პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვანო ჯავახიშვილისა და გიორგი აფციაურის განცხადებები სამარცხვინოა"
"ვანო ჯავახიშვილისა და გიორგი აფციაურის განცხადებები სამარცხვინოა"

იუ­მო­რის­ტე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი­სა და ბა­კურ სვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბებს "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა გვა­რა­მი­აც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, იუ­მო­რის­ტე­ბის და­ვამ სა­სა­მარ­თლო­შიც გა­და­ი­ნაც­ვლოს. პირ­ვე­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა "კო­მე­დი გრუპ­ში" 2012 წელს მოხ­და, როცა ფაქო, ამი­კო, თემო მჟა­ვია და და­ვით გო­გიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-დან ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დია "ჯი დი ეს"-ში გა­და­ბარ­გდნენ. მსა­ხი­ო­ბე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წას­ვლის დე­ტა­ლებ­ზე დღემ­დე არ სა­უბ­რო­ბენ. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "ჯი დი ესის" არხზე გა­ვი­და ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა "შოკ აუტი", რომ­ლის წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რი ფაქო, იგი­ვე ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი, დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რია:

- გა­და­ცე­მა "შოკ აუტი" და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და. სპე­ცი­ა­ლუ­რი კლუ­ბიც კი შე­იქ­მნა, გა­და­ცე­მა ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ლა­მა­ზი რომ გა­მო­სუ­ლი­ყო. არა­ერთ ადა­მი­ან­ზე მსმე­ნია, რომ ნი­ჭი­ე­რია, აქვს კარ­გი იუ­მო­რი, მაგ­რამ გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო არა აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩვე­ნი გა­და­ცე­მა ყვე­ლას აძ­ლევს ამის შანსს, თან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი საპ­რი­ზო ფონ­დიც გვაქვს - ის, ვინც სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩენს თავს, სა­ჩუქ­რად 17 ათას ლარს მი­ი­ღებს.

- და­ვით აქუ­ბარ­დია და კახა კა­ლა­ძე რო­გორ და­ი­თან­ხმეთ იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მა­ში ჟი­უ­რის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე?

- ამ გა­და­ცე­მას სამ­წევ­რი­ა­ნი ჟი­უ­რი ჰყავს. შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და თემო მჟა­ვია ჟი­უ­რის ძი­რი­თა­დი წევ­რე­ბი არი­ან, მე­სა­მე კი იც­ვლე­ბა. და­ვით აქუ­ბარ­დია არც ერთ ტე­ლეპ­რო­ექ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა შოუს გა­აჩ­ნია (იცი­ნის).

- გინ­და თქვა, რომ ისე­თი "მა­გა­რი" პრო­ექ­ტი გაქვთ, ყვე­ლა თა­ნახ­მაა სტუმ­რო­ბა­ზე?

- რა თქმა უნდა, ვი­ხუმ­რე. უბ­რა­ლოდ, აქუ­ბარ­დი­ას ჩვენ­თან სტუმ­რო­ბა შევ­თა­ვა­ზეთ და დაგ­ვთან­ხმდა. რო­დე­საც და­ვით აქუ­ბარ­დი­ამ ხმა ამო­ი­ღო, ლა­მის მთე­ლი დარ­ბა­ზი და­ინ­გრა. ყვე­ლას და­ა­მახ­სოვ­რა თავი იუ­მო­რით. წამ­ყვა­ნო­ბი­სა და მსა­ხი­ო­ბო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ პრო­დი­უ­სე­რის რან­გში პირ­ვე­ლად მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გით ამ ეტაპ­ზე კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- ფაქო, წინა კვი­რას გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შენ, ამი­კო, თემო მჟა­ვია და და­ვით გო­გიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-დან იძუ­ლე­ბით წახ­ვე­დით, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა კი თქვა, რომ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის გამო გა­დახ­ვე­დით ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან. რო­მელ ვერ­სი­ას და­ვუ­ჯე­როთ?

- ორი­ვე ვერ­სია მარ­თა­ლია. ჩვენ­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა არ ყო­ფი­ლა, ვერც მოგ­ვე­რე­ოდ­ნენ (იცი­ნის), მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, არხი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურს... გა­ვე­ცა­ნი ბა­კურ სვა­ნი­ძის, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რის და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­საც და სირ­ცხვი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჯო­ბია, საქ­მე ვა­კე­თოთ და იუ­მო­რით ვთქვათ ჩვე­ნი სათ­ქმე­ლი.

- ბა­კურ სვა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, 2007 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებს "კო­მე­დი გრუ­პის" შე­მად­გენ­ლო­ბა ერ­თად უყუ­რებ­და ტე­ლე­ეკ­რან­ზე და აცხა­დებ­დნენ, ყვე­ლა ჩა­სა­ხო­ცი­აო, მარ­თლა ასე იყო?

- მო­ვის­მი­ნე ეს გან­ცხა­დე­ბა და არც კი ვიცი, რა ვთქვა. რაკი ბა­კურ სვა­ნი­ძე ამ­ბობს, გა­სა­გე­ბია ყვე­ლა­ფე­რი, არა უშავს. შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც თქვას (იცი­ნის). როცა ცრუ­ობ, იმა­ზეც უნდა იფიქ­რო, რომ პა­სუხს მოგ­თხო­ვენ...

- გინ­და თქვა, რომ აფ­ცი­ა­უ­რი და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მარ­თლე­ბი არი­ან და ბა­კურ სვა­ნი­ძე ტყუ­ის?

- სვა­ნი­ძის ეს გან­ცხა­დე­ბა სა­სა­ცი­ლოა. მეც ვმუ­შა­ობ­დი იმ დროს "რუს­თა­ვი 2"-ში და ვიცი, რა და რო­გორ იყო. იმ დროს ჩემი ოჯა­ხის წევ­რი იყო რუს­თა­ველ­ზე და ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. ჯო­ბია, სხვა რამ მო­ი­ფიქ­როს ბა­კურ სვა­ნი­ძემ, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. მარ­თლა ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით ტე­ლე­ვი­ზორ­ში 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ მსგავ­სი არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. ეს გან­ცხა­დე­ბა ისევ ბა­კუ­რის­თვის არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი. სა­ერ­თოდ, აბ­სურ­დია ეს ყვა­ლა­ფე­რი, რაც ამ ბოლო დროს მეს­მის.

- ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რიც თქვენს არხზე გად­მო­დის სა­მუ­შა­ოდ...

- ეგ ინ­ფორ­მა­ცი­აც სი­სუ­ლე­ლეა.

- რომ გა­მოთ­ქვას გი­ორ­გიმ თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი?

- მხო­ლოდ სურ­ვი­ლი არ კმა­რა. ის ჩვენ­თან საქ­მით უნდა მო­ვი­დეს და გვაჩ­ვე­ნოს, რისი გამ­კე­თე­ბე­ლია.

- ერ­თად მუ­შა­ობ­დით და არ იცი, რისი გამ­კე­თე­ბე­ლია?

- რა თქმა უნდა ვიცი, რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც არის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი ჩვენ­თან მზა პრო­ექ­ტით უნდა მო­ვი­დეს. თუ მოგ­ვე­წო­ნე­ბა, ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ეს გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი იქ­ნე­ბა თუ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - არა­ვის მი­მართ ჩა­მი­დია გულ­ში ბოღ­მა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"ვანო ჯავახიშვილისა და გიორგი აფციაურის განცხადებები სამარცხვინოა"

"ვანო ჯავახიშვილისა და გიორგი აფციაურის განცხადებები სამარცხვინოა"

იუმორისტების დაპირისპირება გრძელდება. გიორგი აფციაურისა და ბაკურ სვანიძის განცხადებებს "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა, არ არის გამორიცხული, იუმორისტების დავამ სასამართლოშიც გადაინაცვლოს. პირველი განხეთქილება "კომედი გრუპში" 2012 წელს მოხდა, როცა ფაქო, ამიკო, თემო მჟავია და დავით გოგიშვილი "რუსთავი 2"-დან ბერა ივანიშვილის სტუდია "ჯი დი ეს"-ში გადაბარგდნენ. მსახიობები ტელევიზიიდან წასვლის დეტალებზე დღემდე არ საუბრობენ. რამდენიმე კვირის წინ "ჯი დი ესის" არხზე გავიდა ახალი იუმორისტული გადაცემა "შოკ აუტი", რომლის წამყვანი და პროდიუსერი ფაქო, იგივე ლევან გოგორელიანი, დღეს ჩვენი სტუმარია:

- გადაცემა "შოკ აუტი" დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მზადდებოდა. სპეციალური კლუბიც კი შეიქმნა, გადაცემა ვიზუალურადაც ლამაზი რომ გამოსულიყო. არაერთ ადამიანზე მსმენია, რომ ნიჭიერია, აქვს კარგი იუმორი, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო არა აქვს საზოგადოებაში გამოჩენის საშუალება. ჩვენი გადაცემა ყველას აძლევს ამის შანსს, თან საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდიც გვაქვს - ის, ვინც საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს, საჩუქრად 17 ათას ლარს მიიღებს.

- დავით აქუბარდია და კახა კალაძე როგორ დაითანხმეთ იუმორისტულ გადაცემაში ჟიურის სტატუსით მონაწილეობაზე?

- ამ გადაცემას სამწევრიანი ჟიური ჰყავს. შალვა რამიშვილი და თემო მჟავია ჟიურის ძირითადი წევრები არიან, მესამე კი იცვლება. დავით აქუბარდია არც ერთ ტელეპროექტში არ მონაწილეობს, თუმცა შოუს გააჩნია (იცინის).

- გინდა თქვა, რომ ისეთი "მაგარი" პროექტი გაქვთ, ყველა თანახმაა სტუმრობაზე?

- რა თქმა უნდა, ვიხუმრე. უბრალოდ, აქუბარდიას ჩვენთან სტუმრობა შევთავაზეთ და დაგვთანხმდა. როდესაც დავით აქუბარდიამ ხმა ამოიღო, ლამის მთელი დარბაზი დაინგრა. ყველას დაამახსოვრა თავი იუმორით. წამყვანობისა და მსახიობობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ პროდიუსერის რანგში პირველად მომიწია მუშაობამ და მიღებული შედეგით ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.

- ფაქო, წინა კვირას გიორგი აფციაურმა განაცხადა, რომ შენ, ამიკო, თემო მჟავია და დავით გოგიშვილი "რუსთავი 2"-დან იძულებით წახვედით, ვანო ჯავახიშვილმა კი თქვა, რომ უკეთესი პირობების გამო გადახვედით ბერა ივანიშვილთან. რომელ ვერსიას დავუჯეროთ?

- ორივე ვერსია მართალია. ჩვენზე ფიზიკური ზემოქმედება არ ყოფილა, ვერც მოგვერეოდნენ (იცინის), მაგრამ იძულებული გავხდით, არხი დაგვეტოვებინა. ამ თემაზე საუბარი არ მსურს... გავეცანი ბაკურ სვანიძის, გიორგი აფციაურის და ვანო ჯავახიშვილის განცხადებებსაც და სირცხვილია ეს ყველაფერი. ჯობია, საქმე ვაკეთოთ და იუმორით ვთქვათ ჩვენი სათქმელი.

- ბაკურ სვანიძემ განაცხადა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს "კომედი გრუპის" შემადგენლობა ერთად უყურებდა ტელეეკრანზე და აცხადებდნენ, ყველა ჩასახოციაო, მართლა ასე იყო?

- მოვისმინე ეს განცხადება და არც კი ვიცი, რა ვთქვა. რაკი ბაკურ სვანიძე ამბობს, გასაგებია ყველაფერი, არა უშავს. შეიძლება მეტიც თქვას (იცინის). როცა ცრუობ, იმაზეც უნდა იფიქრო, რომ პასუხს მოგთხოვენ...

- გინდა თქვა, რომ აფციაური და ჯავახიშვილი მართლები არიან და ბაკურ სვანიძე ტყუის?

- სვანიძის ეს განცხადება სასაცილოა. მეც ვმუშაობდი იმ დროს "რუსთავი 2"-ში და ვიცი, რა და როგორ იყო. იმ დროს ჩემი ოჯახის წევრი იყო რუსთაველზე და ძალიან ვინერვიულე. ჯობია, სხვა რამ მოიფიქროს ბაკურ სვანიძემ, მისი განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მართლა ერთად ვუყურებდით ტელევიზორში 7 ნოემბრის მოვლენებს, მაგრამ მსგავსი არავის არაფერი უთქვამს. ეს განცხადება ისევ ბაკურისთვის არის შეურაცხმყოფელი. საერთოდ, აბსურდია ეს ყვალაფერი, რაც ამ ბოლო დროს მესმის.

- ვანო ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი აფციაურიც თქვენს არხზე გადმოდის სამუშაოდ...

- ეგ ინფორმაციაც სისულელეა.

- რომ გამოთქვას გიორგიმ თქვენთან თანამშრომლობის სურვილი?

- მხოლოდ სურვილი არ კმარა. ის ჩვენთან საქმით უნდა მოვიდეს და გვაჩვენოს, რისი გამკეთებელია.

- ერთად მუშაობდით და არ იცი, რისი გამკეთებელია?

- რა თქმა უნდა ვიცი, რისი გამკეთებელიც არის, მაგრამ ადამიანი ჩვენთან მზა პროექტით უნდა მოვიდეს. თუ მოგვეწონება, ვითანამშრომლებთ, მნიშვნელობა არა აქვს, ეს გიორგი აფციაური იქნება თუ ვანო ჯავახიშვილი - არავის მიმართ ჩამიდია გულში ბოღმა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები