მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ცაგარეიშვილი - "მიყვარს, როცა ჩემი ცოლი სარკის წინ ტრიალებს"
გია ცაგარეიშვილი - "მიყვარს, როცა ჩემი ცოლი სარკის წინ ტრიალებს"

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა დიდი ტვირ­თი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა", - ამ­ბობს პარ­ლა­მენ­ტა­რი გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი და იმა­საც აღი­ა­რებს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა უჭირს. რო­დის კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას, რა აღი­ზი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­გორ რე­ა­გი­რებს კრი­ტი­კა­ზე, რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე და რის გა­მოა ბედ­ნი­ე­რი? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1969 წლის 7 მარ­ტი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც გვერ­დი­დან ერთი წუ­თი­თაც არ მომ­შო­რე­ბია. 10 წლის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი გან­საც­დე­ლიც გვქონ­და, მაგ­რამ რთუ­ლი დღე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მით გა­და­ვი­ტა­ნეთ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ჩემს ხალ­ხს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...გულ­წრფე­ლო­ბა გახ­ლავთ.

- ეს თვი­სე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში...

- ...ყო­ველ­თვის არ ამარ­თლებს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამას გრძნო­ბენ და აფა­სე­ბენ. პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გულ­წრფე­ლო­ბა ის ია­რა­ღია, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებ - ეს სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...სი­ფი­ცხეა. ხომ იცით, იმე­რე­ლი ვარ (იღი­მის)... ძნე­ლია ემო­ცი­ე­ბი მო­თო­კო, როცა შენ­გან 10 მეტრში სხე­დან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან (ჩემი აზ­რით!) და მე მათ­თან კო­ა­ბი­ტა­ცია უნდა მო­ვახ­დი­ნო. ისი­ნი კა­ნო­ნებს ყო­ველ­დღე არ­ღვევ­დნენ. ჰოდა, ეს უნდა ეპა­ტი­ოთ? ვა­ღი­ა­რებ, დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ალ­ბათ შეც­დო­მებს აღარ და­ვუშ­ვებ­დი. ბევ­რი შეც­დო­მა და­მიშ­ვია თუ არა? ბევ­რი - არა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სად. ჩემი შეც­დო­მე­ბი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კას კი არა, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც უკავ­შირ­დე­ბა.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი წიგ­ნი წა­ვი­კი­თხო.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვი­ნა­ნი­ებ.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...რა ვიცი, რა გი­თხრათ (პა­უ­ზის შემ­დეგ)... ღა­ლა­ტი? არა, ღა­ლა­ტი არც უნდა ის­წავ­ლო და მგო­ნი, არც ის­წავ­ლე­ბა, ეს ადა­მი­ა­ნის ქვე­ნა გრძნო­ბაა. ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე უკან და­ხე­ვა. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი ვარ. გზა­ზე რა საფრ­თხეც უნდა შემ­ხვედ­რო­და, ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე, ჩემი სი­ჯი­უ­ტე ყო­ველ­თვის წინსვლის­კენ მი­ბიძ­გებ­და. ამის გამო მი­ნა­ნია თუ არა? ზოგ­ჯერ მი­ნა­ნია კი­დეც, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სი­ნა­ნუ­ლი სხვა გრძნო­ბა­ში ტრანსფორ­მირ­დე­ბო­და.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ....

- ...რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას, ზოგ­ჯერ ყუ­რა­დღე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლის­თვის მი­მიქ­ცე­ვია; ხეზე სამ­ჯერ და­მი­კა­კუ­ნე­ბია.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია თუ...

- ...და­მარ­წმუ­ნებ, რომ შენ უფრო მარ­თა­ლი ხარ, ვიდ­რე - მე.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ვნერ­ვი­უ­ლობ, როცა საქ­მე ისე ვერ კეთ­დე­ბა, რო­გორც ვი­სურ­ვებ­დი. ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მუდ­მე­ბით პრობ­ლე­მებ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, მე კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, ყვე­ლას და­ვეხ­მა­რო. ქარ­თვე­ლე­ბი ცოტა სულსწრა­ფე­ბიც ვართ; ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნებს არ ეს­მით, რომ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა არ შე­გიძ­ლია.

- ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რის­თვის იმი­ტომ იბ­რძვი­ან, რომ...

- ...ადა­მი­ა­ნი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­თვის იბ­რძვის! ზოგს ჰგო­ნია, რომ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კა­ში მი­აღ­წევს, არა­და, ეს მა­ხეა. სულმდა­ბა­ლი თუ ხარ, სრულ­ყო­ფი­ლე­ბას ვერ­სად და ვე­რას­დროს მი­აღ­წევ.

- ჩემ­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა....

- ....დიდი ტვირ­თი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გახ­ლავთ. თუ წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხარ და ქვე­ყა­ნა გიყ­ვარს, ეს რთუ­ლი საქ­მე სუ­ლაც არ არის; თუ სა­კუ­თა­რი ხალ­ხი არ გიყ­ვარს, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა გან­საც­დე­ლიც კი იყოს შენ­თვის. ზუს­ტად ვიცი, მე ეს არ მე­მუქ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შე­მე­შა­ლოს, მაგ­რამ და­ნა­შა­ულს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ჩა­ვი­დენ. მერ­წმუ­ნეთ, პო­ლი­ტი­კა­ში ამ გან­ცდით მო­ვე­დი.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...არ­სე­ბობს თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც ოჯა­ხის გა­რეთ არა­ვის­თან ვლა­პა­რა­კობ და არ­სე­ბობს თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მე­გობ­როს იქით არ უნდა გა­ვი­დეს. ახლა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ჰოდა, არის თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ოთა­ხის გა­რეთ არ გა­დის, მაგ­რამ ისიც ვიცი, რომ პო­ლი­ტი­კო­სის ცხოვ­რე­ბა შუ­შა­სა­ვით გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს და მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ ასე­თია. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს.

- როცა ჩემი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კას ვის­მენ...

- ...ვერ ვი­ტყვი, რომ ამას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. კრი­ტი­კა ყო­ველ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია. ვფიქ­რობ, კრი­ტი­კას ან კრი­ტი­კით­ვე უნდა უპა­სუ­ხო, ან არ­გუ­მენ­ტით, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უბ­რა­ლოდ, ბო­დი­ში მო­ი­ხა­დო.

- კრი­ტი­კის შე­დე­გად ერთი სა­ფე­ხუ­რით მაღ­ლა...

- ...ავ­სულ­ვარ. ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ: სა­ა­კაშ­ვილ­მა, ადე­იშ­ვილ­მა, მე­რა­ბიშ­ვილ­მა იყი­დაო. ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ყი­დუ­ლი არ ვი­ყა­ვი.

- რჩე­ვებს ყვე­ლა­ზე ხში­რად მაძ­ლევს...

- ...მე­უღ­ლე. ის ჩემს გა­მოს­ვლებს ხში­რად ადევ­ნებს თვალს. სა­მოსს ყო­ველ­თვის თა­ვად ვი­ძენ. ჩაც­მი­სას რჩე­ვებს იშ­ვი­ა­თად მაძ­ლევს.

- მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში...

- ...არც მე ვე­რე­ვი.

- მიყ­ვარს, როცა...

- ...სარ­კის წინ დგას და ტრი­ა­ლებს. ქალი სარ­კის წინ, მა­მა­კა­ცის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. ყო­ველ­თვის მე­კი­თხე­ბა, - მიხ­დე­ბა? ეს კარ­გია, მა­მა­კაცს ღირ­სე­ბას სძენს. ეკას ყო­ველ­თვის მოხ­დე­ნი­ლად აც­ვია. მას სა­ყიდ­ლებ­ზე არ დავ­ყვე­ბი, მაგ­რამ ჩემს გე­მოვ­ნე­ბას ენ­დო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - სუ­ნა­მო­ებ­ში.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ცხოვ­რე­ბაა. არ­სე­ბობ­დე და არ გიყ­ვარ­დეს, ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...ვიდ­რე მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს გა­ვიც­ნობ­დი, გა­ტა­ცე­ბე­ბი მქონ­და. მერე ეკას შევ­ხვდი და ბოლო 22 წე­ლია, მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. სიყ­ვა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნას ცვლის. მერე შვი­ლე­ბი ჩნდე­ბი­ან და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გი­ას­მაგ­დე­ბა. როცა თა­ვად ხდე­ბი მშო­ბე­ლი, დედ-მა­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გეც­ვლე­ბა; სხვაგ­ვა­რად უყუ­რებ ყვე­ლა­ფერ იმას, რა­საც ისი­ნი შენ­თვის წლე­ბის მან­ძილ­ზე აკე­თებ­დნენ.

- ვოც­ნე­ბობ...

- ...და­წყნა­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ქვე­ყა­ნა­ზე. ჩვე­ნი და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ბევ­რი ქარ­თვე­ლის ოც­ნე­ბაა და დღე არ გავა, ამა­ზე მეც არ ვი­ფიქ­რო.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...უახ­ლო­ეს მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, რო­მე­ლი­მე კარგ ქა­ლაქ­ში. ახლა მივ­ხვდი, დას­ვე­ნე­ბა მომ­ნატ­რე­ბია (იცი­ნის).

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...მა­ტყუ­ა­რა, ფლიდ ადა­მი­ა­ნებს. რო­გორ ვრე­ა­გი­რებ? - იმ სი­ფი­ცხეს­თან მივ­დი­ვართ, რო­მელ­ზეც ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში ვლა­პა­რა­კობ­დით.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...კარ­გმა წიგნ­მა, ფილმმა, მუ­სი­კამ, მე­გობ­რებ­მა.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...არც კი ვიცი, რა მე­ზა­რე­ბა - ეს ჩემი თვი­სე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. ზო­გა­დად, მე­ზა­რე­ბა იმის კე­თე­ბა, რაც არ მინ­და გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

- არ მჩვე­ვია...

- ...ღა­ლა­ტი.

- არ მრცხვე­ნია...

- ...წარ­სუ­ლის.

- ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს...

- ...გა­ვუ­რიგ­დე უსა­მარ­თლო­ბას და სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს ვუ­ღა­ლა­ტო.

- არ მე­გო­ნა თუ...

- ...იმ სიც­რუ­ეს, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბა ერ­ქვა, 9 წლის მან­ძილ­ზე ავი­ტან­დით.

- როცა ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ტი­კა ბინ­ძუ­რი საქ­მე­აო...

- ...არ ვე­თან­ხმე­ბი. ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ბინ­ძუ­რია.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ....უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვვარ­დე­ბი.

- მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...ჩემი გულ­ფი­ცხო­ბის გამო. ჩემი მე­უღ­ლე ხში­რად მი­მე­ო­რებს: თავი შე­ი­კა­ვე, ნუ უპა­სუ­ხებ, "გა­ა­ტა­რე". არა­და, რო­გო­რია, "გა­ა­ტა­რო"?

- ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი...

- ...მა­მი­სა და მე­გობ­რე­ბის და­კარ­გვაა. ღმერ­თმა ყვე­ლა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ადა­მი­ა­ნებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც კი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე შე­მი­ძე­ნია.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით...

- ...იმე­დი­ა­ნად იყა­ვით.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გია ცაგარეიშვილი - "მიყვარს, როცა ჩემი ცოლი სარკის წინ ტრიალებს"

გია ცაგარეიშვილი - "მიყვარს, როცა ჩემი ცოლი სარკის წინ ტრიალებს"

"ხელისუფლებაში ყოფნა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა", - ამბობს პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი და იმასაც აღიარებს, რომ წინა ხელისუფლების წევრებთან თანაცხოვრება უჭირს. როდის კარგავს წონასწორობას, რა აღიზიანებს ყველაზე მეტად, როგორ რეაგირებს კრიტიკაზე, რა ვერ ისწავლა დღემდე და რის გამოა ბედნიერი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1969 წლის 7 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...გამომძიებელი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს მეუღლეს, რომელიც გვერდიდან ერთი წუთითაც არ მომშორებია. 10 წლის მანძილზე არაერთი განსაცდელიც გვქონდა, მაგრამ რთული დღეები ერთმანეთის თანადგომით გადავიტანეთ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჩემს ხალხს ვემსახურები, რომ ამის საშუალება მაქვს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...გულწრფელობა გახლავთ.

- ეს თვისება პოლიტიკაში...

- ...ყოველთვის არ ამართლებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანები ამას გრძნობენ და აფასებენ. პოლიტიკურ საქმიანობაში გულწრფელობა ის იარაღია, რომლის წყალობითაც აუცილებლად გაიმარჯვებ - ეს საკუთარ თავზე გამოვცადე.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სიფიცხეა. ხომ იცით, იმერელი ვარ (იღიმის)... ძნელია ემოციები მოთოკო, როცა შენგან 10 მეტრში სხედან ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები არიან (ჩემი აზრით!) და მე მათთან კოაბიტაცია უნდა მოვახდინო. ისინი კანონებს ყოველდღე არღვევდნენ. ჰოდა, ეს უნდა ეპატიოთ? ვაღიარებ, დამნაშავეებთან თანაცხოვრება ძალიან მიჭირს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ შეცდომებს აღარ დავუშვებდი. ბევრი შეცდომა დამიშვია თუ არა? ბევრი - არა, მაგრამ საკმარისად. ჩემი შეცდომები მხოლოდ პოლიტიკას კი არა, ადამიანურ ურთიერთობებსაც უკავშირდება.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი წიგნი წავიკითხო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვინანიებ.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...რა ვიცი, რა გითხრათ (პაუზის შემდეგ)... ღალატი? არა, ღალატი არც უნდა ისწავლო და მგონი, არც ისწავლება, ეს ადამიანის ქვენა გრძნობაა. ვერაფრით ვისწავლე უკან დახევა. ძალიან მიზანდასახული და პრინციპული ვარ. გზაზე რა საფრთხეც უნდა შემხვედროდა, ბავშვობიდან დღემდე, ჩემი სიჯიუტე ყოველთვის წინსვლისკენ მიბიძგებდა. ამის გამო მინანია თუ არა? ზოგჯერ მინანია კიდეც, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სინანული სხვა გრძნობაში ტრანსფორმირდებოდა.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ....

- ...როგორც ადამიანების უმეტესობას, ზოგჯერ ყურადღება უმნიშვნელო დეტალისთვის მიმიქცევია; ხეზე სამჯერ დამიკაკუნებია.

- დათმობა შემიძლია თუ...

- ...დამარწმუნებ, რომ შენ უფრო მართალი ხარ, ვიდრე - მე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან ვნერვიულობ. ხელისუფლებაში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა. ვნერვიულობ, როცა საქმე ისე ვერ კეთდება, როგორც ვისურვებდი. ადამიანები გამუდმებით პრობლემებზე მელაპარაკებიან, მე კი შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველას დავეხმარო. ქართველები ცოტა სულსწრაფებიც ვართ; ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია.

- ადამიანები ხელისუფლებაში მოხვედრისთვის იმიტომ იბრძვიან, რომ...

- ...ადამიანი სრულყოფილებისთვის იბრძვის! ზოგს ჰგონია, რომ სრულყოფილებას პოლიტიკაში მიაღწევს, არადა, ეს მახეა. სულმდაბალი თუ ხარ, სრულყოფილებას ვერსად და ვერასდროს მიაღწევ.

- ჩემთვის ხელისუფლებაში ყოფნა....

- ....დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა გახლავთ. თუ წესიერი ადამიანი ხარ და ქვეყანა გიყვარს, ეს რთული საქმე სულაც არ არის; თუ საკუთარი ხალხი არ გიყვარს, შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნა განსაცდელიც კი იყოს შენთვის. ზუსტად ვიცი, მე ეს არ მემუქრება. შეიძლება შემეშალოს, მაგრამ დანაშაულს შეგნებულად არ ჩავიდენ. მერწმუნეთ, პოლიტიკაში ამ განცდით მოვედი.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...არსებობს თემები, რომლებზეც ოჯახის გარეთ არავისთან ვლაპარაკობ და არსებობს თემები, რომლებიც სამეგობროს იქით არ უნდა გავიდეს. ახლა "თავისუფალი დემოკრატების" სათათბირო ოთახში ვიმყოფებით. ჰოდა, არის თემები, რომლებიც ამ ოთახის გარეთ არ გადის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ პოლიტიკოსის ცხოვრება შუშასავით გამჭვირვალე უნდა იყოს და მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება სწორედ ასეთია. მე საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი მაქვს.

- როცა ჩემი მისამართით კრიტიკას ვისმენ...

- ...ვერ ვიტყვი, რომ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. კრიტიკა ყოველთვის მტკივნეულია. ვფიქრობ, კრიტიკას ან კრიტიკითვე უნდა უპასუხო, ან არგუმენტით, ან საზოგადოების წინაშე უბრალოდ, ბოდიში მოიხადო.

- კრიტიკის შედეგად ერთი საფეხურით მაღლა...

- ...ავსულვარ. ჩემზე ამბობდნენ: სააკაშვილმა, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა იყიდაო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ გაყიდული არ ვიყავი.

- რჩევებს ყველაზე ხშირად მაძლევს...

- ...მეუღლე. ის ჩემს გამოსვლებს ხშირად ადევნებს თვალს. სამოსს ყოველთვის თავად ვიძენ. ჩაცმისას რჩევებს იშვიათად მაძლევს.

- მის ჩაცმულობაში...

- ...არც მე ვერევი.

- მიყვარს, როცა...

- ...სარკის წინ დგას და ტრიალებს. ქალი სარკის წინ, მამაკაცისთვის დიდი გამოწვევაა. ყოველთვის მეკითხება, - მიხდება? ეს კარგია, მამაკაცს ღირსებას სძენს. ეკას ყოველთვის მოხდენილად აცვია. მას საყიდლებზე არ დავყვები, მაგრამ ჩემს გემოვნებას ენდობა, განსაკუთრებით - სუნამოებში.

- სიყვარული ეს...

- ...ცხოვრებაა. არსებობდე და არ გიყვარდეს, ჩემთვის წარმოუდგენელია.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ვიდრე მომავალ მეუღლეს გავიცნობდი, გატაცებები მქონდა. მერე ეკას შევხვდი და ბოლო 22 წელია, მასზე შეყვარებული ვარ. სიყვარული ცხოვრებაზე წარმოდგენას ცვლის. მერე შვილები ჩნდებიან და პასუხისმგებლობა გიასმაგდება. როცა თავად ხდები მშობელი, დედ-მამისადმი დამოკიდებულებაც გეცვლება; სხვაგვარად უყურებ ყველაფერ იმას, რასაც ისინი შენთვის წლების მანძილზე აკეთებდნენ.

- ვოცნებობ...

- ...დაწყნარებულ საზოგადოებაზე, ქვეყანაზე. ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ბევრი ქართველის ოცნებაა და დღე არ გავა, ამაზე მეც არ ვიფიქრო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...უახლოეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად, რომელიმე კარგ ქალაქში. ახლა მივხვდი, დასვენება მომნატრებია (იცინის).

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მატყუარა, ფლიდ ადამიანებს. როგორ ვრეაგირებ? - იმ სიფიცხესთან მივდივართ, რომელზეც ინტერვიუს დასაწყისში ვლაპარაკობდით.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა წიგნმა, ფილმმა, მუსიკამ, მეგობრებმა.

- მეზარება...

- ...არც კი ვიცი, რა მეზარება - ეს ჩემი თვისება ნამდვილად არ არის. ზოგადად, მეზარება იმის კეთება, რაც არ მინდა გავაკეთო, მაგრამ სავალდებულოა.

- არ მჩვევია...

- ...ღალატი.

- არ მრცხვენია...

- ...წარსულის.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...გავურიგდე უსამართლობას და საკუთარ პრინციპებს ვუღალატო.

- არ მეგონა თუ...

- ...იმ სიცრუეს, რომელსაც სააკაშვილის მმართველობა ერქვა, 9 წლის მანძილზე ავიტანდით.

- როცა ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო...

- ...არ ვეთანხმები. ბინძური ადამიანისთვის ყველაფერი ბინძურია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ....უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები.

- მსაყვედურობენ...

- ...ჩემი გულფიცხობის გამო. ჩემი მეუღლე ხშირად მიმეორებს: თავი შეიკავე, ნუ უპასუხებ, "გაატარე". არადა, როგორია, "გაატარო"?

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...მამისა და მეგობრების დაკარგვაა. ღმერთმა ყველა ნათელში ამყოფოს.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანებს, ურთიერთობებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კი ცხოვრების მანძილზე შემიძენია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...იმედიანად იყავით.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"