პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პროკურორები ყველა ხელისუფლებას მოერგებიან"
"ეს პროკურორები ყველა ხელისუფლებას მოერგებიან"

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "ძა­ლი­ან კარგ მი­ნისტრს" უწო­დებ­და, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­ი­ჩე­რა. კირ­ვა­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი მას­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ უწყე­ბა­ში 2,5 მლნ ლა­რი­ა­ნი და­ნაკ­ლი­სი და რამ­დე­ნი­მე პი­რის და­კა­ვე­ბა აღ­მოჩ­ნდა. არა­და, და­ვით კირ­ვა­ლი­ძე მთავ­რო­ბა­ში მე­ო­რედ დიდი მიზ­ნე­ბით დაბ­რუნ­და.

6 თვის წინ მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას კირ­ვა­ლი­ძის "სო­ლი­დუ­რი ხელ­ფა­სი" შე­ე­წი­რა. მი­ნის­ტრო­ბამ­დე ის ამე­რი­კულ კერ­ძო კომ­პა­ნია CNFA-ში (სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს) პრე­ზი­დენ­ტის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო. "ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­ფას­თან ამ ხელ­ფასს არ შე­ვა­და­რებ. ჩემი არ­ჩე­ვა­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უ­ბარ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ამ ადა­მი­ან­მა ხომ გა­ცი­ლე­ბით მეტი რამ დადო სას­წორ­ზე, ვიდ­რე მე. მას­თან ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი სა­უბ­რის მერე მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ცოტა ხნის წინ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას, მაგ­რამ...

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­მა 30-იანი წლე­ბის სა­სა­მარ­თლო მო­მა­გო­ნა, სა­დაც პრო­ფე­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­ხი­ლავ­დნენ საქ­მე­ებს", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბულ­თა ინ­ტე­რე­სებს იცავს.

- და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა 20 ივ­ნი­სამ­დე გა­ნუ­სა­ზღვრა. 5 პირს ბრალ­დე­ბა 182-ე მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს გაფ­ლან­გვას. ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, თეო ურუ­შა­ძეს, რო­მე­ლიც გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ბრალ­დე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს 373-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ექ­სპერ­ტზე მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნას. ვაჟა ნა­ხუც­რიშ­ვილს კი ბრალ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს.

- ით­ქვა, რომ ერთ-ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა­ში თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, სოსო ალა­ვი­ძის გვარ­მაც გა­იჟ­ღე­რა.

- ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვი­კი­თხე, ვი­თომ სოსო ალა­ვი­ძე და­ეხ­მა­რა ვაჟა ნა­ხუც­რიშ­ვილს ექ­სპერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში, მაგ­რამ ეს ინ­ფორ­მა­ცია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ ფი­გუ­რი­რებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ეს პროკურორები ყველა ხელისუფლებას მოერგებიან"

"ეს პროკურორები ყველა ხელისუფლებას მოერგებიან"

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი "ძალიან კარგ მინისტრს" უწოდებდა, უფლებამოსილება შეიჩერა. კირვალიძის გადაწყვეტილების მიზეზი მასზე დაქვემდებარებულ უწყებაში 2,5 მლნ ლარიანი დანაკლისი და რამდენიმე პირის დაკავება აღმოჩნდა. არადა, დავით კირვალიძე მთავრობაში მეორედ დიდი მიზნებით დაბრუნდა.

6 თვის წინ მინისტრად დანიშვნას კირვალიძის "სოლიდური ხელფასი" შეეწირა. მინისტრობამდე ის ამერიკულ კერძო კომპანია CNFA-ში (სოფლის მეურნეობის პროექტებს ახორციელებს) პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი იყო. "ამერიკული კომპანიის ხელფასთან ამ ხელფასს არ შევადარებ. ჩემი არჩევანი პრემიერ-მინისტრთან საუბარმა განაპირობა. ამ ადამიანმა ხომ გაცილებით მეტი რამ დადო სასწორზე, ვიდრე მე. მასთან ნახევარსაათიანი საუბრის მერე მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ცოტა ხნის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, მაგრამ...

"სასამართლო პროცესმა 30-იანი წლების სასამართლო მომაგონა, სადაც პროფესიების მიხედვით განიხილავდნენ საქმეებს", - აცხადებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, რომელიც დაკავებულთა ინტერესებს იცავს.

- დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა 20 ივნისამდე განუსაზღვრა. 5 პირს ბრალდება 182-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს გაფლანგვას. ერთ-ერთ ბრალდებულს, თეო ურუშაძეს, რომელიც გირაოთი გათავისუფლდა, ბრალდება წაყენებული აქვს 373-ე მუხლით, რაც გულისხმობს ექსპერტზე მოქმედების მოხდენას. ვაჟა ნახუცრიშვილს კი ბრალდება მტკიცებულების ფალსიფიცირებისთვის წაუყენეს.

- ითქვა, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, სოსო ალავიძის გვარმაც გაიჟღერა.

- ინტერნეტში წავიკითხე, ვითომ სოსო ალავიძე დაეხმარა ვაჟა ნახუცრიშვილს ექსპერტებთან დაკავშირებაში, მაგრამ ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ