H&M-მა საცურაო კოსტუმების ახალი კოლექციის წარსადგენად ჭარბწონიანი მოდელი არჩია. მოდელი ჯენი რანკი, რომელიც 12 ზომა (ქართული სტანდარტით, 46) სამოსს ატარებს, ბრენდის ახალ სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო.
H&M-ი ერთ-ერთია იმ მოდურ ბრენდთაგან, რომელსაც ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ სარეკლამო კამპანიებში გამხდარი მოდელების გამოყენებისთვის.
"ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული შეტყობინების გაგზავნა. ჩვენ უბრალოდ ვიპოვეთ მოდელი, რომელიც ამ კოლექციას ზუსტად და შთამაგონებლად წარადგენს", - აღნიშნა ბრენდის წარმომადგენელმა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.