სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაიქცა კახა ბენდუქიძე "ემას შოუდან" და რა ოცნება აუხდა ტელეწამყვანს
რატომ გაიქცა კახა ბენდუქიძე "ემას შოუდან" და რა ოცნება აუხდა ტელეწამყვანს

ერთი თვეა, რაც "პა­ლიტ­რა TV"-სა და რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში HARD TALK ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა, "ემას შოუ" გა­დის. ყო­ველ შა­ბათს, 19:30 სა­ათ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტი ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­სა თუ სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, აქ­ტუ­ა­ლურ შე­კი­თხვებს უს­ვამს. ტე­ლე­კა­მე­რის წინ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას, წამ­ყვა­ნი და რეს­პონ­დენ­ტი რო­გორც მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, ასე­ვე ახლო წარ­სულ­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­სა და კუ­ლუ­ა­რულ ამ­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ერთ-ერთი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­სას კი გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ირ­ღვა: მწვა­ვე და მის­თვის მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი შე­კი­თხვე­ბით გან­რის­ხე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა კახა ბენ­დუ­ქი­ძემ მიკრო­ფო­ნი მო­იგ­ლი­ჯა და კად­რი­დან გა­ვარ­და. მოვ­ლე­ნას ცო­ტა­თი წინ გა­ვუს­წა­რით და გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლამ­დე წამ­ყვანს ვთხო­ვეთ, ამ სკან­და­ლუ­რი ჩა­წე­რის შე­სა­ხებ ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის მო­ე­თხრო.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი, "ემას შოუს" წამ­ყვა­ნი:

- სა­ი­დუმ­ლო არა­ვის­თვი­საა, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძე ზო­გა­დად, სკან­და­ლუ­რი ფი­გუ­რა, სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტია. ამ­დე­ნი წე­ლია, პრე­სა­ში ვმუ­შა­ობ და მას­თან ინ­ტერ­ვიუ არას­დროს ჩა­მი­წე­რია... რეს­პონ­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ისე­თი შე­კი­თხვე­ბი დავ­სვა, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ მკი­თხველ­სა თუ მა­ყუ­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბა აინ­ტე­რე­სებ­დეს. თი­თო­ე­ულ გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, სა­ფუძ­ვლი­ან მომ­ზა­დე­ბას მო­ი­თხოვს. ამ დროს ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვეც­ნო­ბი ხოლ­მე და ვი­ნა­ი­დან ბენ­დუ­ქი­ძეს­თან მივ­დი­ო­დი, კი­დევ უფრო მე­ტად მო­ვემ­ზა­დე. ინ­ტერ­ვი­უ­ზე, რა თქმა უნდა, წი­ნას­წარ შევ­თან­ხმდით. შეხ­ვედ­რის ად­გი­ლად, "თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი" დავთქვით... ჩემი პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა ეკო­ნო­მი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შე­ე­ხე­ბო­და. აღ­ვნიშ­ნე, რომ ბიზ­ნესს პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხი მო­ეხ­სნა და რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ამ სფე­რო­სად­მი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი აქვთ. ამას პირ­და­პირ მოჰ­ყვა ბენ­დუ­ქი­ძის აღ­შფო­თე­ბა და კონ­ტრკი­თხვა, - სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა და რა­ტომ არ იცით ამის შე­სა­ხე­ბო?! ჩემი ხან­გრძლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას, ბიზ­ნეს­თან უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა მაქვს და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ნამ­დვი­ლად არ მჭირ­დე­ბა, რად­გან თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­გან ისე­დაც ვიცი, რომ თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში გარ­კვე­უ­ლი უძ­რა­ო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა; ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს, - ბიზ­ნეს­ში სტაგ­ნა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია-მეთ­ქი? - ასე და­გე­წყოო, - თქვა და ამის შემ­დეგ მი­პა­სუ­ხა შე­კი­თხვა­ზე, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბაც არ მა­ცა­და...

- შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ბენ­დუ­ქი­ძე ყო­ველ­თვის მიზ­ნად ისა­ხავს ჟურ­ნა­ლის­ტის დაკ­ნი­ნე­ბას, უვი­ცო­ბა­ში მის მხი­ლე­ბას... შე­საძ­ლოა, ესა თუ ის შე­კი­თხვა იმ­დე­ნად არც აღი­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, "შოუ" დად­გას.

- არ ვიცი, იმ მო­მენ­ტში რას გრძნობს ბენ­დუ­ქი­ძე, მაგ­რამ მარ­თლაც ფაქ­ტია, რომ ეს ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის მი­მართ არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია, - ინგა გრი­გო­ლი­ას და დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძის მა­გა­ლი­თე­ბი ყვე­ლას გვახ­სოვს. რო­გორც ჩანს, ბენ­დუ­ქი­ძის "სტი­ლია", შე­ე­ცა­დოს დათ­რგუ­ნოს ჟურ­ნა­ლის­ტი და ისე წა­იყ­ვა­ნოს საქ­მე, რომ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რად გა­მო­იყ­ვა­ნოს. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ იმ­დე­ნა­დაა შე­სუ­ლი პე­და­გო­გის როლ­ში, რომ ყვე­ლას, ასა­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჭკუ­ას არი­გებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ბიზ­ნეს­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში მისი დო­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ას არ და­ვი­ჩე­მებ, მაგ­რამ საკ­მა­რი­სად კარ­გად ვარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმ სა­კი­თხებ­ში, რომ­ლე­ბიც დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სრუ­ლი უფ­ლე­ბა მაქვს, დავ­სვა ნე­ბის­მი­ე­რი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს.

- ამ პირ­ვე­ლი შე­კი­თხვის შემ­დეგ რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი?

- რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა და­ვუს­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყვე­ლას უპა­სუ­ხა და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო­დაც. რა თქმა უნდა, შე­კი­თხვე­ბი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი და ჩა­მო­წე­რი­ლი არ მქონ­და, რად­გან სა­უბ­რი­სას ეს ყო­ველ­თვის შე­სამ­ჩნე­ვია და ვცდი­ლობ, ფორ­მუ­ლი­რე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო ხოლ­მე. რეს­პონ­დენტს ად­რე­ვე შე­ვა­ტყვე - რომ იტყვი­ან, "გაქ­ცე­ვა­ზე იყო": აშ­კა­რად დის­კომ­ფორ­ტს გრძნობ­და, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, შე­კი­თხვის ფორ­მუ­ლი­რე­ბით, მის­თვის გაქ­ცე­ვის სა­ბა­ბი არ მი­მე­ცა... მახ­სოვს, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბენ­დუ­ქი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ აღი­ა­რებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მებს და ამა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად და­წერს ათას­გვერ­დი­ან წიგნს; ვთხო­ვე, - იმ ათა­სი­დან ერთი გვერ­დის ში­ნა­არ­სი მა­ინც გაგ­ვიმ­ხი­ლეთ-მეთ­ქი... მი­პა­სუ­ხა, - რომ დავ­წერ, მერე წა­ი­კი­თხეო... ერთი სი­ტყვით, აშ­კა­რა იყო, რომ არ უნ­დო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა და როცა შე­ვახ­სე­ნე, რომ იმ დროს ბევ­რი ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პირი სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით", "უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცემ­და" მთავ­რო­ბას, მისი პა­სუ­ხი იყო, რომ ჩემი "შე­კი­თხვა არის სი­სუ­ლე­ლე". ისიც შე­ვახ­სე­ნე, რომ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან პირ­და­პირ ბიზ­ნეს­ში გა­და­დი­ოდ­ნენ, უცა­ბე­დად მდიდ­რდე­ბოდ­ნენ და ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი მო­ვიყ­ვა­ნე, რომ­ლის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ მი­ლი­ონს უკავ­შირ­დე­ბა. ბა­ტო­ნი კახა ძა­ლი­ან გა­ცხარ­და: - სად ინა­ხავს კე­ზე­რაშ­ვი­ლი ამ ფულ­სო? - ოფ­შო­რებ­ში-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე (იცი­ნის). უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბი ჩემს კი­თხვებ­სა და თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა, მაგ­რამ ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­ცხარ­და... ვცდი­ლობ­დი, მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ამა­ში "პა­ლიტ­რა TV"-ის მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბა 11 მა­ისს, როცა გა­და­ცე­მას ნა­ხავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის მე-40 წუთ­ზე უეც­რად, კახა ბენ­დუ­ქი­ძემ გულ­მკერ­დზე და­მაგ­რე­ბუ­ლი მიკრო­ფო­ნი მო­იგ­ლი­ჯა და უცენ­ზუ­რო სი­ტყვა ის­რო­ლა, - ასეთ ... გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ მინ­დაო!.. რა ვუ­პა­სუ­ხე, რამ შე­აც­ბუ­ნა ბენ­დუ­ქი­ძე, რა­ტომ შე­მომ­ხე­და გა­ო­ცე­ბულ­მა, - ყვე­ლა­ფერ ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი შა­ბათს, 11 მა­ისს იხი­ლავს.

- და მა­ინც, მოკ­ლედ რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ მას, რო­გორც რეს­პონ­დენტს?

- მას შემ­დეგ, სულ ვფიქ­რობ ამ გა­და­ცე­მა­ზე და ბენ­დუ­ქი­ძე­ზე, რო­გორც რეს­პონ­დენ­ტის, რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბულ ფე­ნო­მენ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბა, არ­სე­ბო­ბენ: ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი, ყვე­ლა­ზე სი­ტყვა­ძუნ­წი ან ენა­წყლი­ა­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი, მაგ­რამ ეს რა­ღაც, სხვა ფე­ნო­მე­ნია. როცა ბენ­დუ­ქი­ძის ქცე­ვა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, მი­ვე­დი დას­კვნამ­დე - ის ნამ­დვი­ლად მიხ­ვდა, თუ რა იქ­ნე­ბო­და შემ­დე­გი შე­კი­თხვა და ასე იმი­ტო­მაც მო­იქ­ცა: კერ­ძოდ, ლო­გი­კუ­რი იყო, მე­კი­თხა, თუ რო­გორ ჩა­იგ­დო მან ას მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქო­ნე­ბა მხო­ლოდ 4 მი­ლი­ონ დო­ლა­რად. პა­სუ­ხი წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რი­თაც ის ჩემს კო­ლე­გებს იცი­ლებს ხოლ­მე თა­ვი­დან, - რომ თურ­მე ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ნა­კის­რი და, რა თქმა უნდა, შე­ვე­კი­თხე­ბო­დი - რა მო­ცუ­ლო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და რით "გა­და­ფა­რა" ეს ასი მი­ლი­ო­ნი?..

- რა კი­თხვე­ბი დარ­ჩა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი?

- აუ­ცი­ლებ­ლად მინ­დო­და მე­კი­თხა, ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც ბიზ­ნე­სი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, შემ­ცირ­და თუ გა­ი­ზარ­და მისი ქო­ნე­ბა; დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ხომ არ ნა­ნობ­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გუნდში ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რა იყო, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, ასე­ვე კან­ცე­ლა­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე, და ზუ­რაბ ჟვა­ნია რომ არა, რო­მელ­მაც ის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად წა­რად­გი­ნა, ჩა­მო­ვი­დო­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მაგ­რამ ამ შე­კი­თხვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მო­მე­ცა. სხვა­თა შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი, რის პა­სუ­ხა­დაც პრე­მი­ე­რი შე­ა­ქო, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი... გა­და­ცე­მი­დან შე­ი­ტყობთ, თუ რამ­დე­ნი ხნით უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს ბენ­დუ­ქი­ძე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნას, ვინ მი­აჩ­ნია "დე ფაქ­ტო ვიცე-პრე­მი­ე­რად"...

ბევ­რი კი­თხვა მა­ინც პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი დამ­რჩა, რად­გან კახა ბენ­დუ­ქი­ძე "გაგ­ვექ­ცა"... სხვა­თა შო­რის, რო­გორც კი ადგა და კად­რი­დან გა­ვი­და, მი­თხრა, - ეს გა­და­ცე­მა ეთერ­ში არ გა­უშ­ვა, თო­რემ გი­ჩივ­ლე­ბო, რაც სრუ­ლი აბ­სურ­დია.... ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი კადრს მიღ­მაც იწე­რე­ბო­და და მა­ყუ­რე­ბე­ლი ალ­ბათ მის ნა­წილ­საც იხი­ლავს... სა­ერ­თო ჯამ­ში, ათზე მეტი შე­კი­თხვა და­ვუს­ვი და სულ ვუ­მე­ო­რებ­დი, თუ არ მოგ­წონთ, ნუ მპა­სუ­ხობთ-მეთ­ქი. ის კი მა­ინც უცენ­ზუ­რო სი­ტყვებს იყე­ნებ­და. მი­თხრა, რომ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტმა იცის მისი ხა­სი­ა­თი, ამი­ტომ თურ­მე მათ­თან წი­ნას­წარ "მო­თელ­ვას" გა­დის ხოლ­მე: ბა­ტო­ნი კახა რამ­დე­ნი­მე­ჯერ ხვდე­ბა, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში "ამე­ცა­დი­ნებს" და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის უფ­ლე­ბას ამის შემ­დეგ აძ­ლევს, წარ­მო­გიდ­გე­ნია?.. მე არ ვარ მიჩ­ვე­უ­ლი რეს­პონ­დენ­ტის­გან "გაკ­ვე­თი­ლე­ბის" მი­ღე­ბას და ეს ჩემ­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მსგავ­სი "ინ­სტრუქ­ტა­ჟი" გა­და­ცე­მი­დან ერთი დღის შემ­დეგ მეც შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­ზეც, რა თქმა უნდა, უარი მი­ი­ღო.

- რო­გორ ფიქ­რობ - რო­დე­საც გა­და­ცე­მა ეთერ­ში გავა, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა ბენ­დუ­ქი­ძეს?

- მგო­ნი, ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბი არ უნდა იყოს, - უცენ­ზუ­რო სი­ტყვებს გა­მო­ი­ყე­ნებს, რო­მე­ლიც მის ლექ­სი­კა­ში მრავ­ლა­დაა და ეს უკვე მის­გან აღა­რა­ვის უკ­ვირს (იცი­ნის)...

- და­ბო­ლოს, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე - რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი "ემას შოუ"?

- მისი გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა ის არის, რომ ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა, მა­ყუ­რე­ბელს გარ­კვე­უ­ლი სი­ურპრი­ზე­ბიც შევ­თა­ვა­ზოთ: მა­გა­ლი­თად, თუ მოწ­ვე­ულ რეს­პონ­დენტზე გარ­კვე­უ­ლი კომ­პრო­მა­ტი არ­სე­ბობს, შე­საძ­ლოა, პირ­და­პირ გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას გა­მო­ვა­ჩი­ნოთ და პა­სუ­ხის გა­ცე­მა ვთხო­ვოთ... არ არ­სე­ბობს შე­კი­თხვა, რო­მელ­საც "შე­ვი­ნა­ხავ" და რეს­პონ­დენტს არ და­ვუს­ვამ. გა­და­ცე­მა­ში რეს­პონ­დენ­ტის სა­პი­რის­პი­რო ანუ მე­ო­რე პო­ზი­ცია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ამი­ტომ ყვე­ლა შე­კი­თხვა და მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამა თუ იმ სა­კი­თხის გამო შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მე უნდა გა­მო­ვი­ტა­ნო. ჩემი პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი - ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე გახ­ლდათ და კარ­გი გა­და­ცე­მა გა­მო­ვი­და; ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­პა­სუ­ხა, რაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. შე­იძ­ლე­ბა, პა­სუ­ხე­ბი ყვე­ლას­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი არ იყოს, მაგ­რამ რო­დე­საც რეს­პონ­დენ­ტი შე­კი­თხვებს თავს არ არი­დებს, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მა­ყუ­რე­ბელ­საც რეს­პონ­დენ­ტის მი­მართ და­დე­ბი­თად გა­ნა­წყობს, რაც ზოგს არ ეს­მის... შე­ვე­ცა­დე, მე­ო­რე გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო და და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი მო­ვიწ­ვიე.

მა­ნაც ყვე­ლა კი­თხვას უპა­სუ­ხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­კი­თხვებ­ში კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. ბო­ლოს, გა­ლა­კტი­ო­ნის ლექ­სიც წა­მი­კი­თხა, რო­მე­ლიც "ემას ეძღვნე­ბა" (იცი­ნის)... მე­სა­მე სტუ­მა­რი - გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტია, თუმ­ცა, როცა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ხე­დუ­ლე­ბის დაც­ვას ვცდი­ლობ­დი, ცოტა გაბ­რა­ზე­ბა შე­ვა­ტყვე: ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის ინ­ტე­რესს შე­ე­ხე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დამ­თავ­რდა და გა­და­ცე­მის ბო­ლოს - "ემა ლი­ბე­რალ­კა" შე­მარ­ქვა (იცი­ნის)... აი, კახა ბენ­დუ­ქი­ძემ კი გა­და­ცე­მის ჩაშ­ლა და­მი­პი­რა და "გაკ­ვე­თი­ლის" ჩა­ტა­რე­ბაც შე­მომ­თა­ვა­ზა, რაც ჩემ­თვის, ვი­მე­ო­რებ, მი­უ­ღე­ბე­ლია. იმე­დია, 11 მა­ისს, როცა "პა­ლიტ­რა TV"-ის ეთერ­ში "ემას შოუ" გავა, მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩემს პო­ზი­ცი­ას გა­ი­ზი­ა­რებს და და­მე­თან­ხმე­ბა, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძის ქცე­ვას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო: "ყ...ობას რა­ტომ მე­კი­თხე­ბით?" - ბენ­დუ­ქი­ძის სკან­და­ლუ­რი ეთე­რი "ემას შო­უ­ში", 11 მა­ისს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რატომ გაიქცა კახა ბენდუქიძე "ემას შოუდან" და რა ოცნება აუხდა ტელეწამყვანს

რატომ გაიქცა კახა ბენდუქიძე "ემას შოუდან" და რა ოცნება აუხდა ტელეწამყვანს

ერთი თვეა, რაც "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში HARD TALK ფორმატის გადაცემა, "ემას შოუ" გადის. ყოველ შაბათს, 19:30 საათზე ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირსა თუ სხვა ცნობილ ადამიანს საზოგადოებისთვის საინტერესო, აქტუალურ შეკითხვებს უსვამს. ტელეკამერის წინ პირისპირ შეხვედრისას, წამყვანი და რესპონდენტი როგორც მიმდინარე პროცესებს, ასევე ახლო წარსულში მომხდარ მოვლენებსა და კულუარულ ამბებს განიხილავენ. ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას კი გადაცემის ფორმატი მოულოდნელად დაირღვა: მწვავე და მისთვის მოუხერხებელი შეკითხვებით განრისხებულმა ბიზნესმენმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა კახა ბენდუქიძემ მიკროფონი მოიგლიჯა და კადრიდან გავარდა. მოვლენას ცოტათი წინ გავუსწარით და გადაცემის ეთერში გასვლამდე წამყვანს ვთხოვეთ, ამ სკანდალური ჩაწერის შესახებ ჩვენი მკითხველისთვის მოეთხრო.

ემა ტუხიაშვილი, "ემას შოუს" წამყვანი:

- საიდუმლო არავისთვისაა, რომ კახა ბენდუქიძე ზოგადად, სკანდალური ფიგურა, საინტერესო რესპონდენტია. ამდენი წელია, პრესაში ვმუშაობ და მასთან ინტერვიუ არასდროს ჩამიწერია... რესპონდენტთან შეხვედრისას, ყოველთვის ვცდილობ, ისეთი შეკითხვები დავსვა, რომლებიც ნებისმიერ მკითხველსა თუ მაყურებელს შეიძლება აინტერესებდეს. თითოეულ გადაცემაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია, საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. ამ დროს ბევრ ინფორმაციას ვეცნობი ხოლმე და ვინაიდან ბენდუქიძესთან მივდიოდი, კიდევ უფრო მეტად მოვემზადე. ინტერვიუზე, რა თქმა უნდა, წინასწარ შევთანხმდით. შეხვედრის ადგილად, "თავისუფალი უნივერსიტეტი" დავთქვით... ჩემი პირველი შეკითხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა. აღვნიშნე, რომ ბიზნესს პოლიტიკური წნეხი მოეხსნა და რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ სფეროსადმი განსხვავებული მიდგომები აქვთ. ამას პირდაპირ მოჰყვა ბენდუქიძის აღშფოთება და კონტრკითხვა, - სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა და რატომ არ იცით ამის შესახებო?! ჩემი ხანგრძლივი საქმიანობისას, ბიზნესთან უშუალო შეხება მაქვს და სტატისტიკური მონაცემები ნამდვილად არ მჭირდება, რადგან თავად ბიზნესმენებისგან ისედაც ვიცი, რომ თითქმის ყველა სფეროში გარკვეული უძრაობა შეინიშნება; ამ შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებს, - ბიზნესში სტაგნაცია ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია-მეთქი? - ასე დაგეწყოო, - თქვა და ამის შემდეგ მიპასუხა შეკითხვაზე, რომლის დასრულებაც არ მაცადა...

- შთაბეჭდილება რჩება, რომ ბენდუქიძე ყოველთვის მიზნად ისახავს ჟურნალისტის დაკნინებას, უვიცობაში მის მხილებას... შესაძლოა, ესა თუ ის შეკითხვა იმდენად არც აღიზიანებს, მაგრამ მთავარია, "შოუ" დადგას.

- არ ვიცი, იმ მომენტში რას გრძნობს ბენდუქიძე, მაგრამ მართლაც ფაქტია, რომ ეს ჩვენი კოლეგების მიმართ არაერთხელ გაუკეთებია, - ინგა გრიგოლიას და დიანა ტრაპაიძის მაგალითები ყველას გვახსოვს. როგორც ჩანს, ბენდუქიძის "სტილია", შეეცადოს დათრგუნოს ჟურნალისტი და ისე წაიყვანოს საქმე, რომ არაკომპეტენტურად გამოიყვანოს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმდენადაა შესული პედაგოგის როლში, რომ ყველას, ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, ჭკუას არიგებს. ბუნებრივია, ბიზნესსა და ეკონომიკაში მისი დონის კომპეტენციას არ დავიჩემებ, მაგრამ საკმარისად კარგად ვარ ინფორმირებული იმ საკითხებში, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალურია და სრული უფლება მაქვს, დავსვა ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

- ამ პირველი შეკითხვის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- რამდენიმე შეკითხვა დავუსვი ხელისუფლების რეფორმებთან დაკავშირებით. ყველას უპასუხა და საკმაოდ საინტერესოდაც. რა თქმა უნდა, შეკითხვები წინასწარ დაგეგმილი და ჩამოწერილი არ მქონდა, რადგან საუბრისას ეს ყოველთვის შესამჩნევია და ვცდილობ, ფორმულირება სიტუაციის შესაბამისად ჩამოვაყალიბო ხოლმე. რესპონდენტს ადრევე შევატყვე - რომ იტყვიან, "გაქცევაზე იყო": აშკარად დისკომფორტს გრძნობდა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, შეკითხვის ფორმულირებით, მისთვის გაქცევის საბაბი არ მიმეცა... მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ აღიარებს წინა ხელისუფლების შეცდომებს და ამაზე აუცილებლად დაწერს ათასგვერდიან წიგნს; ვთხოვე, - იმ ათასიდან ერთი გვერდის შინაარსი მაინც გაგვიმხილეთ-მეთქი... მიპასუხა, - რომ დავწერ, მერე წაიკითხეო... ერთი სიტყვით, აშკარა იყო, რომ არ უნდოდა წინა ხელისუფლების კრიტიკა და როცა შევახსენე, რომ იმ დროს ბევრი ფიზიკური და იურიდიული პირი საკუთარ ქონებას "ნებაყოფლობით", "უსასყიდლოდ გადასცემდა" მთავრობას, მისი პასუხი იყო, რომ ჩემი "შეკითხვა არის სისულელე". ისიც შევახსენე, რომ ჩინოვნიკები თანამდებობებიდან პირდაპირ ბიზნესში გადადიოდნენ, უცაბედად მდიდრდებოდნენ და ერთ-ერთ მაგალითად, დავით კეზერაშვილი მოვიყვანე, რომლის ბიზნესსაქმიანობა რამდენიმე ასეულ მილიონს უკავშირდება. ბატონი კახა ძალიან გაცხარდა: - სად ინახავს კეზერაშვილი ამ ფულსო? - ოფშორებში-მეთქი, - ვუპასუხე (იცინის). უცენზურო სიტყვები ჩემს კითხვებსა და თემებთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ გამოიყენა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაცხარდა... ვცდილობდი, მაქსიმალურად თავშეკავებული ვყოფილიყავი და ამაში "პალიტრა TV"-ის მაყურებელი თავად დარწმუნდება 11 მაისს, როცა გადაცემას ნახავს. მიუხედავად ამისა, ინტერვიუს ჩაწერის მე-40 წუთზე უეცრად, კახა ბენდუქიძემ გულმკერდზე დამაგრებული მიკროფონი მოიგლიჯა და უცენზურო სიტყვა ისროლა, - ასეთ ... გადაცემაში მონაწილეობა აღარ მინდაო!.. რა ვუპასუხე, რამ შეაცბუნა ბენდუქიძე, რატომ შემომხედა გაოცებულმა, - ყველაფერ ამას მაყურებელი შაბათს, 11 მაისს იხილავს.

- და მაინც, მოკლედ როგორ დაახასიათებ მას, როგორც რესპონდენტს?

- მას შემდეგ, სულ ვფიქრობ ამ გადაცემაზე და ბენდუქიძეზე, როგორც რესპონდენტის, რაღაც განსხვავებულ ფენომენზე. მოგეხსენება, არსებობენ: ყველაზე უცნაური, ყველაზე სიტყვაძუნწი ან ენაწყლიანი რესპონდენტები, მაგრამ ეს რაღაც, სხვა ფენომენია. როცა ბენდუქიძის ქცევა გავაანალიზე, მივედი დასკვნამდე - ის ნამდვილად მიხვდა, თუ რა იქნებოდა შემდეგი შეკითხვა და ასე იმიტომაც მოიქცა: კერძოდ, ლოგიკური იყო, მეკითხა, თუ როგორ ჩაიგდო მან ას მილიონად შეფასებული აგრარული უნივერსიტეტის ქონება მხოლოდ 4 მილიონ დოლარად. პასუხი წინასწარ ვიცოდი, რითაც ის ჩემს კოლეგებს იცილებს ხოლმე თავიდან, - რომ თურმე ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი და, რა თქმა უნდა, შევეკითხებოდი - რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და რით "გადაფარა" ეს ასი მილიონი?..

- რა კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი?

- აუცილებლად მინდოდა მეკითხა, ამ 9 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბიზნესიდან ხელისუფლებაში მოვიდა, შემცირდა თუ გაიზარდა მისი ქონება; დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ნანობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, როგორც ეკონომიკის მინისტრის, ასევე კანცელარიის ხელმძღვანელის პოსტზე, და ზურაბ ჟვანია რომ არა, რომელმაც ის ეკონომიკის მინისტრად წარადგინა, ჩამოვიდოდა თუ არა საქართველოში. მაგრამ ამ შეკითხვების დასმის საშუალება აღარ მომეცა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილისადმი მისი დამოკიდებულებითაც დავინტერესდი, რის პასუხადაც პრემიერი შეაქო, როგორც ბიზნესმენი... გადაცემიდან შეიტყობთ, თუ რამდენი ხნით უწინასწარმეტყველებს ბენდუქიძე "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენას, ვინ მიაჩნია "დე ფაქტო ვიცე-პრემიერად"...

ბევრი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი დამრჩა, რადგან კახა ბენდუქიძე "გაგვექცა"... სხვათა შორის, როგორც კი ადგა და კადრიდან გავიდა, მითხრა, - ეს გადაცემა ეთერში არ გაუშვა, თორემ გიჩივლებო, რაც სრული აბსურდია.... ჩვენი საუბარი კადრს მიღმაც იწერებოდა და მაყურებელი ალბათ მის ნაწილსაც იხილავს... საერთო ჯამში, ათზე მეტი შეკითხვა დავუსვი და სულ ვუმეორებდი, თუ არ მოგწონთ, ნუ მპასუხობთ-მეთქი. ის კი მაინც უცენზურო სიტყვებს იყენებდა. მითხრა, რომ ყველა ჟურნალისტმა იცის მისი ხასიათი, ამიტომ თურმე მათთან წინასწარ "მოთელვას" გადის ხოლმე: ბატონი კახა რამდენიმეჯერ ხვდება, ნახევარი საათის განმავლობაში "ამეცადინებს" და ინტერვიუს ჩაწერის უფლებას ამის შემდეგ აძლევს, წარმოგიდგენია?.. მე არ ვარ მიჩვეული რესპონდენტისგან "გაკვეთილების" მიღებას და ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. მსგავსი "ინსტრუქტაჟი" გადაცემიდან ერთი დღის შემდეგ მეც შემომთავაზა, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღო.

- როგორ ფიქრობ - როდესაც გადაცემა ეთერში გავა, რა რეაქცია ექნება ბენდუქიძეს?

- მგონი, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, - უცენზურო სიტყვებს გამოიყენებს, რომელიც მის ლექსიკაში მრავლადაა და ეს უკვე მისგან აღარავის უკვირს (იცინის)...

- დაბოლოს, ჩამოაყალიბე - რით არის გამორჩეული "ემას შოუ"?

- მისი გამორჩეულობა ის არის, რომ ყოველთვის შეიძლება, მაყურებელს გარკვეული სიურპრიზებიც შევთავაზოთ: მაგალითად, თუ მოწვეულ რესპონდენტზე გარკვეული კომპრომატი არსებობს, შესაძლოა, პირდაპირ გადაცემის მსვლელობისას გამოვაჩინოთ და პასუხის გაცემა ვთხოვოთ... არ არსებობს შეკითხვა, რომელსაც "შევინახავ" და რესპონდენტს არ დავუსვამ. გადაცემაში რესპონდენტის საპირისპირო ანუ მეორე პოზიცია, განსხვავებული აზრი არ არის წარმოდგენილი, ამიტომ ყველა შეკითხვა და მოსაზრება, რომელიც ამა თუ იმ საკითხის გამო შეიძლება არსებობდეს, მე უნდა გამოვიტანო. ჩემი პირველი სტუმარი - ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გახლდათ და კარგი გადაცემა გამოვიდა; ყველა კითხვაზე მიპასუხა, რაც ძალიან მომეწონა. შეიძლება, პასუხები ყველასთვის დამაკმაყოფილებელი არ იყოს, მაგრამ როდესაც რესპონდენტი შეკითხვებს თავს არ არიდებს, ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაყურებელსაც რესპონდენტის მიმართ დადებითად განაწყობს, რაც ზოგს არ ესმის... შევეცადე, მეორე გადაცემის სტუმარი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი ყოფილიყო და დავით დარჩიაშვილი მოვიწვიე.

მანაც ყველა კითხვას უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვებში კრიტიკული დამოკიდებულება შეინიშნებოდა. ბოლოს, გალაკტიონის ლექსიც წამიკითხა, რომელიც "ემას ეძღვნება" (იცინის)... მესამე სტუმარი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი გახლდათ. ძალიან ენერგიული ადამიანი და საინტერესო რესპონდენტია, თუმცა, როცა საწინააღმდეგო შეხედულების დაცვას ვცდილობდი, ცოტა გაბრაზება შევატყვე: ეს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, გამომცემლობების ინტერესს შეეხებოდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და გადაცემის ბოლოს - "ემა ლიბერალკა" შემარქვა (იცინის)... აი, კახა ბენდუქიძემ კი გადაცემის ჩაშლა დამიპირა და "გაკვეთილის" ჩატარებაც შემომთავაზა, რაც ჩემთვის, ვიმეორებ, მიუღებელია. იმედია, 11 მაისს, როცა "პალიტრა TV"-ის ეთერში "ემას შოუ" გავა, მაყურებელი ჩემს პოზიციას გაიზიარებს და დამეთანხმება, რომ კახა ბენდუქიძის ქცევას არანაირი გამართლება არა აქვს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: "ყ...ობას რატომ მეკითხებით?" - ბენდუქიძის სკანდალური ეთერი "ემას შოუში", 11 მაისს

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები