პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - პრეზიდენტობის კანდიდატზე პრემიერთან საუბარი მქონდა, მან იცის ჩემი აზრი და დამოკიდებულება
 ირაკლი ალასანია - პრეზიდენტობის კანდიდატზე პრემიერთან საუბარი მქონდა, მან იცის ჩემი აზრი და დამოკიდებულება

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბა კვი­რას ან ორ­შა­ბათს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ თე­მა­ზე პრე­მი­ერ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა "სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის" წი­ნას­წარ გახ­მო­ვა­ნე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

"მე მქონ­და პრე­მი­ერ­თან სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე. მან იცის ჩემი აზრი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა მას კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ გა­ვამ­ჟღავ­ნებ. არ მინ­და, ეს წი­ნას­წარ გახ­დეს ცნო­ბი­ლი. მინ­და, რომ კო­ა­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა. ვვა­რა­უ­დობ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა კვი­რას ან ყვე­ლა­ზე გვი­ან, ორ­შა­ბათს", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

ამას­თან, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გუ­შინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­შიც ისა­უბ­რა. "კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას სე­რი­ა­ლის ბოლო სე­რია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ნა­ნა­ხი მაქვს. ანუ, და­ახ­ლო­ე­ბით ვიცი, ვინ შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს და ვის აქვს შან­სი, რომ შედ­გეს მის ირ­გვლივ კონ­სენ­სუ­სი. ამის შე­სა­ხებ გარ­კვე­ულ­წი­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და კო­ა­ლი­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩემ­თან ჩა­ა­ტა­რა. ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე წევრთან ჰქონ­და კი­დევ ასე­თი სა­უბ­რე­ბი. გვინ­და, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ღია და გულ­წრფე­ლი დის­კუ­სი­ე­ბი იყოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შევ­თან­ხმდე­ბით შა­ბათსვე. შემ­დეგ და­გეგ­მი­ლი აქვს კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შედ­გეს სა­უ­ბა­რი კვი­რას და ორ­შა­ბათს უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გენთ შერ­ჩე­ულ კან­დი­დატს. მე არ გა­ვამ­ხელ ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს კან­დი­და­ტი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კან­დი­და­ტი ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი კან­დი­და­ტი გა­ი­მარ­ჯვებს", - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ირაკლი ალასანია - პრეზიდენტობის კანდიდატზე პრემიერთან საუბარი მქონდა, მან იცის ჩემი აზრი და დამოკიდებულება

 ირაკლი ალასანია - პრეზიდენტობის კანდიდატზე პრემიერთან საუბარი მქონდა, მან იცის ჩემი აზრი და დამოკიდებულება

კოალიცია "ქართული ოცნების"პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა კვირას ან ორშაბათს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამ თემაზე პრემიერთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა "საკუთარი აზრისა და დამოკიდებულების" წინასწარ გახმოვანებისგან თავი შეიკავა.

"მე მქონდა პრემიერთან საუბარი ამ თემაზე. მან იცის ჩემი აზრი და დამოკიდებულება, თუმცა მას კონსულტაციების შემდეგ გავამჟღავნებ. არ მინდა, ეს წინასწარ გახდეს ცნობილი. მინდა, რომ კოალიციის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება. ვვარაუდობ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ცნობილი იქნება კვირას ან ყველაზე გვიან, ორშაბათს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატზე ირაკლი ალასანიამ გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშიც ისაუბრა. ”კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია, შეიძლება ითქვას, ნანახი მაქვს. ანუ, დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახელდეს და ვის აქვს შანსი, რომ შედგეს მის ირგვლივ კონსენსუსი. ამის შესახებ გარკვეულწილად კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმა და კოალიციის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან ჩაატარა. ვიცი, რომ რამდენიმე წევრთან ჰქონდა კიდევ ასეთი საუბრები. გვინდა, რომ რაც შეიძლება ღია და გულწრფელი დისკუსიები იყოს. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით შაბათსვე. შემდეგ დაგეგმილი აქვს კოალიციის ლიდერს, რომ უმრავლესობასთან შედგეს საუბარი კვირას და ორშაბათს უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ შერჩეულ კანდიდატს. მე არ გავამხელ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატი ღირსეული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს", - აღნიშნა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა