38 წლის ჰოლივუდის მსახიობი ევა ლონგორია პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გამოიჭირეს.
ევა ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი აღნაგობით, მაგრამ მისმა მუცელმა ყველა აალაპარაკა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ევა ფეხმძიმედაა. შავ-თეთრ ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი ვარსკვლავის გაბერილი მუცელი არავის გამოპარვია.
ჯერჯერობით უცნობია, ფეხმძიმედაა ევა, თუ წონაში მოიმატა. ლონგორიამ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. ოფიციალური კომენტარი არც მსახიობის წარმომადგენელს გაუკეთებია.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.