პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებაზე გადაწყვეტილებას აკადემიურ სფეროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს
პრეზიდენტი "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებაზე გადაწყვეტილებას აკადემიურ სფეროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში" შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­ზე ვე­ტოს და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აკა­დე­მი­ურ სფე­როს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა ნინო კა­ლან­და­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ამ მო­თხოვ­ნით პრე­ზი­დენტს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და თსუ-ს რექ­ტო­რებ­მა გუ­შინ მი­მარ­თეს.

"უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­ზი­დენ­ტი დიდი ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ვე­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრე­ზი­დენ­ტი და­მა­ტე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ივ­ლის აკა­დე­მი­უ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უმოკ­ლეს ვა­დებ­ში აც­ნო­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ნინო კა­ლან­და­ძემ.

მის­ვე თქმით, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რებ­მა გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში პარ­ლა­მენ­ტის მიერ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია იმ მო­ტი­ვით, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მო­უხ­სნან კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სი და გარ­დაქ­მნან სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რად, რაც მათი აზ­რით, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ას რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნის.

"უნი­ვე­რის­ტე­ტე­ბის პო­ზი­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის 19 აპ­რი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი აჩენს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის და­კარ­გვის რე­ა­ლურ საფრ­თხეს და სპობს იმ სა­ფუძ­ველს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მნე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ვე­ტოს შე­სა­ხებ მი­მარ­თვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტო­რე­ბის ხელ­მო­წე­რით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გუ­შინ შე­მო­ვი­და. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გა­ი­ზარ­და სწავ­ლის ხა­რის­ხი და შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წინსვლა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ურ რე­ი­ტინ­გებ­ში. ამ კონ­ტექ­სტში იმ­თა­ვით­ვე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო მთავ­რო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლიც ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა. ამ ტენ­დენ­ცი­ამ სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კი­თხებს. სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ფონ­დი. რომ­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებს და­ა­ფი­ნან­სებს", - აღ­ნიშ­ნა კა­ლან­და­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პრეზიდენტი "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებაზე გადაწყვეტილებას აკადემიურ სფეროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს

პრეზიდენტი "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებაზე გადაწყვეტილებას აკადემიურ სფეროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აკადემიურ სფეროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მოთხოვნით პრეზიდენტს ილიას უნივერსიტეტისა და თსუ-ს რექტორებმა გუშინ მიმართეს.

"უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ეკიდება უნივერსიტეტების ამ ინიციატივას ვეტოსთან დაკავშირებით. პრეზიდენტი დამატებით კონსულტაციებს გაივლის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადებში აცნობებს საზოგადოებას", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

მისვე თქმით, ილიას უნივერსიტეტისა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორებმა გააკეთეს განცხადება, რომ სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები უნივერსიტეტებისთვის მიუღებელია იმ მოტივით, რომ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფოს მიეცემა საშუალება, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს მოუხსნან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და გარდაქმნან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რაც მათი აზრით, უნივერსიტეტების ავტონომიას რეალურ საფრთხეს უქმნის.

"უნივერისტეტების პოზიციით, პარლამენტის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები აჩენს უნივერსიტეტების ავტონომიურობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს და სპობს იმ საფუძველს, რაც საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იქმნებოდა უნივერსიტეტებთან მიმართებაში. ვეტოს შესახებ მიმართვა, აღნიშნული უნივერსიტეტების რექტორების ხელმოწერით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ შემოვიდა. ცნობილია, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ გაიზარდა სწავლის ხარისხი და შეინიშნებოდა უნივერსიტეტების წინსვლა საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგებში. ამ კონტექსტში იმთავითვე შემაშფოთებელი იყო მთავრობის დამოკიდებულება, რომლიც ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მიმართებაში გამოიკვეთა. ამ ტენდენციამ სისტემური ხასიათი მიიიღო. საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგანმანათლებლო საკითხებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ფონდი. რომლიც საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამებს დააფინანსებს", - აღნიშნა კალანდაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა