პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტვის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას გივი თარგამაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა
ლიტვის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას გივი თარგამაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა

ლიტ­ვის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას გივი თარ­გა­მა­ძის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე უარი უთხრა. რო­გორც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 2013 წლის 2 აპ­რილს ფაქ­სი­მი­ლი­ით და და 2013 წლის 11 აპ­რილს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ლიტ­ვის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუ­სე­თის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მი­ი­ღო მო­თხოვ­ნა სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე გივი თარ­გა­მა­ძის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ექ­სტრა­და­ცი­ის შე­სა­ხებ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­ნი­სა­ზღვრუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 30-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა) და 212-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის (გა­დატ­რი­ა­ლე­ბა).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ვილ­ნი­უ­სის რე­გი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მო­სა­მარ­თლე, ლა­უ­რე­ტა ურ­ბი­ე­ნე გა­ეც­ნო რა ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის ექ­სტრა­და­ცი­ა­ზე უა­რის თქმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე, და­ად­გი­ნა შემ­დე­გი:

2013 წლის 2 აპ­რილს ფაქ­სი­მი­ლი­ით და და 2013 წლის 11 აპ­რილს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მი­ი­ღო მო­თხოვ­ნა 1957 წლის 13 დე­კემ­ბრის "ექ­სტრა­და­ცი­ის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის" სა­ფუძ­ველ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ექ­სტრა­და­ცი­ის შე­სა­ხებ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­ნი­სა­ზღვრუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 30-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა) და 212-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის (გა­დატ­რი­ა­ლე­ბა). კონ­ვენ­ცი­ის მე-12 მუხ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთა­ვარ­მა პრო­კურ­ტუ­რამ წარ­მო­ად­გი­ნა 2013 წლის 29 მარ­ტით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ექ­სტრა­და­ცი­ის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის დო­კუ­მენ­ტა­ცია. დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად ასე­ვე იყო 2013 წლის 21 თე­ბერ­ვალს მოს­კო­ვის ბას­მა­ნის უბ­ნის სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ორ­დე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს შე­ე­ფარ­და და­პა­ტიმ­რე­ბა, რო­გორც სას­ჯე­ლის ზომა.

ექ­სტრა­და­ცი­ის მო­თხოვ­ნა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს ბრა­ლი ედე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 30-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 212-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ძა­ლა­დო­ბის, დარ­ბე­ვის, ხან­ძრის გა­ჩე­ნის, სა­კუთ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, ია­რა­ღის და ფეთ­ქე­ბა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ჩათ­ვლით. თუმ­ცა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი პი­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ცა 2013 წლის 14 თე­ბერ­ვალს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის უფ­რო­სი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ და და­ად­გი­ნა შემ­დე­გი:

2012 წლის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ და სხვა და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მა, რომ მო­ე­წყოთ მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ძა­ლა­დო­ბის, დარ­ბე­ვის, ხან­ძრის გა­ჩე­ნის, სა­კუთ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, ია­რა­ღის და ფეთ­ქე­ბა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ჩათ­ვლით. თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ და სხვა და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს ეპოვ­ნათ თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რებს შო­რის.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში 2012 წლის იან­ვარ­ში (ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია) და­უდ­გე­ნელ ად­გილ­ზე, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ და სხვა და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა მი­მარ­თეს ს.ს. უდალ­ცოვს, მოძ­რა­ო­ბა "მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის" ორ­გა­ნი­ზა­ტორს, ასე­ვე კ.ვ. ლე­ბე­დევს და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ევს შე­თა­ვა­ზე­ბითsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, რომ მო­ე­წყოთ მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და დაჰ­პირ­დნენ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად. ამის შემ­დეგ ს.ს. უდალ­ცოვ­მა, კ.ვ. ლე­ბე­დევ­მა და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ევ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მა, რომ მო­ე­წყოთ მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ძა­ლა­დო­ბის, დარ­ბე­ვის, ხან­ძრის გა­ჩე­ნის, სა­კუთ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, ია­რა­ღი­სა და ფეთ­ქე­ბა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ჩათ­ვლით.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნის პე­რი­ოდ­ში 2012 წელს, პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბის დროს, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე და ასე­ვე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ და და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რეს ს.ს. უდალ­ცოვ­თან, კ.ვ. ლე­ბე­დევ­თან და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ევ­თან მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ტაქ­ტი­კის თა­ო­ბა­ზე და სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვე­ბის დროს ქ. მოს­კო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დას­ცეს მათ ფუ­ლა­დი თან­ხა აშშ დო­ლარ­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის მიერ უდალ­ცო­ვის, კ.ვ. ლე­ბე­დე­ვის და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ე­ვის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი თან­ხა შე­ად­გენ­და და­ახ­ლო­ე­ბით 200 ათას აშშ დო­ლარს.

2012 წლის ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ქ. მინ­სკში, და­უდ­გე­ნელ ად­გილ­ზე გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ ს.ს. უდალ­ცოვ­თან, კ.ვ. ლე­ბე­დევ­თან და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ევ­თან და სხვა და­უდ­გე­ნელ პი­რებ­თან და­გეგ­მა ქმე­დე­ბე­ბი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ქა­ლა­ქებ­ში მოს­კო­ვის, კა­ლი­ნინ­გრა­დის, ვლა­დი­ვას­ტო­კის და სხვა ქა­ლა­ქე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ცი­ხე­ებ­ში, ასე­ვე და­გეგ­მეს სარ­კი­ნიგ­ზო გზე­ბის დაბ­ლოკ­ვა და იქ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რათა შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნათ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ არე­უ­ლო­ბის პრე­ვენ­ცია.

იმა­ვე ად­გილ­ზე, იმა­ვე დროს და არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და­გეგ­მვის პე­რი­ოდ­ში, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ, ს.ს. უდალ­ცოვ­მა, კ.ვ. ლე­ბე­დევ­მა, ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ევ­მა და და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა გა­ნი­ხი­ლეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­რეთ, სხვა­დას­ხვა და­უდ­გე­ნე­ლი წყა­რო­ე­ბი­დან და­ნა­შა­უ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, და­გეგ­მეს გამ­გზავ­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სხვა­დახ­ვა რე­გი­ონ­ში 2012 წლის ზა­ფხულ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე არე­უ­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა შერ­ჩე­ვი­სა და სპე­ცი­ა­ლურ ტრე­ნინგ-ბა­ნა­კებ­ში მათი მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, გა­ნი­ხი­ლეს მათი ქმე­დე­ბე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი, გან­სა­ზღვრეს მათი რა­ო­დე­ნო­ბა და არე­უ­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის აარ­ჩი­ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის.

ამა­ვე დროს, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ, ს.ს. უდალ­ცოვ­მა, კ.ვ. ლე­ბე­დევ­მა და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ევ­მა, და­უდ­გე­ნელ პი­რებ­თან ერ­თად და­გეგ­მეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 2012 წლის შე­მოდ­გო­მი­სა, უფრო ზუს­ტი დრო არ არის დად­გე­ნი­ლი.

ამის შემ­დეგ, მოქ­მე­დებ­დნენ რა და­უდ­გე­ნელ პი­რებ­თან და გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს­თან ერ­თად, სა­ერ­თო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მიზ­ნით, 2012 წლის გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე, ს.ს. უდალ­ცო­ვი, კ.ვ. ლე­ბე­დე­ვი და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ე­ვი, გა­ემ­გზავრნენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სხვა­დახ­ვა ქა­ლა­ქებ­ში სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ზე, მო­ა­წყვეს ტრე­ნინგ ბა­ნა­კე­ბი და ჩა­წე­რეს სი­ა­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებ­დნენ და­გეგ­მილ არე­უ­ლო­ბა­ში, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს ჩა­წე­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბაზა, რათა შემ­დგომ­ში მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით (სმს-ით) შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნათ მათ­თვის და­გეგ­მი­ლი არე­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ და რათა მო­ნა­წი­ლე­ებს ჰქო­ნო­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­სუ­ლიყ­ვნენ არე­უ­ლო­ბის ად­გილ­ზე.

ამას გარ­და, მოქ­მე­დებ­დნენ და ახ­დე­ნენ­დნენ რა თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს­თან და და­უდ­გე­ნელ პი­რებ­თან, ს.ს. უდალ­ცო­ვი, კ.ვ. ლე­ბე­დე­ვი და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ე­ვი ეს­ტუმრნენ ვო­რო­ნეჟს, ლი­პეტსკს, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდს, ივა­ნო­ვოს, ია­როს­ლავლს, ვოლ­გოგ­რადს, ბე­ლოგ­რადს და ტვერს, სა­დაც ისი­ნი შეხ­ვდნენ თა­ვი­ან­თი მოძ­რა­ო­ბის "მო­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის" აქ­ტი­ურ წევ­რებს და ჩა­წე­რეს ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებ­დნენ და­გეგ­მილ არე­უ­ლო­ბა­ში.

შე­დე­გად, გი­ორ­გი თა­რა­გა­მა­ძემ, ს.ს. უდალ­ცოვ­თან, კ.ვ. ლე­ბე­დევ­თან და ლ.ვ. რაზ­ვოჟა­ევ­თან და სხვა და­უდ­გე­ნელ პი­რებ­თან ერ­თად გა­მიზ­ნუ­ლად შექ­მნა პი­რო­ბე­ბი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, მაგ­რამ მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვა არ გან­ხორ­ცი­ელ­და მათ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, რად­გან მათი ქმე­დე­ბე­ბი ცნო­ბი­ლი გახ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კო­ნონ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის.

2013 წლის 19 მარტს გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე გა­მო­ცხად­და ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი, სა­დაც ის ხსნი­და, რომ ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში მისი ვი­ზი­ტის დროს მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ტყო, რომ მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ტერ­პო­ლის არ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ მის მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გამო და აცხა­დებ­და, რომ ეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. იგი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2003 წლი­დან, ამას­თან 2003-2012წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და ამ­ჟა­მად ამა­ვე კო­მი­ტე­ტის წევ­რი. გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ე­წყო მისი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მის მი­მართ, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მისი ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­წყო­ბის გამო რო­გორც ომამ­დე ასე­ვე ომის შემ­დეგ, ასე­ვე სხვა­დას­ხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო.

ლიტ­ვის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ბი­უ­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და 1957 წლის 13 დე­კემ­ბრის ექ­სტრა­და­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-16 მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ასე­ვე იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე პი­რა­დად გა­მო­ცხად­და ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და აც­ნო­ბა, რომ მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ასე­ვე იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი, რომ გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე შე­იძ­ლე­ბა და­ი­მა­ლოს და იმის­თვის, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ექ­სტრა­და­ცი­ის პრო­ცეს­ში, 2013 წლის 19 მარტს პრო­კუ­რორ­მა მას და­ა­კის­რა იძუ­ლე­ბის შემ­დე­გი ზომა: ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გა­მო­ცხად­დეს პე­რი­ო­დუ­ლად პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და წარ­მო­ად­გი­ნოს ხელ­წე­რი­ლია, რომ არ და­ტო­ვებს თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელს ლიტ­ვა­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა.

2013 წლის 15 აპ­რი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლიტ­ვის რე­სუბ­ლი­კის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის ექ­სტრა­და­ცი­ა­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის ვი­ნა­ი­დან, ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლევ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, შე­ე­სა­ბა­მე­ბა ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 21-ე მუხ­ლის პირ­ველ პა­რაგ­რაფს და 283-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წილს და არ არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 283-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი ეხე­ბა ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულს, (ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლი), მა­შინ როცა ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 21-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით, პირს ეკის­რე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად არ ით­ვლე­ბა.

ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია (მო­წო­ნე­ბუ­ლია).

სა­სა­მარ­თლოს­თვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ამ­ტკი­ცებს, რომ გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს, რო­მე­ლის ექ­სტრა­და­ცი­აც მო­ი­თხო­ვა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის, ბრა­ლი ედე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 30-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის და 212-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ეს ნორ­მე­ბი, რო­გორც გო­ნივ­რუ­ლად გა­ნა­ცხა­და ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 22-ე მუხ­ლის პირ­ველ ნა­წილ­თან და 283-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წილ­თან. ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 22-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა წარ­მო­ი­შო­ბა მხო­ლოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ამ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის მზა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 283-ე მუხ­ლის მე-2 პა­რაგ­რა­ფით გან­სა­ზღვრუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ეხე­ბა ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მე-11 მუხ­ლის მე-4 პა­რაგ­რა­ფით ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით არა უმე­ტეს 6 წელი პა­ტიმ­რო­ბი­სა. ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გო­ნივ­რუ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს ბრა­ლი ედე­ბა არ წარ­მო­ად­გნენს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში და 1957 წლის 13 დე­კემ­ბრის ექ­სტრა­და­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის და ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 71-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის 1-ლი ქვე­პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, მარ­თე­ბუ­ლად იქნა გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ მისი ექ­სტრა­და­ცია არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და უარი ეთ­ქვა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ექ­სტრა­და­ცი­ის შე­სა­ხებ მათი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე.

სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გი­ორ­გი თა­რა­გა­მა­ძე შე­იძ­ლე­ბა იდევ­ნე­ბო­დეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი­თაც. ეს მტკიც­დე­ბა ფაქ­ტით, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო შე­წყდა მას შემ­დეგ, რაც ინეტრპო­ლის მთა­ვარ­მა სამ­დივ­ნომ ცნო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ძებ­ნა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზით და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დი­ო­და ინ­ტერ­პო­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-3 მუხლთან, რო­მე­ლიც სას­ტი­კად უკ­რძა­ლავს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი, სამ­ხედ­რო, რე­ლი­გი­უ­რი ან რა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის საქ­მე­ებ­ში რა­ი­მე ტი­პის ჩა­რე­ვას.

იგი­ვე მი­ზე­ზით, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე­ზე ძებ­ნა შე­წყდა ლიტ­ვის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ბი­უ­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მიერ, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებ­და ძებ­ნას ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია European Arrest Warranty-ის 2002 წლის 13 ივ­ნი­სის ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს ჩარ­ჩო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მე-4 მუხ­ლის 1 ნა­წი­ლის 1 ქვე­პუნ­ქტის, მე-6 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლის და 17-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის დე­ბუ­ლე­ბით და 2007 წლის 19 აპ­რი­ლის ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს Evaluation Report on Lithuania N. SN2361/07 "რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის" მე-8 მუხ­ლის მო­ხედ­ვით, European Arres Warranty-ის და შე­სა­ბა­მის წევრ ქვეყ­ნებს შო­რის დამ­ნა­შა­ვე­თა გა­და­ცე­მის პრო­ცე­დუ­რის მი­ხედ­ვით. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც, ექ­სტრა­და­ცია ძი­რი­თა­დად იგი­ვე კა­ნო­ნის ინ­სტი­ტუ­ტია, რაც European Arres Warranty ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მიჩ­ნე­უ­ლია ანა­ლო­გი­ად.

ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 31-ე მუხ­ლის, 71-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის, 1-ლი ქვე­პუნ­ქტის და 73-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით, სა­სა­მარ­თლო იღებს შემ­დგომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას:

იწო­ნებს ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ 2013 წლის 15 აპ­რილს გა­მო­ცე­მულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ უარი ეთ­ქვას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გი­ორ­გი თა­რა­გა­მა­ძის, და­ბა­დე­ბუ­ლი 1968 წლის 23 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მცხოვ­რე­ბი ქ. თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ექ­სტრა­და­ცი­ა­ზე მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოა და გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლიტვის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას გივი თარგამაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა

ლიტვის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას გივი თარგამაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა

ლიტვის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას გივი თარგამაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2013 წლის 2 აპრილს ფაქსიმილიით და და 2013 წლის 11 აპრილს დიპლომატიური არხების საშუალებით ლიტვის მთავარმა პროკურატურამ რუსეთის მთავარი პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების თაობაზე გივი თარგამაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციის შესახებ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც განისაზღვრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის მომზადება) და 212-ე მუხლის პირველი ნაწილის (გადატრიალება).

"ინტერპრესნიუსი" სასამართლოს გადაწყვეტილებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვილნიუსის რეგიონული სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეების განყოფილების მოსამართლე, ლაურეტა ურბიენე გაეცნო რა ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გიორგი თარგამაძის რუსეთის ფედერაციისთვის ექსტრადაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე, დაადგინა შემდეგი:

2013 წლის 2 აპრილს ფაქსიმილიით და და 2013 წლის 11 აპრილს დიპლომატიური არხების საშუალებით ლიტვის რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა 1957 წლის 13 დეკემბრის "ექსტრადაციის შესახებ ევროპული კონვენციის" საფუძველზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე საქართველოს მოქალაქის გიორგი თარგამაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციის შესახებ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც განისაზღვრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის მომზადება) და 212-ე მუხლის პირველი ნაწილის (გადატრიალება). კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მთავარმა პროკურტურამ წარმოადგინა 2013 წლის 29 მარტით დათარიღებული ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნა, გადაწყვეტილება გიორგი თარგამაძისთვის ოფიციალური ბრალის წაყენების თაობაზე და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის დოკუმენტაცია. დოკუმენტებთან ერთად ასევე იყო 2013 წლის 21 თებერვალს მოსკოვის ბასმანის უბნის სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერი, რომლის მიხედვითაც, გიორგი თარგამაძეს შეეფარდა დაპატიმრება, როგორც სასჯელის ზომა.

ექსტრადაციის მოთხოვნა დაფუძნებული იყო გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, გიორგი თარგამაძეს ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით და 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადატრიალების ორგანიზებისთვის ძალადობის, დარბევის, ხანძრის გაჩენის, საკუთრების განადგურების, იარაღის და ფეთქებადი საშუალებების, გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით. თუმცა დანაშაულებრივი ქმედების შესრულება ვერ მოხერხდა ზემოთხსენებული პირისგან დამოუკიდებლად არსებული გარემოებების გამო. გადაწყვეტილება გამოიცა 2013 წლის 14 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმეების უფროსი გამომძიებლების მიერ და დაადგინა შემდეგი:

2012 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძემ და სხვა დაუდგენელმა პირებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომ მოეწყოთ მასობრივი არეულობა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში ძალადობის, დარბევის, ხანძრის გაჩენის, საკუთრების განადგურების, იარაღის და ფეთქებადი საშუალებების გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით. თავიანთი დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მიზნით, გიორგი თარგამაძემ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს ეპოვნათ თანამზრახველები რუსეთის ფედერაციის ოპოზიციური მოძრაობის წევრებს შორის.

დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მზადების პერიოდში 2012 წლის იანვარში (ზუსტი თარიღი უცნობია) დაუდგენელ ადგილზე, გიორგი თარგამაძემ და სხვა დაუდგენელმა პირებმა მიმართეს ს.ს. უდალცოვს, მოძრაობა "მემარცხენე ფრონტის" ორგანიზატორს, ასევე კ.ვ. ლებედევს და ლ.ვ. რაზვოჟაევს შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რომ მოეწყოთ მასობრივი არეულობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და დაჰპირდნენ ფინანსურ დახმარებას ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად. ამის შემდეგ ს.ს. უდალცოვმა, კ.ვ. ლებედევმა და ლ.ვ. რაზვოჟაევმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომ მოეწყოთ მასობრივი არეულობა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში ძალადობის, დარბევის, ხანძრის გაჩენის, საკუთრების განადგურების, იარაღისა და ფეთქებადი საშუალებების გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით.

დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის პერიოდში 2012 წელს, პირადი შეხვედრების დროს, სხვადასხვა ადგილებზე და ასევე კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით გიორგი თარგამაძემ და დაუდგენელმა პირებმა კონსულტაცია გაიარეს ს.ს. უდალცოვთან, კ.ვ. ლებედევთან და ლ.ვ. რაზვოჟაევთან მასობრივი არეულობის ორგანიზების ტაქტიკის თაობაზე და სხვადასხვა შემთხვევების დროს ქ. მოსკოვის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ გადასცეს მათ ფულადი თანხა აშშ დოლარში მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის. გიორგი თარგამაძის მიერ უდალცოვის, კ.ვ. ლებედევის და ლ.ვ. რაზვოჟაევისთვის გადაცემული თანხა შეადგენდა დაახლოებით 200 ათას აშშ დოლარს.

2012 წლის ივლისის მეორე ნახევარში ბელორუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში, დაუდგენელ ადგილზე გიორგი თარგამაძემ ს.ს. უდალცოვთან, კ.ვ. ლებედევთან და ლ.ვ. რაზვოჟაევთან და სხვა დაუდგენელ პირებთან დაგეგმა ქმედებები არეულობის ორგანიზების მიზნით რუსეთის ფედერაციის ქალაქებში მოსკოვის, კალინინგრადის, ვლადივასტოკის და სხვა ქალაქების ტერიტორიაზე და ციხეებში, ასევე დაგეგმეს სარკინიგზო გზების დაბლოკვა და იქ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რათა შეეფერხებინათ რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არეულობის პრევენცია.

იმავე ადგილზე, იმავე დროს და არეულობის ორგანიზების დაგეგმვის პერიოდში, გიორგი თარგამაძემ, ს.ს. უდალცოვმა, კ.ვ. ლებედევმა, ლ.ვ. რაზვოჟაევმა და დაუდგენელმა პირებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის გარეთ, სხვადასხვა დაუდგენელი წყაროებიდან დანაშაულის დაფინანსების შესაძლებლობები, დაგეგმეს გამგზავრება რუსეთის ფედერაციის სხვადახვა რეგიონში 2012 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე არეულობის მონაწილეთა შერჩევისა და სპეციალურ ტრენინგ-ბანაკებში მათი მომზადების მიზნით, განიხილეს მათი ქმედებების ზედამხედველობის საკითხები, განსაზღვრეს მათი რაოდენობა და არეულობის მონაწილეებს შორის აარჩიეს ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებოდნენ კონკრეტული ქმედებებისთვის.

ამავე დროს, გიორგი თარგამაძემ, ს.ს. უდალცოვმა, კ.ვ. ლებედევმა და ლ.ვ. რაზვოჟაევმა, დაუდგენელ პირებთან ერთად დაგეგმეს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში არეულობის მოწყობა არა უგვიანეს 2012 წლის შემოდგომისა, უფრო ზუსტი დრო არ არის დადგენილი.

ამის შემდეგ, მოქმედებდნენ რა დაუდგენელ პირებთან და გიორგი თარგამაძესთან ერთად, საერთო დანაშაულებრივი მიზნით, 2012 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ს.ს. უდალცოვი, კ.ვ. ლებედევი და ლ.ვ. რაზვოჟაევი, გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციის სხვადახვა ქალაქებში სხვადასხვა შემთხვევებზე, მოაწყვეს ტრენინგ ბანაკები და ჩაწერეს სიაში ის ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებდნენ დაგეგმილ არეულობაში, ჩამოაყალიბეს ჩაწერილი ადამიანების მონაცემთა ბაზა, რათა შემდგომში მოკლე ტექსტური შეტყობინებით (სმს-ით) შეეტყობინებინათ მათთვის დაგეგმილი არეულობის შესახებ და რათა მონაწილეებს ჰქონოდათ საშუალება მისულიყვნენ არეულობის ადგილზე.

ამას გარდა, მოქმედებდნენ და ახდენენდნენ რა თავიანთი ქმედებების კოორდინაციას გიორგი თარგამაძესთან და დაუდგენელ პირებთან, ს.ს. უდალცოვი, კ.ვ. ლებედევი და ლ.ვ. რაზვოჟაევი ესტუმრნენ ვორონეჟს, ლიპეტსკს, ნიჟნი ნოვგოროდს, ივანოვოს, იაროსლავლს, ვოლგოგრადს, ბელოგრადს და ტვერს, სადაც ისინი შეხვდნენ თავიანთი მოძრაობის "მომარცხენე ფრონტის" აქტიურ წევრებს და ჩაწერეს ის პირები, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებდნენ დაგეგმილ არეულობაში.

შედეგად, გიორგი თარაგამაძემ, ს.ს. უდალცოვთან, კ.ვ. ლებედევთან და ლ.ვ. რაზვოჟაევთან და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად გამიზნულად შექმნა პირობები არეულობის ორგანიზებისთვის, მაგრამ მათი დანაშაულებრივი განზრახვა არ განხორციელდა მათგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, რადგან მათი ქმედებები ცნობილი გახდა რუსეთის ფედერაციის კონონდამცველი ორგანოებისთვის.

2013 წლის 19 მარტს გიორგი თარგამაძე გამოცხადდა ლიტვის რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაში და შემოიტანა განაცხადი, სადაც ის ხსნიდა, რომ ლიტვის რესპუბლიკაში მისი ვიზიტის დროს მასმედიის საშუალებით შეიტყო, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული ინტერპოლის არხების საშუალებით, რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მის მიმართ გამოცხადებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო და აცხადებდა, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა განპირობებული იყო პოლიტიკური მიზეზებით, რომელიც საქართველოს პარლამენტში მის საქმიანობას უკავშირდებოდა. იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 2003 წლიდან, ამასთან 2003-2012წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და ამჟამად ამავე კომიტეტის წევრი. გიორგი თარგამაძის მიხედვით, რუსეთის გადაწყვეტილება, დაეწყო მისი სისხლის სამართლებრივი დევნა განპირობებული იყო რუსეთის ხელისუფლების მტრული დამოკიდებულებით მის მიმართ, რუსეთის ხელისუფლებისადმი მისი ოპოზიციური განწყობის გამო როგორც ომამდე ასევე ომის შემდეგ, ასევე სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიულ პროცესებში მისი მონაწილეობის გამო.

ლიტვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და 1957 წლის 13 დეკემბრის ექსტრადაციის ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი თარგამაძე პირადად გამოცხადდა ლიტვის რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაში და აცნობა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომ გიორგი თარგამაძე შეიძლება დაიმალოს და იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მონაწილეობა ექსტრადაციის პროცესში, 2013 წლის 19 მარტს პროკურორმა მას დააკისრა იძულების შემდეგი ზომა: ვალდებულება, რომ გამოცხადდეს პერიოდულად პოლიციის განყოფილებაში და წარმოადგინოს ხელწერილია, რომ არ დატოვებს თავის საცხოვრებელს ლიტვაში, სადაც ამჟამად იმყოფება.

2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ლიტვის რესუბლიკის მთავარმა პროკურატურამ უარი თქვა საქართველოს მოქალაქე გიორგი თარგამაძის ექსტრადაციაზე რუსეთის ფედერაციისთვის ვინაიდან, ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გიორგი თარგამაძის მიმართ სისხლის სამართლევრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა, შეესაბამება ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის პირველ პარაგრაფს და 283-ე მუხლის მეორე ნაწილს და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული ლიტვის რესპუბლიკაში.

ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მეორე ნაწილი ეხება ნაკლებად სერიოზულ დანაშაულს, (ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე მუხლის მე-4 ნაწილი), მაშინ როცა ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს ეკისრება სამართლებრივი ვალდებულება მხოლოდ სერიოზული ან მძიმე დანაშაულის მომზადებისთვის, შესაბამისად ზემოთხსენებული დანაშაულებრივი ქმედებისთვის მომზადება სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება.

ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება დამტკიცებულია (მოწონებულია).

სასამართლოსთვის წარმოდგენილი მონაცემები ამტკიცებს, რომ გიორგი თარგამაძეს, რომელის ექსტრადაციაც მოითხოვა რუსეთის ფედერაციამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების, ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის და 212-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ეს ნორმები, როგორც გონივრულად განაცხადა ლიტვის რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ, შესაბამისობაში მოდის ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 283-ე მუხლის მე-2 ნაწილთან. ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წარმოიშობა მხოლოდ სერიოზული ამ მძიმე დანაშაულისთვის მზადების შემთხვევაში. ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული დანაშაული ეხება ნაკლებად სერიოზულ დანაშაულს, რომელიც ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 პარაგრაფით ისჯება თავისუფლების აღკვეთით არა უმეტეს 6 წელი პატიმრობისა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ გონივრულად განაცხადა, რომ ქმედებები, რომლებშიც გიორგი თარგამაძეს ბრალი ედება არ წარმოადგნენს სისხლის სამართლის დანაშაულს ლიტვის რესპუბლიკაში და 1957 წლის 13 დეკემბრის ექსტრადაციის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის და ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტის მიხედვით, მართებულად იქნა გადაწყვეტილი, რომ მისი ექსტრადაცია არ არის შესაძლებელი და უარი ეთქვა რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურატურისთვის ექსტრადაციის შესახებ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლოსთვის მიწოდებული მონაცემების შეფასებისას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გიორგი თარაგამაძე შეიძლება იდევნებოდეს რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური მიზეზებითაც. ეს მტკიცდება ფაქტით, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ გიორგი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ზემოთაღნიშნული დანაშაულებში მონაწილეობის გამო შეწყდა მას შემდეგ, რაც ინეტრპოლის მთავარმა სამდივნომ ცნო, რომ აღნიშნული ძებნა იყო პოლიტიკური მიზეზით და წინააღმდეგობაში მოდიოდა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლთან, რომელიც სასტიკად უკრძალავს ორგანიზაციას პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის საქმეებში რაიმე ტიპის ჩარევას.

იგივე მიზეზით, გიორგი თარგამაძეზე ძებნა შეწყდა ლიტვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მიერ, რომელიც აწარმოებდა ძებნას ლიტვის რესპუბლიკაში.

ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია European Arrest Warranty-ის 2002 წლის 13 ივნისის ევროპული საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილების მე-4 მუხლის 1 ნაწილის 1 ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის და 17-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებით და 2007 წლის 19 აპრილის ევროკავშირის საბჭოს Evaluation Report on Lithuania N. SN2361/07 "რეკომენდაციების" მე-8 მუხლის მოხედვით, European Arres Warranty-ის და შესაბამის წევრ ქვეყნებს შორის დამნაშავეთა გადაცემის პროცედურის მიხედვით. იმდენად, რამდენადაც, ექსტრადაცია ძირითადად იგივე კანონის ინსტიტუტია, რაც European Arres Warranty ზემოთხსენებული სიტუაცია მიჩნეულია ანალოგიად.

ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1-ლი ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო იღებს შემდგომ გადაწყვეტილებას:

იწონებს ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 15 აპრილს გამოცემულ გადაწყვეტილებას, რომ უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქის გიორგი თარაგამაძის, დაბადებული 1968 წლის 23 ივლისს საქართველოში, მცხოვრები ქ. თბილისში, საქართველოში, ექსტრადაციაზე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ