პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან დუმბაძის მეგობარი დუმილს არღვევს - "ქართველი გენერლის მკვლელობა მერაბიშვილმა და ახალაიამ დაუკვეთეს"
რომან დუმბაძის მეგობარი დუმილს არღვევს - "ქართველი გენერლის მკვლელობა მერაბიშვილმა და ახალაიამ დაუკვეთეს"

2012 წლის 21 მა­ისს მოს­კოვ­ში გა­დამ­დგა­რი გე­ნე­რა­ლი რო­მან დუმ­ბა­ძე მოკ­ლეს. კი­ლერ­მა მას თა­ვი­სა და მუც­ლის არე­ში 7 ტყვია და­ა­ხა­ლა. დუმ­ბა­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მოს­კოვ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს ოთხი პირი, რო­მელ­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც მა­ი­სის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­მან დუმ­ბა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა 2004 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. 2008 წელს, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომის დროს, გე­ნე­რალ ბო­რი­სო­ვის მო­თხოვ­ნით, რო­მან დუმ­ბა­ძე ქარ­თველ ტყვე­ებ­ზე გაც­ვა­ლეს. 2010 წელს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, გე­ნე­რალ დუმ­ბა­ძეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭა. გე­ნერ­ლის მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა და­სა­ხელ­და. "რო­გორც რო­მა­ნის მე­გო­ბა­რი, თავს მო­ვა­ლედ მი­ვიჩ­ნევ, დუ­მი­ლი და­ვარ­ღვიო და გა­ვამ­ხი­ლო სი­მარ­თლე", - ამ­ბობს ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ზაზა გა­ბე­და­ვა:

- 1988 წლი­დან ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ზუგ­დი­დელ­მა კაც­მა იძუ­ლე­ბით დავ­ტო­ვე სამ­შობ­ლო. ჩემი სურ­ვი­ლით ამას არა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ­დი. 1992 წელს, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, ცხო­ნე­ბულ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვახ­ლდი გროზ­ნო­ში, შემ­დეგ კი მოს­კოვ­ში წა­ვე­დი. ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­უს­წრებ­ლად მო­მი­სა­ჯეს 11 წელი, ლა­მის ბინ ლა­დე­ნის მო­წა­ფე გამ­ხა­დეს და 1997 წლი­დან ჩემ­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დეს. რო­მან დუმ­ბა­ძე 2008 წელს, მოს­კოვ­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი და დავ­მე­გობ­რდით. რომა უწე­სი­ე­რე­სი კაცი იყო... ის შარ­შან 21 მა­ისს მოკ­ლეს თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს, რუბ­ლი­ოვ­სკო­ეს გზატ­კე­ცილ­ზე მი­მა­ვა­ლი. რო­მან დუმ­ბა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯელს იხ­დი­ან: თორ­ნი­კე კვი­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მან ბელ­ქა­ნია, ალექ­სან­დრე ბე­რიშ­ვი­ლი და შოთა ტა­რუ­ღიშ­ვი­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად ხუთ­ნი და­ა­კა­ვეს, შემ­დგომ კი ერთი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მკვლე­ლო­ბი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­ვე­დი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას, გა­ცი­ვე­ბუ­ლიც არ იყო ცხო­ნე­ბუ­ლი. გამ­ყიდ­ვე­ლი ქალი შე­ეს­წრო რა და რო­გორ მოხ­და: რო­მა­ნი ნა­ყინს ჭამ­და, უეც­რად მო­ტო­ციკ­ლი გა­ჩერ­და, მო­ტო­ციკ­ლის­ტმა რა­ღაც ჰკი­თხა რო­მანს და პა­სუ­ხის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ალ­ბათ ჰკი­თხა, რო­მან დუმ­ბა­ძე ხარო? სა­ნამ ეს ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბო­და, 17 აპ­რილს, მარ­შალ ჟუ­კო­ვის პროს­პექ­ტზე მოკ­ლეს ვინ­მე ტიგ­რან ოჰა­ნე­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავ­და რო­მანს და მას­ში შე­ე­შა­ლათ.

- მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად ბიზ­ნე­სი და კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა და­სა­ხელ­და...

- ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან რო­მანს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, არც - ჩეჩ­ნებ­თან, ჩვენ ხში­რად ვი­ყა­ვით ერ­თად, ერ­თმა­ნე­თის ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დით და რა­ღაც მა­ინც წა­მოს­ცდე­ბო­და. მკვლე­ლო­ბამ­დე რო­მანს ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, 25 წლის თორ­ნი­კე კვი­რი­კაშ­ვი­ლი უთ­ვალ­თვა­ლებ­და. მან ია­რა­ღი გა­დას­ცა წა­ლენ­ჯი­ხელ რო­მან ბელ­ქა­ნი­ას (მეტ­სა­ხე­ლად "რა­მაშ­კა"), რო­მე­ლიც ადრე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე იყო. მო­ტო­ციკლს მარ­თავ­და ალექ­სან­დრე ბე­რიშ­ვი­ლი, შოთა ტა­რუ­ღიშ­ვილ­მა კი მსხვერ­პლს ეს­რო­ლა. ეს ტა­რუ­ღიშ­ვი­ლი თორ­ნი­კე კვი­რი­კაშ­ვი­ლის ბი­ძაა. ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ რო­მანს 7 ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი­დან ვიცი, რომ როცა რო­მანს ტყვი­ე­ბი და­უ­ში­ნეს, მან თურ­მე სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი აი­ფა­რა და გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რა, მაგ­რამ და­ე­დევ­ნენ და მოკ­ლეს. იმ­ხა­ნად რო­მანს ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ყი­დუ­ლი ჰქონ­და და ფე­ხით და­დი­ო­და. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თდრო­უ­ლად და­ა­პა­ტიმ­რეს და როცა მათი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხეთ, რო­მას ახ­ლო­ბელ­მა კვი­რი­კაშ­ვილ­ზე თქვა, ეს ადა­მი­ა­ნი რო­მას სა­დარ­ბა­ზოს­თან ხში­რად მი­ნა­ხავ­სო...

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­კვე­თებ­მა მკვლე­ლებს 150.000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. რო­მან დუმ­ბა­ძე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და დათა ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით მოკ­ლეს. კი­ლე­რე­ბი ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძველ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისი­ნი ამ მი­სი­ის აღ­სას­რუ­ლებ­ლად გა­მოგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში. ახა­ლა­ი­ებ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს იმ­ხა­ნად მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ახა­ლა­ია ემორ­ჩი­ლე­ბო­და ვა­ნოს. რო­გორც ჩანს, დათა ახა­ლა­ი­ას სა­მეგ­რე­ლო­ში კარ­გი აგენ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და, იპო­ვა კაცი და მო­აკ­ვლე­ვი­ნა კი­დეც დუმ­ბა­ძე. კი­ლე­რე­ბი ჩვე­ნე­ბებ­ში პირ­და­პირ უთი­თე­ბენ დათა ახა­ლა­ი­ა­ზე - მან დაგ­ვიკ­ვე­თა მკვლე­ლო­ბაო. ახა­ლა­ი­ას მამა აბ­რა­მის ბატ­კნად რომ მო­აქვს თავი და იქად­ნის, ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვიო, გა­მო­ვი­დეს, მა­მა­ცხო­ნე­ბუ­ლი, და თქვას სი­მარ­თლე! ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ გა­რე­წა­რია, კარ­გად ვი­ცით. მარ­ტო ბაჩო ახა­ლა­ია რომ და­ა­პა­ტიმ­რეს, მან ნაკ­ლე­ბი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნა? პირ­ველ რიგ­ში, ეს კა­ცია და­სა­პა­ტიმ­რე­ბე­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლია ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე. ახა­ლა­ი­ე­ბი რომ ან­გე­ლო­ზე­ბი არ არი­ან, რად უნდა ამას ლა­პა­რა­კი, მთე­ლი სა­მეგ­რე­ლო აა­წი­ო­კეს. ასე­თი­ვე გა­რეწ­რე­ბი არი­ან გვარ­გა­და­კე­თე­ბუ­ლი მამა-შვი­ლი გა­ბაშ­ვი­ლე­ბი - ყო­ფი­ლი მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი. მათ მოკ­ლეს ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ზუგ­დიდ­ში - კი­რო­კი ბუ­ლია პი­რა­დად კოტე გა­ბაშ­ვილ­მა დახ­ვრი­ტა. რა საქ­მე აქვთ პარ­ლა­მენ­ტში მკვლე­ლებს, ვერ გა­ვი­გე?!

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მა­ი­სის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა. ჰა­ერ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ. რო­მას ცხოვ­რე­ბა ჩემ თვალ­წინ მი­დი­ო­და, მას ნამ­დვი­ლად არ ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ქურ­დებ­თან. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს ბო­დავ­დნენ "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. როცა ყვე­ლა­ფე­რი და­დას­ტურ­დე­ბა, რად­გან რო­მა­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, მის მკვლე­ლებ­ზე (დამ­კვე­თებს ვგუ­ლის­ხმობ) ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა.

- რა მო­ტი­ვით უნდა მო­ე­შო­რე­ბი­ნა დუმ­ბა­ძე ახა­ლა­ია-მე­რა­ბიშ­ვილს?

- მათ სა­ში­შად მი­იჩ­ნი­ეს ეს კაცი. თუ გახ­სოვთ, ბურ­ჯა­ნა­ძის მა­ი­სის აქ­ცი­ე­ბი, 26 კაცი რომ და­ა­პა­ტიმ­რეს, მა­შინ ალ­ბათ ფიქ­რობ­დნენ, დუმ­ბა­ძე სა­ში­შია, რუ­სის ჯარ­თან ერ­თად შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შიო და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი. რო­მან­მა მე­გობ­რო­ბაც იცო­და და კა­ცო­ბაც, ამათ­გან გან­სხვა­ვე­ბით. მისი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ არ და­ე­მორ­ჩი­ლა სა­ა­კაშ­ვილს, რად­გან ასე ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ.

- თქვე­ნი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტი იყო საქ­მის კურ­სში?

- ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ეს მკვლე­ლო­ბა მის გა­რე­შე მომ­ხდა­რი­ყო. შორს რომ არ წა­ვი­დეთ, გახ­სოვთ, ვატო ყი­ფი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თა რომ უნ­დო­დათ? იგი­ვე სცე­ნა­რია.

- ბა­ტო­ნო ზაზა, ას­ლან აბა­ში­ძე თუ იყო დუმ­ბა­ძის გას­ვე­ნე­ბა­ში?

- ას­ლა­ნი არა­ვის ხვდე­ბო­და, მათ შო­რის, არც რო­მანს. ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. გას­ვე­ნე­ბა­შიც არ ყო­ფი­ლა, მხო­ლოდ გი­ორ­გი მო­ვი­და, ას­ლა­ნის ვაჟი. რო­მას ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­და­უ­ხა­დეს პა­რაკ­ლი­სი. ბევ­რი იმის ში­შით არ მო­ვი­და, ვინ­მეს რომ არ და­ე­ნა­ხა.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

რომან დუმბაძის მეგობარი დუმილს არღვევს - "ქართველი გენერლის მკვლელობა მერაბიშვილმა და ახალაიამ დაუკვეთეს"

რომან დუმბაძის მეგობარი დუმილს არღვევს - "ქართველი გენერლის მკვლელობა მერაბიშვილმა და ახალაიამ დაუკვეთეს"

2012 წლის 21 მაისს მოსკოვში გადამდგარი გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს. კილერმა მას თავისა და მუცლის არეში 7 ტყვია დაახალა. დუმბაძის მკვლელობის ბრალდებით მოსკოვში დააპატიმრეს ოთხი პირი, რომელთა სასამართლო პროცესიც მაისის ბოლოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რომან დუმბაძე საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს, გენერალ ბორისოვის მოთხოვნით, რომან დუმბაძე ქართველ ტყვეებზე გაცვალეს. 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა. გენერლის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალური გარჩევა დასახელდა. "როგორც რომანის მეგობარი, თავს მოვალედ მივიჩნევ, დუმილი დავარღვიო და გავამხილო სიმართლე", - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა:

- 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი. ზუგდიდელმა კაცმა იძულებით დავტოვე სამშობლო. ჩემი სურვილით ამას არასოდეს გავაკეთებდი. 1992 წელს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ცხონებულ ზვიად გამსახურდიას ვახლდი გროზნოში, შემდეგ კი მოსკოვში წავედი. ქართველმა სამართალდამცველებმა დაუსწრებლად მომისაჯეს 11 წელი, ლამის ბინ ლადენის მოწაფე გამხადეს და 1997 წლიდან ჩემზე ძებნა გამოაცხადეს. რომან დუმბაძე 2008 წელს, მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ გავიცანი და დავმეგობრდით. რომა უწესიერესი კაცი იყო... ის შარშან 21 მაისს მოკლეს თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მიმავალი. რომან დუმბაძის მკვლელობისთვის სასჯელს იხდიან: თორნიკე კვირიკაშვილი, რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუღიშვილი. თავდაპირველად ხუთნი დააკავეს, შემდგომ კი ერთი გაათავისუფლეს. მკვლელობიდან ნახევარ საათში მივედი შემთხვევის ადგილას, გაცივებულიც არ იყო ცხონებული. გამყიდველი ქალი შეესწრო რა და როგორ მოხდა: რომანი ნაყინს ჭამდა, უეცრად მოტოციკლი გაჩერდა, მოტოციკლისტმა რაღაც ჰკითხა რომანს და პასუხის მიღებისთანავე ცეცხლი გაუხსნა. ალბათ ჰკითხა, რომან დუმბაძე ხარო? სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, 17 აპრილს, მარშალ ჟუკოვის პროსპექტზე მოკლეს ვინმე ტიგრან ოჰანესიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა რომანს და მასში შეეშალათ.

- მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ბიზნესი და კრიმინალური გარჩევა დასახელდა...

- ე.წ. კანონიერ ქურდებთან რომანს შეხება არ ჰქონია, არც - ჩეჩნებთან, ჩვენ ხშირად ვიყავით ერთად, ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით და რაღაც მაინც წამოსცდებოდა. მკვლელობამდე რომანს ერთ-ერთი ბრალდებული, 25 წლის თორნიკე კვირიკაშვილი უთვალთვალებდა. მან იარაღი გადასცა წალენჯიხელ რომან ბელქანიას (მეტსახელად "რამაშკა"), რომელიც ადრე ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო. მოტოციკლს მართავდა ალექსანდრე ბერიშვილი, შოთა ტარუღიშვილმა კი მსხვერპლს ესროლა. ეს ტარუღიშვილი თორნიკე კვირიკაშვილის ბიძაა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ რომანს 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამყიდველი ქალის მონაყოლიდან ვიცი, რომ როცა რომანს ტყვიები დაუშინეს, მან თურმე სახეზე ხელები აიფარა და გაქცევა დააპირა, მაგრამ დაედევნენ და მოკლეს. იმხანად რომანს ავტომანქანა გაყიდული ჰქონდა და ფეხით დადიოდა. ეს ადამიანები ერთდროულად დააპატიმრეს და როცა მათი ფოტოები ვნახეთ, რომას ახლობელმა კვირიკაშვილზე თქვა, ეს ადამიანი რომას სადარბაზოსთან ხშირად მინახავსო...

ჩემი ინფორმაციით, დამკვეთებმა მკვლელებს 150.000 ამერიკული დოლარი გადაუხადეს. რომან დუმბაძე ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას დავალებით მოკლეს. კილერები ახალი ჩამოსული იყვნენ საქართველოდან და, სავარაუდოდ, ძველმა ხელისუფლებამ ისინი ამ მისიის აღსასრულებლად გამოგზავნა მოსკოვში. ახალაიებსა და მერაბიშვილს იმხანად მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. ახალაია ემორჩილებოდა ვანოს. როგორც ჩანს, დათა ახალაიას სამეგრელოში კარგი აგენტურული კავშირები ჰქონდა, იპოვა კაცი და მოაკვლევინა კიდეც დუმბაძე. კილერები ჩვენებებში პირდაპირ უთითებენ დათა ახალაიაზე - მან დაგვიკვეთა მკვლელობაო. ახალაიას მამა აბრამის ბატკნად რომ მოაქვს თავი და იქადნის, ყველაფერს ვიტყვიო, გამოვიდეს, მამაცხონებული, და თქვას სიმართლე! ვანო მერაბიშვილი რომ გარეწარია, კარგად ვიცით. მარტო ბაჩო ახალაია რომ დააპატიმრეს, მან ნაკლები საშინელებები ჩაიდინა? პირველ რიგში, ეს კაცია დასაპატიმრებელი, მერაბიშვილია ყველა უბედურების სათავე. ახალაიები რომ ანგელოზები არ არიან, რად უნდა ამას ლაპარაკი, მთელი სამეგრელო ააწიოკეს. ასეთივე გარეწრები არიან გვარგადაკეთებული მამა-შვილი გაბაშვილები - ყოფილი მხედრიონელები. მათ მოკლეს ჩემი ახლობელი ზუგდიდში - კიროკი ბულია პირადად კოტე გაბაშვილმა დახვრიტა. რა საქმე აქვთ პარლამენტში მკვლელებს, ვერ გავიგე?!

სასამართლო პროცესი მაისის ბოლოს გაიმართება და ყველაფერი ნათელი გახდება. ჰაერზე არაფერს ვამბობ. რომას ცხოვრება ჩემ თვალწინ მიდიოდა, მას ნამდვილად არ ჰქონდა ურთიერთობა ქურდებთან. რაღაც სისულელეებს ბოდავდნენ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები. როცა ყველაფერი დადასტურდება, რადგან რომანი რუსეთის მოქალაქე იყო, მის მკვლელებზე (დამკვეთებს ვგულისხმობ) ძებნა გამოცხადდება.

- რა მოტივით უნდა მოეშორებინა დუმბაძე ახალაია-მერაბიშვილს?

- მათ საშიშად მიიჩნიეს ეს კაცი. თუ გახსოვთ, ბურჯანაძის მაისის აქციები, 26 კაცი რომ დააპატიმრეს, მაშინ ალბათ ფიქრობდნენ, დუმბაძე საშიშია, რუსის ჯართან ერთად შემოვა საქართველოშიო და მსგავსი სისულელეები. რომანმა მეგობრობაც იცოდა და კაცობაც, ამათგან განსხვავებით. მისი მკვლელობის მიზეზი ის გახდა, რომ არ დაემორჩილა სააკაშვილს, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ.

- თქვენი აზრით, პრეზიდენტი იყო საქმის კურსში?

- ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მკვლელობა მის გარეშე მომხდარიყო. შორს რომ არ წავიდეთ, გახსოვთ, ვატო ყიფიანის მკვლელობის შეკვეთა რომ უნდოდათ? იგივე სცენარია.

- ბატონო ზაზა, ასლან აბაშიძე თუ იყო დუმბაძის გასვენებაში?

- ასლანი არავის ხვდებოდა, მათ შორის, არც რომანს. ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა. გასვენებაშიც არ ყოფილა, მხოლოდ გიორგი მოვიდა, ასლანის ვაჟი. რომას ქართულ ეკლესიაში გადაუხადეს პარაკლისი. ბევრი იმის შიშით არ მოვიდა, ვინმეს რომ არ დაენახა.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ