საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის ტურისტული გეგმის ფარგლებში, ვიზების გაცემის პირობები მარტივდება
2020 წლის ტურისტული გეგმის ფარგლებში, ვიზების გაცემის პირობები მარტივდება

2020 წლის ტუ­რის­ტუ­ლი გეგ­მის ფარ­გლებ­ში, ვი­ზე­ბის გა­ცე­მის პი­რო­ბე­ბი მარ­ტივ­დე­ბა. ავი­ა­კომ­პა­ნია Flydubai-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი მო­თხოვ­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ბე­თის სა­ე­მი­რო­ე­ბის ვი­ზებ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს, სერ­ბე­თის და თურ­ქმე­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან ფიქ­სირ­დე­ბა.

"გა­მარ­ტი­ვე­ბულ­მა სა­ვი­ზო პრო­ცე­დუ­რებ­მა და მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის შემ­ცი­რე­ბულ­მა ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ­მა ბა­რი­ე­რებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ბე­თის სა­ე­მი­რო­ე­ბის მას­შტა­ბით მგზავ­რთა ნა­კა­დის ზრდა­ში და ქვეყ­ნის სა­ა­ვი­ა­ციო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. 32 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ვი­ზის მი­ღე­ბა პირ­და­პირ დუ­ბა­ის აე­რო­პორ­ტში ჩას­ვლი­სას შე­უძ­ლი­ათ. სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა დუ­ბა­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ვი­ზო პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის მომ­დევ­ნო ეტა­პი არ­სე­ბი­თად გაზ­რდის დუ­ბა­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რთა ნა­კადს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან და დუ­ბა­ის ბევ­რად უფრო მიმ­ზიდ­ველ ქა­ლა­ქად აქ­ცევს ტუ­რის­ტე­ბის­თვის და საქ­მი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს შე­უ­წყობს მთავ­რო­ბის 2020 წლის ტუ­რის­ტუ­ლი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და Flydubai-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გაიტ ალ გა­იტ­მა.

დუ­ბა­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მგზავ­რთა ნა­კა­დი 13,2%-ით გა­ი­ზარ­და და 57 მლნ-ს მი­აღ­წია, მა­შინ რო­დე­საც 2011 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 50 მლნ მგზავ­რი და­რე­გის­ტრირ­და. ეს ტენ­დე­ცია იმედს გვაძ­ლევს, რომ 2013 წელ­საც მგზავ­რთა ნა­კა­დი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­იზ­რდე­ბა. 2013 წლის პირ­ვე­ლი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით მგზარ­თა ნა­კა­დი 15,6%-ით არის გაზ­რდი­ლი. დუ­ბა­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, მე­ო­რე ად­გილ­ზეა და მისი მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა.

"მე­ო­რე ტერ­ნი­მა­ლი Flydubai-ს და­არ­სე­ბი­დან მის სახ­ლს წარ­მო­ად­გენს. ამ­ჟა­მად ტერ­მი­ნალ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მისი კე­თილ­მო­წყო­ბის და მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, რაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხელს შე­უ­წყობს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ავი­ა­კომ­პა­ნი­ის სწრა­ფადმზარ­დი მგზავ­რთა ნა­კა­დის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ტერ­ნი­მა­ლის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა ავი­ა­კომ­პა­ნი­ას წინა წელს მი­ღე­ბუ­ლი 5,1 მლნ მგზავ­რის ნაც­ვლად ორ­ჯერ მეტი რა­ო­დე­ნო­ბის მგზავ­რის გან­თავ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს", - გა­ნა­ცხა­და გაიტ ალ გა­იტ­მა.

Flydubai-ს ფრე­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩენს იმ უდი­დეს წვლილს, რო­მე­ლიც ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ დუ­ბა­ის ეკო­ნო­მი­კის, ტუ­რიზ­მი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ტა­ნა. ავი­ა­კომ­პა­ნი­ას და­გეგ­მი­ლი აქვს ავი­ა­პარ­კის გაზ­რდა და ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ოპე­რი­რე­ბის ქსელ­ში ჩარ­თვა, რაც ხელს შე­უ­წყობს დუ­ბა­ის 2020 წლის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას. დუ­ბა­ის მთავ­რო­ბას და­გეგ­მი­ლი აქვს ვაჭ­რო­ბი­სა და ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ბე­თის სა­ე­მი­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში ჩა­ა­ყე­ნოს. პროგ­ნო­ზე­ბის თა­ნახ­მად, 2020 წლის­თვის ამ სექ­ტორ­მა ქვეყ­ნის ერ­თი­ან შიდა პრო­დუქტს შე­მო­სავ­ლის სა­ხით 45 მლრდ აშშ დო­ლა­რი უნდა შეს­ძი­ნოს. სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით, 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის 16% ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის არის გა­მო­ყო­ფი­ლი, რაც ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ონ­ზე და ახ­ლომ­დე­ბა­რე მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მეტ წვდო­მას და კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

Flydubai-ს სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­იც­ვას ახ­ლომ­დე­ბა­რე მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნა­ვი­თა­რა კავ­ში­რე­ბი 5 სა­ა­თის ფრე­ნის რა­დი­უ­სით მდე­ბა­რე მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან და და­ნიშ­ნა პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ბე­თის სა­ე­მი­რო­ე­ბის­თვის დღემ­დე აუთ­ვი­სე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ამ სტარ­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ახ­ლომ­დე­ბა­რე ბაზ­რებს შეს­თა­ვა­ზა მე­ტად ხელ­საყ­რე­ლი და შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფრე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რი­თაც მან გა­ამ­ყა­რა დუ­ბა­ის, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სა­ვაჭ­რო და ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის პო­ზი­ცი­ე­ბი.

ოპე­რი­რე­ბის და­წყე­ბი­დან ოთხი წლის მან­ძილ­ზე ავი­ა­კომ­პა­ნამ 57 სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. მათ­გან 32-მა ქა­ლაქ­მა პირ­ვე­ლად და­ამ­ყა­რა პირ­და­პი­რი სა­ჰა­ე­რო კავ­ში­რი დუ­ბა­ის­თან არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ავი­ა­ხა­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ამ­ჟა­მად Flydubai მსოფ­ლი­ოს 33 ქვე­ყა­ნა­ში ას­რუ­ლებს პირ­და­პირ რე­ი­სებს.

გაიტ ალ გა­იტ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა: " ჩვე­ნი კომ­პა­ნია მგზავ­რებს სთა­ვა­ზობს მგზავ­რო­ბის ისეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მო­ხერ­ხე­ბულ გრა­ფიკს, რო­გო­რიც მათ არას­დროს ჰქო­ნი­ათ. მგზავ­რებს უკვე შე­უძ­ლი­ათ ერთ დღე­ში გა­დაკ­ვე­თონ სა­ზღვა­რი და უკან დაბ­რუნ­დნენ, რაც ბიზ­ნეს­წრე­ებ­ში უახ­ლეს ტენ­დენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. ტუ­რის­ტებს კი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ჩვე­ნი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით დატ­კბ­ნენ თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქე­ბის ნახ­ვით უფრო ხში­რად ან აღ­მო­ა­ჩი­ნონ ისე­თი ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის მალ­დი­ვე­ბის ქა­ლა­ქი მალე ან ქა­ლა­ქი ჰა­ი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქსე­ლის მე­ცხრე მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო­ში. გა­სულ კვი­რას ჩვენ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ასე­ვე ტა­ჯი­კე­თის დე­და­ქა­ლაქ დუ­შან­ბეს მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო ფრე­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა".

დუ­ბა­ი­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე მო­თხოვ­ნა Flydubai-ს ოპე­რი­რე­ბის ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. ყვე­ლა­ზე დიდი, 89%-იანი ზრდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ბე­თის სა­ე­მი­რო­ე­ბის ვი­ზე­ბის მო­თხოვ­ნით და­ფიქ­სირ­და რუ­სე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან, ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან. უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან ვი­ზის მო­თხოვ­ნა 2012 წელს 370%-ით გა­ი­ზარ­და და ეს ტენ­დენ­ცია კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, Flydubai-ს მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლა­ზე მეტი მო­თხოვ­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ბე­თის სა­ე­მი­რო­ე­ბის ვი­ზებ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ფიქ­სირ­დე­ბა. ამ ქვეყ­ნე­ბის გარ­და, უდი­დეს ბაზ­რებს ვი­ზე­ბის მო­თხოვ­ნის კუ­თხით ერა­ყი და სუ­და­ნი წარ­მო­ად­გენს.

გარ­და ამი­სა, Flydubai-ს თვითმფრი­ნა­ვებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გა­სარ­თო­ბი სის­ტე­მე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ხელს უწყობს ავი­ა­კომ­პა­ნი­ის მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას. 2013 წლის პირ­ვე­ლი კვარტლის მან­ძილ­ზე, ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ 14 ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. 2013 წელს ავი­ა­კომ­პა­ნია აპი­რებს ახა­ლი რე­ი­სე­ბის და­მა­ტე­ბას. Flydubai-ს ავი­ა­პარ­კი 29 თა­ნა­მედ­რო­ვე თვითმფრი­ნა­ვის­გან შედ­გე­ბა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

2020 წლის ტურისტული გეგმის ფარგლებში, ვიზების გაცემის პირობები მარტივდება

2020 წლის ტურისტული გეგმის ფარგლებში, ვიზების გაცემის პირობები მარტივდება

2020 წლის ტურისტული გეგმის ფარგლებში, ვიზების გაცემის პირობები მარტივდება. ავიაკომპანია Flydubai-ს მონაცემებით, ყველაზე მეტი მოთხოვნა გაერთიანებული არაბეთის საემიროების ვიზებზე აზერბაიჯანის, საქართველოს, სერბეთის და თურქმენეთის მოქალაქეების მხრიდან ფიქსირდება.

"გამარტივებულმა სავიზო პროცედურებმა და მოგზაურებისთვის შემცირებულმა ბიუროკრატიულმა ბარიერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გაერთიანებული არაბეთის საემიროების მასშტაბით მგზავრთა ნაკადის ზრდაში და ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებაში. 32 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის მიღება პირდაპირ დუბაის აეროპორტში ჩასვლისას შეუძლიათ. სავიზო რეჟიმის გამარტივება დუბაის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დაუღალავი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი. სავიზო პროცედურების გამარტივების მომდევნო ეტაპი არსებითად გაზრდის დუბაის მიმართულებით მგზავრთა ნაკადს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და დუბაის ბევრად უფრო მიმზიდველ ქალაქად აქცევს ტურისტებისთვის და საქმიანი მოგზაურობისთვის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მთავრობის 2020 წლის ტურისტული გეგმის შესრულებას", - განაცხადა Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადი 13,2%-ით გაიზარდა და 57 მლნ-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2011 წლის მონაცემებით, 50 მლნ მგზავრი დარეგისტრირდა. ეს ტენდეცია იმედს გვაძლევს, რომ 2013 წელსაც მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვანწილად გაიზრდება. 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზართა ნაკადი 15,6%-ით არის გაზრდილი. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, საერთაშორისო მგზავრების რაოდენობით, მეორე ადგილზეა  და მისი მგზავრების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

"მეორე ტერნიმალი Flydubai-ს დაარსებიდან მის სახლს წარმოადგენს. ამჟამად ტერმინალში მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები მისი კეთილმოწყობის და მოცულობის გაზრდის მიზნით, რაც უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს მომსახურების გაუმჯობესებასა და ავიაკომპანიის სწრაფადმზარდი მგზავრთა ნაკადის მომსახურების შესაძლებლობას. ტერნიმალის მოცულობის გაზრდა ავიაკომპანიას წინა წელს მიღებული 5,1 მლნ მგზავრის ნაცვლად ორჯერ მეტი რაოდენობის მგზავრის განთავსების საშუალებას მისცემს", - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.

Flydubai-ს ფრენების სტატისტიკა ნათლად წარმოაჩენს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც ავიაკომპანიამ დუბაის ეკონომიკის, ტურიზმისა და კომერციული სექტორის განვითარებაში შეიტანა. ავიაკომპანიას დაგეგმილი აქვს ავიაპარკის გაზრდა და ახალი მიმართულებების ოპერირების ქსელში ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს დუბაის 2020 წლის ტურიზმის განვითარების გეგმის შესრულებას. დუბაის მთავრობას დაგეგმილი აქვს ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორი გაერთიანებული არაბეთის საემიროების განვითარების სამსახურში ჩააყენოს. პროგნოზების თანახმად, 2020 წლისთვის ამ სექტორმა ქვეყნის ერთიან შიდა პროდუქტს შემოსავლის სახით 45 მლრდ აშშ დოლარი უნდა შესძინოს. სექტორის განვითარების კუთხით, 2013 წლის ბიუჯეტის 16% ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის არის გამოყოფილი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონზე და ახლომდებარე მიმართულებებზე მეტ წვდომას და კავშირის დამყარების მეტ შესაძლებლობას.

Flydubai-ს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, მაქსიმალურად მოიცვას ახლომდებარე მიმართულებები. ავიაკომპანიამ მაქსიმალურად განავითარა კავშირები 5 საათის ფრენის რადიუსით მდებარე მიმართულებებთან და დანიშნა პირდაპირი რეისები გაერთიანებული არაბეთის საემიროებისთვის დღემდე აუთვისებელი მიმართულებებით. ამ სტარტეგიიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ ახლომდებარე ბაზრებს შესთავაზა მეტად ხელსაყრელი და შეღავათიანი ფრენების შესაძლებლობა, რითაც მან გაამყარა დუბაის, როგორც მსოფლიოს სავაჭრო და ტურისტული ცენტრის პოზიციები.

ოპერირების დაწყებიდან ოთხი წლის მანძილზე ავიაკომპანამ 57 სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება. მათგან 32-მა ქალაქმა პირველად დაამყარა პირდაპირი საჰაერო კავშირი დუბაისთან არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ნაციონალური ავიახაზების მეშვეობით. ამჟამად Flydubai მსოფლიოს 33 ქვეყანაში ასრულებს პირდაპირ რეისებს.

გაიტ ალ გაიტმა ასევე აღნიშნა: " ჩვენი კომპანია მგზავრებს სთავაზობს მგზავრობის ისეთ თავისუფლებას და მოხერხებულ გრაფიკს, როგორიც მათ არასდროს ჰქონიათ. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ერთ დღეში გადაკვეთონ საზღვარი და უკან დაბრუნდნენ, რაც ბიზნესწრეებში უახლეს ტენდენციას წარმოადგენს. ტურისტებს კი საშუალება აქვთ ჩვენი ქსელის მეშვეობით დატკბნენ თავიანთი საყვარელი ქალაქების ნახვით უფრო ხშირად ან აღმოაჩინონ ისეთი ახალი მიმართულებები, როგორიც არის მალდივების ქალაქი მალე ან ქალაქი ჰაილი, რომელიც ჩვენი ქსელის მეცხრე მიმართულებას წარმოადგენს საუდის არაბეთის სამეფოში. გასულ კვირას ჩვენმა ავიაკომპანიამ ასევე ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს მიმართულებით დაიწყო ფრენების შესრულება".

დუბაიში მოგზაურობაზე მოთხოვნა Flydubai-ს ოპერირების ქსელში ჩართული ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე დიდი, 89%-იანი ზრდა გაერთიანებული არაბეთის საემიროების ვიზების მოთხოვნით დაფიქსირდა რუსეთიდან, უკრაინიდან, ცენტრალური აზიიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. უკრაინის მოქალაქეების მხრიდან ვიზის მოთხოვნა 2012 წელს 370%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება. ამავდროულად, Flydubai-ს მეშვეობით ყველაზე მეტი მოთხოვნა გაერთიანებული არაბეთის საემიროების ვიზებზე აზერბაიჯანის და საქართველოს მხრიდან ფიქსირდება. ამ ქვეყნების გარდა, უდიდეს ბაზრებს ვიზების მოთხოვნის კუთხით ერაყი და სუდანი წარმოადგენს.

გარდა ამისა, Flydubai-ს თვითმფრინავებში დამონტაჟებული გასართობი სისტემები და პროფესიონალური მომსახურება ხელს უწყობს ავიაკომპანიის მგზავრთა რაოდენობის ზრდას. 2013 წლის პირველი კვარტლის მანძილზე, ავიაკომპანიამ 14 ახალი მიმართულებით დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება. 2013 წელს ავიაკომპანია აპირებს ახალი რეისების დამატებას. Flydubai-ს ავიაპარკი 29 თანამედროვე თვითმფრინავისგან შედგება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა