ჭაღი-ბაბუაწვერა

ჭაღი-ბაბუაწვერა

ჰოლანდიურმა სტუდია Studio Drift-მ ბუნება და ტექნოლოგიები უნიკალური მეთოდით გააერთიანა. Fragile Future (მყიფე მომავალი) - ასე ეწოდება უნიკალური ჭაღების სერიას, რომლებიც ბრინჯაოს, შუქდიოდური ნათურებისა და ნამდილი ბაბუაწვერასგან არის შექმნილი.

ბაბუაწვერას მჩატე მფრინავი ნაწილები დამაგრებულია ბრინჯაოს ბაზაზე არსებულ შუქმფენ ელემენტებზე, რომელიც ჩაკეტილ ელექტრონულ ჯაჭვს მოგაგონებთ.

"ბაბუაწვერა ცნობილია ყველა ქვეყანაში და ყველა კულტურაში, მაგრამ მას არავინ აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. იზრდება თავისთვის და მორჩა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა რაიმე ისეთი, რაც ამ მცენარის უნიკალურობას გაუსვამდა ხაზს. ჩემს მიერ შექმნილი ჭაღი საშუალებას იძლევა, რომ ბაბუაწვერას ახალი კუთხით შევხედოთ", - განაცხადა დიზაინერმა ლონეკე გორდიინმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს