პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკის პოლიციამ თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა დაკითხა
ვაკის პოლიციამ თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა დაკითხა

კლუბ-რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ვა­კის პო­ლი­ცი­ა­ში თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი და ია ფა­რუ­ლა­ვა და­ი­კი­თხნენ. გარ­და ამი­სა, პო­ლი­ცი­ა­ში ის პი­რე­ბიც და­კი­თხეს, რომ­ლე­ბიც ჩხუბს შე­ეს­წრნენ ან ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მათ შო­რის - მა­ნა­ნა გი­ორ­გი­ბი­ა­ნიც, იგი მომ­ხდარ­ში მთაწ­მინ­დის გამ­გე­ბელს ნი­კო­ლოზ მე­ლი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც გი­ორ­გო­ბი­ა­ნი აცხა­დებს, მთაწ­მინ­დის გამ­გე­ბე­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად მი­დი­ო­და მათ სუფ­რას­თან.

"ის მო­დი­ო­და, ხან გა­მარ­ჯო­ბით, ხან თავ­ხე­დუ­რად, ხან ჩვენ­თან ერ­თად მყოფ გო­გოს უშ­ნოდ გა­ე­დო, შემ­დეგ ბი­ჭებს უშ­ნოდ შე­მო­არ­ტყა მხარ­ზე ხელი, და­მამ­ცი­რებ­ლად, რა­ზეც მა­მუ­კა ბა­კუ­რი­ამ უთხრა, რომ ასე ფა­მი­ლა­რუ­ლად ნუ გვექ­ცე­ვი­თო. ამის შემ­დეგ და­ი­წყო შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი. მე­ლი­ას­თან ერ­თად მყოფ­მა ადა­მი­ან­მა ყე­ლით მათ­რია და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვარ­კვევ ვინ არის", - იხ­სე­ნებს გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ვის მხრი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

"არ მე­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ოდეს­მე გა­ვი­გებ­დი ისეთ სი­ტყვებს, რომ თურ­მე ვაკე და ვერა მხო­ლოდ მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­აა და ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ვი­სე­ირ­ნოთ, ან კა­ფე­ში დავ­სხდეთ", - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ასე­ვე და­კი­თხეს მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ფე­დან ადრე წა­მო­ვი­და და ძა­ლი­ან ნა­ნობს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ვერ და­ეს­წრო.

კლუბ-რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" ინ­ცი­დენ­ტი შა­ბათს მოხ­და. შსს-ს ცნო­ბით, რეს­ტორ­ნის ქვე­და სარ­თულ­ზე, მა­გი­დებ­თან მსხდომ სტუმ­რებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რო­მე­ლიც ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და. ჩხუ­ბის დროს და­შავ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კლუბ-რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ვაკის პოლიციამ თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა დაკითხა

ვაკის პოლიციამ თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა დაკითხა

კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვაკის პოლიციაში თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა დაიკითხნენ. გარდა ამისა, პოლიციაში ის პირებიც დაკითხეს, რომლებიც ჩხუბს შეესწრნენ ან ინციდენტში მონაწილეობდნენ. მათ შორის - მანანა გიორგიბიანიც, იგი მომხდარში მთაწმინდის გამგებელს ნიკოლოზ მელიას ადანაშაულებს.

როგორც გიორგობიანი აცხადებს, მთაწმინდის გამგებელი სისტემატურად მიდიოდა მათ სუფრასთან.

"ის მოდიოდა, ხან გამარჯობით, ხან თავხედურად, ხან ჩვენთან ერთად მყოფ გოგოს უშნოდ გაედო, შემდეგ ბიჭებს უშნოდ შემოარტყა მხარზე ხელი, დამამცირებლად, რაზეც მამუკა ბაკურიამ უთხრა, რომ ასე ფამილარულად ნუ გვექცევითო. ამის შემდეგ დაიწყო შეურაცხყოფები. მელიასთან ერთად მყოფმა ადამიანმა ყელით მათრია და აუცილებლად გავარკვევ ვინ არის", - იხსენებს გიორგობიანი.

საპირისპიროს აცხადებს ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი, რომლის ინფორმაციით, არავის მხრიდან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

"არ მეგონა საქართველოში თუ ოდესმე გავიგებდი ისეთ სიტყვებს, რომ თურმე ვაკე და ვერა მხოლოდ მანანა გიორგობიანის ტერიტორიაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ტერიტორიაზე გავისეირნოთ, ან კაფეში დავსხდეთ", - აღნიშნა მან.

სამართალდამცავებმა ასევე დაკითხეს მსახიობი ია ფარულავა, რომელმაც განაცხადა, რომ კაფედან ადრე წამოვიდა და ძალიან ნანობს, რომ ამ ყველაფერს ვერ დაესწრო.

კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" ინციდენტი შაბათს მოხდა. შსს-ს ცნობით, რესტორნის ქვედა სართულზე, მაგიდებთან მსხდომ სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს დაშავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ