მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრემიერ-მინისტრს
რას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრემიერ-მინისტრს

"ბი­ძი­ნა პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ვფიქ­რობ, არა­სო­დეს მო­ექ­ცე­ვა გა­რე­მოც­ვის ტყვე­ო­ბა­ში. რა­საც იტყვის, იმას აკე­თებს და აუ­ცი­ლებ­ლად ამოწ­მებს, მისი სი­ტყვა რო­გორ სრულ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა კერ­ძო პი­რის, თუნ­დაც მი­ლი­ო­ნე­რის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის და უკვე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად იმა­ზე მეტი ძა­ლის­ხმე­ვა მო­უ­წევს, ვიდ­რე ბიზ­ნე­სის მარ­თვი­სას, თუნ­დაც მას მი­ლი­არ­დო­ბით მო­გე­ბა მოჰ­ქონ­დეს. იმი­სათ­ვის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვა საქ­მედ იქ­ცეს, მას გა­მუდ­მე­ბით უნდა ჰქონ­დეს ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლე­ბის­გან ვე­რა­სო­დეს მი­ი­ღებს ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამი­ტო­მაც მო­ვე­დი თქვენ­თან, რომ აქე­დან ვუ­თხრა სათ­ქმე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო-ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი," - ამ­ბობს ვაჟა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლის მსგავ­სად, წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­უმ­თავ­რე­ბია უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ბა­ტო­ნი ვაჟა "კვი­რის პა­ლიტ­რას" პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­უ­კავ­შირ­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ებ­ში მგლე­ბის სიმ­რავ­ლე სა­ში­ში გახ­და. მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბის მი­ღე­ბას სთხოვ­და. ამ­ჯე­რა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მო­სა­ფხიზ­ლებ­ლად გვეწ­ვია რე­დაქ­ცი­ა­ში, თუმ­ცა, მგლე­ბის შე­მო­სე­ვა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე - ქარ­თუ­ლი სოფ­ლის, კერ­ძოდ კი, თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ, სხვა­ნა­ი­რად ჩემს კურ­სელს ხმას ვერ ვაწ­ვდე­ნო. არა­და, სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას და­ა­პი­რებ­და, მა­ნამ­დეც უც­დია მას­თან შეხ­ვედ­რა, მგე­ლი ჩა­უყ­ვა­ნია სა­ჩუქ­რად ჭორ­ვი­ლა­ში, მაგ­რამ თურ­მე, დაც­ვამ არ შე­უშ­ვა... ახლა ბა­ტო­ნი ვაჟა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია.

- ბი­ძი­ნას მა­შინ ზებ­რე­ბი ჰყავ­და და ეტყო­ბა, დაც­ვას შე­ე­შინ­და, რომ ჩემი ნა­ჩუ­ქა­რი მგე­ლი ეგ­ზო­ტი­კურ ცხო­ვე­ლებს მუსრს გა­ავ­ლებ­და...

ბი­ძი­ნა ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე მე­სა­მე კურ­სი­დან გად­მო­ვი­და, სა­ღა­მოს დას­წრე­ბულ­ზე სწავ­ლობ­და, რად­გან დღი­სით მუ­შა­ობ­და. 1980 წელს და­ვამ­თავ­რეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მე - მშე­ნებ­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით, ბი­ძი­ნამ კი მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კა და ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ის­წავ­ლა. ერთი შე­ხედ­ვით ვერ გა­მო­არ­ჩევ­დი, მშრო­მე­ლი და თავ­მდა­ბა­ლი კაცი იყო, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბი­სას თავს გა­მახ­სოვ­რებ­და სი­დინ­ჯი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით. ახ­ლა­ხან შე­ვიკ­რი­ბეთ კურ­სე­ლე­ბი. მო­ვილ­ხი­ნეთ. თქვეს, ბი­ძი­ნა­საც გა­ვუგ­ზავ­ნეთ მო­საწ­ვე­ვიო... ალ­ბათ, ვერ მო­ი­ცა­ლა...

ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და ას­პი­რან­ტუ­რაც და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ ჩვენს დროს თუ პატ­რო­ნი არ გყავ­და, ან ბი­ძი­ნა­სა­ვით თავ­და­დე­ბუ­ლი არ იყა­ვი, წინ ვერ წახ­ვი­დო­დი. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" რომ მო­ვიდ­ნენ, რო­გორც 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, "ჩამ­რე­ცხეს" და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მიშ­ვეს. სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. არაფ­რად ჩა­აგ­დეს ჩემი პა­ტი­ოს­ნე­ბა და დამ­სა­ხუ­რე­ბა, თუნ­დაც ის, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე წლებ­ში, რო­დე­საც "მხედ­რი­ო­ნი" აოხ­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს, არა­კა­ნო­ნი­ე­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო აქტი და­ვუ­წე­რე "მხედ­რი­ო­ნელს". ასე­თი რამ არა­ვის გა­უ­ბე­დავს. ერთY-ერთი მხედ­რი­ო­ნე­ლი საწ­ვავს ყიდ­და მეტ­რო "სა­მას არაგ­ველ­თან". აქტი ოთხ ტონა-ნა­ხე­ვა­რი ბენ­ზი­ნის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე შე­ვუდ­გი­ნე და საქ­მე სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა, რის გა­მოც მხედ­რი­ო­ნე­ლებ­მა კი­ნა­ღამ ჯვარს მაც­ვეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც" "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბის" მსგავ­სნი არი­ან, ეს არის 21-ე სა­უ­კუ­ნის ბოლ­შე­ვი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა "მხედ­რი­ო­ნუ­ლი" ატ­რი­ბუ­ტი­კით, ამი­ტო­მაც არ მწამს მათ­თან კო­ა­ბი­ტა­ცი­ის.

მი­მაჩ­ნია, რომ შე­რი­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­თან, ვინც ქრის­ტეს­მი­ე­რი მო­ნა­ნი­ე­ბით აღი­ა­რებს თა­ვის ცოდ­ვებ­სა და შეც­დო­მებს, ამათ­თვის კი ღმერ­თი არ არ­სე­ბობს და და­ნა­შა­უ­ლის და ცოდ­ვის შეგ­რძნე­ბა რო­გორ­ღა შე­ა­წუ­ხებთ?

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრემიერ-მინისტრს

რას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრემიერ-მინისტრს

"ბიძინა პრინციპული ადამიანია და ვფიქრობ, არასოდეს მოექცევა გარემოცვის ტყვეობაში. რასაც იტყვის, იმას აკეთებს და აუცილებლად ამოწმებს, მისი სიტყვა როგორ სრულდება. თუმცა, სახელმწიფოს მართვა კერძო პირის, თუნდაც მილიონერის ბიზნესსაქმიანობა არ არის და უკვე პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრების გასაკონტროლებლად იმაზე მეტი ძალისხმევა მოუწევს, ვიდრე ბიზნესის მართვისას, თუნდაც მას მილიარდობით მოგება მოჰქონდეს. იმისათვის, რომ ივანიშვილის სიტყვა საქმედ იქცეს, მას გამუდმებით უნდა ჰქონდეს ხალხთან ურთიერთობა, თორემ ადგილობრივი მმართველებისგან ვერასოდეს მიიღებს ზუსტ ინფორმაციას. ამიტომაც მოვედი თქვენთან, რომ აქედან ვუთხრა სათქმელი ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი," - ამბობს ვაჟა სულხანიშვილი, რომელსაც ივანიშვილის მსგავსად, წითელ დიპლომზე დაუმთავრებია უნივერსიტეტი.

ბატონი ვაჟა "კვირის პალიტრას" პირველად რამდენიმე წლის წინ დაუკავშირდა, როდესაც საქართველოს ტყეებში მგლების სიმრავლე საშიში გახდა. მაშინ ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღებას სთხოვდა. ამჯერადაც ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად გვეწვია რედაქციაში, თუმცა, მგლების შემოსევაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხზე - ქართული სოფლის, კერძოდ კი, თიანეთის რაიონის განვითარებაზე სალაპარაკოდ, სხვანაირად ჩემს კურსელს ხმას ვერ ვაწვდენო. არადა, სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას დააპირებდა, მანამდეც უცდია მასთან შეხვედრა, მგელი ჩაუყვანია საჩუქრად ჭორვილაში, მაგრამ თურმე, დაცვამ არ შეუშვა... ახლა ბატონი ვაჟა "ქართული ოცნების" წევრია.

- ბიძინას მაშინ ზებრები ჰყავდა და ეტყობა, დაცვას შეეშინდა, რომ ჩემი ნაჩუქარი მგელი ეგზოტიკურ ცხოველებს მუსრს გაავლებდა...

ბიძინა ჩვენს ფაკულტეტზე მესამე კურსიდან გადმოვიდა, საღამოს დასწრებულზე სწავლობდა, რადგან დღისით მუშაობდა. 1980 წელს დავამთავრეთ უნივერსიტეტი, მე - მშენებლობის ეკონომიკის და ორგანიზაციის სპეციალობით, ბიძინამ კი მანქანათმშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია შეისწავლა. ერთი შეხედვით ვერ გამოარჩევდი, მშრომელი და თავმდაბალი კაცი იყო, მაგრამ ურთიერთობისას თავს გამახსოვრებდა სიდინჯითა და გონიერებით. ახლახან შევიკრიბეთ კურსელები. მოვილხინეთ. თქვეს, ბიძინასაც გავუგზავნეთ მოსაწვევიო... ალბათ, ვერ მოიცალა...

ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ვიყავი და ასპირანტურაც დავამთავრე, მაგრამ ჩვენს დროს თუ პატრონი არ გყავდა, ან ბიძინასავით თავდადებული არ იყავი, წინ ვერ წახვიდოდი. "ნაციონალები" რომ მოვიდნენ, როგორც 40 წელს გადაცილებული, "ჩამრეცხეს" და სამსახურიდან გამიშვეს. საგადასახადო ინსპექციაში ვმუშაობდი. არაფრად ჩააგდეს ჩემი პატიოსნება და დამსახურება, თუნდაც ის, რომ ყველაზე მძიმე წლებში, როდესაც "მხედრიონი" აოხრებდა საქართველოს, არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობის გამო აქტი დავუწერე "მხედრიონელს". ასეთი რამ არავის გაუბედავს. ერთY-ერთი მხედრიონელი საწვავს ყიდდა მეტრო "სამას არაგველთან". აქტი ოთხ ტონა-ნახევარი ბენზინის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე შევუდგინე და საქმე სასამართლოს გადაეცა, რის გამოც მხედრიონელებმა კინაღამ ჯვარს მაცვეს. "ნაციონალებიც" "მხედრიონელების" მსგავსნი არიან, ეს არის 21-ე საუკუნის ბოლშევიკური მიმდინარეობა "მხედრიონული" ატრიბუტიკით, ამიტომაც არ მწამს მათთან კოაბიტაციის.

მიმაჩნია, რომ შერიგება შესაძლებელია მასთან, ვინც ქრისტესმიერი მონანიებით აღიარებს თავის ცოდვებსა და შეცდომებს, ამათთვის კი ღმერთი არ არსებობს და დანაშაულის და ცოდვის შეგრძნება როგორღა შეაწუხებთ?

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"