Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთის ალტერნატივად განხილვა დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვაა"
მიხეილ სააკაშვილი - "ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთის ალტერნატივად განხილვა დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვაა"

რუ­სე­თის სე­რი­ო­ზულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გან­ხილ­ვა ენერ­გე­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კურ­სის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­და­ხედ­ვა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბა­ქო­ში ჩას­ვლის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ა­კე­თეს "ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი გან­ცხა­დე­ბა" იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­წყვი­ტოს აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და, რო­გორც სე­რი­ო­ზულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, გა­ნი­ხი­ლოს რუ­სე­თის გა­ზის შე­მო­ტა­ნა.

"რუ­სე­თი­დან ჩვენ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის გაზი მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ისე­დაც შე­მოგვქონ­და, რო­გორც სომ­ხეთ­ში ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რი. მაგ­რამ, რუ­სე­თის სე­რი­ო­ზულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გან­ხილ­ვა ენერ­გე­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კურ­სის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­და­ხედ­ვა. ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და ბოლო წლებ­ში, არის ის, რომ მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხა პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­რა­ვინ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ვერც უკ­რა­ი­ნამ წინა წლებ­ში, ჩვენ გავ­ხდით რუ­სე­თის­გან ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი. დღეს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­მაც კი და­ი­წყო სხვა წყა­რო­ე­ბი­დან გა­ზის შე­ტა­ნა, რო­დე­საც მთე­ლი ევ­რო­პა ცდი­ლობს, თავი და­აღ­წი­ოს რუ­სე­თის­გან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა ნიშ­ნავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაბ­რუ­ნე­ბას მძი­მე წარ­სულ­ში. ჯერ ერთი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გაზი რამ­დენ­ჯერ­მე ია­ფია, ვიდ­რე - რუ­სუ­ლი, მე­ო­რე - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რად­გან ეს ნიშ­ნავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ამი­ტომ ია­ფად გვაძ­ლევს გზას. რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სია მე­ზობ­ლებ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა და ამა­ში ენერ­გო­ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. აქ ვე­ლო­სი­პედს ვე­რა­ვინ ვერ გა­მო­ი­გო­ნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი, მაგ­რამ ამის­თვის უნდა ვი­მუ­შა­ოთ თურ­ქმე­ნეთ­თან, ყა­ზა­ხეთ­თან და რუ­სე­თი ამ მხრივ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­მოდ­გე­ბა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ისე­თი წყა­რო, რომ­ლის მეს­ვე­უ­რი გა­და­წყვეტს, რო­გორც ეს მოხ­და რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რომ არ მოს­წონს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა და ზამ­თრის ერთ სუ­ხი­ან ღა­მეს ჩაგ­ვაბ­ნე­ლებს, გაგ­ვყი­ნავს და მი­წას­თან გაგ­ვას­წო­რებს",-გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ თე­მა­ზე პრე­მი­ე­რის­გან ამომ­წუ­რავ გან­მარ­ტე­ბას ელო­დე­ბა.

გან­ცხა­დე­ბა რუ­სუ­ლი გა­ზის შე­საძ­ლო შე­მო­ტა­ნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა, კახა კა­ლა­ძემ გა­ა­კე­თა.

იხი­ლეთ ვი­დეო: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის "უც­ნა­ურ გან­ცხა­დე­ბას" ეხ­მა­უ­რე­ბა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - "ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთის ალტერნატივად განხილვა დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვაა"

მიხეილ სააკაშვილი - "ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთის ალტერნატივად განხილვა დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვაა"

რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაქოში ჩასვლის წინ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს "ძალიან უცნაური განცხადება" იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და, როგორც სერიოზულ ალტერნატივა, განიხილოს რუსეთის გაზის შემოტანა.

"რუსეთიდან ჩვენ მცირე რაოდენობის გაზი მთელი ეს პერიოდი ისედაც შემოგვქონდა, როგორც სომხეთში ტრანზიტის საფასური. მაგრამ, რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლებში, არის ის, რომ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა პრაქტიკულად ვერავინ აღმოსავლეთ ევროპაში, ვერც უკრაინამ წინა წლებში, ჩვენ გავხდით რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლები. დღეს, როდესაც უკრაინამაც კი დაიწყო სხვა წყაროებიდან გაზის შეტანა, როდესაც მთელი ევროპა ცდილობს, თავი დააღწიოს რუსეთისგან დამოკიდებულებას, საქართველოს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას მძიმე წარსულში. ჯერ ერთი, აზერბაიჯანის გაზი რამდენჯერმე იაფია, ვიდრე - რუსული, მეორე - აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესია საქართველოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რადგან ეს ნიშნავს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და სტაბილურობას და ამიტომ იაფად გვაძლევს გზას. რუსეთის ინტერესია მეზობლებზე კონტროლის დამყარება და ამაში ენერგობერკეტის გამოყენება. აქ ველოსიპედს ვერავინ ვერ გამოიგონებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ალტერნატიული წყაროები, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ თურქმენეთთან, ყაზახეთთან და რუსეთი ამ მხრივ ვერანაირად ვერ გამოდგება. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი წყარო, რომლის მესვეური გადაწყვეტს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, რომ არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკა და ზამთრის ერთ სუხიან ღამეს ჩაგვაბნელებს, გაგვყინავს და მიწასთან გაგვასწორებს",-განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერისგან ამომწურავ განმარტებას ელოდება.

განცხადება რუსული გაზის შესაძლო შემოტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გააკეთა.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის "უცნაურ განცხადებას" ეხმაურება

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა