სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრისტი ყიფშიძე - "მოდას აყოლილი ვერ ვარ"
კრისტი ყიფშიძე - "მოდას აყოლილი ვერ ვარ"

მო­დე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძე ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" მკი­თხველს სა­კუ­თა­რი სტი­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს უმ­ხელს.

- რო­გორ სტილს ირ­ჩევთ საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე ან სა­ღა­მოს, მე­გობ­რებ­თან შეკ­რე­ბა­ზე?

- საქ­მი­ან შიხ­ვედ­რა­ზე კლა­სი­კურ სტილს ვირ­ჩევ, შეხ­ვედ­რას გა­აჩ­ნია... შე­იძ­ლე­ბა, ჯინ­სის შარ­ვალ­ზე კლა­სი­კუ­რი პი­ჯა­კი მო­ვირ­გო. მაგ­რამ არის ისე­თი შეხ­ვედ­რა, ჯინ­სით ვერ მი­ვალ. შეხ­ვედ­რის შე­სა­ბა­მი­სად ვიც­ვამ. მე­გობ­რე­ბის წრე­ში თა­ვი­სუ­ფალ სტილს ვირ­ჩევ. მაქვს ჩემი სტი­ლი. არ მომ­წონს, როცა სხვის მსგავ­სად მაც­ვია ან ჩემ­სა­ვით სხვა იც­ვამს. ამი­ტომ, ხში­რად ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს მივ­მარ­თავ და თა­ვად ვი­გო­ნებ მო­დე­ლებს. მალე, "და­ლო­ოდ­თან" ერ­თად გა­მო­ვუშ­ვებ სა­კუ­თარ ხაზს - Kristi for Dalood. ამ­ჯე­რად ამ ხა­ზის ზედა მაც­ვია. საც­დე­ლი მო­დე­ლი იყო.

- ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი შე­ნა­ძე­ნი?

- 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა ერთ ჩვე­ნე­ბა­ზე ხელ­ფა­სი გა­და­მი­ხა­დეს. მთე­ლი ხელ­ფა­სით ერთი სა­რა­ფა­ნი და მა­ი­სუ­რი შე­ვი­ძი­ნე. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "კა­ლი­ფორ­ნია ექ­სპრე­სი", სა­დაც ეს თან­ხა დავ­ხარ­ჯე. მას შემ­დეგ ეს ტრა­დი­ცი­ად მექ­ცა, ყო­ველ ხელ­ფას­ზე ერთ ნივთს მა­ინც ვყი­დუ­ლობ.

- ბოლო შე­ნა­ძე­ნი?

- მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­ფუჭ­და და ვი­ყი­დე, ისევ ის მო­დე­ლი.

- სა­მოსს ინა­ხავთ, თუმ­ცა აღარ ატა­რებთ...

- სა­მოსს გა­აჩ­ნია. არის ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე მბეზ­რდე­ბა. თუ ეს ნივ­თე­ბი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს მოს­წონთ, მათ ვჩუქ­ნი. მაქვს რამ­დე­ნი­მე ნივ­თი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვერ შე­ვე­ლე­ვი.

- სტი­ლი, რო­მე­ლიც გიყ­ვარს?

- კარ­გად და კომ­ფორ­ტუ­ლად სახ­ლში, ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ვგრძნობ თავს. მი­სა­ღე­ბი რომ იყოს, ქუ­ჩა­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ასე ვივ­ლი­დი. ერთი სტი­ლი არ მაქვს. მომ­წონს და ვირ­გებ სხვა­დას­ხვა სტი­ლის სა­მოსს. მო­დე­ლი ვარ და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა სტი­ლი მო­ვიხ­დი­ნო. ჩემი საყ­ვა­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რია ბე­ჭე­დი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მი­კე­თია. ვა­ტა­რებ ბევრ სა­ყუ­რეს.

- ათი წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი სტი­ლი...

- მო­და­შია ის, რაც გიხ­დე­ბა. ეს არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა და სხვა­საც ამას ვურ­ჩევ. მო­დას აყო­ლი­ლი ვერ ვარ. მა­გა­ლი­თად, შლაქ­სი რომ შე­მო­ვი­დეს მო­და­ში, ვერ ვა­ტა­რებ. არ მომ­წონს ფეხ­საც­მე­ლი პლათ­ფორ­მა­ზე. კლა­სი­კუ­რი სტი­ლის ფეხ­საც­მე­ლი მომ­წონს, ზა­ფხულ­ში - "შლო­პან­ცი".

- ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ქა­ლა­ქი?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს თბი­ლი­სი და სხვა­გან ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი, თუმ­ცა მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­ტა­ცებს. ყვე­ლა­ზე კარ­გად, სა­დაც თავი ვიგ­რძე­ნი, გახ­ლდათ ინ­დო­ე­თი. იყო სი­ცხე, ჩაც­მუ­ლი ვი­ყა­ვი საყ­ვა­რე­ლი სტი­ლით - სა­რა­ფა­ნი და "შლო­პან­ცი".

- თქვე­ნი ნება რომ ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ ეპო­ქა­ში იცხოვ­რებ­დით?

- მე-20 სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის პე­რი­ო­დი და იმ პე­რი­ო­დის სა­მო­სი. ხში­რად მო­მი­წია ფო­ტო­სე­სი­ამ, სა­დაც ჩემი ხა­სი­ა­თი ამ ეპო­ქის ქალ­ბა­ტო­ნებს გა­მო­ხა­ტავ­და. ასე­თი ფო­ტო­სე­სი­ე­ბი ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით მახ­სენ­დე­ბა.

ქეთი დარ­ჩია

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კრისტი ყიფშიძე - "მოდას აყოლილი ვერ ვარ"

კრისტი ყიფშიძე - "მოდას აყოლილი ვერ ვარ"

მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალ "ბომონდის" მკითხველს საკუთარი სტილის საიდუმლოებებს უმხელს.

- როგორ სტილს ირჩევთ საქმიან შეხვედრაზე ან საღამოს, მეგობრებთან შეკრებაზე?

- საქმიან შიხვედრაზე კლასიკურ სტილს ვირჩევ, შეხვედრას გააჩნია... შეიძლება, ჯინსის შარვალზე კლასიკური პიჯაკი მოვირგო. მაგრამ არის ისეთი შეხვედრა, ჯინსით ვერ მივალ. შეხვედრის შესაბამისად ვიცვამ. მეგობრების წრეში თავისუფალ სტილს ვირჩევ. მაქვს ჩემი სტილი. არ მომწონს, როცა სხვის მსგავსად მაცვია ან ჩემსავით სხვა იცვამს. ამიტომ, ხშირად ქართველ დიზაინერებს მივმართავ და თავად ვიგონებ მოდელებს. მალე, "დალოოდთან" ერთად გამოვუშვებ საკუთარ ხაზს - Kristi for Dalood. ამჯერად ამ ხაზის ზედა მაცვია. საცდელი მოდელი იყო.

- ყველაზე ძვირად ღირებული პირველი შენაძენი?

- 17 წლის ვიყავი, როცა ერთ ჩვენებაზე ხელფასი გადამიხადეს. მთელი ხელფასით ერთი სარაფანი და მაისური შევიძინე. იყო ასეთი მაღაზია "კალიფორნია ექსპრესი", სადაც ეს თანხა დავხარჯე. მას შემდეგ ეს ტრადიციად მექცა, ყოველ ხელფასზე ერთ ნივთს მაინც ვყიდულობ.

- ბოლო შენაძენი?

- მობილური ტელეფონი გამიფუჭდა და ვიყიდე, ისევ ის მოდელი.

- სამოსს ინახავთ, თუმცა აღარ ატარებთ...

- სამოსს გააჩნია. არის ნივთები, რომელიც ძალიან მალე მბეზრდება. თუ ეს ნივთები ჩემი ოჯახის წევრებს მოსწონთ, მათ ვჩუქნი. მაქვს რამდენიმე ნივთი, რომელიც ძალიან მიყვარს და ვერ შეველევი.

- სტილი, რომელიც გიყვარს?

- კარგად და კომფორტულად სახლში, ხალათში გამოწყობილი ვგრძნობ თავს. მისაღები რომ იყოს, ქუჩაშიც სიამოვნებით ასე ვივლიდი. ერთი სტილი არ მაქვს. მომწონს და ვირგებ სხვადასხვა სტილის სამოსს. მოდელი ვარ და ვალდებული ვარ ყველა სტილი მოვიხდინო. ჩემი საყვარელი აქსესუარია ბეჭედი, რომელიც ყოველთვის მიკეთია. ვატარებ ბევრ საყურეს.

- ათი წლის შემდეგ ყველაზე მოდური სტილი...

- მოდაშია ის, რაც გიხდება. ეს არასდროს მავიწყდება და სხვასაც ამას ვურჩევ. მოდას აყოლილი ვერ ვარ. მაგალითად, შლაქსი რომ შემოვიდეს მოდაში, ვერ ვატარებ. არ მომწონს ფეხსაცმელი პლათფორმაზე. კლასიკური სტილის ფეხსაცმელი მომწონს, ზაფხულში - "შლოპანცი".

- ყველაზე სასურველი ქალაქი?

- ძალიან მიყვარს თბილისი და სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი, თუმცა მოგზაურობა მიტაცებს. ყველაზე კარგად, სადაც თავი ვიგრძენი, გახლდათ ინდოეთი. იყო სიცხე, ჩაცმული ვიყავი საყვარელი სტილით - სარაფანი და "შლოპანცი".

- თქვენი ნება რომ ყოფილიყო, რომელ ეპოქაში იცხოვრებდით?

- მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. ძალიან მიყვარს ის პერიოდი და იმ პერიოდის სამოსი. ხშირად მომიწია ფოტოსესიამ, სადაც ჩემი ხასიათი ამ ეპოქის ქალბატონებს გამოხატავდა. ასეთი ფოტოსესიები ყოველთვის სიამოვნებით მახსენდება.

ქეთი დარჩია

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება