"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ქუთაისის მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია "ნაციონალი" თანამშრომლების გათავისუფლებას ისახავს მიზნად. ეს განცხადება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალმა" წევრებმა გააკეთეს და პირობაც დადეს, რომ თუ მათი პროგნოზი არ გამართლდება, ბოდიშს საჯაროდ მოიხდიან.
"მაქვს ინფორმაცია, რომ მერიის იმ თანამშრომლებს დაითხოვენ, რომლებიც 19 აპრილის აქციაზე იყვნენ", - განაცხადა სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ.