მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - დაივიწყეთ, რომ ვარსებობ
მიხეილ სააკაშვილი - დაივიწყეთ, რომ ვარსებობ

და­ი­ვი­წყეთ, რომ ვარ­სე­ბობ, მაგ­რამ გა­იხ­სე­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ბა­თუმ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შე­ნო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის სტა­ტუ­სის დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა. დღეს ჩვენ ვართ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან. როცა შევ­ქმე­ნით სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა – "ლა­ზი­კა" და "დიდ­გო­რი" და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, სწო­რედ მა­შინ გაგ­ვიჩ­ნდა აზრი, რომ გვჭირ­დე­ბა სახ­ლში გაზ­რდი­ლი მსოფ­ლიო კლა­სის ინ­ჟინ­რე­ბი, რად­გან ქარ­თვე­ლებს თუ მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში გა­ვუშ­ვებთ სას­წავ­ლებ­ლად, მათ­გან სა­უ­კე­თე­სო­ებს იქა­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ან ფირ­მა და­ი­ტო­ვებს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა, რომ ხალ­ხი აქ იყოს და აქ სწავ­ლობ­დეს. ამი­ტომ გაჩ­ნდა აზრი, რომ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი გვჭირ­დე­ბა. ჩვენ ავა­შე­ნეთ მსოფ­ლიო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რი, ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო შე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა კავ­კა­სი­ა­ში, რო­გორც სიმ­ბო­ლო იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გს ვაძ­ლევთ გა­ნათ­ლე­ბას და ყვე­ლა რე­სურსს ვდებთ გა­ნათ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­თუმ­ში აშე­ნე­ბის მო­ტი­ვიც გან­მარ­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ქა­ლა­ქის გა­ცო­ცხლე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

"ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სე­ზო­ნი გახ­და 6 თვე, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი 6 თვე ქა­ლა­ქი უნდა ცხოვ­რობ­დეს. მთე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა – კა­ფე­ე­ბი, პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბი, ის, რაც ხალ­ხს ასაქ­მებს, ვი­ღა­ცამ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. სი­ცო­ცხლე უნდა იყოს და ამის­თვის აქ ჩა­მო­ვა ბევ­რი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი და ის­წავ­ლის ასე­ვე ბევ­რი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი. ქა­ლა­ქის გა­ცო­ცხლე­ბის­თვის ეს არის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის 80% აქ ის­წავ­ლი­და უფა­სოდ და მი­ი­ღებ­და უმაღ­ლე­სი კლა­სის გა­ნათ­ლე­ბას, მათ შო­რის ისე­თი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი, ვი­საც სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. ამი­ტომ მე არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ შე­ნო­ბა­ში მე­რი­ის გან­თავ­სე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მო­სახ­ლე­ბა. რისი სიმ­ბო­ლოა ეს, რო­გორ უნდა მოხ­დეს ამის გა­მარ­თლე­ბა. მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი მე­რია ინატ­რებ­და, ასე­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის ქა­ლაქ­ში ყო­ფი­ლი­ყო. უნი­ვერ­სი­ტეტს მოჰ­ყვე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა, პრეს­ტი­ჟი, ინ­ვეს­ტი­ცია და ამის მა­გივ­რად მე­რი­ამ გა­ა­სახ­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სახ­ლდე­ბა თვი­თონ. მხო­ლოდ მე­რია კი არა, მათ შო­რის და­სუფ­თა­ვე­ბის შპს უნდა შე­სახ­ლდეს ამ ლა­მაზ შე­ნო­ბა­ში თა­ვი­სი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით. თა­ლი­ბა­ნიზ­მის გარ­და ამას სამ­წუ­ხა­როდ ვე­რა­ფერს ვუ­წო­დებ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მო­უ­წო­და, გა­და­ხე­დოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­ნო­ბი­დან მე­რი­ას ოდეს­მე მა­ინც გა­ა­სახ­ლე­ბენ.

"თუ ის არ გა­და­ხე­დავს, ადრე თუ გვი­ან მა­ინც გა­დავ­ხე­დავთ, მა­ინც გა­ვუშ­ვებთ მე­რი­ას აქე­დან და მა­ინც და­ვაბ­რუ­ნებთ აქ უნი­ვერ­სი­ტეტს, მაგ­რამ ამა­ში დროს დავ­კარ­გავთ. ახლა ჯიბ­რის, ჯი­ნის და სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის დრო არ არის. და­ი­ვი­წყეთ, რომ ვარ­სე­ბობ, მაგ­რამ გა­იხ­სე­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და ხვა­ლინ­დე­ლი დღე. ამ უნი­ვერ­სი­ტეტს გა­დარ­ჩე­ნა სჭირ­დე­ბა და ამ ქა­ლა­ქის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი, რაც მო­ვა­წყვეთ – ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ტექ­ნი­კა, ავე­ჯი, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­უ­გ­ლე­ჯი­ათ, ჩა­მო­უფხრე­წი­ათ, გა­უ­ტა­ნი­ათ და სა­დღაც წა­უ­ღი­ათ. შე­ვარ­დნენ, რო­გორც დამ­პყრობ­ლე­ბი და წა­ი­ღეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი. არ ვიცი ამას რა ჰქვია და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა XXI სა­უ­კუ­ნე­ში არა­თუ ხე­ლი­სუ­ფა­ლი, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ამას აკე­თებ­დეს", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, 8 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უნი­ვერ­სი­ტეტს მხო­ლოდ აუ­დი­ტო­რი­ე­ბის­თვის აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლია იმის­თვის, რომ შე­ნო­ბამ სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბით იფუნ­ქცი­ო­ნი­როს.

"ეს არის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო შე­ნო­ბა და არა­ნა­ი­რად არ არის მორ­გე­ბუ­ლი მე­რი­ა­ზე, რად­გან აქვს ბევ­რი სხვა რამ, რაც მე­რი­ას სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - დაივიწყეთ, რომ ვარსებობ

მიხეილ სააკაშვილი - დაივიწყეთ, რომ ვარსებობ

დაივიწყეთ, რომ ვარსებობ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი შენობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს უნივერსიტეტისთვის სტატუსის დაბრუნებისკენ მოუწოდა და უმაღლესი სასწავლებლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველოს ასეთი სასწავლებელი ჰაერივით სჭირდება. დღეს ჩვენ ვართ კონკურენციაში თანამედროვე ტექნოლოგიებთან. როცა შევქმენით სამხედრო ტექნიკა – "ლაზიკა" და "დიდგორი" და უპილოტო საფრენი აპარატები, სწორედ მაშინ გაგვიჩნდა აზრი, რომ გვჭირდება სახლში გაზრდილი მსოფლიო კლასის ინჟინრები, რადგან ქართველებს თუ მხოლოდ უცხოეთში გავუშვებთ სასწავლებლად, მათგან საუკეთესოებს იქაური უნივერსიტეტი ან ფირმა დაიტოვებს. ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხი აქ იყოს და აქ სწავლობდეს. ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ ეს უნივერსიტეტი გვჭირდება. ჩვენ ავაშენეთ მსოფლიო არქიტექტურული შედევრი, ყველაზე საამაყო შენობა საქართველოში და ყველაზე მაღალი შენობა კავკასიაში, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ყველაზე კარგს ვაძლევთ განათლებას და ყველა რესურსს ვდებთ განათლებაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა უნივერსიტეტის ბათუმში აშენების მოტივიც განმარტა და აღნიშნა, რომ ის ქალაქის გაცოცხლებისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სეზონი გახდა 6 თვე, თუმცა დანარჩენი 6 თვე ქალაქი უნდა ცხოვრობდეს. მთელი ინფრასტრუქტურა – კაფეები, პატარა მაღაზიები, ის, რაც ხალხს ასაქმებს, ვიღაცამ უნდა გამოიყენოს. სიცოცხლე უნდა იყოს და ამისთვის აქ ჩამოვა ბევრი უცხოელი სტუდენტი, პროფესორი და ისწავლის ასევე ბევრი ქართველი სტუდენტი. ქალაქის გაცოცხლებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ქართველი სტუდენტების 80% აქ ისწავლიდა უფასოდ და მიიღებდა უმაღლესი კლასის განათლებას, მათ შორის ისეთი ოჯახების შვილები, ვისაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს. ამიტომ მე არ მესმის, როგორ შეიძლება ამ შენობაში მერიის განთავსება და უნივერსიტეტის გამოსახლება. რისი სიმბოლოა ეს, როგორ უნდა მოხდეს ამის გამართლება. მსოფლიოს ნებისმიერი მერია ინატრებდა, ასეთი უნივერსიტეტი მის ქალაქში ყოფილიყო. უნივერსიტეტს მოჰყვება განვითარება, პრესტიჟი, ინვესტიცია და ამის მაგივრად მერიამ გაასახლა უნივერსიტეტი და სახლდება თვითონ. მხოლოდ მერია კი არა, მათ შორის დასუფთავების შპს უნდა შესახლდეს ამ ლამაზ შენობაში თავისი ინსტრუმენტებით და მოწყობილობებით. თალიბანიზმის გარდა ამას სამწუხაროდ ვერაფერს ვუწოდებ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობიდან მერიას ოდესმე მაინც გაასახლებენ.

"თუ ის არ გადახედავს, ადრე თუ გვიან მაინც გადავხედავთ, მაინც გავუშვებთ მერიას აქედან და მაინც დავაბრუნებთ აქ უნივერსიტეტს, მაგრამ ამაში დროს დავკარგავთ. ახლა ჯიბრის, ჯინის და სააკაშვილის საწინააღმდეგო ქმედებების დრო არ არის. დაივიწყეთ, რომ ვარსებობ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა, განვითარება და ხვალინდელი დღე. ამ უნივერსიტეტს გადარჩენა სჭირდება და ამ ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც მოვაწყვეთ – ლაბორატორიები, ტექნიკა, ავეჯი, ყველაფერი ჩამოუგლეჯიათ, ჩამოუფხრეწიათ, გაუტანიათ და სადღაც წაუღიათ. შევარდნენ, როგორც დამპყრობლები და წაიღეს ყველაფერი, რაც უნივერსიტეტისთვის იყო გამზადებული. არ ვიცი ამას რა ჰქვია და როგორ შეიძლება XXI საუკუნეში არათუ ხელისუფალი, არამედ ნებისმიერი ადამიანი ამას აკეთებდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 8 ათასი კვადრატული მეტრი უნივერსიტეტს მხოლოდ აუდიტორიებისთვის აქვს გამოყოფილი და ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომ შენობამ სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებით იფუნქციონიროს.

"ეს არის საუნივერსიტეტო შენობა და არანაირად არ არის მორგებული მერიაზე, რადგან აქვს ბევრი სხვა რამ, რაც მერიას საერთოდ არაფერში სჭირდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა