Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - "ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ?!"
გია ხუხაშვილი - "ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ?!"

ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის­გან რა­ღა­ცას ყი­დუ­ლობს, მე რა შუ­ა­ში ვარ?!, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ე­რის მრჩე­ვე­ლი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტატ ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას , რო­მელ­მაც გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია Outdoor.ge-ს ერთ-ერთ პირ­ზე გა­და­ფორ­მე­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძე­ზე.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის "აუტ­დორ.გე" და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბიზ­ნეს ჯგუფ­ში შე­დი­ო­და. მისი თქმით, იგი იც­ნობს და­ვით ია­კო­ბაშ­ვილ­საც და გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძე­საც, თუმ­ცა, მათ შო­რის რა­ი­მე გა­რი­გე­ბა თუ ხდე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ დიდი ვაკ­ჰა­ნა­ლია და რა­ღაც კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. "დი­ლას ფა­რი­სიშ­ვი­ლი, სა­ღა­მოს - ნა­დი­რაშ­ვი­ლი. ე.ი ავ­მაღ­ლდი მე მგო­ნი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, მგო­ნი წო­ნა­შიც მო­ვი­მა­ტე. ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის­გან რა­ღა­ცას ყი­დუ­ლობს, მე რა შუ­ა­ში ვარ ამა­ში?!. სრუ­ლი აბ­სურ­დია. წა­მოდ­გე­ნა არ მაქვს სა­ერ­თოდ რა­ზეა სა­უ­ბა­რი. ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სია და იგი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თოს", - დას­ძი­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის მრჩე­ველ­მა ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხე­ბაც, თუ რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის ჯგუფ­თან. "ეს ბიზ­ნეს ჯგუ­ფი იყო და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის. მათ შო­რის "აუტ­დორ.გე". ეს ყვე­ლამ იცის. ეს ჯგუ­ფი აკონ­ტრო­ლებ­და რკი­ნიგ­ზის გა­და­ზიდ­ვებს და სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სი, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მლნ დო­ლა­რი ამ ბიზ­ნე­სი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად კერ­ძო ჯი­ბე­ებ­ში და, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ლა­რო­ში მი­დი­ო­და. ერ­თა­დერ­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც მე ამ ჯგუფ­თან მქონ­და, არის ის, რომ დღეს, რო­დე­საც კე­ზე­რაშ­ვი­ლი იქ არ არის, ეს რე­სურ­სი და­უბ­რუნ­და სა­ხელ­მწი­ფოს. ანუ ეს კომ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში მი­ე­მარ­თა, ამა­ში მე ნამ­დვი­ლად მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", - დას­ძი­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც ნა­დი­რაშ­ვი­ლი რე­კეტ­ზე სა­უბ­რობს, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რე­კე­ტი­ო­რი ნამ­დვი­ლად იყო. "ია­კო­ბაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა ით­ქვას ის, რომ გა­გე­ბით მო­ე­კი­და ამ სა­კითხს და ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფოს, ასე ვთქვათ ბუ­ნებ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბა, და­უბ­რუნ­და", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ე­რის მრჩე­ველ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გია ხუხაშვილი - "ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ?!"

გია ხუხაშვილი - "ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ?!"

ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ?!, - ასე გამოეხმაურა პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებას , რომელმაც გია ხუხაშვილი სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს ერთ-ერთ პირზე გადაფორმების მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, საუბარია გიორგი ღამბაშიძეზე.

როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დავით იაკობაშვილის "აუტდორ.გე" დავით კეზერაშვილის ბიზნეს ჯგუფში შედიოდა. მისი თქმით, იგი იცნობს დავით იაკობაშვილსაც და გიორგი ღამბაშიძესაც, თუმცა, მათ შორის რაიმე გარიგება თუ ხდება, ინფორმაცია არ აქვს.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დიდი ვაკჰანალია და რაღაც კამპანია მიმდინარეობს. "დილას ფარისიშვილი, საღამოს - ნადირაშვილი. ე.ი ავმაღლდი მე მგონი დილიდან საღამომდე, მგონი წონაშიც მოვიმატე. ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ ამაში?!. სრული აბსურდია. წამოდგენა არ მაქვს საერთოდ რაზეა საუბარი. ირმა ნადირაშვილი პოლიტიკოსია და იგი თავს უფლებას აძლევს, ასეთი განცხადებები გააკეთოს", - დასძინა ხუხაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა დავით იაკობაშვილის ჯგუფთან. "ეს ბიზნეს ჯგუფი იყო დავით კეზერაშვილის. მათ შორის "აუტდორ.გე". ეს ყველამ იცის. ეს ჯგუფი აკონტროლებდა რკინიგზის გადაზიდვებს და სახელმწიფო რესურსი, დაახლოებით 10 მლნ დოლარი ამ ბიზნესიდან ყოველწლიურად კერძო ჯიბეებში და, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" სალაროში მიდიოდა. ერთადერთი ურთიერთობა, რაც მე ამ ჯგუფთან მქონდა, არის ის, რომ დღეს, როდესაც კეზერაშვილი იქ არ არის, ეს რესურსი დაუბრუნდა სახელმწიფოს. ანუ ეს კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში მიემართა, ამაში მე ნამდვილად მივიღე მონაწილეობა", - დასძინა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ნადირაშვილი რეკეტზე საუბრობს, ზემოთ აღნიშნული კომპანიის მფლობელი დავით კეზერაშვილი, მისგან განსხვავებით, რეკეტიორი ნამდვილად იყო. "იაკობაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას ის, რომ გაგებით მოეკიდა ამ საკითხს და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე სახელმწიფოს, ასე ვთქვათ ბუნებრივი კუთვნილება, დაუბრუნდა", - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა