მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეაშინა ახალაია თემურ გვალიამ
როგორ შეაშინა ახალაია თემურ გვალიამ

ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ შევ­ხვედ­რილ­ვართ, ახ­ლა­ხან კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ვე­ყა­რე - სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის კედ­ლებ­ზე უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი და­ე­წყო: მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი და მისი მო­წა­ფე­ე­ბი - ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე, გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლი, გია აბე­სა­ლაშ­ვი­ლი, მიშო ჯო­ჯუა, ლე­ვან აბა­ში­ძე, გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე, კი­დევ რამ­დე­ნი­მე... და თვი­თო­ნაც - ახალ­გაზ­რდა, სიმ­პა­თი­უ­რი, მო­ღი­მა­რი, ლაღი და უდარ­დე­ლი. იქვე ეწე­რა, ეს ფო­ტო­ე­ბი­ღა დამ­რჩა ჩემი ცხოვ­რე­ბი­და­ნო... ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვე და, - არას­დროს არა­ვის­თვის მი­მი­ცია ინ­ტერ­ვიუ, ახლა მით უფრო არ მინ­და, მაგ­რამ... - ჩანს, მა­ინც უნ­დო­და რა­ღა­ცის ამოთ­ქმა და, - თუ არ დამ­ცი­ნებ ჩემი ცხოვ­რე­ბის გამო, იქ­ნებ დაგ­თან­ხმდე კი­დე­ცო... და მენ­დო. მა­ლე­ვე შინ ვეწ­ვიე. ძა­ლი­ან გა­მოც­ვლი­ლა, სევ­და და ტკი­ვი­ლი და­ტყო­ბია, მაგ­რამ უწინ­დე­ბუ­რად უშუ­ა­ლო, თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მეჩ­ვე­ნა. და ახლა პი­რის­პირ ვსხედ­ვართ მე და ყო­ფი­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი, კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბი თე­მურ გვა­ლია და გუ­ლახ­დი­ლად ვსა­უბ­რობთ:

- ამ­ხე­ლა კაცი ვარ და, ისე­თი რა­მე­ე­ბი გა­ვი­ა­რე, დღემ­დე ვერ გა­მოვ­სულ­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. პირ­ვე­ლად, რაა და­სა­მა­ლი, წა­მალ­ზე და­მი­ჭი­რეს, მე­ო­რედ - არც კი ვიცი, რა­ტომ. ჩემი კა­მე­რა კარ­ცე­რე­ბის გვერ­დით იყო და რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და: ბღა­ვი­ლი, ყვი­რი­ლი... თა­ნაც, რომ ვე­რაფ­რით ეშ­ვე­ლე­ბა?! 2007 წელს გლ­და­ნის ცი­ხე­ში თვი­თონ ბაჩო ახა­ლა­ი­ას ვყა­ვარ "აგ­დე­ბუ­ლი". ერთ პა­ტა­რა კა­მე­რა­ში 100 კა­ცამ­დე ვის­ხე­დით. სუნ­თქვაც კი არ შე­იძ­ლე­ბო­და, და­წო­ლა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ - ფეხ­ზე ვი­დე­ქით და მო­ნაც­ვლე­ო­ბით თუ ჩა­ვი­კუ­ზე­ბო­დით. იქა­ურ ე.წ. მა­ყუ­რებ­ლებს და­აბ­რა­ლეს, "ობშ­ჩი­აკს" აგ­რო­ვებ­დი­თო, მეც ზედ მი­მა­ყო­ლეს და შუ­ა­ღა­მით ფეხ­შიშ­ვლე­ბი, ცემა-ტყე­პით ჩაგ­ვყა­რეს მან­ქა­ნებ­ში და წაგ­ვიყ­ვა­ნეს რუს­თა­ვის მე­ო­რე სა­პყრო­ბი­ლე­ში. ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი "ჯი­პე­ბით" მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ. 80 კაცი კე­დელ­თან მიგ­ვა­ყე­ნეს და გა­ი­ხა­დე­თო, გვიბ­რძა­ნეს. შიშ­ვლე­ბი უნდა ვე­ცე­მეთ, მაგ­რამ ჩემი არ­ტის­ტო­ბის წყა­ლო­ბით თა­ვიც გა­და­ვირ­ჩი­ნე და სხვე­ბიც - "ვი­სი­მუ­ლი­ან­ტე", ძირს გავ­გორ­დი, ვი­თომ ცუ­დად გავ­ხდი, კრუნ­ჩხვებ­ში ჩავ­ვარ­დი და - არ მოკ­ვდე­სო, - ახა­ლა­ი­ას შე­ე­შინ­და. თა­ნაც გა­რეთ იმ ბი­ჭე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც და­ე­ჭი­რათ და დიდი ამ­ბა­ვი იყო. მერე მარ­თლა ცუ­დად გავ­ხდი და ძლივს მო­მიყ­ვა­ნეს გონს. "კრი­ტში" შე­მაგ­დეს, 30-35 წელი რომ ჰქონ­დათ მის­ჯი­ლი, ისეთ ხალ­ხთან. არა­და, ჯერ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლიც არ ვი­ყა­ვი. სამ დღე­ში შე­მო­მა­კი­თხა ნიღ­ბე­ბი­ან­მა "სპეც­ნაზმმა". გვა­ლია რო­მე­ლი­აო, იკი­თხეს, ხელი და­მავ­ლეს, ისევ ფეხ­შიშ­ვე­ლი გა­მო­მათ­რი­ეს და "მე­ექ­ვსე­ში" წა­მიყ­ვა­ნეს. იქ 20-22 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­რან­ტინ­ში მამ­ყო­ფეს. ბე­ტონ­ზე გვე­ძი­ნა, იმ სი­ბინ­ძუ­რე­ში მუნი გაგ­ვიჩ­ნდა. მერე თვი­თონ­ვე შე­შინ­დნენ, ასე ვერ აგ­ვიშ­ვებ­დნენ კა­მე­რებ­ში და ოჯა­ხის წევ­რებს წამ­ლე­ბი მო­ა­ტა­ნი­ნეს. გაგ­ვა­შიშ­ვლეს და ვე­ნახს რომ წამ­ლა­ვენ, ასე გვას­ხეს რა­ღაც... მოკ­ლედ, სა­ზი­ზღრო­ბე­ბი გა­ვი­ა­რე... რო­გორ მიყ­ვარ­და ელე­ნე თევ­დო­რა­ძე და მის­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მა დავ­კარ­გე - საკ­ნე­ბი­დან ვხე­დავ­დით, უცხო­ე­ლე­ბი რომ მოჰ­ყავ­და ცი­ხე­ში, გა­ა­ტა­რებ­და ჩვენს "კა­მე­რებს", სა­დაც გვე­მა და უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და და მიჰ­ყავ­და ე.წ. ფა­შის­ტებ­თან - ფუ­ლი­ა­ნი ხალ­ხის საკ­ნებ­ში, ტე­ლე­ვი­ზო­რიც რომ ჰქონ­დათ და სხვა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბიც. ვყვი­რო­დით, აქეთ შე­მო­იყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ვინ გვის­მენ­და!.. ოთხი ციხე გა­მო­მა­ტა­რეს და თუ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, ამა­ზე ცალ­კე გი­ამ­ბობთ.

- 2007 წელს "კრი­ტში" და­წე­რი­ლი თქვე­ნი ლექ­სე­ბი წა­ვი­კი­თხე "ფე­ის­ბუკ­ზე": "ადა­მი­ა­ნი კი არა, თით­ქოს გამ­ხმა­რი ხე ვარ" ან კი­დევ: "რა მე­მარ­თე­ბა, არ ვიცი, მო­მა­ვალს ვე­ღარ ვხე­დავ" - სა­ში­ნე­ლი გან­წყო­ბაა, ტკი­ვი­ლი, პე­სი­მიზ­მი...

- არ მინ­დო­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რო­მე­ლი პო­ე­ტი მე ვარ, მაგ­რამ მე­გობ­რებ­მა და­ი­ჟი­ნეს.

- სა­ო­ცა­რია, წარ­სუ­ლის იმ­დე­ნი ფოტო შე­მო­გი­ნა­ხავთ, არ­ქი­ვა­რი­უ­სიც კი გი­წო­დეს, "მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ნის­ტრად" და­ნიშ­ვნას "გი­პი­რე­ბოდ­ნენ". კო­მენ­ტარ­ში სი­ნა­ნუ­ლით წე­რთ:­ ასე მგო­ნია, ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ქარს გა­ვა­ტა­ნეო...

- არას­დროს არა­ვის ვაბ­რა­ლებ რა­ი­მეს, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ვი­და­ნა­შა­უ­ლებ ხოლ­მე. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­და­ნაც, ცხოვ­რე­ბის რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თი უკვე მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ვი­ყა­ვი ერთი თბი­ლი­სე­ლი კაცი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და ბა­ტონ მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი დღეს აღარ­ცაა ცო­ცხა­ლი: ლე­ვან აბა­ში­ძე, მიშო ჯო­ჯუა, ლალი კე­კე­ლი­ძე... ბა­ტო­ნი მი­შას წყა­ლო­ბით, მარ­თლა შე­მოქ­მე­დე­ბით წვა­ში ვი­ყა­ვით. 1980 წელს დად­გა "დონ ჟუ­ა­ნი", ბი­ძა­ჩე­მი, მურ­მან ჯი­ნო­რია თა­მა­შობ­და მთა­ვარ როლს და პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, პრე­მი­ე­რა­ში­ვე მეც მა­თა­მა­შა სპექ­ტაკლში... სხვა­თა შო­რის, მსა­ხი­ო­ბი სწო­რედ მურ­მა­ნის დიდი ძა­ლის­ხმე­ვით გავ­ხდი - არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მა­მას მურ­მა­ნის­თვის შე­უ­ჩივ­ლია, შვი­ლი მე­ღუ­პე­ბაო. მა­ნაც სა­მეგ­რე­ლო­ში, ჩვენს სო­ფელ სორ­ტა­ში წა­მიყ­ვა­ნა, ბევ­რს მე­სა­უბ­რე­ბო­და, ლექ­სებს მი­კი­თხავ­და, მეც მა­კი­თხებ­და და მა­ქებ­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ხარო. მოკ­ლედ, მარ­თლაც და­მა­ინ­ტე­რე­სა და ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. სტუ­დენ­ტო­ბი­სას თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რის თით­ქმის ყვე­ლა სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ­დი. მერე სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წა­ვე­დი, თუმ­ცა მამა სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი იყო და შე­ეძ­ლო გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე. გია აბე­სა­ლაშ­ვი­ლი, ცხო­ნე­ბუ­ლი დათო გო­გი­აშ­ვი­ლი - თავ­გა­სა, ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და მე ერ­თად წა­ვე­დით ჯარ­ში. ცუდ პი­რო­ბებ­ში კი ვი­ყა­ვით, ჯან­მრთე­ლო­ბა გვა­რი­ა­ნად შე­მერ­ყა და ჰოს­პი­ტალ­შიც მოვ­ხვდი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი კვლავ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს და­ვუბ­რუნ­დი, პირ­ნათ­ლად მო­ვი­ხა­დე და ისევ თე­ატ­რში მი­ვე­დი. ამა­სო­ბა­ში 1989 წე­ლიც მო­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი აი­რია, მერე ომიც და­ი­წყო და სამ­ხედ­რო ფორ­მა ჩა­ვიც­ვი. არ და­ვიბ­რა­ლებ, აფხა­ზე­თის ომში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ სა­სა­ზღვრო ჯა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შტაბ­ში ვმუ­შა­ობ­დი კო­მენ­დან­ტის თა­ნა­შემ­წედ. ერთხანს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც ვი­მუ­შა­ვე. მა­მა­ჩემ­მა კი იომა, აფხა­ზეთ­ში იყო. ომის შემ­დეგ, რო­გორც ბევ­რს, ჩვენს ოჯახ­საც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა, პუ­რის ფული არ გვქონ­და და ამი­ტომ ენ­თუ­ზი­აზ­მით ვე­ღარ ვი­მუ­შა­ვებ­დი თე­ატ­რში. ში­ნი­დან ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დეთ, მეც, ხან სად ვმუ­შა­ობ­დი, ხან სად, მერე კი... და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს: სა­ში­ნე­ლი სენი შე­მე­ყა­რა, ნარ­კო­ტი­კი რომ ჰქვია და უამ­რა­ვი ჩემი მე­გო­ბა­რი, თა­ო­ბე­ბი რომ შე­ი­წი­რა... ახლა კი ვნა­ნობ, მაგ­რამ ეს ჩემი ცხოვ­რე­ბა იყო...

"...რო­გორც კი უფ­ლის გზას გა­და­უხ­ვევ,/ წამს და­ეშ­ვე­ბა გან­გე­ბის ფარ­და./ ალ­ბათ, მეც შევ­ცდი, გზა გა­მიმ­რუდ­და..." (თე­მურ გვა­ლია). ვნა­ნობ, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც პე­რი­ო­დი სი­ცა­რი­ე­ლე­ში დარ­ჩა. ნარ­კო­ტი­კი არ არის კა­ცუ­რი საქ­მე, მაგ­რამ მაგ დროს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხარ და ამას ვერ ხვდე­ბი... აღარ მინ­და, ამას ჩა­ვუღ­რმავ­დე, თავს გა­ვიქ­ნევ ხოლ­მე, ფიქ­რე­ბი რომ გავ­ფან­ტო. მოკ­ლედ, ასე ვცხოვ­რობ­დი. მერე, 2003 წელს მო­ვიდ­ნენ ჩვე­ნი ერის "სა­ა­მა­ყო" შვი­ლე­ბი - ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი და ბა­რა­მი­ძის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას ბი­ნის გა­ყიდ­ვამ მო­მი­წია - ჩემი და დარ­ჩა უბი­ნა­ოდ და მის­თვის უნდა მე­ყი­და. ჩემ­თვი­საც და­ვი­ტო­ვე ბი­ნის სა­ყი­დე­ლი ფული, ბი­ნაც შერ­ჩე­უ­ლი მქონ­და და სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში ძვე­ლი ბი­ნი­დან, სა­დაც ფულს ვი­ნა­ხავ­დი, "წამ­ლის" გამო ამიყ­ვა­ნეს და სამი დღით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სარ­დაფ­ში ჩამ­კე­ტეს. გა­მო­სულს ფული აღარ დამ­ხვდა და ბი­ნაც დავ­კარ­გე. ამა­ზე აღარც მინ­და ლა­პა­რა­კი, ვის რას და­ვუმ­ტკი­ცებ?! მე­ო­რედ უკვე 2007 წელს ამიყ­ვა­ნეს და ორ­თა­ჭა­ლა­ში მოვ­ხვდი, მე­ხუ­თე სა­პყრო­ბი­ლე­ში. და­ნარ­ჩე­ნი კი, ცი­ხი­დან ცი­ხე­ში რო­გორ და­მა­ტა­რებ­დნენ, უკვე გი­ამ­ბე... "...მე კუ­ზი­ა­ნი, გზას აც­დე­ნი­ლი,/ თა­ვის მტე­რი და მოყ­ვა­რე სხვის­თვის,/ სა­მა­რის ნაც­ვლად ცი­ხე­ში ვზი­ვარ,/ თა­ნაც არ ვიცი, რა­ტომ და რის­თვის?..." (თე­მურ გვა­ლია)

- სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს არ ვნა­ნობ, რად­გან იქ იმ სა­ში­ნე­ლე­ბებ­თან ერ­თად ბევ­რი კარ­გი რამ ვნა­ხე - გა­ვი­ცა­ნი ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც იჯდა და ვინც ისევ ზის. ბევ­რი კარ­გი რამ ვის­წავ­ლე. კმა­ყო­ფი­ლი რო­გორ უნდა იყო ცი­ხე­ში ყოფ­ნით, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის გამო, სა­დღაც კმა­ყო­ფი­ლიც ვარ. იქა­ურ გან­წყო­ბას, ფიქ­რებს კი ჩემს ლექ­სებ­ში გად­მოვ­ცემ­დი. ლექ­სე­ბი ჩუ­მად გა­მო­ვა­პა­რე, თო­რემ ვინ გა­მო­მა­ტან­და! ოთხ თვე­ზე მე­ტია, რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვე­დი - ნევ­როზ­სა და ზო­გა­დად, სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, ფი­ზი­კუ­რა­დაც და­ა­ვად­მყო­ფე­ბუ­ლი ვარ. იქ ბევ­რი ჩემ­ზე უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც იყო, ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებს მთავ­რო­ბამ უნდა მი­ხე­დოს. ეს ხალ­ხი მთავ­რო­ბამ და­ა­ზი­ა­ნა და მთავ­რო­ბამ უნდა მი­ხე­დოს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­მე­ლი მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა! მი­ხა­რია, რომ დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. რა­მაც ცხოვ­რე­ბა და­მინ­გრია, ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვი. ჯან­სა­ღად ვცხოვ­რობ, ჩემი მე­გობ­რის, მსა­ხი­ობ გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით ძველ საქ­მი­ა­ნო­ბას - მსა­ხი­ო­ბო­ბას და­ვუბ­რუნ­დი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით პე­და­გო­გის ამ­პლუ­ა­ში - გო­გას საყ­მაწ­ვი­ლო სტუ­დია "არტ ჰოლ­ში" ვას­წავ­ლი. გვერ­დით მყავს უერ­თგუ­ლე­სი და უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ჩემი მე­უღ­ლე - თეა, რო­მელ­საც უდი­დეს პა­ტივს ვცემ; მყავს შვი­ლე­ბი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - სოფო და ოთო, მე­ო­რი­დან - ჩემი და ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუკა, რო­მე­ლიც უკვე ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მაც გა­იც­ნო "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სით და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. მყავს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ახ­ლა­ხან უკვე მე­სა­მეც გაჩ­ნდა. როცა ამ­დე­ნი ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი გყავს გვერ­დით, უხერ­ხუ­ლიც კია, ნარ­კო­ტიკ­ზე იფიქ­რო და ჯან­სა­ღად არ იცხოვ­რო. მე ეს გა­დავ­ლა­ხე და ღმერ­თს ვთხოვ, ეს მო­მენ­ტი ყვე­ლას მალე და­უდ­გეს. სამ­წუ­ხა­როდ, გაც­დე­ნილ წლებს ვე­ღარ და­ვიბ­რუ­ნებ, მაგ­რამ დღე­ი­დან მხო­ლოდ იმის­თვის ვი­ცხოვ­რებ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­სარ­გებ­ლო რამ გა­ვა­კე­თო. ვეც­დე­ბი, რაც ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ცე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, თე­ატ­რშიც დავ­ბრუნ­დე. ერ­თსაც ვი­ტყვი: სო­ფო­საც, ოთო­საც, ნუ­კა­საც, თე­ა­საც, ჩემს მე­გობ­რებ­საც, დე­და­ჩე­მის სულს, რო­მე­ლიც ჩემი ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა, და ყვე­ლას, ვი­საც ჩემი ცხოვ­რე­ბით გული ვატ­კი­ნე, ბო­დიშს ვუხ­დი.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

როგორ შეაშინა ახალაია თემურ გვალიამ

როგორ შეაშინა ახალაია თემურ გვალიამ

ძალიან დიდი ხნის წინ შევხვედრილვართ, ახლახან კი სოციალურ ქსელში გადავეყარე - საერთო მეგობრების კედლებზე უნიკალური ფოტოები დაეწყო: მიხეილ თუმანიშვილი და მისი მოწაფეები - ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი, გია აბესალაშვილი, მიშო ჯოჯუა, ლევან აბაშიძე, გია როინიშვილი, ზაზა მიქაშავიძე, კიდევ რამდენიმე... და თვითონაც - ახალგაზრდა, სიმპათიური, მოღიმარი, ლაღი და უდარდელი. იქვე ეწერა, ეს ფოტოებიღა დამრჩა ჩემი ცხოვრებიდანო... ინტერვიუ ვთხოვე და, - არასდროს არავისთვის მიმიცია ინტერვიუ, ახლა მით უფრო არ მინდა, მაგრამ... - ჩანს, მაინც უნდოდა რაღაცის ამოთქმა და, - თუ არ დამცინებ ჩემი ცხოვრების გამო, იქნებ დაგთანხმდე კიდეცო... და მენდო. მალევე შინ ვეწვიე. ძალიან გამოცვლილა, სევდა და ტკივილი დატყობია, მაგრამ უწინდებურად უშუალო, თბილი და ყურადღებიანი მეჩვენა. და ახლა პირისპირ ვსხედვართ მე და ყოფილი ძალიან პოპულარული ბიჭი, კინომსახიობთა თეატრის ყოფილი მსახიობი თემურ გვალია და გულახდილად ვსაუბრობთ:

- ამხელა კაცი ვარ და, ისეთი რამეები გავიარე, დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან. პირველად, რაა დასამალი, წამალზე დამიჭირეს, მეორედ - არც კი ვიცი, რატომ. ჩემი კამერა კარცერების გვერდით იყო და რაღაც საშინელება ტრიალებდა: ბღავილი, ყვირილი... თანაც, რომ ვერაფრით ეშველება?! 2007 წელს გლდანის ციხეში თვითონ ბაჩო ახალაიას ვყავარ "აგდებული". ერთ პატარა კამერაში 100 კაცამდე ვისხედით. სუნთქვაც კი არ შეიძლებოდა, დაწოლაზე არაფერს ვამბობ - ფეხზე ვიდექით და მონაცვლეობით თუ ჩავიკუზებოდით. იქაურ ე.წ. მაყურებლებს დააბრალეს, "ობშჩიაკს" აგროვებდითო, მეც ზედ მიმაყოლეს და შუაღამით ფეხშიშვლები, ცემა-ტყეპით ჩაგვყარეს მანქანებში და წაგვიყვანეს რუსთავის მეორე საპყრობილეში. ძმები ახალაიები "ჯიპებით" მოგვყვებოდნენ. 80 კაცი კედელთან მიგვაყენეს და გაიხადეთო, გვიბრძანეს. შიშვლები უნდა ვეცემეთ, მაგრამ ჩემი არტისტობის წყალობით თავიც გადავირჩინე და სხვებიც - "ვისიმულიანტე", ძირს გავგორდი, ვითომ ცუდად გავხდი, კრუნჩხვებში ჩავვარდი და - არ მოკვდესო, - ახალაიას შეეშინდა. თანაც გარეთ იმ ბიჭების ოჯახის წევრებიც დაეჭირათ და დიდი ამბავი იყო. მერე მართლა ცუდად გავხდი და ძლივს მომიყვანეს გონს. "კრიტში" შემაგდეს, 30-35 წელი რომ ჰქონდათ მისჯილი, ისეთ ხალხთან. არადა, ჯერ გასამართლებულიც არ ვიყავი. სამ დღეში შემომაკითხა ნიღბებიანმა "სპეცნაზმმა". გვალია რომელიაო, იკითხეს, ხელი დამავლეს, ისევ ფეხშიშველი გამომათრიეს და "მეექვსეში" წამიყვანეს. იქ 20-22 დღის განმავლობაში კარანტინში მამყოფეს. ბეტონზე გვეძინა, იმ სიბინძურეში მუნი გაგვიჩნდა. მერე თვითონვე შეშინდნენ, ასე ვერ აგვიშვებდნენ კამერებში და ოჯახის წევრებს წამლები მოატანინეს. გაგვაშიშვლეს და ვენახს რომ წამლავენ, ასე გვასხეს რაღაც... მოკლედ, საზიზღრობები გავიარე... როგორ მიყვარდა ელენე თევდორაძე და მისდამი პატივისცემა დავკარგე - საკნებიდან ვხედავდით, უცხოელები რომ მოჰყავდა ციხეში, გაატარებდა ჩვენს "კამერებს", სადაც გვემა და უბედურება ტრიალებდა და მიჰყავდა ე.წ. ფაშისტებთან - ფულიანი ხალხის საკნებში, ტელევიზორიც რომ ჰქონდათ და სხვა პრივილეგიებიც. ვყვიროდით, აქეთ შემოიყვანეთ-მეთქი, მაგრამ ვინ გვისმენდა!.. ოთხი ციხე გამომატარეს და თუ დაგაინტერესებთ, ამაზე ცალკე გიამბობთ.

- 2007 წელს "კრიტში" დაწერილი თქვენი ლექსები წავიკითხე "ფეისბუკზე": "ადამიანი კი არა, თითქოს გამხმარი ხე ვარ" ან კიდევ: "რა მემართება, არ ვიცი, მომავალს ვეღარ ვხედავ" - საშინელი განწყობაა, ტკივილი, პესიმიზმი...

- არ მინდოდა გამოქვეყნება, რომელი პოეტი მე ვარ, მაგრამ მეგობრებმა დაიჟინეს.

- საოცარია, წარსულის იმდენი ფოტო შემოგინახავთ, არქივარიუსიც კი გიწოდეს, "მოგონებების მინისტრად" დანიშვნას "გიპირებოდნენ". კომენტარში სინანულით წე­რთ:­ ასე მგონია, ნახევარი საუკუნე ქარს გავატანეო...

- არასდროს არავის ვაბრალებ რაიმეს, მხოლოდ საკუთარ თავს ვიდანაშაულებ ხოლმე. დღევანდელი გადასახედიდანაც, ცხოვრების რაღაც მონაკვეთი უკვე მიუღებელია ჩემთვის... განსაკუთრებული არასდროს ვყოფილვარ, ვიყავი ერთი თბილისელი კაცი, რომელსაც ძალიან გამიმართლა და ბატონ მიშა თუმანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯგუფში მოვხვდი. რამდენიმე მათგანი დღეს აღარცაა ცოცხალი: ლევან აბაშიძე, მიშო ჯოჯუა, ლალი კეკელიძე... ბატონი მიშას წყალობით, მართლა შემოქმედებით წვაში ვიყავით. 1980 წელს დადგა "დონ ჟუანი", ბიძაჩემი, მურმან ჯინორია თამაშობდა მთავარ როლს და პირველ კურსზე ვიყავი, პრემიერაშივე მეც მათამაშა სპექტაკლში... სხვათა შორის, მსახიობი სწორედ მურმანის დიდი ძალისხმევით გავხდი - არაფერი მაინტერესებდა და მამას მურმანისთვის შეუჩივლია, შვილი მეღუპებაო. მანაც სამეგრელოში, ჩვენს სოფელ სორტაში წამიყვანა, ბევრს მესაუბრებოდა, ლექსებს მიკითხავდა, მეც მაკითხებდა და მაქებდა, ძალიან ნიჭიერი ხარო. მოკლედ, მართლაც დამაინტერესა და ჩავაბარე კიდეც თეატრალურ ინსტიტუტში. სტუდენტობისას თეატრის რეპერტუარის თითქმის ყველა სპექტაკლში ვთამაშობდი. მერე სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავედი, თუმცა მამა სამხედრო კომისარი იყო და შეეძლო გავეთავისუფლებინე. გია აბესალაშვილი, ცხონებული დათო გოგიაშვილი - თავგასა, ერეკლე ბადურაშვილი და მე ერთად წავედით ჯარში. ცუდ პირობებში კი ვიყავით, ჯანმრთელობა გვარიანად შემერყა და ჰოსპიტალშიც მოვხვდი. გამოჯანმრთელებული კვლავ სამხედრო სამსახურს დავუბრუნდი, პირნათლად მოვიხადე და ისევ თეატრში მივედი. ამასობაში 1989 წელიც მოვიდა, ყველაფერი აირია, მერე ომიც დაიწყო და სამხედრო ფორმა ჩავიცვი. არ დავიბრალებ, აფხაზეთის ომში არ ვყოფილვარ, მაგრამ სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის შტაბში ვმუშაობდი კომენდანტის თანაშემწედ. ერთხანს თავდაცვის სამინისტროშიც ვიმუშავე. მამაჩემმა კი იომა, აფხაზეთში იყო. ომის შემდეგ, როგორც ბევრს, ჩვენს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა ცხოვრება, პურის ფული არ გვქონდა და ამიტომ ენთუზიაზმით ვეღარ ვიმუშავებდი თეატრში. შინიდან ლამის ყველაფერი გავყიდეთ, მეც, ხან სად ვმუშაობდი, ხან სად, მერე კი... დასამალი არაფერი მაქვს: საშინელი სენი შემეყარა, ნარკოტიკი რომ ჰქვია და უამრავი ჩემი მეგობარი, თაობები რომ შეიწირა... ახლა კი ვნანობ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება იყო...

"...როგორც კი უფლის გზას გადაუხვევ,/ წამს დაეშვება განგების ფარდა./ ალბათ, მეც შევცდი, გზა გამიმრუდდა..." (თემურ გვალია). ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდი სიცარიელეში დარჩა. ნარკოტიკი არ არის კაცური საქმე, მაგრამ მაგ დროს დაავადებული ხარ და ამას ვერ ხვდები... აღარ მინდა, ამას ჩავუღრმავდე, თავს გავიქნევ ხოლმე, ფიქრები რომ გავფანტო. მოკლედ, ასე ვცხოვრობდი. მერე, 2003 წელს მოვიდნენ ჩვენი ერის "საამაყო" შვილები - ნაციონალები და ბარამიძის თავდაცვის მინისტრობისას ბინის გაყიდვამ მომიწია - ჩემი და დარჩა უბინაოდ და მისთვის უნდა მეყიდა. ჩემთვისაც დავიტოვე ბინის საყიდელი ფული, ბინაც შერჩეული მქონდა და სწორედ იმ პერიოდში ძველი ბინიდან, სადაც ფულს ვინახავდი, "წამლის" გამო ამიყვანეს და სამი დღით შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში ჩამკეტეს. გამოსულს ფული აღარ დამხვდა და ბინაც დავკარგე. ამაზე აღარც მინდა ლაპარაკი, ვის რას დავუმტკიცებ?! მეორედ უკვე 2007 წელს ამიყვანეს და ორთაჭალაში მოვხვდი, მეხუთე საპყრობილეში. დანარჩენი კი, ციხიდან ციხეში როგორ დამატარებდნენ, უკვე გიამბე... "...მე კუზიანი, გზას აცდენილი,/ თავის მტერი და მოყვარე სხვისთვის,/ სამარის ნაცვლად ციხეში ვზივარ,/ თანაც არ ვიცი, რატომ და რისთვის?..." (თემურ გვალია)

- სხვათა შორის, სწორედ ციხეში გატარებულ წლებს არ ვნანობ, რადგან იქ იმ საშინელებებთან ერთად ბევრი კარგი რამ ვნახე - გავიცანი ლამაზი ადამიანები, ვინც იჯდა და ვინც ისევ ზის. ბევრი კარგი რამ ვისწავლე. კმაყოფილი როგორ უნდა იყო ციხეში ყოფნით, მაგრამ ამ ყველაფრის გამო, სადღაც კმაყოფილიც ვარ. იქაურ განწყობას, ფიქრებს კი ჩემს ლექსებში გადმოვცემდი. ლექსები ჩუმად გამოვაპარე, თორემ ვინ გამომატანდა! ოთხ თვეზე მეტია, რაც ციხიდან გამოვედი - ნევროზსა და ზოგადად, სულიერ მდგომარეობაზე აღარაფერს ვამბობ, ფიზიკურადაც დაავადმყოფებული ვარ. იქ ბევრი ჩემზე უარეს მდგომარეობაშიც იყო, ამიტომ ამ ადამიანებს მთავრობამ უნდა მიხედოს. ეს ხალხი მთავრობამ დააზიანა და მთავრობამ უნდა მიხედოს, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მთავრობა იქნება! მიხარია, რომ დღეს თავისუფალი ვარ. რამაც ცხოვრება დამინგრია, ყველაფერზე უარი ვთქვი. ჯანსაღად ვცხოვრობ, ჩემი მეგობრის, მსახიობ გოგა პიპინაშვილის წყალობით ძველ საქმიანობას - მსახიობობას დავუბრუნდი, თუმცა ჯერჯერობით პედაგოგის ამპლუაში - გოგას საყმაწვილო სტუდია "არტ ჰოლში" ვასწავლი. გვერდით მყავს უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი მეუღლე - თეა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ; მყავს შვილები პირველი ქორწინებიდან - სოფო და ოთო, მეორიდან - ჩემი და ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა, რომელიც უკვე ქართველმა მაყურებელმაც გაიცნო "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსით და ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მოეწონათ. მყავს შვილიშვილები, ახლახან უკვე მესამეც გაჩნდა. როცა ამდენი ლამაზი ადამიანი გყავს გვერდით, უხერხულიც კია, ნარკოტიკზე იფიქრო და ჯანსაღად არ იცხოვრო. მე ეს გადავლახე და ღმერთს ვთხოვ, ეს მომენტი ყველას მალე დაუდგეს. სამწუხაროდ, გაცდენილ წლებს ვეღარ დავიბრუნებ, მაგრამ დღეიდან მხოლოდ იმისთვის ვიცხოვრებ, რაც შეიძლება მეტი სასარგებლო რამ გავაკეთო. ვეცდები, რაც ვიცი, ყველაფერი გადავცე ჩემს მოსწავლეებს და გამორიცხული არაა, თეატრშიც დავბრუნდე. ერთსაც ვიტყვი: სოფოსაც, ოთოსაც, ნუკასაც, თეასაც, ჩემს მეგობრებსაც, დედაჩემის სულს, რომელიც ჩემი ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა, და ყველას, ვისაც ჩემი ცხოვრებით გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)