პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰეროინდამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს
ჰეროინდამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს

ამე­რი­კელ­მა ნარ­კო­ლო­გებ­მა ჰე­რო­ინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა წარ­მა­ტე­ბით გა­მოს­ცა­დეს. ვაქ­ცი­ნა თაგ­ვებს ჰე­რო­ი­ნი­სა და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მო­ლე­კუ­ლა­თა ამოც­ნო­ბა­სა და მათ ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­მო­ჩე­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტებს ვაქ­ცი­ნის ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მოც­და­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

"ვაქ­ცი­ნა თაგ­ვებ­ზე გა­მოვ­ცა­დეთ, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰე­რო­ინს "მო­იხ­მარ­დნენ". ჩვენ ნარ­კო­ტი­კის მუდ­მი­ვი მოხ­მა­რე­ბის ციკ­ლი­დან მათი გა­მოყ­ვა­ნა შევ­ძე­ლით. და ეს მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნის წყა­ლო­ბით. ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სხვა მე­თო­დებ­საც ჩავ­რთავთ", - აცხა­დებს სკრიპ­სის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ნარ­კო­ლო­გი ჯოელ შლოს­ბურ­გი.

შლოს­ბურ­გმა და მის­მა კო­ლე­გებ­მა ამ­გვა­რი ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პრო­ტო­ტი­პი 2011 წლის ივ­ლის­ში წა­რუდ­გი­ნეს მსოფ­ლი­ოს. ის ან­ტი­გე­ნე­ბის ნაკ­რე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც ჰე­რო­ი­ნი­სა და მისი დაშ­ლის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მსგავს სტრუქ­ტუ­რებს შე­ი­ცავს. ეს "ფი­ტუ­ლი" მო­ლე­კუ­ლე­ბი ნამ­დვი­ლი ნარ­კო­ტი­კის პა­წა­წი­ნა მო­ლე­კუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის­თვის, რაც მათი ამოც­ნო­ბი­სა და ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბის უნარს ავი­თა­რებს.

წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ მეც­ნი­ე­რებ­მა მათი გა­მოც­და თაგ­ვებ­ზე და­ი­წყეს. ბი­ო­ლო­გებს ვაქ­ცი­ნა ჰე­რო­ინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი თაგ­ვე­ბის სის­ხლში შეჰ­ყავ­დათ და ჰე­რო­ი­ნის მი­წო­დე­ბას ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყეტ­დნენ. შემ­დეგ მღრღნე­ლებს ჰე­რო­ი­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­დნენ და მათ მოქ­მე­დე­ბას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ - თაგ­ვე­ბი ნარ­კო­ტიკს აღარ ეკა­რე­ბოდ­ნენ. ნარ­კო­ლოგ­თა თქმით, სპონ­სო­რის მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვაქ­ცი­ნა მო­ხა­ლი­სე­ებ­ზე გა­მოც­დის­თვის მზად არის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Proceedings of the National Academy of Sciences-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ჰეროინდამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს

ჰეროინდამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს

ამერიკელმა ნარკოლოგებმა ჰეროინდამოკიდებულების წინააღმდეგ ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს. ვაქცინა თაგვებს ჰეროინისა და მისგან წარმოებული ნივთიერებების მოლეკულათა ამოცნობასა და მათ ნეიტრალიზებაში ეხმარება. აღმოჩენა სპეციალისტებს ვაქცინის ადამიანებზე გამოცდაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

"ვაქცინა თაგვებზე გამოვცადეთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ჰეროინს "მოიხმარდნენ". ჩვენ ნარკოტიკის მუდმივი მოხმარების ციკლიდან მათი გამოყვანა შევძელით. და ეს მხოლოდ ვაქცინის წყალობით. ადამიანების შემთხვევაში კი სხვა მეთოდებსაც ჩავრთავთ", - აცხადებს სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ნარკოლოგი ჯოელ შლოსბურგი.

შლოსბურგმა და მისმა კოლეგებმა ამგვარი ვაქცინის პირველი პროტოტიპი 2011 წლის ივლისში წარუდგინეს მსოფლიოს. ის ანტიგენების ნაკრებისგან შედგება, რომლებიც ჰეროინისა და მისი დაშლის შედეგად მიღებული ნივთიერებების მსგავს სტრუქტურებს შეიცავს. ეს "ფიტული" მოლეკულები ნამდვილი ნარკოტიკის პაწაწინა მოლეკულებისგან განსხვავებით ადვილად შესამჩნევია იმუნური სისტემისთვის, რაც მათი ამოცნობისა და ნეიტრალიზების უნარს ავითარებს.

წარმატების მიღწევის შემდეგ მეცნიერებმა მათი გამოცდა თაგვებზე დაიწყეს. ბიოლოგებს ვაქცინა ჰეროინზე დამოკიდებული თაგვების სისხლში შეჰყავდათ და ჰეროინის მიწოდებას ერთი თვის განმავლობაში უწყეტდნენ. შემდეგ მღრღნელებს ჰეროინის მიღების შესაძლებლობას აძლევდნენ და მათ მოქმედებას აკვირდებოდნენ - თაგვები ნარკოტიკს აღარ ეკარებოდნენ. ნარკოლოგთა თქმით, სპონსორის მოძიების შემთხვევაში, ვაქცინა მოხალისეებზე გამოცდისთვის მზად არის.

მომზადებულია Proceedings of the National Academy of Sciences-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს