი ვე­რა­ფე­რი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს (ამა­ზე ცოტა ქვე­მოთ), მაგ­რამ რა იცი, გა­მო­ძი­ე­ბა საით წავა და რას ამო­უ­ქე­ქა­ვენ ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს...

თა­ვად ამ საქ­მის "გმი­რი" გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლი კი "ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ეს არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი ეტა­პი:

- რო­დე­საც კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ მოხ­და ჩემი "და­ვერ­ბოვ­კე­ბის" მცდე­ლო­ბა, ამის შემ­დეგ მე ვი­ყა­ვი უკ­რა­ი­ნა­ში გაქ­ცე­უ­ლი, მა­შინ ჩემ­ზე იყო ასე­თი ზე­წო­ლა, - შენ ვერ ჩა­გი­დებთ ნარ­კო­ტიკს, ვერ ჩა­გი­დებთ ია­რაღს, მაგ­რამ რა­მეს გა­გი­კე­თებთ, რა­მეს გა­გი­ჩა­ლი­ჩებთ! მე ვამ­ბობ, რომ ეს ფირი არის ფაბ­რი­კა­ცია და ამას უკე­თე­სად გა­ვარ­კვევთ მო­მა­ვალ­ში.

- ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ფირი გა­და­ღე­ბუ­ლია ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კუდ-ის მიერ, ამა­ში ეთან­ხმე­ბი?

- მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს იყოს ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გა­ავ­რცე­ლა. მე ერთ კო­რექ­ტი­რე­ბას შე­ვი­ტან ბა­ტო­ნი ირაკ­ლის ნათ­ქვამ­ში, რა­საც მე ვამ­ბობ­დი, ეს არ იყო ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გელა ხვე­დე­ლი­ძის მი­მართ.

- რო­გორ ფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი ამით ამო­ი­წუ­რა, თუ სხვე­ბიც არი­ან ამ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლე­ბი?

- მე მო­ვი­თხოვ ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის შე­მოწ­მე­ბას ნარ­კო­ტი­კებ­ზე.

- ეგ გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ?

- ამის შე­სა­ხებ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვი­სა­უბ­რებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ბევ­რს გა­ი­გებს. გელა ხვე­დე­ლი­ძეს ჩემ მი­მართ ბინ­ძუ­რი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდა არა ახლა, არა­მედ მა­შინ, როცა მე ვი­ყა­ვი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" და ის ვამ­ხი­ლე ორ­მაგ თა­მაშ­ში. მარ­თა­ლია, მა­შინ მტყუ­ა­ნი მე აღ­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ სი­მარ­თლე ახლა მა­ინც გა­ირ­კვე­ვა.

ამ საქ­მე­ში არ­სე­ბობს უამ­რა­ვი კი­თხვა: გელა ხვე­დე­ლი­ძე მარ­ტო მოქ­მე­დებ­და თუ კი­დევ ვინ­მეს და­პა­ტიმ­რე­ბაა და­გეგ­მი­ლი? სად არის გელა ხვე­დე­ლი­ძის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა, იქ­ნებ ვინ­მემ ისარ­გებ­ლა შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით, შე­აღ­წია მის კომ­პი­უ­ტერ­ში და ატ­ვირ­თა ჩა­ნა­წე­რი? ამ კი­თხვებ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პა­სუხს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იძ­ლე­ვა, პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და უახ­ლო­ეს ხან­ში ყვე­ლა­ფე­რი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. 12 მა­ისს, გვი­ან ღა­მით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გელა ხვე­დე­ლი­ძემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. თუმ­ცა ამი­სი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ გვი­ნა­ხავს. სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ გელა ხვე­დე­ლი­ძე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა ანდა გავ­რცე­ლე­ბა ამა თუ იმ ხერ­ხით გავ­რცე­ლე­ბულ ნა­წარ­მო­ებ­ში, მა­სობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლო­ბით ან სხვა სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ორ წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით იმა­ვე ვა­დით. ალ­ბათ, ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, რომ გელა ხვე­დე­ლი­ძე ჯა­რი­მას გა­და­იხ­დის და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისევ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და სად­მე შე­ა­ყო­ფი­ნე­ბენ ცხვირს... რა ვიცი, რა ვიცი... ამ ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს გიგა ჩრდი­ლე­ლის ის­ტო­რია მაძ­ლევს - ალ­ბათ ყვე­ლას კარ­გად გახ­სოვთ, როცა ივა­ნიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კა­ში, აგენ­ტის რო­გო­რი სა­ხე­ლით გა­ა­ძე­ვა "ქარ­თუ ჯგუ­ფი­დან" ვინ­მე გიგა ჩრდი­ლე­ლი... რამ­დე­ნი­მე თვის წინ ეს ადა­მი­ა­ნი უკან მი­აბ­რუ­ნა და სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხნის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ასე­ვე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნად­გურ­დე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ბინ­ძუ­რი არ­ქი­ვი. თუმ­ცა მან არც ის გა­მო­რი­ცხა, რომ ამ კად­რე­ბის ას­ლე­ბი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც ჰქონ­დეთ. თუკი ასეა, მა­შინ კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი... კი, ბა­ტო­ნო, და­ვუშ­ვათ, ვი­ღა­ცამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ცხელ კვალ­ზე­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს, ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბულს რა ხე­ი­რი? და­ბო­ლოს, იმე­დია, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ მწა­რე გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ მა­ინც აღარ და­უდ­გე­ბა თა­ვის მი­ნის­ტრებ­სა თუ მათ მო­ად­გი­ლე­ებს უფა­სო ად­ვო­კა­ტად და რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კოს შემ­თხვე­ვა­ში თქვა - მე არ ვიცი ის დე­ტა­ლე­ბი, რა­ზეც მას კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ბრალს სდებს, მაგ­რამ ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ტყუ­ი­ლია, რად­გან სერ­გე­ენ­კოს ვენ­დო­ბი და მას­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბაო - გა­და­უ­მოწ­მებ­ლად, ასე სა­ჯა­როდ აღარ იტყვის.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

რა ელის გელა ხვედელიძეს?

რა ელის გელა ხვედელიძეს?

კვირას, სადღაც საღამოს შვიდი საათისკენ დაანონსდა, რომ ისრაელიდან დაბრუნებული შს მინისტრი საგანგებო ბრიფინგს მართავდა და ვიღაცას სიკვდილის ბუზი აჯდებოდა... მაგრამ ეს "ვიღაცა" თუ ღარიბაშვილის პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე იქნებოდა, თურმე სულ ხუთ კაცს სცოდნია... მოკლედ, როგორც მინისტრმა საგანგებოდ გვამცნო, ხვედელიძე გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავესო:

"ჩვენ გავხსენით და დავადგინეთ იმ დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოება. პირველი - კადრები გადაღებულია წინა ხელისუფლების კუდ-ის მიერ, ცხადია, უკანონოდ, გიორგი ფარესიშვილზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და ფარულ თანამშრომლობაზე დაყოლიების მიზნით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს და სხვა კადრები დაილუქა დადგენილი წესით, თუმცა არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელში არ არის ასლები. ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირებთან ერთად, მინდობილი ჰქონდა ჩემს ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს. პირადად ჩემთვის, ეს არის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი. ჩემმა პირველმა მოადგილემ ჩაიდინა არა მარტო დანაშაული, არამედ მოხელისთვის შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, დამოუკიდებლად განათავსა ეს კადრები ინტერნეტსივრცეში".

"საღოლ, ირაკლი!", "დღეიდან ჩემი რჩეული მინისტრი ხარ!", "გაბედა!", "ვააა, გელა?! ირაკლის ფანი გავხდი!"... "ვანომ დაწერა, მერაბიშვილმა, რა ფრთებს ასხამთ ღარიბაშვილს, მე არ მყავდა მოადგილე, თორემ მის დაჭერას ვინ დამასწრებდაო..." - დაახლოებით ასეთი განწყობა იყო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"... ვინ ვინ და, "ალიას" და "ქრონიკის" მკითხველმა კარგად იცის, ხვედელიძეზე რამდენი მამხილებელი მასალა დაგვიბეჭდავს. ჩვენი რესპოდენტები მის წინააღმდეგ უამრავ კომპრომატებს ასახელებდნენ. ისე, ვაღიარებთ, ხვედელიძის მხილებაში ყველა რეკორდს ხსნიდა "სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი, რომელიც თვეებია ამტკიცებდა, რომ გელა ხვედელიძე მერაბიშვილის კადრი იყო და "ვანო-2" ღარიბაშვილის უწყებაში. ლაშა ამირეჯიბი, "ქრონიკის" არქივიდან:

"...ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოზე გაიარა 85-მა კილოგრამმა ჰეროინმა, რომელიც მოხვდა უკრაინაში და შემდეგ გადავიდა ბელორუსიაში, დააკავეს ესტონეთ-ბელორუსიის საზღვარზე. ამ ტვირთის ღირებულება იყო 5 მილიონი დოლარი. ახლა ვკითხულობ, ვინ კურირებს დღეს უშიშროების სამსახურს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს? ვინ და გელა ხვედელიძე..."

"...გელა ხვედელიძე სულ ახლახან გადაიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილის პირველ მოადგილედ. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ გელა ხვედელიძე იყო და არის ვანო მერაბიშვილის კადრი და ფარულად ყოველთვის ემსახურებოდა "ნაციონალურ მოძრაობას"!... ასე, მაგალითად, კარვების ცნობილი აქციის დროს (მაშინ ხვედელიძე ოპოზიციაში იყო - რედ.) გელა ხვედელიძე ხშირად ჰყავთ ნანახი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების კაბინეტიდან გამოსული..."

19 აპრილის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე კი "ქრონიკას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა:

- ბატონო ირაკლი, აქვე ჩაგეკითხებით, თქვენს პირველ მოადგილეზე - გელა ხვედელიძეზე უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ქვეყნდება, ამბობენ, რომ ის არის ვალერი ხაბურძანიას კადრი, რომელიც შემდგომ "ფორუმში" აღმოჩნდა, გუბაზ სანიკიძის მეშვეობით, გუბაზ სანიკიძე და ხაბურძანია მეგობრები არიან. რამდენად ენდობით გელა ხვედელიძეს?

- ხვედელიძე არის ჩემი ერთგული და მე მას ვენდობი, ის არის თავისი საქმის და ქვეყნის ერთგული, შესაბამისად, ყველა ის ჭორი და ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან გაზვიადებულია, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გამოდიან პრესით და ინტერვიუებში ამბობენ, რომ ხვედელიძე საკურატოროში დაინიშნა, სისტემას იგივე პირები მართავენ, ეს უბრალოდ ასე არ არის, ასეთი დეზინფორმაცია ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.

ფაქტია, ღარიბაშვილს ეს ამბავი არ სჯეროდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო... მართალია, ხვედელიძე დიდი ვერაფერი ბრალდებით დააკავეს (ამაზე ცოტა ქვემოთ), მაგრამ რა იცი, გამოძიება საით წავა და რას ამოუქექავენ ყოფილ მოადგილეს...

თავად ამ საქმის "გმირი" გიორგი ფარესიშვილი კი "ქრონიკასთან" საუბარში ამბობს, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპი:

- როდესაც კუდ-ის თანამშრომლების მიერ მოხდა ჩემი "დავერბოვკების" მცდელობა, ამის შემდეგ მე ვიყავი უკრაინაში გაქცეული, მაშინ ჩემზე იყო ასეთი ზეწოლა, - შენ ვერ ჩაგიდებთ ნარკოტიკს, ვერ ჩაგიდებთ იარაღს, მაგრამ რამეს გაგიკეთებთ, რამეს გაგიჩალიჩებთ! მე ვამბობ, რომ ეს ფირი არის ფაბრიკაცია და ამას უკეთესად გავარკვევთ მომავალში.

- ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფირი გადაღებულია ძველი ხელისუფლების კუდ-ის მიერ, ამაში ეთანხმები?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ძველი ხელისუფლების მიერ გაკეთებული, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაავრცელა. მე ერთ კორექტირებას შევიტან ბატონი ირაკლის ნათქვამში, რასაც მე ვამბობდი, ეს არ იყო ცილისმწამებლური განცხადებები გელა ხვედელიძის მიმართ.

- როგორ ფიქრობ, ყველაფერი ამით ამოიწურა, თუ სხვებიც არიან ამ საქმეში გარეულები?

- მე მოვითხოვ ლაშა ნაცვლიშვილის შემოწმებას ნარკოტიკებზე.

- ეგ გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს, კონკრეტულ საქმეში ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილიც მონაწილეობდნენ?

- ამის შესახებ უახლოეს დღეებში ვისაუბრებ, საზოგადოება კიდევ ბევრს გაიგებს. გელა ხვედელიძეს ჩემ მიმართ ბინძური ინტერესი გაუჩნდა არა ახლა, არამედ მაშინ, როცა მე ვიყავი "ქართულ ოცნებაში" და ის ვამხილე ორმაგ თამაშში. მართალია, მაშინ მტყუანი მე აღმოვჩნდი, მაგრამ სიმართლე ახლა მაინც გაირკვევა.

ამ საქმეში არსებობს უამრავი კითხვა: გელა ხვედელიძე მარტო მოქმედებდა თუ კიდევ ვინმეს დაპატიმრებაა დაგეგმილი? სად არის გელა ხვედელიძის აღიარებითი ჩვენება, იქნებ ვინმემ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით, შეაღწია მის კომპიუტერში და ატვირთა ჩანაწერი? ამ კითხვებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხს ჯერჯერობით ვერ იძლევა, პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, გამოძიება გრძელდება და უახლოეს ხანში ყველაფერი გახდება ცნობილი. 12 მაისს, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გელა ხვედელიძემ დანაშაული აღიარა. თუმცა ამისი დამამტკიცებელი დოკუმენტი არ გვინახავს. სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გენერალურმა ინსპექციამ გელა ხვედელიძე სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა საჯარო გამოსვლისას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება ამ ქვეყანაში, რომ გელა ხვედელიძე ჯარიმას გადაიხდის და რამდენიმე დღეში ისევ თავისუფლებაზე იქნება და სადმე შეაყოფინებენ ცხვირს... რა ვიცი, რა ვიცი... ამ ეჭვის საფუძველს გიგა ჩრდილელის ისტორია მაძლევს - ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, როცა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა პოლიტიკაში, აგენტის როგორი სახელით გააძევა "ქართუ ჯგუფიდან" ვინმე გიგა ჩრდილელი... რამდენიმე თვის წინ ეს ადამიანი უკან მიაბრუნა და საავიაციო ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ დაუყოვნებლივ განადგურდება წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი. თუმცა მან არც ის გამორიცხა, რომ ამ კადრების ასლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ. თუკი ასეა, მაშინ კიდევ დამატებითი ღონისძიებებია ჩასატარებელი... კი, ბატონო, დავუშვათ, ვიღაცამ გამოაქვეყნა და ცხელ კვალზევე დააპატიმრეს, ე.წ. დაზარალებულს რა ხეირი? დაბოლოს, იმედია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ მწარე გაკვეთილის შემდეგ მაინც აღარ დაუდგება თავის მინისტრებსა თუ მათ მოადგილეებს უფასო ადვოკატად და როგორც დავით სერგეენკოს შემთხვევაში თქვა - მე არ ვიცი ის დეტალები, რაზეც მას კობა დავითაშვილი ბრალს სდებს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ტყუილია, რადგან სერგეენკოს ვენდობი და მასში ეჭვი არ მეპარებაო - გადაუმოწმებლად, ასე საჯაროდ აღარ იტყვის.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ