პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუკუნის რომანი" - ქალი, რომლის გამო ედუარდ მერვემ ტახტი დათმო
"საუკუნის რომანი" - ქალი, რომლის გამო ედუარდ მერვემ ტახტი დათმო

მათ სიყ­ვა­რულს "სა­უ­კუ­ნის რო­მა­ნი" და­ერ­ქვა. მარ­თლაც და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ქა­ლის­თვის მე­ფემ მსხვერ­პლი გა­ი­ღოს, გვირ­გვი­ნი დათ­მოს და სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დოს! არა­და, სწო­რედ ასე მოხ­და. მაშ, ასე! - უინ­ძო­რე­ბის დი­ნას­ტი­ის მე­ფე­ყო­ფი­ლი ედუ­არდ მერ­ვე და მისი მე­უღ­ლე უო­ლის სიმფსო­ნი არა­ამ­ქვე­ნი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ით...

უინ­ძო­რე­ბის სა­მე­ფო კა­რის­თვის, წარ­მო­მავ­ლო­ბი­თა და ცხოვ­რე­ბის წე­სით, იმ­თა­ვით­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა მო­მა­ვა­ლი ჰერ­ცო­გი­ნია უო­ლის სიმფსო­ნი. ედუ­არდს მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. ვინ იყო უო­ლი­სი და რა­ტომ მი­იჩ­ნევ­დნენ მას შე­უ­ფე­რე­ბელ სარ­ძლოდ უინ­ძო­რე­ბი?

უო­ლის სიმფსო­ნის და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი არა­ვინ იცის. იგი და­ი­ბა­და 19 ივ­ნისს ან 1895, ან 1896 წელს. გო­გო­ნა მა­ნამ მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, სა­ნამ მისი დედ-მამა და­ქორ­წინ­დე­ბო­და.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მამა მა­შინ­ვე გა­იქ­ცა, რო­გორც კი ელის უორ­ფილ­დის და­ორ­სუ­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­ი­გო. დარ­ჩა ელი­სი მარ­ტო, უკა­ნო­ნოდ გა­ჩე­ნილ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. თუმ­ცა, ქალს მა­ლე­ვე გა­უ­მარ­თლა. იგი გა­თხოვ­და. ქორ­წი­ნე­ბა იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მა­მი­ნაც­ვა­ლი არა­ფერს იშუ­რებ­და იმის­თვის, რომ საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე და პა­ტა­რა უო­ლი­სი ბედ­ნი­ე­რი ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

უო­ლი­სი 18 წლი­სა გა­თხოვ­და. ფლო­რი­და­ში, ბი­ძაშ­ვი­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­სულ­მა მფრი­ნა­ვი ვინ სპენ­სე­რი გა­იც­ნო და ორ თვე­ში ცო­ლად გაჰ­ყვა. თუმ­ცა, მათ ვერ შეძ­ლეს ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და 6-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ და­შორ­დნენ. უო­ლი­სი ვა­შინგტონ­ში გა­ემ­გზავ­რა, ერთ-ერთ გა­ზეთ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და შე­სა­ფე­რი­სი საქმროს კან­დი­და­ტუ­რის ძებ­ნას შე­უდ­გა.

სიმფსო­ნი დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბის გო­გო­ნა იყო, ჭკვი­ა­ნი, კარ­გად აღ­ზრდი­ლი, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი მა­ნე­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­მაბრმა­ვე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ში­ნა­გა­ნი ხიბ­ლით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ თვი­სე­ბის გამო, მდი­და­რი უცო­ლო მა­მა­კა­ცე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მე­გობ­რობ­დნენ მას­თან და მომ­ხიბ­ვლე­ლი უო­ლი­სი, მე­გო­ბა­რი ქა­ლის სტა­ტუ­სით, ელი­ტურ სა­ღა­მო­ებ­ზე დაჰ­ყავ­დათ.

სწო­რედ ერთ-ერთ ასე სა­ღა­მო­ზე, უკვე 26 წლის უო­ლის­მა 35 წლის არ­გენ­ტი­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, მდი­და­რი და ერ­თობ სიმ­პა­თი­უ­რი დონ ფე­ლიპ ეს­პი­ლი გა­იც­ნო. თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა ჰქონ­და მიზ­ნად და­სა­ხუ­ლი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისე შე­უყ­ვარ­და, რომ თავ­გზა­აბ­ნე­უ­ლი საყ­ვარ­ლო­ბა­ზეც კი დას­თან­ხმდა. იმე­დოვ­ნებ­და, რომ ფე­ლიპს თავს აუ­ცი­ლებ­ლად შე­აყ­ვა­რებ­და და ეს უკა­ნას­კნე­ლი ცო­ლა­დაც ითხოვ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი იმე­დი არ გა­მარ­თლდა. მდი­და­რი არ­გენ­ტი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა მზით­ვი­ან სა­ცო­ლე­ზე ოც­ნე­ბობ­და და არა ღა­რიბ, ქმარ­გა­შო­რე­ბულ ქალ­ზე. მათი რო­მა­ნი მხო­ლოდ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და, სა­ნამ ფე­ლი­პემ სა­სურ­ვე­ლი სა­ცო­ლე არ იპო­ვა. შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი უო­ლი­სი დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, რად­გან ელი­ტურ წრე­ებ­ში ეს ამ­ბა­ვი ხან­გრძლი­ვი ჭო­რა­ო­ბის საგ­ნად იქცა.

უო­ლი­სი შე­ე­ცა­და, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ამე­რი­კა და სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, ემუ­შა­ვა ჩი­ნეთ­ში, ამე­რი­კის სა­კონ­სუ­ლო­ში. სწო­რედ აქ გა­იც­ნო ერ­ნესტ სიმფსო­ნი, ინ­გლი­სე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, წარ­მო­სა­დე­გი და გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი. მათ მო­ე­წო­ნათ ერ­თმა­ნე­თი და 1928 წელს და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც. წყვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც უო­ლის­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ელი­ტუ­რი სა­ლო­ნი შექ­მნა, რო­მელ­შიც მა­ღა­ლი ფე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა და იმ­დრო­ინ­დე­ლი ბო­ჰე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­რიდ­ნენ თავს.

უო­ლი­სის სა­ლონ­მა სწრა­ფად მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და თა­ვა­დაც საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­და. ამი­ტო­მაც, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, 1934 წელს, მან უელ­სის პრინ­ციც გა­იც­ნო. მო­მა­ვა­ლი მეფე ედუ­არდ მე-VIII-ის მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ პრინ­ცი გე­ორ­გი და პრინ­ცე­სა მა­რია ტოს­კა­ნე­ლი, ხოლო მისი დიდი ბე­ბია გახ­ლდათ ინ­გლი­სის დიდი დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რია...

ბი­ჭუ­ნა 1894 წლის 23 ივ­ნისს და­ი­ბა­და. მას ში­ნა­უ­რე­ბი დე­ვიდს ეძახ­დნენ.

რო­დე­საც დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რია მი­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც 50 წელი მარ­თავ­და ინ­გლისს, ტახ­ტზე მისი ძე, ედუ­არდ მე-VII ავი­და. იგი 1910 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და ამ­ჯე­რად გვირ­გვი­ნო­სა­ნი მისი მემ­კვიდ­რე, დე­ვი­დის მამა გე­ორგ მე-V გახ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წე­სით და რი­გით, უელ­სის პრინ­ცი დე­ვი­დი, იგი­ვე ედუ­არ­დი გახ­და. ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბაც სწო­რედ მას­ზე გა­და­დი­ო­და.

ედუ­არ­დი მორ­ცხვი, ჩუმი, ამას­თან, მში­შა­რა უფ­ლის­წუ­ლი იზ­რდე­ბო­და. ჭა­ბუ­კიც კი თა­ვის თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი დარ­ჩა და ვე­რა­ვის­თან მე­გობ­რობ­და - არა­ვის ენ­დო­ბო­და და ამის გამო გა­ურ­ბო­და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რომ ქალს პირ­ვე­ლად 24 წლი­სა და­უ­ახ­ლოვ­და და პირ­ვე­ლა­დაც მა­შინ შე­უყ­ვარ­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ ფრი­და დად­ლი უორ­დი, რო­მე­ლიც 16 წლით იყო უფ­რო­სი დე­ვიდ­ზე, ამას­თან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის - პირ­და­პი­რი, პრინ­ცი­პუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი. იგი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი გახ­ლდათ ლორდთა პა­ლა­ტის ერთ-ერთ წევ­რზე, რო­მე­ლიც გა­გე­ბით ეკი­დე­ბო­და მე­უღ­ლი­სა და ტახ­ტის მემ­კვიდ­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს.

ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ 10 წელი გას­ტა­ნა და წყვი­ლი მხო­ლოდ მა­შინ და­შორ­და, როცა ედუ­არ­დმა ფრი­დას ცო­ლად შერ­თვა გა­ნიზ­რა­ხა. მის­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­მე­ფო კარი შოკ­ში ჩა­აგ­დო. არა­ვის სურ­და, მო­მა­ვალ დე­დოფ­ლად ეხი­ლა ქმარს გა­ცი­ლე­ბუ­ლი და ედუ­არ­დზე ბევ­რად უფ­რო­სი ქალი, რო­მე­ლიც ალ­ბათ ბავ­შვსაც ვერ გა­ა­ჩენ­და.

ეს არ სურ­და ფრი­დას ქმარ­საც, რო­მე­ლიც საქ­მის ასეთ შე­მობ­რუ­ნე­ბას არ ელო­და.

არც ფრი­დას სურ­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრში ხვდე­ბო­და. გა­მო­სა­ვა­ლი ისევ და ისევ დად­ლი უორდმა გა­მო­ნა­ხა. მან გა­წყვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბა ედუ­არ­დთან და მე­უღ­ლის მა­მულ­ში გა­და­სახ­ლდა.

ამ ამ­ბავ­მა პრინცს თავ­ზა­რი დას­ცა. იგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი იყო...

მშობ­ლებ­მა სას­წრა­ფოდ და­ი­წყეს მო­მა­ვა­ლი მე­ფის­თვის შე­სა­ფე­რი­სი სა­პა­ტარ­ძლოს ძებ­ნა, მაგ­რამ პრინცს დი­ნას­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის გა­გო­ნე­ბაც არ სურ­და. ის დიდ სიყ­ვა­რულ­ზე ოც­ნე­ბობ­და. მალე იპო­ვა კი­დეც - ორ­ჯერ გა­ნა­თხო­ვა­რი ამე­რი­კე­ლი უო­ლის სიმფსო­ნი.

იმ დროს ედუ­არდს ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და - ლორდ ფერ­ნე­სის მე­უღ­ლე ტელ­მა ფერ­ნე­სი, არც ისე ჭკვი­ა­ნი, მაგ­რამ მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქალი. ედუ­არდს მოს­წონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა სიყ­ვა­რუ­ლით არას­დროს ჰყვა­რე­ბია. მას სხვა­ნა­ი­რი ბუ­ნე­ბის ქა­ლე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნებ­და, ისე­თი, რო­გო­რიც - ფრი­და უორ­დი იყო, ან უო­ლის სიმფსო­ნი...

უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ედუ­არდს უო­ლი­სი სწო­რედ ტელ­მამ გა­აც­ნო, მის­მა "მოქ­მედ­მა" საყ­ვა­რელ­მა. პრინცს ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და სიმფსო­ნი. არც უო­ლისს და­უ­ხე­ვია უკან. ქალს იდეა - ტახ­ტის მემ­კვიდ­რის საყ­ვარ­ლო­ბა - ფრი­ად ხიბ­ლავ­და.

უო­ლი­სის მე­უღ­ლე, მის­ტერ სიმფსო­ნიც ისე­თი­ვე მოთ­მი­ნე­ბით შეხ­ვდა ამ ამ­ბავს, რო­გო­რი­თაც თა­ვის დრო­ზე ლორ­დი დად­ლი უორ­დი. რო­გორც ჩანს, ქმარს დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ პრინცს მისი ცოლი მა­ლე­ვე მოს­წყინ­დე­ბო­და. არც თა­ვად უო­ლი­სი აპი­რებ­და ედუ­არ­დთან ხან­გრძლი­ვი რო­მა­ნის გაბ­მას.

სა­მა­გი­ე­როდ, ედუ­არ­დის­თვის იყო ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი. 40 წლის მო­მა­ვალ­მა მე­ფემ ნამ­დვი­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნი­ცა­და. უო­ლი­სი მას­ზე მხო­ლოდ ერთი თუ ორი წლით იყო უმ­ცრო­სი.

ედუ­არდ მე-VIII 42 წლის იყო, ტახ­ტზე რომ ავი­და. იგი ჯერ კი­დევ უცო­ლო გახ­ლდათ. რო­დე­საც მი­ნის­ტრებ­მა ლა­პა­რა­კი მის და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ჩა­მო­აგ­დეს, ედუ­არ­დმა გა­მო­ა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ უო­ლის სიმფსონს შე­ირ­თავ­და ცო­ლად.

ამ ამ­ბავ­მა მო­რი­გი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. მეფე მზად იყო, ქა­ლის გამო გვირ­გვინ­ზეც კი ეთ­ქვა უარი, რი­თაც სა­მე­ფო კა­რის რის­ხვა და­ი­სა­ხუ­რა.

უინ­ძო­რე­ბის­თვის უო­ლი­სი დე­დოფ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა - მათი აზ­რით, ის ვულ­გა­რუ­ლი ქალი იყო და არის­ტოკ­რატ­თათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი მა­ნე­რე­ბით და ქცე­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

კა­რის დი­დე­ბუ­ლე­ბი ღვარ­ძლი­ა­ნი იუ­მო­რით ალა­პა­რაკ­დნენ მე­ფის სა­ცო­ლე­ზე. "იგი ედუ­არდს იმ სექ­სუ­ა­ლუ­რი აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბით აგი­ჟებს, რო­მე­ლიც ჩი­ნურ სა­როს­კი­პო­ში შე­ის­წავ­ლა, თა­ნაც კარ­გა ხა­ნია, ღა­ლა­ტობს მას მე­ო­რა­დი მან­ქა­ნე­ბის გა­დამ­ყიდ­ველ­თან", - ახალ-ახალ ჭორს თხზავ­დნენ მას­ზე სა­სახ­ლის კარ­ზე.

ჭეშ­მა­რი­ტე­ბა კი ერთი იყო - მე­ფის საგ­ვა­რე­უ­ლო ოჯახს დე­დოფ­ლად ორ­ჯერ გა­ნა­თხო­ვა­რი, თა­ნაც ამე­რი­კე­ლი, არ სურ­და, ისი­ნი "ნამ­დვილ" დე­დო­ფალს ეძებ­დნენ.

ერთხანს მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბიც კი იმარ­თე­ბო­და უო­ლი­სის წი­ნა­აღ­მდეგ. ედუ­არ­დი ძრწო­და ში­შის­გან, სიმფსო­ნი კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ინარ­ჩუ­ნებ­და სიმ­შვი­დეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღე უამ­რავ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ წე­რილს თუ მუ­ქა­რას იღებ­და უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან.

ბო­ლოს ედუ­არ­დმა, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, სა­ოც­რად თა­მა­მი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა - მან მის­ტერ სიმფსონს ცო­ლის ხელი სთხო­ვა... ეს უკა­ნას­კნე­ლი ად­ვი­ლად და­თან­ხმდა მე­ტო­ქეს, ოღონდ კი აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი ჩა­წყნა­რე­ბუ­ლი­ყო...

1936 წლის 10 დე­კემ­ბერს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­ფემ, ედუ­არდ მე-VIII-მ მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, გვირ­გვინ­ზე უარი თქვა და ტახ­ტი ძმას, გე­ორგ მე-VI-ს გა­და­უ­ლო­ცა, მას კი უინ­ძო­რის ჰერ­ცო­გის ტი­ტუ­ლი მი­ე­ნი­ჭა.

ედუ­არ­დმა იმე­ფა 325 დღე, 13 სა­ა­თი და 57 წუთი...

ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ მან ინ­გლი­სი და­ტო­ვა. წყვილ­მა ჯვა­რი საფ­რან­გეთ­ში და­ი­წე­რა. წე­სით, უო­ლის სიმფსო­ნი ჰერ­ცო­გი­ნია უნდა გამ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა შე­სა­ბა­მი­სი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი პრინ­ცი­პუ­ლად არ მი­ა­ნი­ჭეს.

მო­სიყ­ვა­რუ­ლე ცოლ-ქმა­რი ბუ­ლო­ნის ტყეს­თან მდე­ბა­რე პა­ტა­რა ბი­ნა­ში და­სახ­ლდა და მშვი­დად გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა. ისი­ნი ბედ­ნი­ე­რი იყ­ვნენ.

1970 წელს ედუ­არდს ყე­ლის სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად მკურ­ნა­ლო­ბი­სა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ჰერ­ცო­გი ედუ­არ­დი 1972 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­ბო­ბენ, უო­ლი­სი ყო­ველ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ, მე­უღ­ლის ბა­ლიშს კოც­ნი­და და შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბო­და გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს: "ღამე მშვი­დო­ბი­სა, საყ­ვა­რე­ლო დე­ვიდ"...

ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი თვის თავ­ზე უო­ლის­მა ინ­ფარ­ქტი მი­ი­ღო და სხე­უ­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რე წა­ერ­თვა... 14 წელი იცო­ცხლა არ­შემ­დგარ­მა დე­დო­ფალ­მა. იგი გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და და 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ედუ­არ­დზე წიგნს წერ­და...

გარ­და­იც­ვა­ლა 1986 წლის 26 აპ­რილს... ედუ­არ­დის ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია მე­უღ­ლის გვერ­დით, სა­მე­ფო გან­სას­ვე­ნე­ბელ­ში...

უო­ლი­სი სა­ოც­რად ელე­გან­ტუ­რად იც­ვამ­და. მის გარ­დე­რობ­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სი სამ­კა­უ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­თაც იყო ცნო­ბი­ლი. ედუ­არ­დი თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და ცო­ლის წი­ნა­შე, რომ ვერ შეძ­ლო მის­თვის ჰერ­ცო­გი­ნი­ას წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა. ამი­ტომ მთე­ლი 35 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ ორ კვი­რა­ში ერთხელ საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი Cartier-ის და Van Cleef & Arpels-ის სამ­კა­უ­ლე­ბით ასა­ჩუქ­რებ­და. სხვა­დას­ხვა ფე­რის ჯვრე­ბის­გან ას­ხმუ­ლი ბრი­ლი­ან­ტის ყელ­სა­ბა­მი, ფლა­მინ­გოს ფორ­მის ბრო­ში, ძვირ­ფა­სი ქვე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი ელ­ვა­შე­საკ­რა­ვის ფორ­მის ყელ­სა­ბა­მი იუ­ვე­ლირ ოს­ტატ­თა ნამ­დვი­ლი შე­დევ­რე­ბია.

გარ­და სამ­კა­უ­ლე­ბი­სა, უო­ლი­სი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებ­და მკაც­რი სტი­ლის კა­ბებს, ბაფ­თი­ან ბლუ­ზებს, ფან­ქარ-ქვე­და­ბო­ლო­ებს, სა­შუ­ა­ლო­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებს, მრგვალ­მი­ნე­ბი­ან სათ­ვა­ლე­ებ­სა და შლა­პებს, რო­მე­ლიც მის ელე­გან­ტუ­რო­ბას აგ­ვირ­გვი­ნებ­და.

სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბი მარ­ტო­ო­ბა­ში გა­ა­ტა­რა, გა­რი­ყუ­ლად, ყვე­ლას­გან მო­შო­რე­ბით. "ინ­გლის­მა არ მა­პა­ტია, - ამ­ბობ­და იგი, - და არც მე ვა­პა­ტიე მას"...

სვე­ტა კვა­რა­ცხე­ლია

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"საუკუნის რომანი" - ქალი, რომლის გამო ედუარდ მერვემ ტახტი დათმო

"საუკუნის რომანი" - ქალი, რომლის გამო ედუარდ მერვემ ტახტი დათმო

მათ სიყვარულს "საუკუნის რომანი" დაერქვა. მართლაც დაუჯერებელია, ქალისთვის მეფემ მსხვერპლი გაიღოს, გვირგვინი დათმოს და სახელმწიფოს მართვაზე უარი განაცხადოს! არადა, სწორედ ასე მოხდა. მაშ, ასე! - უინძორების დინასტიის მეფეყოფილი ედუარდ მერვე და მისი მეუღლე უოლის სიმფსონი არაამქვენიური სიყვარულის ისტორიით...

უინძორების სამეფო კარისთვის, წარმომავლობითა და ცხოვრების წესით, იმთავითვე მიუღებელი აღმოჩნდა მომავალი ჰერცოგინია უოლის სიმფსონი. ედუარდს მასზე დაქორწინების უფლება არ მისცეს. ვინ იყო უოლისი და რატომ მიიჩნევდნენ მას შეუფერებელ სარძლოდ უინძორები?

უოლის სიმფსონის დაბადების ზუსტი თარიღი არავინ იცის. იგი დაიბადა 19 ივნისს ან 1895, ან 1896 წელს. გოგონა მანამ მოევლინა ქვეყანას, სანამ მისი დედ-მამა დაქორწინდებოდა.

არაოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ მამა მაშინვე გაიქცა, როგორც კი ელის უორფილდის დაორსულების ამბავი გაიგო. დარჩა ელისი მარტო, უკანონოდ გაჩენილ ქალიშვილთან ერთად. თუმცა, ქალს მალევე გაუმართლა. იგი გათხოვდა. ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა. მამინაცვალი არაფერს იშურებდა იმისთვის, რომ საყვარელი მეუღლე და პატარა უოლისი ბედნიერი ყოფილიყვნენ.

უოლისი 18 წლისა გათხოვდა. ფლორიდაში, ბიძაშვილის სანახავად ჩასულმა მფრინავი ვინ სპენსერი გაიცნო და ორ თვეში ცოლად გაჰყვა. თუმცა, მათ ვერ შეძლეს ოჯახის შენარჩუნება და 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. უოლისი ვაშინგტონში გაემგზავრა, ერთ-ერთ გაზეთში დაიწყო მუშაობა და შესაფერისი საქმროს კანდიდატურის ძებნას შეუდგა.

სიმფსონი დახვეწილი გემოვნების გოგონა იყო, ჭკვიანი, კარგად აღზრდილი, არისტოკრატული მანერებით. მიუხედავად იმისა, რომ დამაბრმავებელი სილამაზით არ გამოირჩეოდა, განუმეორებელი შინაგანი ხიბლით იყო დაჯილდოებული. სწორედ ამ თვისების გამო, მდიდარი უცოლო მამაკაცები სიამოვნებით მეგობრობდნენ მასთან და მომხიბვლელი უოლისი, მეგობარი ქალის სტატუსით, ელიტურ საღამოებზე დაჰყავდათ.

სწორედ ერთ-ერთ ასე საღამოზე, უკვე 26 წლის უოლისმა 35 წლის არგენტინელი დიპლომატი, მდიდარი და ერთობ სიმპათიური დონ ფელიპ ესპილი გაიცნო. თავდაპირველად მხოლოდ მასზე დაქორწინება ჰქონდა მიზნად დასახული, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე შეუყვარდა, რომ თავგზააბნეული საყვარლობაზეც კი დასთანხმდა. იმედოვნებდა, რომ ფელიპს თავს აუცილებლად შეაყვარებდა და ეს უკანასკნელი ცოლადაც ითხოვდა. სამწუხაროდ, მისი იმედი არ გამართლდა. მდიდარი არგენტინელი ახალგაზრდა მზითვიან საცოლეზე ოცნებობდა და არა ღარიბ, ქმარგაშორებულ ქალზე. მათი რომანი მხოლოდ წელიწადს გაგრძელდა, სანამ ფელიპემ სასურველი საცოლე არ იპოვა. შეურაცხყოფილი უოლისი დეპრესიაში ჩავარდა, რადგან ელიტურ წრეებში ეს ამბავი ხანგრძლივი ჭორაობის საგნად იქცა.

უოლისი შეეცადა, დაეტოვებინა ამერიკა და სიამოვნებით დათანხმდა შემოთავაზებას, ემუშავა ჩინეთში, ამერიკის საკონსულოში. სწორედ აქ გაიცნო ერნესტ სიმფსონი, ინგლისელი ბიზნესმენი, წარმოსადეგი და განქორწინებული მამაკაცი. მათ მოეწონათ ერთმანეთი და 1928 წელს დაქორწინდნენ კიდეც. წყვილი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც უოლისმა სერიოზული ელიტური სალონი შექმნა, რომელშიც მაღალი ფენის საზოგადოება და იმდროინდელი ბოჰემის წარმომადგენლები იყრიდნენ თავს.

უოლისის სალონმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და თავადაც საქვეყნოდ ცნობილი ქალბატონი გახდა. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბოლოს და ბოლოს, 1934 წელს, მან უელსის პრინციც გაიცნო. მომავალი მეფე ედუარდ მე-VIII-ის მშობლები იყვნენ პრინცი გეორგი და პრინცესა მარია ტოსკანელი, ხოლო მისი დიდი ბებია გახლდათ ინგლისის დიდი დედოფალი ვიქტორია...

ბიჭუნა 1894 წლის 23 ივნისს დაიბადა. მას შინაურები დევიდს ეძახდნენ.

როდესაც დედოფალი ვიქტორია მიიცვალა, რომელიც 50 წელი მართავდა ინგლისს, ტახტზე მისი ძე, ედუარდ მე-VII ავიდა. იგი 1910 წელს გარდაიცვალა და ამჯერად გვირგვინოსანი მისი მემკვიდრე, დევიდის მამა გეორგ მე-V გახდა. აქედან გამომდინარე, წესით და რიგით, უელსის პრინცი დევიდი, იგივე ედუარდი გახდა. ტახტის მემკვიდრეობაც სწორედ მასზე გადადიოდა.

ედუარდი მორცხვი, ჩუმი, ამასთან, მშიშარა უფლისწული იზრდებოდა. ჭაბუკიც კი თავის თავში ჩაკეტილი დარჩა და ვერავისთან მეგობრობდა - არავის ენდობოდა და ამის გამო გაურბოდა თანატოლებთან ურთიერთობას.

სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ქალს პირველად 24 წლისა დაუახლოვდა და პირველადაც მაშინ შეუყვარდა. ეს ქალბატონი გახლდათ ფრიდა დადლი უორდი, რომელიც 16 წლით იყო უფროსი დევიდზე, ამასთან სრულიად განსხვავებული ხასიათის - პირდაპირი, პრინციპული, თავდაჯერებული, გამჭრიახი გონების ინტელექტუალი. იგი დაქორწინებული გახლდათ ლორდთა პალატის ერთ-ერთ წევრზე, რომელიც გაგებით ეკიდებოდა მეუღლისა და ტახტის მემკვიდრის სასიყვარულო კავშირს.

ამ ურთიერთობამ 10 წელი გასტანა და წყვილი მხოლოდ მაშინ დაშორდა, როცა ედუარდმა ფრიდას ცოლად შერთვა განიზრახა. მისმა გადაწყვეტილებამ სამეფო კარი შოკში ჩააგდო. არავის სურდა, მომავალ დედოფლად ეხილა ქმარს გაცილებული და ედუარდზე ბევრად უფროსი ქალი, რომელიც ალბათ ბავშვსაც ვერ გააჩენდა.

ეს არ სურდა ფრიდას ქმარსაც, რომელიც საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა.

არც ფრიდას სურდა, რადგან სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში ხვდებოდა. გამოსავალი ისევ და ისევ დადლი უორდმა გამონახა. მან გაწყვიტა ურთიერთობა ედუარდთან და მეუღლის მამულში გადასახლდა.

ამ ამბავმა პრინცს თავზარი დასცა. იგი, ფაქტობრივად, მკვდარი იყო...

მშობლებმა სასწრაფოდ დაიწყეს მომავალი მეფისთვის შესაფერისი საპატარძლოს ძებნა, მაგრამ პრინცს დინასტიური ქორწინების გაგონებაც არ სურდა. ის დიდ სიყვარულზე ოცნებობდა. მალე იპოვა კიდეც - ორჯერ განათხოვარი ამერიკელი უოლის სიმფსონი.

იმ დროს ედუარდს ახალი საყვარელი ჰყავდა - ლორდ ფერნესის მეუღლე ტელმა ფერნესი, არც ისე ჭკვიანი, მაგრამ მოსიყვარულე ქალი. ედუარდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, თუმცა სიყვარულით არასდროს ჰყვარებია. მას სხვანაირი ბუნების ქალები აღაფრთოვანებდა, ისეთი, როგორიც - ფრიდა უორდი იყო, ან უოლის სიმფსონი...

უცნაური ის არის, რომ ედუარდს უოლისი სწორედ ტელმამ გააცნო, მისმა "მოქმედმა" საყვარელმა. პრინცს ერთი ნახვით შეუყვარდა სიმფსონი. არც უოლისს დაუხევია უკან. ქალს იდეა - ტახტის მემკვიდრის საყვარლობა - ფრიად ხიბლავდა.

უოლისის მეუღლე, მისტერ სიმფსონიც ისეთივე მოთმინებით შეხვდა ამ ამბავს, როგორითაც თავის დროზე ლორდი დადლი უორდი. როგორც ჩანს, ქმარს დიდი იმედი ჰქონდა, რომ პრინცს მისი ცოლი მალევე მოსწყინდებოდა. არც თავად უოლისი აპირებდა ედუარდთან ხანგრძლივი რომანის გაბმას.

სამაგიეროდ, ედუარდისთვის იყო ეს ურთიერთობა სერიოზული. 40 წლის მომავალმა მეფემ ნამდვილი რომანტიკული სიყვარული განიცადა. უოლისი მასზე მხოლოდ ერთი თუ ორი წლით იყო უმცროსი.

ედუარდ მე-VIII 42 წლის იყო, ტახტზე რომ ავიდა. იგი ჯერ კიდევ უცოლო გახლდათ. როდესაც მინისტრებმა ლაპარაკი მის დაქორწინებაზე ჩამოაგდეს, ედუარდმა გამოაცხადა, რომ მხოლოდ უოლის სიმფსონს შეირთავდა ცოლად.

ამ ამბავმა მორიგი სახელმწიფო მნიშვნელობის სკანდალი გამოიწვია. მეფე მზად იყო, ქალის გამო გვირგვინზეც კი ეთქვა უარი, რითაც სამეფო კარის რისხვა დაისახურა.

უინძორებისთვის უოლისი დედოფლად მიუღებელი აღმოჩნდა - მათი აზრით, ის ვულგარული ქალი იყო და არისტოკრატთათვის მიუღებელი მანერებით და ქცევებით გამოირჩეოდა.

კარის დიდებულები ღვარძლიანი იუმორით ალაპარაკდნენ მეფის საცოლეზე. "იგი ედუარდს იმ სექსუალური აღვირახსნილობით აგიჟებს, რომელიც ჩინურ საროსკიპოში შეისწავლა, თანაც კარგა ხანია, ღალატობს მას მეორადი მანქანების გადამყიდველთან", - ახალ-ახალ ჭორს თხზავდნენ მასზე სასახლის კარზე.

ჭეშმარიტება კი ერთი იყო - მეფის საგვარეულო ოჯახს დედოფლად ორჯერ განათხოვარი, თანაც ამერიკელი, არ სურდა, ისინი "ნამდვილ" დედოფალს ეძებდნენ.

ერთხანს მანიფესტაციებიც კი იმართებოდა უოლისის წინააღმდეგ. ედუარდი ძრწოდა შიშისგან, სიმფსონი კი შეძლებისდაგვარად ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე უამრავ შეურაცხმყოფელ წერილს თუ მუქარას იღებდა უცნობი ადამიანებისგან.

ბოლოს ედუარდმა, ცხოვრებაში პირველად, საოცრად თამამი ნაბიჯი გადადგა - მან მისტერ სიმფსონს ცოლის ხელი სთხოვა... ეს უკანასკნელი ადვილად დათანხმდა მეტოქეს, ოღონდ კი აგორებული სკანდალი ჩაწყნარებულიყო...

1936 წლის 10 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის მეფემ, ედუარდ მე-VIII-მ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, გვირგვინზე უარი თქვა და ტახტი ძმას, გეორგ მე-VI-ს გადაულოცა, მას კი უინძორის ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.

ედუარდმა იმეფა 325 დღე, 13 საათი და 57 წუთი...

ყოველივე ამის შემდეგ მან ინგლისი დატოვა. წყვილმა ჯვარი საფრანგეთში დაიწერა. წესით, უოლის სიმფსონი ჰერცოგინია უნდა გამხდარიყო, თუმცა შესაბამისი პრივილეგიები პრინციპულად არ მიანიჭეს.

მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ბულონის ტყესთან მდებარე პატარა ბინაში დასახლდა და მშვიდად განაგრძო ცხოვრება. ისინი ბედნიერი იყვნენ.

1970 წელს ედუარდს ყელის სიმსივნე აღმოაჩნდა. მიუხედავად მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჰერცოგი ედუარდი 1972 წელს გარდაიცვალა. ამბობენ, უოლისი ყოველ საღამოს, ძილის წინ, მეუღლის ბალიშს კოცნიდა და შემდეგი სიტყვებით ემშვიდობებოდა გარდაცვლილ მეუღლეს: "ღამე მშვიდობისა, საყვარელო დევიდ"...

ქმრის გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე უოლისმა ინფარქტი მიიღო და სხეულის მარცხენა მხარე წაერთვა... 14 წელი იცოცხლა არშემდგარმა დედოფალმა. იგი განმარტოებულად ცხოვრობდა და 6 წლის განმავლობაში ედუარდზე წიგნს წერდა...

გარდაიცვალა 1986 წლის 26 აპრილს... ედუარდის ანდერძის თანახმად, დასაფლავებულია მეუღლის გვერდით, სამეფო განსასვენებელში...

უოლისი საოცრად ელეგანტურად იცვამდა. მის გარდერობზე ლეგენდები დადიოდა. ეს ქალბატონი უძვირფასესი სამკაულების სიყვარულითაც იყო ცნობილი. ედუარდი თავს დამნაშავედ გრძნობდა ცოლის წინაშე, რომ ვერ შეძლო მისთვის ჰერცოგინიას წოდება მიენიჭებინა. ამიტომ მთელი 35 წლის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში ერთხელ საყვარელ მეუღლეს ყველაზე ძვირად ღირებული Cartier-ის და Van Cleef & Arpels-ის სამკაულებით ასაჩუქრებდა. სხვადასხვა ფერის ჯვრებისგან ასხმული ბრილიანტის ყელსაბამი, ფლამინგოს ფორმის ბროში, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ელვაშესაკრავის ფორმის ყელსაბამი იუველირ ოსტატთა ნამდვილი შედევრებია.

გარდა სამკაულებისა, უოლისი უპირატესობას ანიჭებდა მკაცრი სტილის კაბებს, ბაფთიან ბლუზებს, ფანქარ-ქვედაბოლოებს, საშუალოქუსლიან ფეხსაცმელებს, მრგვალმინებიან სათვალეებსა და შლაპებს, რომელიც მის ელეგანტურობას აგვირგვინებდა.

სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში გაატარა, გარიყულად, ყველასგან მოშორებით. "ინგლისმა არ მაპატია, - ამბობდა იგი, - და არც მე ვაპატიე მას"...

სვეტა კვარაცხელია

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი