საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - დავუშვი შეცდომა, როდესაც კობაზე ვთქვი, რომ მას ეშინია მთავრობაში მუშაობა
 პრემიერი - დავუშვი შეცდომა, როდესაც კობაზე ვთქვი, რომ მას ეშინია მთავრობაში მუშაობა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც პრე­მი­ერ­მა ბა­თუმ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა , მან და­უშ­ვა შეც­დო­მა, რო­დე­საც და­ვი­თაშ­ვილ­ზე თქვა, რომ ეში­ნია მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "და­ვი­თაშ­ვილს ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, უფრო მეტს იტყო­და მის სა­სარ­გებ­ლოდ".

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2004 წელს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის გაზ­რდის შე­სა­ხებ, კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა და უარი თქვა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე.

"რა თქმა უნდა, მე და­ვუშ­ვი შეც­დო­მა, რო­დე­საც კო­ბა­ზე ვთქვი, რომ მას ეში­ნია მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა და უარი თქვა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბა­ზე. მას აქვს ნამ­დვი­ლი გმი­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი. მე გა­ვარ­კვიე ეს და კობა შე­მიძ­ლია შე­ვა­ქო. 2004 წელს, როცა პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო ის უსა­ხუ­რი კა­ნო­ნი, პრე­ზი­დენტს რო­დე­საც გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი უფ­ლე­ბე­ბი მი­ა­ნი­ჭა, კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად ამო­ი­ღო ხმა ამის წი­ნა­აღ­მდეგ და ამი­ტო­მაც თქვა უარი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე. ამი­ტომ, იმ შემ­თხე­ვა­ში, რო­დე­საც მე ვთქვი, გა­და­ვა­ჭარ­ბე. ბო­დი­შის მოხ­დაც მინ­დო­და, მაგ­რამ დღეს აღარ მო­ვიხ­დი, რა­მე­თუ, მან კი­დევ ახა­ლი მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ჩემი აზ­რით, უსა­ფუძ­ვლოდ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ ვი­ყა­ვი მარ­თა­ლი, კობა გმი­რუ­ლად მო­იქ­ცა და არა - შე­ე­შინ­და მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია და ის შეძ­ლებს მი­ნის­ტრო­ბა­საც და რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც. "მე ვენ­დო­ბი კო­ბას, ის არის პრინ­ცი­პუ­ლი. მას მი­ნის­ტრო­ბაც შე­უძ­ლია და რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც. კო­ბამ შე­იძ­ლე­ბა სიმ­კვეთ­რე­ე­ბის და­ბა­ლან­სე­ბაც შეძ­ლოს მო­მა­ვალ­ში", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

პრემიერი - დავუშვი შეცდომა, როდესაც კობაზე ვთქვი, რომ მას ეშინია მთავრობაში მუშაობა

 პრემიერი - დავუშვი შეცდომა, როდესაც კობაზე ვთქვი, რომ მას ეშინია მთავრობაში მუშაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა , მან დაუშვა შეცდომა, როდესაც დავითაშვილზე თქვა, რომ ეშინია მთავრობაში მუშაობა, თუმცა, მისივე განმარტებით, "დავითაშვილს ახალი განცხადება რომ არ გაეკეთებინა, უფრო მეტს იტყოდა მის სასარგებლოდ".

ივანიშვილის განცხადებით, 2004 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, პრეზიდენტის უფლებების გაზრდის შესახებ, კობა დავითაშვილმა გააკრიტიკა და უარი თქვა წინა ხელისუფლებაში მუშაობაზე.

"რა თქმა უნდა, მე დავუშვი შეცდომა, როდესაც კობაზე ვთქვი, რომ მას ეშინია მთავრობაში მუშაობა და უარი თქვა წინა ხელისუფლებაშიც თავდაცვის მინისტრობაზე. მას აქვს ნამდვილი გმირული ნაბიჯები გაკეთებული. მე გავარკვიე ეს და კობა შემიძლია შევაქო. 2004 წელს, როცა პარლამენტმა მიიღო ის უსახური კანონი, პრეზიდენტს როდესაც განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა, კობა დავითაშვილმა ყველაზე მეტად ამოიღო ხმა ამის წინააღმდეგ და ამიტომაც თქვა უარი წინა ხელისუფლებაში მუშაობაზე. ამიტომ, იმ შემთხევაში, როდესაც მე ვთქვი, გადავაჭარბე. ბოდიშის მოხდაც მინდოდა, მაგრამ დღეს აღარ მოვიხდი, რამეთუ, მან კიდევ ახალი მკვეთრი განცხადება გააკეთა, ჩემი აზრით, უსაფუძვლოდ. იმ შემთხვევაში, მე არ ვიყავი მართალი, კობა გმირულად მოიქცა და არა - შეეშინდა მთავრობაში მუშაობა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის განცხადებით, კობა დავითაშვილი პრინციპული პოლიტიკოსია და ის შეძლებს მინისტრობასაც და რეგიონის ხელმძღვანელობასაც. "მე ვენდობი კობას, ის არის პრინციპული. მას მინისტრობაც შეუძლია და რეგიონის ხელმძღვანელობაც. კობამ შეიძლება სიმკვეთრეების დაბალანსებაც შეძლოს მომავალში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა