პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი - ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს
ეროვნული ბანკი - ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­მა რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თი 25 სა­ბა­ზი­სო პუნ­ქტით, 4.25 პრო­ცენ­ტამ­დე შე­ამ­ცი­რა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ცნო­ბით, მო­ნე­ტა­რუ­ლი

პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის ბოლო სხდო­მის შემ­დეგ ინფლა­ცი­ის შემ­დე­გი ოთხი-ექ­ვსი კვარ­ტა­ლის საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი­დევ უფრო შემ­ცირ­და.

"არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მთლი­ა­ნი ინფლა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა და მას მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს­თვის და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა", - გან­მარ­ტა­ვენ ეროვ­ნულ ბან­კში.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აპ­რილ­ში და­ბა­ლი იყო რო­გორც მთლი­ა­ნი ინფლა­ცია, ასე­ვე სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. მთლი­ან­მა ინფლა­ცი­ამ აპ­რილ­ში -1.7% შე­ად­გი­ნა.

ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის კლე­ბა ძი­რი­თა­დად სურ­სა­თის ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ასე­ვე სა­ბა­ზო ეფექ­ტი და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­დი ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბის წი­ნას­წა­რი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი პირ­ველ კვარ­ტალ­ში მო­სა­ლოდ­ნელ­ზე და­ბალ ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, რისი შე­დე­გიც არის მო­სა­ლოდ­ნელ­ზე და­ბა­ლი ინფლა­ცია. მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა ფა­სე­ბის დო­ნე­ზე კლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოქ­მე­დებს. შიდა მო­თხოვ­ნის შე­სუს­ტე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს პირ­ველ კვარ­ტალ­ში იმ­პორ­ტის შემ­ცი­რე­ბაც.

"მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი რჩე­ბა ასე­ვე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის საკ­რე­დი­ტო აქ­ტი­ვო­ბა, რაც სეს­ხებ­ზე შემ­ცი­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. და­ბა­ლი სა­სეს­ხო აქ­ტი­ვო­ბა, ასე­ვე, ასუს­ტებს მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­და­ცე­მის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის არხს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბით სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩა­მორ­ჩე­ბა მიზ­ნობ­რივ დო­ნეს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აგ­რძე­ლებს მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შერ­ბი­ლე­ბას და ამ­ცი­რებს მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვეთს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­მა­ვალ­შიც და­აკ­ვირ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­სა და სა­ფი­ნან­სო ბაზ­რებს და მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს", - გან­მარ­ტა­ვენ ეროვ­ნულ ბან­კში.

მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის შემ­დე­გი სხდო­მა 2013 წლის 19 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ეროვნული ბანკი - ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს

ეროვნული ბანკი - ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.25 პროცენტამდე შეამცირა. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული

პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომის შემდეგ ინფლაციის შემდეგი ოთხი-ექვსი კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლები კიდევ უფრო შემცირდა.

"არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მთლიანი ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება და მას მომავალი წლის ბოლოსთვის დაუახლოვდება", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში დაბალი იყო როგორც მთლიანი ინფლაცია, ასევე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. მთლიანმა ინფლაციამ აპრილში -1.7% შეადგინა.

ინფლაციის მაჩვენებლის კლება ძირითადად სურსათის ფასების შემცირებით იყო განპირობებული. მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი და ადმინისტრირებადი ფასების შემცირება.

ეკონომიკური აქტივობის შეფასების წინასწარი ინდიკატორები პირველ კვარტალში მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, რისი შედეგიც არის მოსალოდნელზე დაბალი ინფლაცია. მოთხოვნის შემცირება ფასების დონეზე კლების მიმართულებით მოქმედებს. შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს პირველ კვარტალში იმპორტის შემცირებაც.

"მოკრძალებული რჩება ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა, რაც სესხებზე შემცირებული მოთხოვნით არის განპირობებული. დაბალი სასესხო აქტივობა, ასევე, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის საპროცენტო განაკვეთის არხს. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროგნოზებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2013 წლის 19 ივნისს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"