სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ფარესიშვილს სკანდალური მასალების გადაცემას ჟურნალისტი მარი გულორდავა ჰპირდებოდა
გიორგი ფარესიშვილს სკანდალური მასალების გადაცემას ჟურნალისტი მარი გულორდავა ჰპირდებოდა

3 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ამაზ­რზე­ნი ვი­დე­ო­კად­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. ვინ­მე და­ვით ბე­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუსს, მათ შო­რის, თქვენს მონა-მორ­ჩილს, 17:49 წუთ­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­მე­სი­ჯო­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­მიგ­ზავ­ნა თხოვ­ნით, გა­ე­ცა­ნი­თო.

გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რი ფაბ­რი­კა­ცი­აა და მან ზუს­ტად იცის იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ამ მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და ამ ფაქ­ტის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრეს­ტი­ჟის საქ­მეა. მარ­თა­ლია, პრე­მი­ე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­კენ" იშ­ვერს ხელს და სა­კუ­თა­რი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს, მაგ­რამ რო­გორც გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლი აცხა­დებს, არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ის ამ ფაქ­ტებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ამ­ზე­უ­რებს.

"ქრო­ნი­კა+" ესა­უბ­რე­ბა გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვილს:

- გი­ორ­გი, თქვენ შეხ­ვდით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რი­ჩარდ ნორ­ლან­დს, არ გე­კი­თხე­ბით სა­უბ­რის დე­ტა­ლებს. გვი­თხა­რით მხო­ლოდ ის, რისი თქმაც ამ ეტაპ­ზე შე­გიძ­ლი­ათ.

- სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო. დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ ელჩს, რომ მო­ძებ­ნა დრო და პი­რა­დად და­ინ­ტე­რეს­და ჩემი პრობ­ლე­მით. შეხ­ვედ­რა სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. რი­ჩარდ ნორ­ლან­დი და­ინ­ტე­რეს­და კონ­კრე­ტუ­ლად ამ საქ­მის დე­ტა­ლე­ბით და ჩემი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­სა­მარ­თით. მე ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე მას და, ასე­ვე, გან­ვუ­ცხა­დე, რომ ამ ფაბ­რი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას არ ვენ­დო­ბი იქამ­დე, სა­ნამ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე არის გელა ხვე­დე­ლი­ძე და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ დარ­ჩე­ბა ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს წარ­მო­ად­გე­ნენ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, და­ი­წყოს ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა ლაშა ნაც­ვლიშ­ვილ­ზე, გელა ხვე­დე­ლი­ძე­ზე და გია ხუ­ხაშ­ვილ­ზე. ელჩმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არის ფაბ­რი­კა­ცია და მთხო­ვა, რომ ძა­ლი­ან არ მე­ნერ­ვი­უ­ლა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- თქვენ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ მა­სა­ლე­ბი კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას მო­გე­ლა­ძი­სა და მისი ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბის თა­ო­ბა­ზე უნდა გად­მო­ე­ცა პა­რას­კევს. მოდი, დავ­კონ­კრეტ­დეთ, ვინ არის პი­როვ­ნე­ბა, რო­გორ და­ი­წყო მას­თან შენი ურ­თი­ერ­თო­ბა და რას გპირ­დე­ბო­და ის?

- მე ეს ადა­მი­ა­ნი 2011 წელს გა­ვი­ცა­ნი და მას­თან გარ­კვე­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მა­კავ­ში­რებს. ეს არის ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ გუ­ლორ­და­ვა. ეს ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თო ახ­ლობ­ლე­ბის­გან გა­ვი­ცა­ნი და მას­თან არ მქონ­და რეს­პო­დენტ-ჟურ­ნა­ლის­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა. მე იგი გა­სუ­ლი კვი­რის ოთხშა­ბათს და­მი­კავ­შირ­და, მა­ნამ­დე კი "ფე­ის­ბუქ­ში" მომ­წე­რა, რომ სურ­და გად­მო­ე­ცა ჩემ­თვის გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, კონ­კრე­ტუ­ლად რის თა­ო­ბა­ზე, არ უთ­ქვამს, მხო­ლოდ ის მომ­წე­რა, რომ ეხე­ბო­და გია ხუ­ხაშ­ვილს.

- რო­დის შეხ­ვდით მარი გუ­ლორ­და­ვას? ცოტა უც­ნა­უ­რია, ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­საც აქვს სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, არ აქ­ვეყ­ნებს მას გა­ზეთ­ში, სა­დაც მუ­შა­ობს და გაწ­ვდით თქვენ?

- მარი გუ­ლორ­და­ვას მე­ო­რე დღეს­ვე შევ­ხვდი "ალი­ას" ოფის­ში სა­ინ­ტერ­ვიუ ოთახ­ში. მისი პირ­ვე­ლი კი­თხვა იყო, ვარ თუ არა მზად, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო ინ­ფორ­მა­ცია გია ხუ­ხაშ­ვი­ლის, ნა­თია მო­გე­ლა­ძი­სა და მო­გე­ლა­ძის ქმრის კავ­ში­რე­ბის თა­ო­ბა­ზე? მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ ჯერ უნდა მე­ნა­ხა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რი­თაც მტკიც­დე­ბო­და ამ სამი ადა­მი­ა­ნის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. მან მი­პა­სუ­ხა, თუ მე ამას დავ­თან­ხმდე­ბო­დი, იგი მო­მაწ­ვდი­და კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებს, რომ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით ნა­თია მო­გე­ლა­ძეს და მის ქმარს და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­დათ მთე­ლი ტო­მე­ბის შე­კერ­ვა და სულ მალე და­ი­წყე­ბო­და და­ჭე­რე­ბის ახა­ლი სე­რია და ამას აპი­რებ­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ასე­ვე და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­მელ პი­როვ­ნე­ბებს ეხე­ბა ეს და რა ჯგუფს უნდა, რომ ინ­ფორ­მა­ცია გა­ვახ­მო­ვა­ნო. პი­როვ­ნე­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას მარი გუ­ლორ­და­ვა დამ­პირ­და პა­რას­კევს სა­ღა­მოს, რაც შე­ე­ხე­ბა ჯგუფს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა იდგა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის უკან, მე მო­ვი­თხო­ვე მათ­თან შეხ­ვედ­რა, იმი­ტომ, რომ ამ­დენ­წლი­ა­ნი უფფ­ლე­ბა­დაც­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ჩემ მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი არ­გუ­მენ­ტე­ბით ყო­ფი­ლი­ყო გამ­ყა­რე­ბუ­ლი. მან მი­თხრა, რომ და­ე­კი­თხე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნებს, მო­ინ­დო­მებ­და თუ არა ვინ­მე ამ ჯგუ­ფი­დან ჩემ­თან შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ მან ასე­ვე მი­პა­სუ­ხა, რომ ის მთა­ვა­რი უკვე გაფ­რინ­და ქვეყ­ნი­დან, თუმ­ცა დამ­პირ­და, რომ ჩვენს შეხ­ვედ­რა­ზე გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს თა­ვად მე­ტყო­და. მე და­მა­ტე­ბით ვკი­თხე მას, იყო თუ არა ეს მე­სა­მე ძალა, რო­მე­ლიც თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს, რა­ზეც მა­რიმ პირ­და­პირ მი­პა­სუ­ხა, - არა, ეს არის სხვა ჯგუ­ფი, გა­რე­დან ჩანს, რომ ეს არის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რე­ბა გია ხუ­ხაშ­ვილ­თან ერ­თად, მაგ­რამ ამ ჯგუფ­საც კი უკვე ყელ­ში ამო­უ­ვი­და მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი.

- და­ვა­კონ­კრე­ტოთ, "ალი­ას" ოფის­ში შეს­ვლამ­დე დაც­ვის სამ­სა­ხუ­რია, ისე ვერ შეხ­ვდე­ბი ვე­რა­ვის, თუ დაც­ვამ არ გა­გა­ტა­რა. იყო თუ არა ეს იმ დღეს ასე?

- ნამ­დვი­ლად ასე იყო, დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი საქ­მის კურ­სშია. მე მას ვუ­თხა­რი, ვის­თა­ნაც მივ­დი­ო­დი და მარი გუ­ლორ­და­ვა სწო­რედ დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა. გარ­და ამი­სა, ეს ფაქ­ტი იცო­და "ალი­ას" კი­დევ ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­მე­ლიც არის ჩემი მე­გო­ბა­რი და ორი-სამი დღით ადრე მე მას ვე­სა­უბ­რე. ამ ეტაპ­ზე ვი­ნა­ო­ბას არ და­ვა­კონ­კრე­ტებ.

- რამ­დე­ნი ხანი გრძელ­დე­ბო­და თქვე­ნი შეხ­ვედ­რა და რაზე შე­თან­ხმდით?

- "ალი­ა­ში" შეხ­ვედ­რა გრძელ­დე­ბო­და 10 წუთი. შევ­თან­ხმდით, რომ პა­რას­კევს სა­ღა­მოს ისევ შევ­ხვდე­ბო­დით, იგი მო­მი­ტან­და კონ­კრე­ტულ მა­სა­ლებს. ასე­ვე, მქონ­და იმე­დი, რომ თუ მარი შეხ­ვედ­რას არ მო­მი­წყობ­და, და­მი­სა­ხე­ლებ­და მა­ინც იმ პირ­თა ჯგუფს, ვის ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დი­ო­და ამ ფაქ­ტე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა.

- შემ­დეგ რა მოხ­და?

- პა­რას­კევს 7 თუ 8 სა­ათ­ზე მარი გუ­ლორ­და­ვა ჩემ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მო­ვი­და ბუ­კი­ას ბაღ­თან. შეხ­ვედ­რის ად­გილ­ზე ტე­ლე­ფო­ნით შევ­თან­ხმდით. მო­ვი­და და მი­თხრა, რა მა­სა­ლე­ბის გა­და­ცე­მა­ზეა ლა­პა­რა­კი, თუ იცი, რა კად­რე­ბი გავ­რცელ­და შენ­ზეო?

- ამ მო­მენ­ტის­თვის ჯერ კი­დევ არ იცო­დი, რა კად­რე­ბი იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

- არ ვი­ცო­დი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა იმ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მე გა­ვა­კე­თე გელა ხვე­დე­ლი­ძის, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის თა­ო­ბა­ზე (გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნესკლა­ნე­ბის შექ­მნა, ლა­ფან­ყუ­რის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ხე­ლის და­ფა­რე­ბა და ა.შ.) მო­ვე­ლო­დი გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ებს. ჩემი მე­გობ­რე­ბიც მაფრ­თხი­ლებ­დნენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ­დი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლოთ მსგავ­სი სი­ბინ­ძუ­რის შე­თი­თხვნა.

ელი­სო კი­ლა­ძე

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა+"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გიორგი ფარესიშვილს სკანდალური მასალების გადაცემას ჟურნალისტი მარი გულორდავა ჰპირდებოდა

გიორგი ფარესიშვილს სკანდალური მასალების გადაცემას ჟურნალისტი მარი გულორდავა ჰპირდებოდა

3 მაისს საქართველოში სამარცხვინო ფაქტი დაფიქსირდა. ინტერნეტსივრცეში ამაზრზენი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა. ვინმე დავით ბერაძემ ჟურნალისტთა კორპუსს, მათ შორის, თქვენს მონა-მორჩილს, 17:49 წუთზე "ფეისბუქის" სამესიჯოში ვიდეომასალა გამომიგზავნა თხოვნით, გაეცანითო.

გიორგი ფარესიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეოფირი ფაბრიკაციაა და მან ზუსტად იცის იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ამ მასალის გავრცელებაში მონაწილეობდნენ. გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ ფაქტის გამომზეურება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა. მართალია, პრემიერი "ნაციონალებისკენ" იშვერს ხელს და საკუთარი თანამებრძოლების გადარჩენას ცდილობს, მაგრამ როგორც გიორგი ფარესიშვილი აცხადებს, არსებობს მტკიცებულებები კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ის ამ ფაქტებს უახლოეს მომავალში გამოამზეურებს.

"ქრონიკა+" ესაუბრება გიორგი ფარესიშვილს:

- გიორგი, თქვენ შეხვდით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს, არ გეკითხებით საუბრის დეტალებს. გვითხარით მხოლოდ ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შეგიძლიათ.

- საინტერესო შეხვედრა იყო. დიდი მადლობა ბატონ ელჩს, რომ მოძებნა დრო და პირადად დაინტერესდა ჩემი პრობლემით. შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. რიჩარდ ნორლანდი დაინტერესდა კონკრეტულად ამ საქმის დეტალებით და ჩემი ბოლოდროინდელი სკანდალური განცხადებებით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მისამართით. მე ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე მას და, ასევე, განვუცხადე, რომ ამ ფაბრიკაციასთან დაკავშირებით გამოძიებას არ ვენდობი იქამდე, სანამ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი მოადგილე არის გელა ხვედელიძე და მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ დარჩება ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ადამიანები დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დაიწყოს ასევე გამოძიება ლაშა ნაცვლიშვილზე, გელა ხვედელიძეზე და გია ხუხაშვილზე. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ეს არის ფაბრიკაცია და მთხოვა, რომ ძალიან არ მენერვიულა ამასთან დაკავშირებით.

- თქვენ განაცხადეთ, რომ მასალები კონკრეტულ პიროვნებას მოგელაძისა და მისი ქმრის ურთიერთობის თაობაზე უნდა გადმოეცა პარასკევს. მოდი, დავკონკრეტდეთ, ვინ არის პიროვნება, როგორ დაიწყო მასთან შენი ურთიერთობა და რას გპირდებოდა ის?

- მე ეს ადამიანი 2011 წელს გავიცანი და მასთან გარკვეული ნაცნობობა მაკავშირებს. ეს არის ჟურნალისტი მარიამ გულორდავა. ეს ადამიანი საერთო ახლობლებისგან გავიცანი და მასთან არ მქონდა რესპოდენტ-ჟურნალისტის ურთიერთობა. მე იგი გასული კვირის ოთხშაბათს დამიკავშირდა, მანამდე კი "ფეისბუქში" მომწერა, რომ სურდა გადმოეცა ჩემთვის გარკვეული ინფორმაცია, კონკრეტულად რის თაობაზე, არ უთქვამს, მხოლოდ ის მომწერა, რომ ეხებოდა გია ხუხაშვილს.

- როდის შეხვდით მარი გულორდავას? ცოტა უცნაურია, ჟურნალისტი, რომელსაც აქვს სკანდალური ინფორმაცია, არ აქვეყნებს მას გაზეთში, სადაც მუშაობს და გაწვდით თქვენ?

- მარი გულორდავას მეორე დღესვე შევხვდი "ალიას" ოფისში საინტერვიუ ოთახში. მისი პირველი კითხვა იყო, ვარ თუ არა მზად, გამოვაქვეყნო ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მოგელაძის ქმრის კავშირების თაობაზე? მე ვუპასუხე, რომ ჯერ უნდა მენახა კონკრეტული ფაქტები, რითაც მტკიცდებოდა ამ სამი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული. მან მიპასუხა, თუ მე ამას დავთანხმდებოდი, იგი მომაწვდიდა კონკრეტულ ფაქტებს, რომ გია ხუხაშვილის დავალებით ნათია მოგელაძეს და მის ქმარს დაწყებული ჰქონდათ მთელი ტომების შეკერვა და სულ მალე დაიწყებოდა დაჭერების ახალი სერია და ამას აპირებდა ახალი ხელისუფლება. ასევე დავინტერესდი, რომელ პიროვნებებს ეხება ეს და რა ჯგუფს უნდა, რომ ინფორმაცია გავახმოვანო. პიროვნებების დასახელებას მარი გულორდავა დამპირდა პარასკევს საღამოს, რაც შეეხება ჯგუფს, რომელიც შესაძლოა იდგა ამ ინფორმაციის უკან, მე მოვითხოვე მათთან შეხვედრა, იმიტომ, რომ ამდენწლიანი უფფლებადაცვითი საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, ჩემ მიერ გასაჯაროებული ფაქტები არგუმენტებით ყოფილიყო გამყარებული. მან მითხრა, რომ დაეკითხებოდა ამ ადამიანებს, მოინდომებდა თუ არა ვინმე ამ ჯგუფიდან ჩემთან შეხვედრას, მაგრამ მან ასევე მიპასუხა, რომ ის მთავარი უკვე გაფრინდა ქვეყნიდან, თუმცა დამპირდა, რომ ჩვენს შეხვედრაზე გარკვეულ დეტალებს თავად მეტყოდა. მე დამატებით ვკითხე მას, იყო თუ არა ეს მესამე ძალა, რომელიც თავის დამკვიდრებას ცდილობს, რაზეც მარიმ პირდაპირ მიპასუხა, - არა, ეს არის სხვა ჯგუფი, გარედან ჩანს, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც მოიაზრება გია ხუხაშვილთან ერთად, მაგრამ ამ ჯგუფსაც კი უკვე ყელში ამოუვიდა მისი მოქმედებები.

- დავაკონკრეტოთ, "ალიას" ოფისში შესვლამდე დაცვის სამსახურია, ისე ვერ შეხვდები ვერავის, თუ დაცვამ არ გაგატარა. იყო თუ არა ეს იმ დღეს ასე?

- ნამდვილად ასე იყო, დაცვის სამსახურის წარმომადგენელი საქმის კურსშია. მე მას ვუთხარი, ვისთანაც მივდიოდი და მარი გულორდავა სწორედ დაცვის თანამშრომელმა გამოიყვანა. გარდა ამისა, ეს ფაქტი იცოდა "ალიას" კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ორი-სამი დღით ადრე მე მას ვესაუბრე. ამ ეტაპზე ვინაობას არ დავაკონკრეტებ.

- რამდენი ხანი გრძელდებოდა თქვენი შეხვედრა და რაზე შეთანხმდით?

- "ალიაში" შეხვედრა გრძელდებოდა 10 წუთი. შევთანხმდით, რომ პარასკევს საღამოს ისევ შევხვდებოდით, იგი მომიტანდა კონკრეტულ მასალებს. ასევე, მქონდა იმედი, რომ თუ მარი შეხვედრას არ მომიწყობდა, დამისახელებდა მაინც იმ პირთა ჯგუფს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ამ ფაქტების გამომზეურება.

- შემდეგ რა მოხდა?

- პარასკევს 7 თუ 8 საათზე მარი გულორდავა ჩემთან შეხვედრაზე მოვიდა ბუკიას ბაღთან. შეხვედრის ადგილზე ტელეფონით შევთანხმდით. მოვიდა და მითხრა, რა მასალების გადაცემაზეა ლაპარაკი, თუ იცი, რა კადრები გავრცელდა შენზეო?

- ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ იცოდი, რა კადრები იყო გავრცელებული?

- არ ვიცოდი კადრების გავრცელების თაობაზე, თუმცა იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მე გავაკეთე გელა ხვედელიძის, გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის თაობაზე (გარკვეული ბიზნესკლანების შექმნა, ლაფანყურის გამოძიებაზე ხელის დაფარება და ა.შ.) მოველოდი გარკვეულ პროვოკაციებს. ჩემი მეგობრებიც მაფრთხილებდნენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ მსგავსი სიბინძურის შეთითხვნა.

ელისო კილაძე

გაზეთი "ქრონიკა+"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა