სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა დავითაშვილი - დღესვე მზად ვარ, მინისტრის პასუხისმგებლობა ვიტვირთო
კობა დავითაშვილი - დღესვე მზად ვარ, მინისტრის პასუხისმგებლობა ვიტვირთო

მი­ნის­ტრო­ბა ჩემი თვით­მი­ზა­ნი არ არის, თუმ­ცა, დღეს­ვე მზად ვარ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიტ­ვირ­თო, - ეს გან­ცხა­დე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა დე­პუ­ტატ­მა, კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა მის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კის სა­პა­სუ­ხოდ გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტის ოპო­ზი­ცი­ურ გან­წყო­ბას და ნაკ­ლე­ბად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ის არ­ჩე­ვას ეხე­ბო­და. რო­გორც და­ვი­თაშ­ვილ­მა "რა­დიო პა­ლიტ­რის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ამ­გვა­რი კრი­ტი­კა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან პი­რი­ქით, პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში იოლი გზე­ბის არ­ჩე­ვა არ უყ­ვარს.

"მზად ვარ გა­რან­ტი­რე­ბულ 4 წლი­ან სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ზე უარი ვთქვა და მი­ნის­ტრად და­ვი­ნიშ­ნო. ვფიქ­რობ, მი­ნის­ტრო­ბა სწო­რედ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პო­ლი­ტი­კო­სის საქ­მეა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მთავ­რო­ბას შო­რის კარ­გი შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლი უნდა იყოს და პო­ლი­ტი­კუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს. თუ არ­სე­ბობს ჩემი გა­მოც­დის ინ­ტე­რე­სი, მე მზად ვარ. შემ­დგომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­ფა­სოთ და სხვებ­საც შე­უ­და­როთ", - გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტატ­მა ბოლო პე­რი­ოდ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, კრი­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და პრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ არ­სე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლისტ პო­ლი­ტი­კო­სად შე­ფა­სე­ბა და არა­გუნ­დურ მო­თა­მა­შედ და­სა­ხე­ლე­ბა მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნია, რად­გან გუნდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­რე­შე არც ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ გა­უ­ჟ­ღე­რე­ბია, თუმ­ცა, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მათი მხრი­დან თან­მხვედ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა ან კო­მუ­ნი­კა­ცია დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რო­გორც კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია იც­ნობს და იცის, რომ მას კრი­ტი­კის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია. "12 წე­ლია, რაც პრე­მი­ერს ვიც­ნობ. ბევ­რი ცოდ­ვა მაქვს ამ მხრივ და ამა­საც ვი­ტყვი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ა­კაშ­ვი­ლი მე გა­ვა­ცა­ნი. შემ­დეგ მე წა­მო­ვე­დი ოპო­ზი­ცი­ა­ში და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რძელ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემს მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად აღი­ა­რა, რომ გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იყო. ამის­თვის მას მად­ლო­ბას ვუხ­დი", - გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

კობა დავითაშვილი - დღესვე მზად ვარ, მინისტრის პასუხისმგებლობა ვიტვირთო

კობა დავითაშვილი - დღესვე მზად ვარ, მინისტრის პასუხისმგებლობა ვიტვირთო

მინისტრობა ჩემი თვითმიზანი არ არის, თუმცა, დღესვე მზად ვარ ეს პასუხისმგებლობა ვიტვირთო, - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, კობა დავითაშვილმა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დეპუტატის ოპოზიციურ განწყობას და ნაკლებად საპასუხისმგებლო პოზიციის არჩევას ეხებოდა. როგორც დავითაშვილმა "რადიო პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას აღნიშნა, ამგვარი კრიტიკა მისთვის მიუღებელია, რადგან პირიქით, პოლიტიკურ ცხოვრებაში იოლი გზების არჩევა არ უყვარს.

"მზად ვარ გარანტირებულ 4 წლიან საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი ვთქვა და მინისტრად დავინიშნო. ვფიქრობ, მინისტრობა სწორედ პროფესიონალი პოლიტიკოსის საქმეა, რომელიც საზოგადოებასა და მთავრობას შორის კარგი შუამავალი რგოლი უნდა იყოს და პოლიტიკურად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს. თუ არსებობს ჩემი გამოცდის ინტერესი, მე მზად ვარ. შემდგომ ჩემი საქმიანობა შეგიძლიათ შეაფასოთ და სხვებსაც შეუდაროთ", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

დეპუტატმა ბოლო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებთან ურთიერთობაზე, კრიტიკულ დამოკიდებულებასა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად შეფასება და არაგუნდურ მოთამაშედ დასახელება მიუღებლად მიაჩნია, რადგან გუნდთან თანამშრომლობის გარეშე არც ერთი ინიციატივა არ გაუჟღერებია, თუმცა, რიგ შემთხვევებში მათი მხრიდან თანმხვედრი დამოკიდებულება არ ყოფილა ან კომუნიკაცია დაგვიანებული იყო.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს, ის ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია იცნობს და იცის, რომ მას კრიტიკის მიღება შეუძლია. "12 წელია, რაც პრემიერს ვიცნობ. ბევრი ცოდვა მაქვს ამ მხრივ და ამასაც ვიტყვი - ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილი მე გავაცანი. შემდეგ მე წამოვედი ოპოზიციაში და მათი ურთიერთობა გაგრძელდა. ბოლო პერიოდში ჩემს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ გამართლებული არ იყო. ამისთვის მას მადლობას ვუხდი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა