როცა ქალების დიდი ნაწილი დიეტებით თავს იტანჯავს, 23 წლის ტამი ჯანგი, რომელიც 101 კილოა, გასუქებას ცდილობს.
გოგონა დღეში 5 000 კალორიას იღებს. მისი სასადილო მაგიდა ტკბილეულით, ძეხვეულითა და სწრაფი კვების პროდუქტებითაა სავსე. ტამის მიზანია ჭარბწონიან მოდელად იქცეს.
ადრე ჯანგი გამხდარი გოგონა იყო, ცეკვავდა და სპორტს მისდევდა, თუმცა, როგორც ამბობს, თავს სექსუალურად ვერ გრძნობდა. ჯანგის შეყვარებულს მისი ამჟამინდელი წონა დისკომფორტს არ უქმნის.
"ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. თავს სრულყოფილ ქალად ვგრძნობ", - ამბობს ტამი.
მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.