Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როზა ლუქსემბურგიდან თეა წულუკიანამდე
როზა ლუქსემბურგიდან თეა წულუკიანამდე

ჩვენ­ში ბოლო ხანს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა შე­იძ­ლე­ბა ასეც და­ვა­სა­თა­უ­როთ: რა­ტომ არ მოს­წონს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს როზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბა? ან კი­დევ - როზა ლუქ­სემ­ბურ­გი­დან თეა წუ­ლუ­კი­ა­ნამ­დე და პი­რი­ქით...

შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხი რომ იყო, ამას არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია აღ­ნიშ­ნავ­და და მუდ­მი­ვად აძ­ლევ­და რე­კო­მენ­და­ცი­ებს­ იმ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შეე­ცვა­ლა ის შრო­მის კო­დექ­სი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­და დამ­საქ­მე­ბელს და რიგ შემ­თხვე­ვა­ში უხე­შად არ­ღვევ­და და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბებს. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­გვა­რი კო­დექ­სის არ­სე­ბო­ბას იმით ამარ­თლებ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მო­სა­ზი­დი იყო და შრო­მის უფ­ლე­ბის მკაც­რად დაც­ვა დამ­საქ­მებ­ლებს და­აფრ­თხობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­სე­ბუ­ლი კო­დექ­სის შე­საც­ვლე­ლად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა კი შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შეც­ვლაც გახ­ლდათ. ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტ­ზე მუ­შა­ო­ბა ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­ლე­ვე და­ი­წყო და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ცვლი­ლე­ბა­თა პრო­ექ­ტი უკვე თე­ბერ­ვალ­ში წარ­მო­ად­გი­ნა. ეს პა­კე­ტი ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რია, მის გან­ხილ­ვას დიდი დრო და სა­გა­ზე­თო ფორ­მა­ტი დას­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მავლში შე­საძ­ლოა ამა­ზეც და­ი­წე­როს. ამ­ჯე­რად კი გვსურს ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყროთ იმ პრო­ცესს და ერ­თგვარ და­პი­რის­პი­რე­ბას, რა­მაც შრო­მის კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე მთავ­რო­ბა­ში იჩი­ნა თავი.

ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე გავ­რცელ­და ვიცე-პრე­მი­ე­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მა­რგვე­ლაშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტებ­თან შე­ხვედ­რის ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც მი­ნის­ტრი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­მოდ­გე­ნილ შრო­მის კო­დექსში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბობს: "პარ­ლა­მენ­ტში ისე­თი შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი, ვე­რა­ვინ ვე­ღარ გა­ინ­ძრე­ვა. როზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბის შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი. როზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბას თუ ვახ­დენ­დით, არ ვი­ცო­დი. შიგ­ნით ისე­თე­ბი წე­რია, სა­ერ­თოდ დამ­საქ­მე­ბე­ლი ვე­ღარ გა­ჭა­ჭან­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვერც სა­ხელ­მწი­ფო და ვერც კერ­ძო ბიზ­ნე­სი. ეს ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია, მით უმე­ტეს, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბიზ­ნე­სი უნდა გან­ვი­თარ­დეს, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს. ამ შრო­მის კო­დექ­სის შე­ტა­ნა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი." აქვე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს­ იმა­საც, რომ შრო­მის კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლის დიქ­ტა­ტით და­ი­წე­რა.

თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა გახ­და ამ ცვლი­ლე­ბებ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კრი­ტი­კის სა­მიზ­ნე, ეს მი­ნისტრს არც იმ შეხ­ვედ­რი­სას უთ­ქვამს და არც შემ­დგომ გა­უ­კე­თე­ბია გან­მარ­ტე­ბე­ბი. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი ძა­ლი­ან მასშ­ტა­ბუ­რია და შე­ე­ხე­ბა რო­გორც წი­ნა­სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ასე­ვე შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის, სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბის გან­სა­ზღვრის შეცვ­ლასა და მო­წეს­რი­გე­ბას. ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ნამ­დვი­ლად უზღუ­დავს აქამ­დე მი­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბებს დამ­საქ­მე­ბელს, რაც მათ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ბუ­ნებ­რი­ვად იწ­ვევს, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში ეს სფე­რო რომ რო­გორ­მე უნდა მო­წეს­რიგ­დეს, ამა­ზე ორი აზრი არ არ­სე­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად, ცოტა გა­უ­გე­ბა­რია ვიცე-პრე­მი­ე­რის მხრი­დან ასე­თი მკვა­ხე შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­მელ­საც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უპა­სუ­ხა: "რო­დე­საც "შრო­მის კო­დექსში" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვენს ევ­რო­პელ კო­ლე­გებს­ გა­ვა­ცა­ნით, გვი­თხრეს, რომ ეს არის მი­ნი­მუ­მის მი­ნი­მუ­მი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ­მა და და­სავ­ლუ­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნამ თა­ვის შრო­მის კო­დექსში ჩა­წე­როს. მინ­და მათ, ვი­საც მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოს­წონს, იმე­დი გა­ვუც­რუო და ვუ­თხრა, რომ ეს არის შრო­მის კო­დექ­სის რე­ფორ­მი­რე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქ­სემ­ბურ­გი, მაგ­რამ რო­გორც ქალი და ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ქალი ახა­ლი მთავ­რო­ბი­სა, ვგეგ­მავ სა­თა­ვე­ში ჩა­ვუდ­გე შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის მო­რიგ ტალ­ღას, რო­მელ­საც შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ჰქვია. ეს პირ­და­პირ კავ­შირ­შია გა­წო­ნას­წო­რე­ბულ ოჯა­ხებ­თან, კავ­შირ­შია იმას­თან, რომ ქა­ლებ­მა შეძ­ლონ სამ­სა­ხურ­თან ერ­თად შექ­მნან ოჯა­ხი და გა­ა­ჩი­ნონ შვი­ლე­ბი. შრო­მით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია დე­მოგ­რა­ფი­ულ სა­კი­თხებ­თან," - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. რო­გორც ჩანს, წუ­ლუ­კი­ა­ნი უკან­და­ხე­ვას არ აპი­რებს, სა­ბო­ლოო სი­ტყვა პარ­ლა­მენტზეა, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცი­ას გა­ი­ზი­ა­რებს. არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც და მას მე­რეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად ამ­ბობ­და, რომ შრო­მის კო­დექ­სი უნდა შეც­ვლი­ლი­ყო. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აშ­კა­რად ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტია, მას უს­მენს და მის აზრს იზი­ა­რებს კი­დეც. ამი­ტო­მაც, არ იყო გა­საკ­ვი­რი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბას და­ე­თან­ხმა და შრო­მის კო­დექ­სის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ვეს­ტო­რე­ბის დაფრ­თხო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მოკ­ლედ მთავ­რო­ბა­ში შრო­მის კო­დექ­სის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით აშ­კა­რა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ­გვა­რი სამ­თავ­რო­ბო და­პი­რის­პი­რე­ბა ან სა­ერ­თოდ არ ხდე­ბო­და, ან ამის თა­ო­ბა­ზე მას შემ­დეგ ვი­გებ­დით, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე მი­ნისტრს ბო­ლოს და ბო­ლოს შე­ე­ლე­ოდ­ნენ და ე.წ. სამ­თავ­რო­ბო კა­რუ­სე­ლი­დან ჩა­მოს­ვამ­დნენ. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც თეა წუ­ლუ­კი­ანს კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პირ­ველ მა­ისს შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ლა­ბო­რა­ტო­რია 1918"-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პო­ლი­ცია და­უ­პი­რის­პირ­და და აქ­ცია საკ­მა­ოდ უხე­ში ფორ­მით და­შა­ლეს. და­ზა­რალ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მომ­ხდა­რის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და: "პო­ლი­ცია ისე მო­იქ­ცა, რო­გორც უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო". ამის თა­ო­ბა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ჰქონ­და თეა წუ­ლუ­კი­ანს: "თუ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ვიმ­სჯე­ლებთ­, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ხან­და­ხან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ­ღვევ­დნენ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს და ხან პო­ლი­ცია სცო­დავ­და.

მოკ­ლედ, ბოლო ხანს მთავ­რო­ბა­ში აშ­კა­რად გარ­კვე­უ­ლი ძვრე­ბი შე­იმ­ჩნე­ვა, გაღ­რმავ­დე­ბა მი­ნის­ტრებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა თუ მო­რიგ კომ­პრო­მი­სამ­დე მივა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით მრავ­ლა­დაა. რო­გორ აუვა პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ მო­საზ­რე­ბე­ბის და­ბა­ლან­სე­ბას, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს.

P.S. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს 13 მა­ისს და­ა­სა­ხე­ლებს.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

როზა ლუქსემბურგიდან თეა წულუკიანამდე

როზა ლუქსემბურგიდან თეა წულუკიანამდე

ჩვენში ბოლო ხანს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი თემა შეიძლება ასეც დავასათაუროთ: რატომ არ მოსწონს გიორგი მარგველაშვილს როზა ლუქსემბურგის ოცნება? ან კიდევ - როზა ლუქსემბურგიდან თეა წულუკიანამდე და პირიქით...

შრომის კანონმდებლობა საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი რომ იყო, ამას არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავდა და მუდმივად აძლევდა რეკომენდაციებს­ იმჟამინდელ ხელისუფლებას, შეე­ცვალა ის შრომის კოდექსი, რომელიც აშკარად უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა დამსაქმებელს და რიგ შემთხვევაში უხეშად არღვევდა დასაქმებულთა უფლებებს. სააკაშვილის ხელისუფლება ამგვარი კოდექსის არსებობას იმით ამართლებდა, რომ ქვეყანაში ინვესტიციები მოსაზიდი იყო და შრომის უფლების მკაცრად დაცვა დამსაქმებლებს დააფრთხობდა. შესაბამისად, წინა ხელისუფლებას არსებული კოდექსის შესაცვლელად არაფერი გაუკეთებია. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება კი შრომის კანონმდებლობის შეცვლაც გახლდათ. ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა ახალმა ხელისუფლებამ მალევე დაიწყო და იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებათა პროექტი უკვე თებერვალში წარმოადგინა. ეს პაკეტი ძალიან მასშტაბურია, მის განხილვას დიდი დრო და საგაზეთო ფორმატი დასჭირდება, თუმცა უახლოეს მომავლში შესაძლოა ამაზეც დაიწეროს. ამჯერად კი გვსურს ყურადღება მივაპყროთ იმ პროცესს და ერთგვარ დაპირისპირებას, რამაც შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე მთავრობაში იჩინა თავი.

ქართულ ინტერნეტსაიტებზე გავ­რცელდა ვიცე-პრემიერისა და განათლების მინისტრ გიორგი მა­რგველაშვილის სტუდენტებთან შე­ხვედრის ჩანაწერი, რომელშიც მინისტრი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს და ამბობს: "პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი." აქვე გიორგი მარგველაშვილი ამბობს­ იმასაც, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები პროფკავშირების თავ­მჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.

თუმცა კონკრეტულად რა გახდა ამ ცვლილებებში მარგველაშვილის კრიტიკის სამიზნე, ეს მინისტრს არც იმ შეხვედრისას უთქვამს და არც შემდგომ გაუკეთებია განმარტებები. როგორც უკვე გითხარით, ცვლილებების პაკეტი ძალიან მასშ­ტაბურია და შეეხება როგორც წინასახელშეკრულებო ურთიერთობების, ასევე შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაო დროის ხანგრძლივობის განსაზღვრის შეცვ­ლასა და მოწესრიგებას. ახალი კანონპროექტი ნამდვილად უზღუდავს აქამდე მინიჭებულ უფლებებს დამსაქმებელს, რაც მათ უკმაყოფილებას ბუნებრივად იწვევს, თუმცა ქვეყანაში ეს სფერო რომ როგორმე უნდა მოწესრიგდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შესაბამისად, ცოტა გაუგებარია ვიცე-პრემიერის მხრიდან ასეთი მკვახე შეფასებები, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა: "როდესაც "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები ჩვენს ევროპელ კოლეგებს­ გავაცანით, გვითხრეს, რომ ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც კი შეიძლება ცივილიზებულმა და დასავლურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანამ თავის შრომის კოდექსში ჩაწეროს. მინდა მათ, ვისაც მომზადებული ცვლილებები არ მოსწონს, იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის შრომის კოდექსის რეფორმირების პირველი ტალღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ როგორც ქალი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობისა, ვგეგმავ სათავეში ჩავუდგე შრომის კოდექსში ცვლილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია. ეს პირდაპირ კავშირშია გაწონასწორებულ ოჯახებთან, კავშირშია იმასთან, რომ ქალებმა შეძლონ სამსახურთან ერთად შექმნან ოჯახი და გააჩინონ შვილები. შრომით კანონმდებლობაში ქალთა უფლებები პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ საკითხებთან," - განაცხადა თეა წულუკიანმა. როგორც ჩანს, წულუკიანი უკანდახევას არ აპირებს, საბოლოო სიტყვა პარლამენტზეა, რომელშიც სავარაუდოდ პრემიერის პოზიციას გაიზიარებს. არჩევნებამდეც და მას მერეც ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ამბობდა, რომ შრომის კოდექსი უნდა შეცვლილიყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარგველაშვილი აშკარად ივანიშვილის ფავორიტია, მას უსმენს და მის აზრს იზიარებს კიდეც. ამიტომაც, არ იყო გასაკვირი, რომ ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას დაეთანხმა და შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ინვესტორების დაფრთხობის საშიშროებაზე ისაუბრა. მოკლედ მთავრობაში შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით აშკარა აზრთა სხვადასხვაობაა. წინა ხელისუფლებაში ამგვარი სამთავრობო დაპირისპირება ან საერთოდ არ ხდებოდა, ან ამის თაობაზე მას შემდეგ ვიგებდით, როდესაც რომელიმე მინისტრს ბოლოს და ბოლოს შეელეოდნენ და ე.წ. სამთავრობო კარუსელიდან ჩამოსვამდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თეა წულუკიანს კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მოგეხსენებათ, რომ პირველ მაისს შრომითი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსულ სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენლებს პოლიცია დაუპირისპირდა და აქცია საკმაოდ უხეში ფორმით დაშალეს. დაზარალდნენ ჟურნალისტებიც. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის შეფასებისას განაცხადა: "პოლიცია ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო". ამის თაობაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა თეა წულუკიანს: "თუ გავრცელებული კადრებიდან ვიმსჯელებთ­, მომეჩვენა, რომ ხანდახან აქციის მონაწილეები არღვევდნენ შეკრების თავისუფლების პრინციპებს და ხან პოლიცია სცოდავდა.

მოკლედ, ბოლო ხანს მთავრობაში აშკარად გარკვეული ძვრები შეიმჩნევა, გაღრმავდება მინისტრებს შორის დაპირისპირება თუ მორიგ კომპრომისამდე მივა, უახლოეს მომავალში ვნახავთ. თუმცა ფაქტია, რომ განსხვავებული მოსაზრებები კოალიციის შიგნით მრავლადაა. როგორ აუვა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ მოსაზრებების დაბალანსებას, ამას დრო გვიჩვენებს.

P.S. ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს 13 მაისს დაასახელებს.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"