მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემუქრება თუ არა ახალ ხელისუფლებას ელიტური კორუფცია
ემუქრება თუ არა ახალ ხელისუფლებას ელიტური კორუფცია

პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში და პირ­ვე­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სკან­და­ლი; ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის იან­ვარ­ში ტრაქ­ტო­რე­ბი­სა და სა­ჭი­რო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნი­სას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს რიგ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბით გაფ­ლან­გეს მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი ორი მი­ლი­ონ ხუ­თა­სი ათა­სი ლარი. და­კა­ვე­ბუ­ლია ათი ადა­მი­ა­ნი, აქე­დან ერთი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, და­ნარ­ჩე­ნებს კი სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მარ­თა­ლია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბი ზედ­მე­ტი შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს თით­ქოს არ იძ­ლე­ვა, მაგ­რამ წე­სით, არც სიმ­შვი­დის უფ­ლე­ბას უნდა აძ­ლევ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ველ ხა­ნებ­ში სწო­რედ კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ლო­ზუნ­გით არა­ერ­თი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა მოხ­და, რო­დე­საც ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე არ­თმევ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე ნა­შოვნ ქო­ნე­ბას და ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­გე­ბით, მე­ტიც, სი­ხა­რუ­ლი­თაც კი ხვდე­ბო­და. ამან ნელ-ნელა მი­ი­ღო მა­ხინ­ჯი ფორ­მა, აღ­მოჩ­ნდა, რომ კო­რუფ­ცი­ულ­მა გა­რი­გე­ბებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და ამის მი­ხედ­ვით და­ი­წყო ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბამ და შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ მო­ი­ტა­ნა ის, რომ მა­ღა­ლი რან­გის სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბი ბი­უ­ჯე­ტის თან­ხებს სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფუ­ლი­ვით ხარ­ჯავ­დნენ, რაც ახ­ლა­ხან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხარ­ჯე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­მაც ცხად­ყო. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან გა­რი­გე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ ტენ­დერებ­სა თუ ფა­ვო­რი­ტი ბიზ­ნე­სე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ზე. ამ­გვა­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა არა­ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა ერ­თია ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბი თუ და­ნა­შა­უ­ლი და მე­ო­რეა ის, თუ რა ხდე­ბა დღეს - რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია საფრ­თხე იმი­სა, რომ ელი­ტურ­მა კო­რუფ­ცი­ამ უკვე ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც გა­იდ­გას ფეს­ვი ან უფრო უა­რე­სი მოხ­დეს და გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღოს. არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე ბერ­კე­ტი იმის­თვის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ამის­გან თავი და­იც­ვას?

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბიც კი ვერ და­იკ­ვეხ­ნი­ან, რომ მათი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­სა­ღი და კო­რუფ­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია. არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის გახ­სე­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია, თუმ­ცა ასე­ვე საკ­მა­ოდ მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია აქვს ამა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც, რო­მე­ლიც ამ ვი­თა­რე­ბა­ში უპირ­ვე­ლე­სი მსა­ჯუ­ლია. სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბის უპირ­ვე­ლე­სი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი და მო­ნი­ტო­რი. ჩვენ­ში კი კვლა­ვაც ყვე­ლა­ფე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ძვე­ლე­ბუ­რა­დაა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბის კე­თილ ნე­ბა­ზე უფ­როა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­ზე უა­რის თქმა, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა­სა და კონ­ტროლ­ზე.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ამა თუ იმ პრობ­ლე­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­ერ­თგზის გვსმე­ნია, რომ პი­რა­დად იქ­ნე­ბა გა­რან­ტი ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბის სწო­რად წარ­მარ­თვი­სა. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია არ­სე­ბობ­დეს იმის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ არ და­ი­წყოს ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბა და უკვე ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე მორ­გე­ბა. ამას მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ მო­ცე­მუ­ლი გა­რან­ტია რომ არ ეყო­ფა, იმ მა­გა­ლი­თე­ბი­და­ნაც ჩანს, რაც ბოლო ხანს ვი­ხი­ლეთ. ვი­ნა­ი­დან ჯერ სა­სა­მარ­თლო არ გა­მარ­თუ­ლა და და­კა­ვე­ბულ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა, ვე­რა­ფერს და­ვას­კვნით, თუმ­ცა მომ­ხდარ­ში ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი ტენ­დენ­ცია მა­ინც ჩანს. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ცხად­და და სე­რი­ო­ზუ­ლი ფული იდე­ბა ამ სფე­როს გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, პირ­და­პირ აი­სა­ხა კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის არა­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია, გა­დად­გა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე, და­კა­ვე­ბულ­თა ად­ვო­კა­ტი სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ექსმი­ნის­ტრიც და­კი­თხონ. უკვე ნელ-ნელა ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ბა­რა­თე­ბის და­რი­გე­ბი­სას და არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბი, რომ არა­ერ­თი ქვე­და რგო­ლის ჩი­ნო­სა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ა­კა­ვონ ამ ბა­რა­თე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. ასე­ვე და­ა­კა­ვეს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სტი­ქი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ცე­მი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის გამო. ის, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა საკ­მა­ოდ სწრა­ფად მო­ახ­დი­ნეს რე­ა­გი­რე­ბა ამ ფაქ­ტებ­ზე, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და იქ­ნებ პრე­ვენ­ცი­ა­დაც გა­მოდ­გეს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო არ გვქონ­და, იმ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის კი, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დით, ხა­ზი­ნის ქურ­დო­ბა დამ­პყრობ­ლის­თვის რა­ი­მეს მო­პარ­ვას­თან უფრო ასო­ცირ­დე­ბო­და, ვიდ­რე და­ნა­შა­ულ­თან.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, უკვე ჩვე­უ­ლე­ბად ქცე­ულ ქურ­დო­ბას და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მიც და­ერ­თო და 90-იან წლებ­ში ამან რა მას­შტა­ბებს მი­აღ­წია, ყვე­ლამ კარ­გად უწყის. ამი­ტო­მაც დღეს ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე და ყვე­ლა იმ კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეს­წავ­ლაა სა­ჭი­რო, რაც ბოლო ხანს ჩვენ­ში ჭორ-მარ­თლად ვრცელ­დე­ბა. ისე, სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის შე­სა­ხებ ძი­რი­თა­დად არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან ვი­ცო­დით და ამის დამ­ტკი­ცე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ამ­გვარ ინ­ფორ­მა­ცი­ებს მუ­დამ ჭორ­სა და მო­გო­ნილს ეძახ­და და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამის სათ­ქმე­ლა­დაც არ იწუ­ხებ­და თავს. ის, რომ რიგი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მათი საქ­მი­ა­ნო­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ უნდა იქ­ცეს თუ არა ეს დღეს ამ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხელ­შემ­შლელ მი­ზე­ზად? ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბა ისე­დაც მწი­რია, რაც გვაქვს, იმას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ხე­ლის შე­წყო­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ის, რაც დღეს ე.წ. კვერ­ცხის ბიზ­ნეს­ში ხდე­ბა, მა­ვან­თა აზ­რით, სწო­რედ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მიერ ძველ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა და წი­ლე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბაა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში თუ რამ გან­ვი­თარ­და, ერთ-ერთი მათ შო­რის მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა­ცაა. ამას ხელი შე­უ­წყო იმა­ნაც, რომ ქვე­ყა­ნა­ში კვერ­ცხის იმ­პორ­ტი თით­ქმის აკ­რძა­ლუ­ლი იყო. რა­საც იმით ხსნიდ­ნენ, რომ ამ ბიზ­ნეს­ში თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რიგ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ჰქონ­დათ. ამ ბიზ­ნესს უკავ­ში­რებ­დნენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხელს, რაც, ვი­მე­დოვ­ნებთ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა. დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში იმ­პორტზე აკ­რძალ­ვა მო­ის­პო, შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ზარ­ზე იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი კვერ­ცხი ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­ვი­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბი უკვე სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ისე, გა­მო­დის, რომ აწყო­ბი­ლი ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრ­ოდუქ­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­ძი­როს, ანუ ნა­ბან წყალს ბავ­შვიც გა­და­ვა­ყო­ლოთ. ზო­გი­ერ­თე­ბი მომ­ხდარს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რე­ბენ. ით­ქვა ისიც, რომ ამას ლო­ბი­რებს დღეს უკვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. "რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მე მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის ლო­ბი­რე­ბას და­ვი­წყებ?! ის და ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბი ამას გა­ბე­და­ვენ?! ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გია ხუ­ხაშ­ვილს და­ვა­ვა­ლე, რაც რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას­თან იყო და­სა­ლა­გე­ბე­ლი, ვინც სა­ხელ­მწი­ფო ბიზ­ნე­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი და ეს მო­ვაგ­ვა­რეთ, და­ვა­რე­გუ­ლი­რეთ. სამ-ოთხ ბიზ­ნეს­მენ­თან იყო ყვე­ლა­ფე­რი და გა­და­ვე­ცით რკი­ნიგ­ზას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­შია. ის, რომ ბიზ­ნესს ეძახ­დნენ და ამ დროს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა იყო, ეს მო­ვაგ­ვა­რეთ და ამა­ში გია ხუ­ხაშ­ვი­ლი და­მეხ­მა­რა. ამის­თვის მისი ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ. უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­ი­მე იკად­როს და, მეც არ გა­ვა­ჩე­რებ ასეთს ჩემს გვერ­დით," - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამ სა­კი­თხზე დას­მუ­ლი შე­კი­თხვის პა­სუ­ხად. თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია მა­ინც რის და­ლა­გე­ბა­ში და რო­გორ და­ეხ­მა­რა გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად რკი­ნიგ­ზის დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი­ცაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ლა­პა­რა­კია რკი­ნიგ­ზის­თვის სატ­რან­ზი­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე.

მოკ­ლედ, ამ წე­რი­ლით შე­ვე­ცა­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მიგ­ვექ­ცია იმ მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე, რაც შე­საძ­ლოა ქვე­ყა­ნა­ში გაჩ­ნდეს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც. მი­უ­ხე­და­ვად იმ ლე­გენ­დე­ბი­სა, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე და­დის. ვფიქ­რობთ, მა­ინ­ცდა­მა­ინც არც ივა­ნიშ­ვილ­მა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს თავი ყვე­ლაფ­რის გა­რან­ტად. დროა, ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მძლავ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მკაცრ მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წე­ვენ რო­გორც სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ხარ­ჯვას, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და გა­რი­გე­ბე­ბის პრო­ცესს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი სწო­რედ აქ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მნის გა­რე­შე ითა­ნამ­შრომ­ლოს ამ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ემუქრება თუ არა ახალ ხელისუფლებას ელიტური კორუფცია

ემუქრება თუ არა ახალ ხელისუფლებას ელიტური კორუფცია

პირველი ცვლილება ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში და პირველი კორუფციული სკანდალი; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარში ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს რიგმა თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი. დაკავებულია ათი ადამიანი, აქედან ერთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენებს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მართალია, ახალი ხელისუფლების პირობებში გამოვლენილი კორუფციული სქემები ზედმეტი შეშფოთების საფუძველს თითქოს არ იძლევა, მაგრამ წესით, არც სიმშვიდის უფლებას უნდა აძლევდეს საზოგადოებას. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირველ ხანებში სწორედ კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით არაერთი კანონდარღვევა მოხდა, როდესაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ართმევდნენ სახელმწიფოს ხარჯზე ნაშოვნ ქონებას და ამას საზოგადოება გაგებით, მეტიც, სიხარულითაც კი ხვდებოდა. ამან ნელ-ნელა მიიღო მახინჯი ფორმა, აღმოჩნდა, რომ კორუფციულმა გარიგებებმა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გადაინაცვლა და ამის მიხედვით დაიწყო ბიზნესწილების გადანაწილება. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ეტაპზე საზოგადოების მიერ ხელისუფლების წახალისებამ და შურისძიების წყურვილმა საბოლოოდ მოიტანა ის, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები ბიუჯეტის თანხებს საკუთარი ჯიბის ფულივით ხარჯავდნენ, რაც ახლახან სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯების გასაჯაროებამაც ცხადყო. აღარაფერს ვამბობთ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გარიგებით ჩატარებულ ტენდერებსა თუ ფავორიტი ბიზნესების ლობირებაზე. ამგვარი სამართალდარღვევების თაობაზე, ალბათ, უახლოეს მომავალში პროკურატურა არაერთ მტკიცებულებას წარმოადგენს. თუმცა ერთია ძველი ხელისუფლების შეცდომები თუ დანაშაული და მეორეა ის, თუ რა ხდება დღეს - რამდენად რეალურია საფრთხე იმისა, რომ ელიტურმა კორუფციამ უკვე ახალ ხელისუფლებაშიც გაიდგას ფესვი ან უფრო უარესი მოხდეს და გაცილებით მასშტაბური სახე მიიღოს. არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ამისგან თავი დაიცვას?

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც კი ვერ დაიკვეხნიან, რომ მათი პოლიტიკური სივრცე აბსოლუტურად ჯანსაღი და კორუფციისგან თავისუფალია. არაერთი გახმაურებული საქმის გახსენება შეგვიძლია, თუმცა ასევე საკმაოდ მყისიერი რეაქცია აქვს ამაზე სამართალდამცავ სტრუქტურებსა და საზოგადოებასაც, რომელიც ამ ვითარებაში უპირველესი მსაჯულია. სამოქალაქო სექტორი არის ხელისუფლების ქმედებების უპირველესი ზედამხედველი და მონიტორი. ჩვენში კი კვლავაც ყველაფერი ჯერჯერობით ძველებურადაა და ხელისუფლების უმაღლესი პირების კეთილ ნებაზე უფროა დამოკიდებული კორუფციულ სქემებზე უარის თქმა, ვიდრე საზოგადოების მოთხოვნასა და კონტროლზე.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან ამა თუ იმ პრობლემასთან მიმართებაში არაერთგზის გვსმენია, რომ პირადად იქნება გარანტი ქვეყანაში პროცესების სწორად წარმართვისა. უმნიშვნელოვანესია არსებობდეს იმის პოლიტიკური ნება, რომ არ დაიწყოს ბიზნესწილების ხელახალი გადანაწილება და უკვე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებზე მორგება. ამას მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მოცემული გარანტია რომ არ ეყოფა, იმ მაგალითებიდანაც ჩანს, რაც ბოლო ხანს ვიხილეთ. ვინაიდან ჯერ სასამართლო არ გამართულა და დაკავებულთა ბრალეულობა არ დამტკიცებულა, ვერაფერს დავასკვნით, თუმცა მომხდარში ალბათ გარკვეული ტენდენცია მაინც ჩანს. ის, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოცხადდა და სერიოზული ფული იდება ამ სფეროს გასავითარებლად, პირდაპირ აისახა კორუფციულ გარიგებებში. სოფლის მეურნეობის არაერთი მაღალჩინოსანი დაკავებულია, გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, დაკავებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ექსმინისტრიც დაკითხონ. უკვე ნელ-ნელა ცნობილი ხდება, რომ სერიოზული პრობლემებია სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებისას და არსებობს ეჭვები, რომ არაერთი ქვედა რგოლის ჩინოსანი შეიძლება დააკავონ ამ ბარათების არამიზნობრივად გამოყენებისთვის. ასევე დააკავეს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები სტიქიით მიყენებული ზარალის კომპენსაციების გაცემისას გამოჩენილი არაკეთილსინდისიერების გამო. ის, რომ სამართალდამცავებმა საკმაოდ სწრაფად მოახდინეს რეაგირება ამ ფაქტებზე, მისასალმებელია და იქნებ პრევენციადაც გამოდგეს. წლების განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონდა, იმ სახელმწიფოსთვის კი, რომელშიც ვცხოვრობდით, ხაზინის ქურდობა დამპყრობლისთვის რაიმეს მოპარვასთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე დანაშაულთან.

დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, როგორც ჩანს, უკვე ჩვეულებად ქცეულ ქურდობას დაუსჯელობის სინდრომიც დაერთო და 90-იან წლებში ამან რა მასშტაბებს მიაღწია, ყველამ კარგად უწყის. ამიტომაც დღეს ალბათ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყველა იმ კულუარული ინფორმაციის ძირფესვიანად შესწავლაა საჭირო, რაც ბოლო ხანს ჩვენში ჭორ-მართლად ვრცელდება. ისე, სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც კორუფციული გარიგებების შესახებ ძირითადად არაოფიციალური წყაროებიდან ვიცოდით და ამის დამტკიცება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, იმჟამინდელი ხელისუფლებაც ამგვარ ინფორმაციებს მუდამ ჭორსა და მოგონილს ეძახდა და ხშირ შემთხვევაში ამის სათქმელადაც არ იწუხებდა თავს. ის, რომ რიგი ბიზნესმენები და მათი საქმიანობა წინა ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული, საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ უნდა იქცეს თუ არა ეს დღეს ამ ბიზნესმენებისა და მათი საქმიანობისთვის ხელშემშლელ მიზეზად? ქვეყანაში, სადაც ეროვნული წარმოება ისედაც მწირია, რაც გვაქვს, იმას ნამდვილად სჭირდება ხელის შეწყობა და შენარჩუნება. ის, რაც დღეს ე.წ. კვერცხის ბიზნესში ხდება, მავანთა აზრით, სწორედ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ძველზე შურისძიება და წილების ახლებური გადანაწილებაა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში თუ რამ განვითარდა, ერთ-ერთი მათ შორის მეფრინველეობაცაა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ქვეყანაში კვერცხის იმპორტი თითქმის აკრძალული იყო. რასაც იმით ხსნიდნენ, რომ ამ ბიზნესში თავისი ინტერესი ხელისუფლების რიგ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ. ამ ბიზნესს უკავშირებდნენ ვანო მერაბიშვილის სახელს, რაც, ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლების მიერ შესწავლილი იქნება. დღეს ივანიშვილის მთავრობის პირობებში იმპორტზე აკრძალვა მოისპო, შესაბამისად, ბაზარზე იმპორტირებული კვერცხი ისეთი რაოდენობით შემოვიდა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები უკვე საკუთარი წარმოების შემცირებასა და შესაძლო გაუქმებაზე ლაპარაკობენ. ისე, გამოდის, რომ აწყობილი ეროვნული წარმოება იმპორტირებული პრ­ოდუქციით შეიძლება ჩაიძიროს, ანუ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ. ზოგიერთები მომხდარს კონკრეტული ადამიანების ბიზნესინტერესებს უკავშირებენ. ითქვა ისიც, რომ ამას ლობირებს დღეს უკვე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. "როგორ წარმოგიდგენიათ, მე მოვედი საქართველოში პრემიერ-მინისტრად და სხვადასხვა ბიზნესის ლობირებას დავიწყებ?! ის და ჩემი გუნდის წევრები ამას გაბედავენ?! ეს წარმოუდგენელია. გია ხუხაშვილს დავავალე, რაც რამდენიმე კომპანიასთან იყო დასალაგებელი, ვინც სახელმწიფო ბიზნესით იყვნენ დაკავებული და ეს მოვაგვარეთ, დავარეგულირეთ. სამ-ოთხ ბიზნესმენთან იყო ყველაფერი და გადავეცით რკინიგზას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია. ის, რომ ბიზნესს ეძახდნენ და ამ დროს სახელმწიფო საკუთრება იყო, ეს მოვაგვარეთ და ამაში გია ხუხაშვილი დამეხმარა. ამისთვის მისი ძალიან მადლობელი ვარ. უწესიერესი ადამიანია, გამორიცხულია, რაიმე იკადროს და, მეც არ გავაჩერებ ასეთს ჩემს გვერდით," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად. თუმცა არ დაუკონკრეტებია მაინც რის დალაგებაში და როგორ დაეხმარა გია ხუხაშვილი, რომელიც ამავდროულად რკინიგზის დირექტორის მრჩეველიცაა. სავარაუდოდ, ლაპარაკია რკინიგზისთვის სატრანზიტო გადაზიდვების უფლების დაბრუნებაზე.

მოკლედ, ამ წერილით შევეცადეთ საზოგადოების ყურადღება მიგვექცია იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა ქვეყანაში გაჩნდეს ახალი ხელისუფლების პირობებშიც. მიუხედავად იმ ლეგენდებისა, რაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პატიოსნებასა და სამართლიანობაზე დადის. ვფიქრობთ, მაინცდამაინც არც ივანიშვილმა უნდა წარმოადგინოს თავი ყველაფრის გარანტად. დროა, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მძლავრი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც მკაცრ მონიტორინგს გაუწევენ როგორც საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, ასევე სახელმწიფო შესყიდვებისა და გარიგებების პროცესს, ხელისუფლებამ კი სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ბარიერების შექმნის გარეშე ითანამშრომლოს ამ ინსტიტუტებთან.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა