მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო თოლორდავამ ქმარი დაოჯახების შემდეგ გაიცნო
ნინო თოლორდავამ ქმარი დაოჯახების შემდეგ გაიცნო

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო თო­ლორ­და­ვა, რო­მელ­მაც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" არ­ჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ტო­ვა, ამ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ში" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია. დღეს­დღე­ო­ბით საქ­მე ძვე­ლი აქვს, სამ­სა­ხუ­რი და გა­რე­მო კი - ახა­ლი, რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია, მე­ტიც, იმ­დე­ნად უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია, ამ­ბობს, ჩემ­თვის ეს ჰო­ბი­აო. გარ­და სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი­სა, ნინო კარ­გი მე­ო­ჯა­ხეც ყო­ფი­ლა, ევ­რო­პულ კერ­ძებ­თან ერ­თად ჩა­ქა­ფუ­ლი­სა და ხარ­ჩოს გა­კე­თე­ბაც მშვე­ნივ­რად ეხერ­ხე­ბა. 13-წლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და შვი­ლის შე­სა­ხებ ნინო ჩვენს ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ამ­ბობთ.

- რა დრო­საც უნდა და­ვი­ძი­ნო, დი­ლით მა­ინც 8 სა­ათ­ზე მეღ­ვი­ძე­ბა, შა­ბათ-კვი­რას მაქ­სი­მუმ 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე შე­იძ­ლე­ბა ავ­დგე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე და­ვი­ძი­ნო, რომ გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლი ვიყო, რვა­სა­ა­თი­ა­ნი ძილი ჩემი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. დი­ლას მთე­ლი ოჯა­ხი - ჩემი მე­უღ­ლე, მე და ჩემი შვი­ლი ამი­კო ერ­თად ვდგე­ბით, ამი­კო სა­უზ­მობს, ჩვენ კი ყა­ვას მი­ვირ­თმევთ. სხვა­თა შო­რის, ბოლო დროს შვრი­ის ფა­ფით ვი­წყებ დღეს, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, თან - სა­სარ­გებ­ლო, ხან­და­ხან იო­გურტს და ხა­ჭო­საც ვა­ყო­ლებ ხოლ­მე.

წონა, ჩაც­მა, შო­პინ­გი...

- ჩემი აზ­რით, წო­ნის კონ­ტრო­ლის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო და ეფექ­ტუ­რი ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სია, ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ ცურ­ვას, ვარ­ჯიშს და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ცო­მე­უ­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას. სა­ერ­თოდ, წო­ნის პრობ­ლე­მა არ მა­წუ­ხებს, მაქ­სი­მუმ 3-4 კილო შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­მა­ტო, ამის­თვის კი დი­ე­ტას ნამ­დვი­ლად არ ვი­ცავ, უბ­რა­ლოდ სის­ტე­მა­ტუ­რად ვცუ­რავ, მომ­წონს აკ­ვა­ა­ე­რო­ბი­კაც, ხმე­ლეთ­ზე ვარ­ჯი­ში დი­დად არ მი­ზი­დავს. დი­ე­ტა­ზე ერ­თა­დერ­თხელ ვი­ყა­ვი, 14 წლის წინ, როცა ამ წო­ნა­ზე 5-6 კი­ლო­თი მეტი ვი­ყა­ვი, თან ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი გახ­ლდით და ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა, ცოტა რომ და­იკ­ლო, უფრო მო­გიხ­დე­ბა, მოდი, დი­ე­ტა და­ი­ცა­ვი და მეც იმას შევ­ჭამ, რა­საც შენო. მეც დავ­თან­ხმდი. მა­შინ მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დით, ფე­შე­ნე­ბე­ლურ რეს­ტო­რან­შიც რომ შევ­დი­ო­დით, მხო­ლოდ სა­ლა­თის ფურ­ცლებს ვუკ­ვეთ­დით და ისე გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თმევ­დით, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი გვიც­ქერ­დნენ. 3 თვე ვი­ყა­ვი ამ დი­ე­ტა­ზე, მხო­ლოდ მწვა­ნე ვაშლს, სა­ლა­თის ფურ­ცლებს და კვი­რა­ში ერთხელ, ოთხშა­ბათ დღეს, იო­გურტს ვჭამ­დი. ჩემი მე­უღ­ლის დიდი ხელ­შე­წყო­ბით სამი თვე გა­ვუ­ძე­ლი ამას და ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა, მას შემ­დეგ იმ­დე­ნი აღარ მო­მი­მა­ტია, მე­ტიც, მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 3-4 თვე­ში ისევ ჩემს წო­ნას და­ვუბ­რუნ­დი.

...სახ­ლი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­ო­ცარ ფორ­მა­ში მივ­დი­ვარ - უმა­კი­ა­ჟო და თავ­წაკ­რუ­ლი, მა­კი­აჟს არ ვი­კე­თებ, ეს საქ­მე ტე­ლე­ვი­ზი­ას თა­ვის თავ­ზე აქვს აღე­ბუ­ლი, ასე­ვეა ვარ­ცხნი­ლო­ბაც. თავ­და­ბა­ნი­ლი და შე­ფუთ­ნი­ლი მივ­რბი­ვარ სამ­სა­ხურ­ში, რომ არ გავ­ცივ­დე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ ვიცი, რა­ტომ ვან­დო­მებ მომ­ზა­დე­ბას დიდ დროს, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სა­მოსს ვარ­ჩევ დიდ­ხანს. ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ინც კლა­სი­კუ­რად ჩაც­მა მი­წევს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი და კლა­სი­კუ­რი სტი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­ხა­მო.

...როცა სა­ზღვარ­გა­რეთ ვარ, რა თქმა უნდა, იქ ვი­ძენ სა­ჭი­რო სა­მოსს, რად­გან ეს ფი­ნან­სუ­რა­დაც მომ­გე­ბი­ა­ნია და ხა­რის­ხობ­რი­ვა­დაც, მაგ­რამ თუ რა­ღაც მჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც დავ­დი­ვარ სა­ყიდ­ლებ­ზე, მით უმე­ტეს, რომ დღეს თბი­ლის­ში მომ­რავ­ლდა კარ­გი მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნა. რო­გორც წესი, შო­პინგს ძა­ლი­ან დიდ დროს ვუთ­მობ. იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რო­დე­საც რა­ღაც ნივ­თი პირ­ვე­ლი­ვე თვა­ლის შევ­ლე­ბი­სას "მე­ძა­ხის", შენი ვარო. რო­გორც წესი, უზო­მოდ ბევ­რს დავ­დი­ვარ, ვნა­ხუ­ლობ ყვე­ლა­ფერს, მერე შე­იძ­ლე­ბა დავ­ჯდე კა­ფე­ში, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო ნა­ნა­ხი, გა­ვა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი და ბო­ლოს მი­ვი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ­დე­ნი სი­ა­რუ­ლის თავი ჩემს მე­უღ­ლეს არ აქვს, ამი­ტომ, როცა სა­ზღვარ­გა­რეთ ვარ, მტო­ვებს რო­მე­ლი­მე შო­პინ­გმოლ­ში და სა­ღა­მოს წა­საყ­ვა­ნად მა­კი­თხავს. ჩემს მე­უღ­ლეს, ზა­ზას, უყ­ვარს სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ ეზა­რე­ბა მო­ზო­მე­ბა, ვა­ი­ძუ­ლებ ხოლ­მე, რომ მო­ი­ზო­მოს, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ჩაც­მის გა­რე­შე ყი­დუ­ლობს. ისე, ჩემს ქმარს ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა და ხედ­ვა აქვს, ამი­ტომ მის რჩე­ვებს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა, მაგ­რამ თუ რა­ღაც მე მო­მე­წო­ნა და მას არა, ისეთ არ­გუ­მენტს მე­უბ­ნე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ და­ვუ­ჯე­რო.

დი­ა­სახ­ლი­სი

... სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მიყ­ვარს, რე­ცხვა და და­ლა­გე­ბა ჩემი ჰობი ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან მომ­წონს, თან ისე­თი ემო­ცი­ით ვამ­ზა­დებ ნე­ბის­მი­ერ კერძს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, გემ­რი­ე­ლი არ გა­მო­ვი­დეს (იცი­ნის). შე­მიძ­ლია რო­გორც სა­ლა­თე­ბის და სხვა ევ­რო­პუ­ლი საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა, ასე­ვე ხარ­ჩო­სა და ჩა­ქა­ფუ­ლის გა­კე­თე­ბაც.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ნინო თოლორდავამ ქმარი დაოჯახების შემდეგ გაიცნო

ნინო თოლორდავამ ქმარი დაოჯახების შემდეგ გაიცნო

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, რომელმაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დატოვა, ამჟამად ტელეკომპანია "მაესტროში" საინფორმაციო გადაცემის წამყვანია. დღესდღეობით საქმე ძველი აქვს, სამსახური და გარემო კი - ახალი, რითაც ძალიან კმაყოფილია, მეტიც, იმდენად უყვარს თავისი პროფესია, ამბობს, ჩემთვის ეს ჰობიაო. გარდა სამსახურის საქმეებისა, ნინო კარგი მეოჯახეც ყოფილა, ევროპულ კერძებთან ერთად ჩაქაფულისა და ხარჩოს გაკეთებაც მშვენივრად ეხერხება. 13-წლიანი ოჯახური ცხოვრებისა და შვილის შესახებ ნინო ჩვენს ინტერვიუში გიამბობთ.

- რა დროსაც უნდა დავიძინო, დილით მაინც 8 საათზე მეღვიძება, შაბათ-კვირას მაქსიმუმ 9-ის ნახევარზე შეიძლება ავდგე. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, დაახლოებით 12 საათზე დავიძინო, რომ გამოძინებული ვიყო, რვასაათიანი ძილი ჩემი ორგანიზმისთვის სავსებით საკმარისია. დილას მთელი ოჯახი - ჩემი მეუღლე, მე და ჩემი შვილი ამიკო ერთად ვდგებით, ამიკო საუზმობს, ჩვენ კი ყავას მივირთმევთ. სხვათა შორის, ბოლო დროს შვრიის ფაფით ვიწყებ დღეს, ძალიან მარტივი გასაკეთებელია, თან - სასარგებლო, ხანდახან იოგურტს და ხაჭოსაც ვაყოლებ ხოლმე.

წონა, ჩაცმა, შოპინგი...

- ჩემი აზრით, წონის კონტროლისთვის ყველაზე სასარგებლო და ეფექტური ჯანმრთელი ცხოვრების წესია, ამაში ვგულისხმობ ცურვას, ვარჯიშს და საღამოს საათებში ცომეულისგან თავის შეკავებას. საერთოდ, წონის პრობლემა არ მაწუხებს, მაქსიმუმ 3-4 კილო შეიძლება მოვიმატო, ამისთვის კი დიეტას ნამდვილად არ ვიცავ, უბრალოდ სისტემატურად ვცურავ, მომწონს აკვააერობიკაც, ხმელეთზე ვარჯიში დიდად არ მიზიდავს. დიეტაზე ერთადერთხელ ვიყავი, 14 წლის წინ, როცა ამ წონაზე 5-6 კილოთი მეტი ვიყავი, თან ახალი გათხოვილი გახლდით და ჩემმა მეუღლემ მითხრა, ცოტა რომ დაიკლო, უფრო მოგიხდება, მოდი, დიეტა დაიცავი და მეც იმას შევჭამ, რასაც შენო. მეც დავთანხმდი. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით, ფეშენებელურ რესტორანშიც რომ შევდიოდით, მხოლოდ სალათის ფურცლებს ვუკვეთდით და ისე გემრიელად მივირთმევდით, რომ გაოცებულები გვიცქერდნენ. 3 თვე ვიყავი ამ დიეტაზე, მხოლოდ მწვანე ვაშლს, სალათის ფურცლებს და კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს, იოგურტს ვჭამდი. ჩემი მეუღლის დიდი ხელშეწყობით სამი თვე გავუძელი ამას და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, მას შემდეგ იმდენი აღარ მომიმატია, მეტიც, მშობიარობიდან 3-4 თვეში ისევ ჩემს წონას დავუბრუნდი.

...სახლიდან ტელევიზიაში საოცარ ფორმაში მივდივარ - უმაკიაჟო და თავწაკრული, მაკიაჟს არ ვიკეთებ, ეს საქმე ტელევიზიას თავის თავზე აქვს აღებული, ასევეა ვარცხნილობაც. თავდაბანილი და შეფუთნილი მივრბივარ სამსახურში, რომ არ გავცივდე. მიუხედავად ამისა, არ ვიცი, რატომ ვანდომებ მომზადებას დიდ დროს, ალბათ იმიტომ, რომ სამოსს ვარჩევ დიდხანს. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მაინც კლასიკურად ჩაცმა მიწევს, მაგრამ ვცდილობ, თავისუფალი და კლასიკური სტილი ერთმანეთს შევუხამო.

...როცა საზღვარგარეთ ვარ, რა თქმა უნდა, იქ ვიძენ საჭირო სამოსს, რადგან ეს ფინანსურადაც მომგებიანია და ხარისხობრივადაც, მაგრამ თუ რაღაც მჭირდება, საქართველოშიც დავდივარ საყიდლებზე, მით უმეტეს, რომ დღეს თბილისში მომრავლდა კარგი მაღაზიები, სადაც შეიძლება ბრენდული სამოსის შეძენა. როგორც წესი, შოპინგს ძალიან დიდ დროს ვუთმობ. იშვიათად ხდება, როდესაც რაღაც ნივთი პირველივე თვალის შევლებისას "მეძახის", შენი ვარო. როგორც წესი, უზომოდ ბევრს დავდივარ, ვნახულობ ყველაფერს, მერე შეიძლება დავჯდე კაფეში, გავაანალიზო ნანახი, გავაკეთო არჩევანი და ბოლოს მივიღო გადაწყვეტილება. ამდენი სიარულის თავი ჩემს მეუღლეს არ აქვს, ამიტომ, როცა საზღვარგარეთ ვარ, მტოვებს რომელიმე შოპინგმოლში და საღამოს წასაყვანად მაკითხავს. ჩემს მეუღლეს, ზაზას, უყვარს საყიდლებზე სიარული, მაგრამ ეზარება მოზომება, ვაიძულებ ხოლმე, რომ მოიზომოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩაცმის გარეშე ყიდულობს. ისე, ჩემს ქმარს ძალიან კარგი გემოვნება და ხედვა აქვს, ამიტომ მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. ძირითად შემთხვევაში ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ თუ რაღაც მე მომეწონა და მას არა, ისეთ არგუმენტს მეუბნება, შეუძლებელია, არ დავუჯერო.

დიასახლისი

... საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად კერძების მომზადება მიყვარს, რეცხვა და დალაგება ჩემი ჰობი ნამდვილად არ არის, მაგრამ სადილის მომზადება მართლა ძალიან მომწონს, თან ისეთი ემოციით ვამზადებ ნებისმიერ კერძს, შეუძლებელია, გემრიელი არ გამოვიდეს (იცინის). შემიძლია როგორც სალათების და სხვა ევროპული საჭმლის მომზადება, ასევე ხარჩოსა და ჩაქაფულის გაკეთებაც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები