მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაფანყურში დაღუპული ჩეჩენის მამა ახალ გამოძიებას ბოლომდე არ ენდობა
ლაფანყურში დაღუპული ჩეჩენის მამა ახალ გამოძიებას ბოლომდე არ ენდობა

ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ჩე­ჩე­ნის, ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მამა ეჭ­ვობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ცხედ­რე­ბის ხე­ლა­ხა­ლი ექ­სპერ­ტი­ზი­სა, ფაქ­ტე­ბის და­მალ­ვა შე­საძ­ლოა, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც მოხ­დეს. რო­გორც მე­რაბ მარ­გოშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, იგი მომ­ხდარ­ზე ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

მისი თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­ღუ­პი­ლი ჩეჩ­ნე­ბის ექ­სჰუ­მა­ცია გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სრუ­ლი თან­ხმო­ბით და­ი­წყო.

მე­რაბ მარ­გოშ­ვი­ლის თქმით, ცხედ­რე­ბის ამო­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არც ერთი და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხის წევ­რი არ არის.

"ექ­სპერ­ტი­ზა ადრე იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი გა­აქ­რეს. ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბი გა­ტე­ხეს და გა­აქ­რეს. ამის შემ­დეგ, ეჭვი გაგ­ვიჩ­ნდა, რომ რა­ღაც ისე არ იყო, ამი­ტომ ვართ თა­ნახ­მა ექ­სჰუ­მა­ცი­ა­ზე. რე­ლი­გი­უ­რად ეს დაშ­ვე­ბუ­ლი არ იყო, მაგ­რამ გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ვა­კე­თებთ, რად­გან ეს ექ­სპერ­ტი­ზა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მან ბევრ კი­თხვას უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი. ლა­ფან­ყუ­რის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვენ შევ­ხვდით შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი ჯერ მზად არ არის - კა­ნო­ნით არ შეგ­ვიძ­ლია გვა­მე­ბის გად­მო­ცე­მაო, მაგ­რამ ვი­თომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თვი­თონ იღებ­და, - გვა­მე­ბი გა­მოგ­ვა­ტა­ნა და გვი­თხრა დას­კვნას მერე გა­მო­გიგ­ზავ­ნი­თო. ეს ექ­სპერ­ტი­ზა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ჩა­ტარ­და, ჩვენ­თვის დას­კვნა არ გა­მო­უგ­ზავ­ნი­ათ", - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ მარ­გოშ­ვილ­მა.

იგი იმე­დოვ­ნებს, რომ ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც მარ­გოშ­ვი­ლი ამ­ბობს, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ჩა­ნერ­გი­ლი" კი­დევ ბევ­რია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს ხელი შე­უ­შა­ლოს.

"მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ნა­წილს არ ვენ­დო­ბი და ყო­ველ მათ ნა­ბიჯს გა­ვა­კონ­ტრო­ლებ, რომ საქ­მეს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა არ მის­ცენ. ბევ­რია სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­ქა­ში ახალ მთავ­რო­ბა­ში და შე­საძ­ლოა, და­ნა­შა­უ­ლე­ბი და­ფა­რონ, მაგ­რამ მკაც­რად გა­ვა­კონ­ტრო­ლებ", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ.

ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს შვი­დი ჩე­ჩე­ნი და­ი­ღუ­პა, რო­მელ­თა­გან სამი პან­კი­სის ხე­ო­ბის მცხოვ­რე­ბი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ლაფანყურში დაღუპული ჩეჩენის მამა ახალ გამოძიებას ბოლომდე არ ენდობა

ლაფანყურში დაღუპული ჩეჩენის მამა ახალ გამოძიებას ბოლომდე არ ენდობა

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ჩეჩენის, ასლან მარგოშვილის მამა ეჭვობს, რომ მიუხედავად ცხედრების ხელახალი ექსპერტიზისა, ფაქტების დამალვა შესაძლოა, ახალი ხელისუფლების პირობებშიც მოხდეს. როგორც მერაბ მარგოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იგი მომხდარზე ხელახალ გამოძიებას მკაცრად გააკონტროლებს.

მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურმა ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპილი ჩეჩნების ექსჰუმაცია გარდაცვლილების ოჯახის წევრების სრული თანხმობით დაიწყო.

მერაბ მარგოშვილის თქმით, ცხედრების ამოღების წინააღმდეგი არც ერთი დაღუპულის ოჯახის წევრი არ არის.

"ექსპერტიზა ადრე იყო ჩატარებული, მაგრამ შედეგები გააქრეს. ძველი ხელისუფლების პირობებში კომპიუტერები გატეხეს და გააქრეს. ამის შემდეგ, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ რაღაც ისე არ იყო, ამიტომ ვართ თანახმა ექსჰუმაციაზე. რელიგიურად ეს დაშვებული არ იყო, მაგრამ გამონაკლისის სახით ვაკეთებთ, რადგან ეს ექსპერტიზა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ლაფანყურის მოვლენების შემდეგ, ჩვენ შევხვდით შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერ მზად არ არის - კანონით არ შეგვიძლია გვამების გადმოცემაო, მაგრამ ვითომ პასუხისმგებლობას თვითონ იღებდა, - გვამები გამოგვატანა და გვითხრა დასკვნას მერე გამოგიგზავნითო. ეს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა, ჩვენთვის დასკვნა არ გამოუგზავნიათ", - განაცხადა მერაბ მარგოშვილმა.

იგი იმედოვნებს, რომ ხელახალი გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. თუმცა, როგორც მარგოშვილი ამბობს, ძველი ხელისუფლების "ჩანერგილი" კიდევ ბევრია, რამაც შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს.

"მაღალჩინოსნების ნაწილს არ ვენდობი და ყოველ მათ ნაბიჯს გავაკონტროლებ, რომ საქმეს სხვა მიმართულება არ მისცენ. ბევრია სააკაშვილის დამქაში ახალ მთავრობაში და შესაძლოა, დანაშაულები დაფარონ, მაგრამ მკაცრად გავაკონტროლებ", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს შვიდი ჩეჩენი დაიღუპა, რომელთაგან სამი პანკისის ხეობის მცხოვრები იყო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ