მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინუცა მაყაშვილი: "ვერა ქობალია წინ ვერ დამიდგება"
ნინუცა მაყაშვილი: "ვერა ქობალია წინ ვერ დამიდგება"

"ფსი­ქოს" დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" დი­ლის გა­და­ცე­მა "მაღ­ვი­ძა­რას" წამ­ყვა­ნი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლია.

- რომ არა მსა­ხი­ო­ბი, ვინ იქ­ნე­ბო­დი პრო­ფე­სი­ით?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მიყ­ვარ­და, სწო­რედ იმ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ. ბავ­შვო­ბა­ში კოს­მო­ნავ­ტო­ბა­ზე ან ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია.

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში რო­ბერტ სტუ­რუ­ას დაბ­რუ­ნე­ბი­სას რა გან­ცდა გქონ­და?

- უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ბა­ტო­ნი რო­ბერტ სტუ­რუ­ას რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ო­ბა. მის­მა დაბ­რუ­ნე­ბამ ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დიდ დროს ვა­ტა­რებ და თე­ატ­რში სი­ა­რულს ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. თან ის სპექ­ტაკ­ლე­ბი, სა­დაც ვთა­მა­შობ­დი, მო­იხ­სნა, ახალ სპექ­ტაკ­ლებ­ში კი არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, პირ­და­პირ ეთერ­ში მიგ­ყავს გა­და­ცე­მა, ამ დროს კი სტუ­დი­ა­ში გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გოგა ხა­ჩი­ძე შე­მორ­ბის და გიმ­ღე­რის "შენ რა სექ­სი ხარ"... რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ბოლო ხანს გოგა ხა­ჩი­ძე ისე აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, ასეც რომ მოხ­დეს, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა... რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­დე­ბა, სიმ­ღე­რა­ში ავ­ყვე­ბი და მაგ­რად ვი­ცეკ­ვებ (იცი­ნის).

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქალს სექ­სუ­ა­ლურს რომ უწო­დებ, ხში­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად იღე­ბენ, ამ აზრს ეთან­ხმე­ბი?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა უხამ­სი სი­ტყვა ჰგო­ნი­ათ, არა­და, წე­სით, ასე­თი კომ­პლი­მენ­ტი უნდა გე­სი­ა­მოვ­ნოს.

- შენ­თვი­საც უთ­ქვამს ასე­თი რამ?

- (იცი­ნის) არა, რად­გან იშ­ვი­ა­თად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რად.

- შენს გრძელ ფე­ხებ­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დის და იშ­ვი­ა­თად რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რად?

- თუ მოკ­ლე კაბა და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფე­ხაც­მე­ლი მაც­ვია, მარ­თლა ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხარო.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია გი­ბა­რებს და გე­უბ­ნე­ბა, რომ შენს საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს თავი და­ა­ნე­ბო, რად­გან მას უყ­ვარს...

- თუ მარ­თლა მიყ­ვარს მა­მა­კა­ცი, ვე­რა­ნა­ი­რი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი და ვე­რა­ნა­ი­რი ვერა ქო­ბა­ლია წინ ვერ და­მიდ­გე­ბა. ხოლო თუ იმ მა­მა­კაცს ვერა უყ­ვარს, ხოლო მე ტყუ­ი­ლად მე­ფი­ცე­ბა სიყ­ვა­რულს, ბედ­ნი­ერ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას ვუ­სურ­ვებ (იცი­ნის).

- ვე­რამ დუ­ელ­ში რომ გა­მო­გიწ­ვი­ოს?

- დამ­ბა­ჩით? არ ვურ­ჩევ, რად­გან საკ­მა­ოდ ზუს­ტი მი­ზა­ნი მაქვს და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვა­დაც ვის­ვრი (იცი­ნის).

- დუ­ელ­ზე გა­მახ­სენ­და - კობა ხა­ბაზ­მა შენ გამო აკო მი­ნაშ­ვი­ლი რომ გა­მო­იწ­ვი­ოს დუ­ელ­ში?

- ორი­ვეს მე ვუყ­ვარ­ვარ? დაე ვუყ­ვარ­დე, მა­გათ რა ხე­ი­რი (იცი­ნის). დუ­ე­ლის წინ ორი­ვეს კატა ლე­ო­პოლ­დის ცნო­ბილ ფრა­ზას ვე­ტყო­დი - "რე­ბი­ა­ტა, და­ვა­ი­წე ჟიც დრუ­ჟნა".

- 100 დღით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი რომ გახ­დე, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- უუუფ, იმ­დენ რა­მეს შევ­ცვლი­დი, რომ... პირ­ველ რიგ­ში იმათ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, ვინც ამას იმ­სა­ხუ­რებს - შრო­მი­სუ­უ­ნა­რო­ებს, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს და ა.შ.

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ლი­ო­ნი წი­თე­ლი ვარ­დი რომ გა­მო­გიგ­ზავ­ნოს, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა, უღ­რმეს მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ, შემ­დეგ კი ქუ­ჩა­ში გა­ვალ ჩემი მი­ლი­ო­ნი ვარ­დით და...

- ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას მო­ა­წყობ?

- (იცი­ნის) არა, რას ამ­ბობ, გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლებს და­ვუ­რი­გებ თითო-თი­თოს. უცხო ადა­მი­ა­ნი ვარდს რომ გა­ჩუ­ქებს 3 წუ­თით მა­ინც ხომ იქ­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რი.

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- არა­ფერ­საც არ ვა­ჩუ­ქებ­დი, სა­ა­კაშ­ვილს ისე­დაც იმა­ზე მეტი აქვს ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე სა­ჭი­როა.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან აღე­ბუ­ლი თან­ხით ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლი რომ მო­გი­ძღვნას, გა­მო­არ­თმევ?

- აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვარ­თმევ, შემ­დეგ კი გავ­ყი­დი იმ თან­ხას რამე კე­თილ საქ­მეს მო­ვახ­მარ.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - გუ­ლახ­დი­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. თუ რამე არ მოს­წონს, ხმა­მაღ­ლა აპ­რო­ტეს­ტებს. არის მიმ­ნდო­ბი, რის გა­მოც ხში­რად სტკე­ნენ გულს.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნინუცა მაყაშვილი: "ვერა ქობალია წინ ვერ დამიდგება"

ნინუცა მაყაშვილი: "ვერა ქობალია წინ ვერ დამიდგება"

"ფსიქოს" დღევანდელი სტუმარი რუსთაველის თეატრის მსახიობი და ტელეკომპანია "მაესტროს" დილის გადაცემა "მაღვიძარას" წამყვანი ნინუცა მაყაშვილია.

- რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდი პროფესიით?

- ყველაზე მეტად რაც მიყვარდა, სწორედ იმ სფეროში ვმუშაობ. ბავშვობაში კოსმონავტობაზე ან ნაყინის გამყიდველობაზე არასოდეს მიოცნებია.

- რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას დაბრუნებისას რა განცდა გქონდა?

- უდიდესი ბედნიერებაა ბატონი რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრში მოღვაწეობა. მისმა დაბრუნებამ ძალიან გამახარა. თუმცა ტელევიზიაში დიდ დროს ვატარებ და თეატრში სიარულს ვეღარ ვახერხებ. თან ის სპექტაკლები, სადაც ვთამაშობდი, მოიხსნა, ახალ სპექტაკლებში კი არ ვმონაწილეობ.

- წარმოიდგინე, პირდაპირ ეთერში მიგყავს გადაცემა, ამ დროს კი სტუდიაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე შემორბის და გიმღერის "შენ რა სექსი ხარ"... როგორი რეაქცია გექნება?

- ბოლო ხანს გოგა ხაჩიძე ისე აქტუალური გახდა, ასეც რომ მოხდეს, არ გამიკვირდება... რა თქმა უნდა, გამიხარდება, სიმღერაში ავყვები და მაგრად ვიცეკვებ (იცინის).

- საქართველოში, ქალს სექსუალურს რომ უწოდებ, ხშირად შეურაცხყოფად იღებენ, ამ აზრს ეთანხმები?

- ალბათ იმიტომ, რომ სექსუალურობა უხამსი სიტყვა ჰგონიათ, არადა, წესით, ასეთი კომპლიმენტი უნდა გესიამოვნოს.

- შენთვისაც უთქვამს ასეთი რამ?

- (იცინის) არა, რადგან იშვიათად გამოვიყურები სექსუალურად.

- შენს გრძელ ფეხებზე ლეგენდები დადის და იშვიათად როგორ გამოიყურები სექსუალურად?

- თუ მოკლე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხაცმელი მაცვია, მართლა ხშირად მეუბნებიან, სექსუალური ხარო.

- წარმოიდგინე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია გიბარებს და გეუბნება, რომ შენს საყვარელ მამაკაცს თავი დაანებო, რადგან მას უყვარს...

- თუ მართლა მიყვარს მამაკაცი, ვერანაირი მდგრადი განვითარების მინისტრი და ვერანაირი ვერა ქობალია წინ ვერ დამიდგება. ხოლო თუ იმ მამაკაცს ვერა უყვარს, ხოლო მე ტყუილად მეფიცება სიყვარულს, ბედნიერ თანაცხოვრებას, კოჰაბიტაციას ვუსურვებ (იცინის).

- ვერამ დუელში რომ გამოგიწვიოს?

- დამბაჩით? არ ვურჩევ, რადგან საკმაოდ ზუსტი მიზანი მაქვს და არაჩვეულებრივადაც ვისვრი (იცინის).

- დუელზე გამახსენდა - კობა ხაბაზმა შენ გამო აკო მინაშვილი რომ გამოიწვიოს დუელში?

- ორივეს მე ვუყვარვარ? დაე ვუყვარდე, მაგათ რა ხეირი (იცინის). დუელის წინ ორივეს კატა ლეოპოლდის ცნობილ ფრაზას ვეტყოდი - "რებიატა, დავაიწე ჟიც დრუჟნა".

- 100 დღით საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდე, რას გააკეთებდი?

- უუუფ, იმდენ რამეს შევცვლიდი, რომ... პირველ რიგში იმათ დავეხმარებოდი, ვინც ამას იმსახურებს - შრომისუუნაროებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მილიონი წითელი ვარდი რომ გამოგიგზავნოს, როგორი რეაქცია გექნება?

- ძალიან გამიხარდება, უღრმეს მადლობას მოვახსენებ, შემდეგ კი ქუჩაში გავალ ჩემი მილიონი ვარდით და...

- ვარდების რევოლუციას მოაწყობ?

- (იცინის) არა, რას ამბობ, გამვლელ-გამომვლელებს დავურიგებ თითო-თითოს. უცხო ადამიანი ვარდს რომ გაჩუქებს 3 წუთით მაინც ხომ იქნები ბედნიერი.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- არაფერსაც არ ვაჩუქებდი, სააკაშვილს ისედაც იმაზე მეტი აქვს ყველაფერი, ვიდრე საჭიროა.

- მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბიუჯეტიდან აღებული თანხით ძვირფასი სამკაული რომ მოგიძღვნას, გამოართმევ?

- აუცილებლად გამოვართმევ, შემდეგ კი გავყიდი იმ თანხას რამე კეთილ საქმეს მოვახმარ.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - გულახდილი და სამართლიანი ადამიანია. თუ რამე არ მოსწონს, ხმამაღლა აპროტესტებს. არის მიმნდობი, რის გამოც ხშირად სტკენენ გულს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება