ესპანელი მომღერალი ენრიკე იგლესიასი და ყოფილი რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა ქორწილისთვის ემზადებიან: წყვილი მომავალ კვირას იქორწინებს. ქორწილის ზუსტი თარიღი გასაიდუმლოებულია.
როგორც ტაბლოიდი The Sun წერს, საქორწინო ცერემონია მაიამიში გაიმართება. ცნობილია, რომ მიწვეულ სტუმართა შორის არიან მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, სუპერმოდელი ევა ლონგორია, "ფორმულა 1"-ის მრბოლელი ლუის ჰემილტონი და ჯგუფ The Pussycat Dolls-ის ყოფილი სოლისტი ნიკოლ შეზინგერი.
ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასის რომანი უკვე 12 წელია გრძელდება. მათ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს. ამჟამად წყვილი მაიამიში ცხოვრობს. ყოფილ ჩოგბურთელს დიდი ხანია ურთიერთობის დაკანონება სურს, თუმცა მომღერალი ამის წინააღმდეგი იყო.
ანა კურნიკოვა ახალგაზრდულ რეიტინგებში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე რუსეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა - მაშინ ის 15 წლის იყო.
ენრიკე იგლესიასი ესპანეთის ესტრადის ცნობილი მომღერლის, ხულიო იგლესიასის ვაჟია. მომღერალს 7 და-ძმა ჰყავს.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.