მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მილიციელები ხელს გვართმევნდნენ - თქვენნაირი დამნაშავეების დაჭერა დიდი პატივიაო"
"მილიციელები ხელს გვართმევნდნენ - თქვენნაირი დამნაშავეების დაჭერა დიდი პატივიაო"

ყო­ფი­ლი ქურ­დი, ახლა კი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­თა ექ­სპერ­ტი იგორ შა­ი­დუ­რო­ვი მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ მო­ვი­პა­როთ მი­ლი­ო­ნი და სტრა­დი­ვა­რი­უ­სის ვი­ო­ლი­ნო, ქურ­დო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და იმა­ზე, რამ­დე­ნად ად­ვი­ლია პირ­ვე­ლი ქურ­დო­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა:

"ჩემს მო­მა­ვალ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად სა­ერ­თო სა­ჯა­რი­სო ხელ­მძღვა­ნელ­თა ასე­ულ­ში ვსწავ­ლობ­დი. პირ­ვე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჯერ კი­დევ კურ­სან­ტო­ბი­სას, 1988 წელს ჩა­ვი­დი­ნეთ - "სუ­ხა­ნო­ვოს" სა­ხე­ლო­ბის არ­ქი­ტექ­ტორ­თა სახ­ლში ან­ტიკ­ვა­რუ­ლი კან­დე­ლაბ­რე­ბი და ბრა მო­ვი­პა­რეთ. ყვე­ლა­ფე­რი ია­შამ მო­ი­ფიქ­რა, მას ოპე­რა­ცი­ის გა­მოთ­ვლა­ში დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, მე გვერ­დით აღ­მოვ­ჩნდი. ქურ­დო­ბა ფუ­ლის გამო არ დაგ­ვი­გეგ­მავს. იაშა კარ­გი ოჯა­ხის­შვი­ლი იყო, მა­მა­ჩე­მი სამ­ხედ­რო გახ­ლდათ, ანუ პუ­რი­სა და სი­გა­რე­ტის­თვის ფული გვყოფ­ნი­და. ალ­ბათ იყო ამა­ში ავან­ტი­უ­რიზ­მის წილი. ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­ყიდ­ვი­სას გა­ვი­გეთ. აღე­ბუ­ლი ფული რეს­ტორ­ნებ­ში, ტაქ­სი­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში, ტან­საც­მელ­ზე, ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფო­ნებ­სა და დროს­ტა­რე­ბა­ში დავ­ხარ­ჯეთ - ყვე­ლა­ფერ­ში, რაც ახალ­გაზ­რდებს სჭირ­დე­ბო­და. შემ­დე­გი ამ­ბა­ვი 1990 წელს უკავ­შირ­დე­ბა: საბ­ჭო­თა არ­მი­ის კლუ­ბი­დან ორი ლა­მა­ზი ლარ­ნა­კი მო­ვი­პა­რეთ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ გა­ზეთ "მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც­ში" წა­ვი­კი­თხეთ და ამან ძა­ლი­ან დაგ­ვძა­ბა, მაგ­რამ რო­გორ­ღაც ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი გზით წა­ვი­და...

შემ­დეგ იყო რამ­დე­ნი­მე ხმა­უ­რი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლი, მათ შო­რის გლინ­კას სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბი­დან სტრა­დი­ვა­რი­უ­სი­სა და შტა­ი­ნე­რის ვი­ო­ლი­ნო­ე­ბის მო­პარ­ვა, სა­ხელ­მწი­ფო სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან - 256 რა­რი­ტე­ტი, პირ­ვე­ლი "ან­ბა­ნი" და ივან ფე­ო­დო­რო­ვის "სა­მო­ცი­ქუ­ლო წიგ­ნი" წა­მო­ვი­ღეთ.

და­ნა­შა­უ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე

მე და ია­შას თავი გმი­რე­ბად არ მიგ­ვაჩ­ნდა, ვფიქ­რობ­დით, რომ მაგ­რე­ბი ვართ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოგ­ვდის. დი­ლით იღ­ვი­ძებ, აკ­ვირ­დე­ბი, აფა­სებ, ფიქ­რობ, რა­ღაც ტექ­ნი­კურ ნივ­თებს ყი­დუ­ლობ, სინ­ჯავ, - ეს ერთი ამ­ბა­ვია... ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და. ჩვენ შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, ხა­ტოვ­ნად რომ ვთქვა, შინ რომ ზი­ხარ და სე­ი­ფის გახ­სნა­ზე ვარ­ჯი­შობ, ეს სხვა თე­მაა. სე­ი­ფის გახ­სნა მა­შინ, როცა იცი, შე­იძ­ლე­ბა თავ­ზე ავ­ტო­მატ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წა­მო­გად­გნენ, ძა­ლი­ან რთუ­ლია.

ამ ამ­ბავ­ზე ახლა ასე მშვი­დად იმი­ტომ ვყვე­ბი, რომ ხა­ტებ­სა და ჯვრებს ხელს არ ვკი­დებ­დი, მო­ხუ­ცებს პენ­სი­ებს არ ვპა­რავ­დი, გო­გო­ნებს არ ვა­უ­პა­ტი­უ­რებ­დი. სე­რი­ო­ზუ­ლი ქურ­დო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მრცხვე­ნია ჩემი მშობ­ლე­ბის...

1990-იან წლებ­ში კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო: ვი­ღაც ქურ­დობ­და, ვი­ღაც ყა­ჩა­ღო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ზოგი კო­მერ­სან­ტებს ფუ­ლებს "აწერ­და", იყ­ვნენ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბიც. ჩვენ რთუ­ლი ქურ­დო­ბით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ რად­გა­ნაც ქუ­ჩა­ში ამ ბან­დი­ტებს შო­რის დავ­დი­ო­დით, მათ­გან თავი ჩვენც უნდა დაგ­ვეც­ვა: მი­დი­ხარ ბოლო მო­და­ზე ჩაც­მუ­ლი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნით - რა თქმა უნდა, ვი­ღა­ცას ჩვე­ნი გა­ქურდვის სურ­ვი­ლიც უჩ­ნდე­ბო­და... სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვაც გვი­წევ­და, ამის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

პირ­ვე­ლი და­ჭე­რის შე­სა­ხებ

წიგ­ნე­ბის გა­ყიდ­ვი­სას "დაგ­ვწვეს". ფული დაგ­ვჭირ­და, რად­გან ია­შას კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში უყ­ვარ­და და ვა­ლე­ბი და­ე­დო, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ უნდა გა­და­ე­ხა­და. ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­მა, სა­დაც წიგ­ნის გა­ყიდ­ვას ვცდი­ლობ­დით, რა­ღაც იეჭ­ვა და მი­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა. მე საფრ­თხე ვიგ­რძე­ნი და ია­შას ვუ­თხა­რი, აღარ მივ­სუ­ლი­ყა­ვით ფუ­ლის გა­მო­სარ­თმე­ვად, მაგ­რამ არ და­მი­ჯე­რა, შეხ­ვედ­რა­ზე 15 წუთი და­მაგ­ვი­ან­და, მე­გო­ბარს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვე­ლო­დე, ის კი თურ­მე უკვე აეყ­ვა­ნათ. მე აღა­რა­ფე­რი დამ­რჩე­ნო­და იმის გარ­და, რომ წიგ­ნებ­სა და ვი­ო­ლი­ნო­ებ­თან ერ­თად დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი.

ვი­მა­ლე­ბო­დი ერთი წელი - მოს­კოვ­ში, სოჭ­ში, აფხა­ზეთ­ში, ად­ლერ­ში... ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია და­ახ­ლო­ე­ბით ასე ჟღერს:

ად­ლერ­ში მან­ქა­ნის მარ­თვი­სას საგ­ზაო ინ­სპექ­ტორ­მა გა­მა­ჩე­რა, მინ­დო­ბი­ლო­ბაც მქონ­და და სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბაც, მაგ­რამ შე­უკ­რა­ვი ღვე­დის გამო ჯა­რი­მა გა­მო­მი­წე­რა. მისი მოქ­რთამ­ვა ვერ შევ­ძე­ლი. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ჯა­რი­მა გა­და­მე­ხა­და. ცნო­ბამ, რომ ვი­ღაც შა­ი­დუ­როვ­მა ჯა­რი­მა გა­და­ი­ხა­და, ად­ლე­რი­დან უმალ მი­აღ­წია პეტ­როვ­კის 38-მდე. და ეს 1992 წელს, როცა ინ­ტერ­ნე­ტი არ არ­სე­ბობ­და. სრუ­ლი აბ­სურ­დია. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცამ "ჩა­მიშ­ვა".

და­მი­ჭი­რეს, მე 7 წელი, ია­შას - 8 წელი მი­უ­სა­ჯეს, მალე ამ­ნის­ტია შეგ­ვე­ხო, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი მოგ­ვაკ­ლეს, პლუს ვა­დამ­დე ადრე პი­რო­ბი­თი და შე­დე­გად 5 წე­ლი­წად­ში გავ­თა­ვი­სუფ­ლდი. ჯერ კი­დევ კო­ლო­ნი­ა­ში მო­მი­ვი­და იდეა, მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა კი­დევ ერთი ძარ­ცვა დავ­გეგ­მეთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მილიციელები ხელს გვართმევნდნენ - თქვენნაირი დამნაშავეების დაჭერა დიდი პატივიაო"

"მილიციელები ხელს გვართმევნდნენ - თქვენნაირი დამნაშავეების დაჭერა დიდი პატივიაო"

ყოფილი ქურდი, ახლა კი უსაფრთხოების სისტემათა ექსპერტი იგორ შაიდუროვი მოგვითხრობს, როგორ მოვიპაროთ მილიონი და სტრადივარიუსის ვიოლინო, ქურდობის ფსიქოლოგიასა და იმაზე, რამდენად ადვილია პირველი ქურდობების აღიარება:

"ჩემს მომავალ თანამზრახველთან ერთად საერთო საჯარისო ხელმძღვანელთა ასეულში ვსწავლობდი. პირველი დანაშაული ჯერ კიდევ კურსანტობისას, 1988 წელს ჩავიდინეთ - "სუხანოვოს" სახელობის არქიტექტორთა სახლში ანტიკვარული კანდელაბრები და ბრა მოვიპარეთ. ყველაფერი იაშამ მოიფიქრა, მას ოპერაციის გამოთვლაში დახმარება სჭირდებოდა, მე გვერდით აღმოვჩნდი. ქურდობა ფულის გამო არ დაგვიგეგმავს. იაშა კარგი ოჯახისშვილი იყო, მამაჩემი სამხედრო გახლდათ, ანუ პურისა და სიგარეტისთვის ფული გვყოფნიდა. ალბათ იყო ამაში ავანტიურიზმის წილი. ანტიკვარიატის ღირებულება მხოლოდ გაყიდვისას გავიგეთ. აღებული ფული რესტორნებში, ტაქსიში, სასტუმროებში, ტანსაცმელზე, ვიდეომაგნიტოფონებსა და დროსტარებაში დავხარჯეთ - ყველაფერში, რაც ახალგაზრდებს სჭირდებოდა. შემდეგი ამბავი 1990 წელს უკავშირდება: საბჭოთა არმიის კლუბიდან ორი ლამაზი ლარნაკი მოვიპარეთ, რომლებიც ძალიან ძვირი ღირდა. მოგვიანებით ამ ქურდობის შესახებ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცში" წავიკითხეთ და ამან ძალიან დაგვძაბა, მაგრამ როგორღაც ყველაფერი თავისი გზით წავიდა...

შემდეგ იყო რამდენიმე ხმაურიანი დანაშაული, მათ შორის გლინკას სახელობის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმებიდან სტრადივარიუსისა და შტაინერის ვიოლინოების მოპარვა, სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკიდან - 256 რარიტეტი, პირველი "ანბანი" და ივან ფეოდოროვის "სამოციქულო წიგნი" წამოვიღეთ.

დანაშაულის ფსიქოლოგიაზე

მე და იაშას თავი გმირებად არ მიგვაჩნდა, ვფიქრობდით, რომ მაგრები ვართ და ყველაფერი კარგად გამოგვდის. დილით იღვიძებ, აკვირდები, აფასებ, ფიქრობ, რაღაც ტექნიკურ ნივთებს ყიდულობ, სინჯავ, - ეს ერთი ამბავია... ყველა დანაშაული რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ჩვენ შეცდომის უფლება არ გვქონდა, ხატოვნად რომ ვთქვა, შინ რომ ზიხარ და სეიფის გახსნაზე ვარჯიშობ, ეს სხვა თემაა. სეიფის გახსნა მაშინ, როცა იცი, შეიძლება თავზე ავტომატმომარჯვებული ადამიანები წამოგადგნენ, ძალიან რთულია.

ამ ამბავზე ახლა ასე მშვიდად იმიტომ ვყვები, რომ ხატებსა და ჯვრებს ხელს არ ვკიდებდი, მოხუცებს პენსიებს არ ვპარავდი, გოგონებს არ ვაუპატიურებდი. სერიოზული ქურდობით ვიყავი დაკავებული. მიუხედავად ამისა, მრცხვენია ჩემი მშობლების...

1990-იან წლებში კრიმინალურ სამყაროში სხვადასხვა მიმართულება იყო: ვიღაც ქურდობდა, ვიღაც ყაჩაღობით იყო დაკავებული, ზოგი კომერსანტებს ფულებს "აწერდა", იყვნენ ჭკვიანი ადამიანებიც. ჩვენ რთული ქურდობით ვიყავით დაკავებული, მაგრამ რადგანაც ქუჩაში ამ ბანდიტებს შორის დავდიოდით, მათგან თავი ჩვენც უნდა დაგვეცვა: მიდიხარ ბოლო მოდაზე ჩაცმული, მობილური ტელეფონით, ძვირად ღირებული მანქანით - რა თქმა უნდა, ვიღაცას ჩვენი გაქურდვის სურვილიც უჩნდებოდა... საკუთარი თავის დაცვაც გვიწევდა, ამის გარეშე შეუძლებელი იყო.

პირველი დაჭერის შესახებ

წიგნების გაყიდვისას "დაგვწვეს". ფული დაგვჭირდა, რადგან იაშას კაზინოში თამაში უყვარდა და ვალები დაედო, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაეხადა. ანტიკვარიატის მაღაზიის მფლობელმა, სადაც წიგნის გაყიდვას ვცდილობდით, რაღაც იეჭვა და მილიციას აცნობა. მე საფრთხე ვიგრძენი და იაშას ვუთხარი, აღარ მივსულიყავით ფულის გამოსართმევად, მაგრამ არ დამიჯერა, შეხვედრაზე 15 წუთი დამაგვიანდა, მეგობარს რამდენიმე საათი ველოდე, ის კი თურმე უკვე აეყვანათ. მე აღარაფერი დამრჩენოდა იმის გარდა, რომ წიგნებსა და ვიოლინოებთან ერთად დავმალულიყავი.

ვიმალებოდი ერთი წელი - მოსკოვში, სოჭში, აფხაზეთში, ადლერში... ოფიციალური ვერსია დაახლოებით ასე ჟღერს:

ადლერში მანქანის მართვისას საგზაო ინსპექტორმა გამაჩერა, მინდობილობაც მქონდა და საკუთარ სახელზე გაფორმებული მართვის მოწმობაც, მაგრამ შეუკრავი ღვედის გამო ჯარიმა გამომიწერა. მისი მოქრთამვა ვერ შევძელი. იძულებული გავხდი, ჯარიმა გადამეხადა. ცნობამ, რომ ვიღაც შაიდუროვმა ჯარიმა გადაიხადა, ადლერიდან უმალ მიაღწია პეტროვკის 38-მდე. და ეს 1992 წელს, როცა ინტერნეტი არ არსებობდა. სრული აბსურდია. უბრალოდ, ვიღაცამ "ჩამიშვა".

დამიჭირეს, მე 7 წელი, იაშას - 8 წელი მიუსაჯეს, მალე ამნისტია შეგვეხო, წელიწად-ნახევარი მოგვაკლეს, პლუს ვადამდე ადრე პირობითი და შედეგად 5 წელიწადში გავთავისუფლდი. ჯერ კიდევ კოლონიაში მომივიდა იდეა, მე და ჩემმა მეგობარმა კიდევ ერთი ძარცვა დავგეგმეთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ