პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არ უნდა უთხრათ საყვარელ გოგონას - არ წამოგცდეთ ეს ფრაზები სიყვარულის დღეს!
რა არ უნდა უთხრათ საყვარელ გოგონას - არ წამოგცდეთ ეს ფრაზები სიყვარულის დღეს!

კა­ცე­ბი ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას შეც­დო­მებს ხში­რად უშ­ვე­ბენ. პა­ე­მან­ზე არას­წო­რად ნათ­ქვამ ერთ სი­ტყვა­საც კი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა შე­უძ­ლია. ფრა­ზე­ბი, რა­ზეც ყვე­ლა ქალი ერ­თნა­ი­რად ღი­ზი­ან­დე­ბა.

არ შე­ა­ქოთ თქვე­ნი რჩე­უ­ლის და­ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბა: ერთი შე­ხედ­ვით, უწყი­ნა­რი კომ­პლი­მენ­ტი ყვე­ლა­ფერს წყალ­ში ჩა­გიყ­რით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა იფიქ­რებს, რომ მისი მე­გო­ბა­რი მოგ­წონთ.

"გუ­შინ კარ­გი სა­მო­სი გეც­ვა" - გა­მო­დის, დღეს უგე­მოვ­ნოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ამ "კომ­პლი­მენ­ტის" შემ­დეგ ქალი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბა, ხა­სი­ა­თი გა­უ­ფუჭ­დე­ბა და დიდი შან­სია თქვე­ნი ნო­მე­რი სა­მუ­და­მოდ წა­შა­ლოს.

არ და­ინ­ტე­რეს­დეთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე "მან თქვენს გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის სარ­კის წინ იტ­რი­ა­ლა და ახლა მო­გინ­დათ ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე? სი­ტყვა "უმა­კი­ა­ჟო" და­ი­ვი­წყეთ", - ამ­ბო­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი. ამ დროს ყვე­ლა ქალი ფიქ­რობს, რომ მის პარტნი­ორს ეში­ნია, იქ­ნებ უმა­კი­ა­ჟოდ უშნო იყოს.

არ შე­ა­და­როთ მისი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი დე­დათ­ქვე­ნი­სას: ამ სა­კი­თხზე ყვე­ლა ქალი ღი­ზი­ან­დე­ბა. მათ არ მოს­წონთ, რო­დე­საც პო­ტენ­ცი­ურ დე­დამ­თილს ადა­რე­ბენ. გო­გო­ნას გული ეტ­კი­ნე­ბა.

არ შე­იმ­ჩნი­ოთ მოკ­ლე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი: ჭარ­ბი წონა და ცე­ლუ­ლი­ტი ყვე­ლა ქალს აში­ნებს. გო­გო­ნა ჯი­უ­ტად და­ი­წყებს მტკი­ცე­ბას, რომ ყო­ველ­თვის ასე­თი ფი­გუ­რა ჰქონ­და და დიდი შან­სია თქვენს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­დეს.

არ უთხრათ, რომ არ გცა­ლი­ათ: ამ სა­კი­თხზე ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მძაფ­რად რე­ა­გი­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მა­ნის სა­წყის ეტაპ­ზე. არც თქვე­ნი პარტნი­ო­რია უსაქ­მუ­რი, მაგ­რამ თქვენ­თან სა­სა­უბ­როდ დრო ყო­ველ­თვის აქვს. სჯობს, კო­რექ­ტუ­რად მო­იქ­ცეთ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ეხ­მი­ა­ნოთ, აუხ­სნათ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი იყა­ვით და ვერ უპა­სუ­ხეთ.

არ უთხრათ, რომ ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ია­როს: ჯერ ერთი, ქა­ლებს უფრო კარ­გი პლას­ტი­კა აქვთ, ვიდ­რე კა­ცებს. მე­ო­რეც, ყვე­ლა გო­გო­ნას ოც­ნე­ბაა კარ­გად ცეკ­ვავ­დეს და ყვე­ლამ შე­ამ­ჩნი­ოს.

არ უთხრათ, რომ ბევ­რს ჭამს: ფსი­ქო­ლო­გე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მე­ხუ­თე პა­ე­მან­ზეც კი ზო­გი­ერ­თი გო­გო­ნა ისე ნერ­ვი­უ­ლობს, რეს­ტო­რან­ში თქვენ­თან ერ­თად გემ­რი­ელ კერძს ვერ ჭამს.

არ უთხრათ, რომ ვა­ლენ­ტი­ნო­ბა ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღეა: თქვენ­თვის თუ ვა­ლენ­ტი­ნო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ თქვენ­მა პარტნი­ორ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე შე­ი­ძი­ნა ლა­მა­ზი კაბა. ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა ვა­ლენ­ტი­ნო­ბას დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­სურ­ვე­ლი კაცი სა­ჩუ­ქარს მი­არ­თმევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა არ უნდა უთხრათ საყვარელ გოგონას - არ წამოგცდეთ ეს ფრაზები სიყვარულის დღეს!

რა არ უნდა უთხრათ საყვარელ გოგონას - არ წამოგცდეთ ეს ფრაზები სიყვარულის დღეს!

კაცები ქალთან ურთიერთობისას შეცდომებს ხშირად უშვებენ. პაემანზე არასწორად ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია. ფრაზები, რაზეც ყველა ქალი ერთნაირად ღიზიანდება.

არ შეაქოთ თქვენი რჩეულის დაქალის გარეგნობა: ერთი შეხედვით, უწყინარი კომპლიმენტი ყველაფერს წყალში ჩაგიყრით. შეყვარებული გოგონა იფიქრებს, რომ მისი მეგობარი მოგწონთ.

"გუშინ კარგი სამოსი გეცვა" - გამოდის, დღეს უგემოვნოდ გამოიყურება. ამ "კომპლიმენტის" შემდეგ ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება, ხასიათი გაუფუჭდება და დიდი შანსია თქვენი ნომერი სამუდამოდ წაშალოს.

არ დაინტერესდეთ, როგორ გამოიყურება მაკიაჟის გარეშე "მან თქვენს გამო რამდენიმე საათის სარკის წინ იტრიალა და ახლა მოგინდათ ბუნებრივი სილამაზე? სიტყვა "უმაკიაჟო" დაივიწყეთ", - ამბობენ ფსიქოლოგები. ამ დროს ყველა ქალი ფიქრობს, რომ მის პარტნიორს ეშინია, იქნებ უმაკიაჟოდ უშნო იყოს.

არ შეადაროთ მისი კულინარიული შესაძლებლობები დედათქვენისას: ამ საკითხზე ყველა ქალი ღიზიანდება. მათ არ მოსწონთ, როდესაც პოტენციურ დედამთილს ადარებენ. გოგონას გული ეტკინება.

არ შეიმჩნიოთ მოკლებული კილოგრამები: ჭარბი წონა და ცელულიტი ყველა ქალს აშინებს. გოგონა ჯიუტად დაიწყებს მტკიცებას, რომ ყოველთვის ასეთი ფიგურა ჰქონდა და დიდი შანსია თქვენს შორის შელაპარაკება მოხდეს.

არ უთხრათ, რომ არ გცალიათ: ამ საკითხზე ქალების დიდი ნაწილი მძაფრად რეაგირებს, განსაკუთრებით რომანის საწყის ეტაპზე. არც თქვენი პარტნიორია უსაქმური, მაგრამ თქვენთან სასაუბროდ დრო ყოველთვის აქვს. სჯობს, კორექტურად მოიქცეთ და მოგვიანებით შეეხმიანოთ, აუხსნათ, რომ დაკავებული იყავით და ვერ უპასუხეთ.

არ უთხრათ, რომ ცეკვის გაკვეთილებზე იაროს: ჯერ ერთი, ქალებს უფრო კარგი პლასტიკა აქვთ, ვიდრე კაცებს. მეორეც, ყველა გოგონას ოცნებაა კარგად ცეკვავდეს და ყველამ შეამჩნიოს.

არ უთხრათ, რომ ბევრს ჭამს: ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მეხუთე პაემანზეც კი ზოგიერთი გოგონა ისე ნერვიულობს, რესტორანში თქვენთან ერთად გემრიელ კერძს ვერ ჭამს.

არ უთხრათ, რომ ვალენტინობა ერთი ჩვეულებრივი დღეა: თქვენთვის თუ ვალენტინობა არაფერს ნიშნავს, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენმა პარტნიორმა რამდენიმე კვირით ადრე შეიძინა ლამაზი კაბა. ყველა შეყვარებული გოგონა ვალენტინობას დარწმუნებულია, რომ სასურველი კაცი საჩუქარს მიართმევს.

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

მაისის თოვლი - შთამბეჭდავი ფოტოები დათოვლილი ბაკურიანიდან