პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კირვალიძეზე აპირებდნენ ხელისშეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა"
"კირვალიძეზე აპირებდნენ ხელისშეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა"

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი უსინ­დი­სო ბრძო­ლის ფორ­მაა, რომ თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ან ხელ­მძღვა­ნე­ლი გან­სა­ზღვრულ თა­მა­შის წე­სებს არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­აფ­თრე­ბუ­ლი ბრძო­ლა იწყე­ბა", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე.

- ივა­ნიშ­ვილს არ და­უ­მა­ლავს, რომ ერთ მი­ნის­ტრთან კი­თხვე­ბი ჰქონ­და.

- გა­მი­ჭირ­დე­ბა ზუს­ტად იმის თქმა, ივა­ნიშ­ვილ­მა კირ­ვა­ლი­ძე იგუ­ლის­ხმა თუ არა, მაგ­რამ ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ შე­საძ­ლოა კირ­ვა­ლი­ძე მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ამ მი­ნის­ტრე­ბის სი­ა­ში. ამ სა­კი­თხზე შე­იძ­ლე­ბა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის თვალ­საზ­რი­სი­თაც ვიმ­სჯე­ლოთ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ის ინ­ფორ­მა­ცია (რომ სა­მი­ნის­ტრომ უა­რე­სი ტრაქ­ტო­რე­ბი ძვი­რად შე­ი­ძი­ნა) ხე­ლოვ­ნუ­რად გავ­რცელ­და. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი აქვს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ბი­უ­ჯე­ტი­დან, არა­მედ გრან­ტე­ბი­თაც ივ­სე­ბა. კირ­ვა­ლი­ძე იყო მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაგ­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ პრე­მი­ერ­ზე და კო­ა­ლი­ცი­ის არც ერთ ჯგუფ­თან არ ასო­ცირ­დე­ბო­და. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ვი­ღა­ცის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გარ­და ამი­სა, რად­გან კირ­ვა­ლი­ძე ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის სი­ძეა, შე­საძ­ლოა, ირი­ბი დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბა უნ­დო­დათ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის­თვის. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ხმა­ლა­ძე ერთ-ერთ სა­სურ­ველ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლა. კირ­ვა­ლი­ძის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ამ დარ­ტყმით მოხ­და ხმა­ლა­ძის, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ლიკ­ვი­და­ცია.

კირ­ვა­ლი­ძე სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მოშ­ლი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო. ივა­ნიშ­ვილ­მა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და პრი­ო­რი­ტე­ტულ დარ­გად. ამი­ტო­მაც კირ­ვა­ლი­ძი­სად­მი მო­თხოვ­ნის თა­მა­სა ბევ­რად მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე ზოგი სხვა მი­ნის­ტრი­სა. ნო­ემ­ბრი­დან თე­ბერ­ვლამ­დე კირ­ვა­ლი­ძეს უნდა აღე­წე­რა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო მიწა, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლი და­მა­ლუ­ლი იყო და რე­ესტრში არ ჩან­და. უნდა მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნა და გა­ე­გო, ვინ იყო ად­გი­ლებ­ზე მი­წის მფლო­ბე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ზუს­ტი ნუს­ხა შე­ედ­გი­ნა იმ პი­რე­ბი­სა, ვისი მი­წე­ბიც უნდა მოხ­ნუ­ლი­ყო. ტი­ტა­ნუ­რი შრო­მა იყო გა­სა­წე­ვი ად­გი­ლობ­რი­ვი რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი­სა და გამ­გებ­ლე­ბის სა­ბო­ტა­ჟის და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ფონ­ზე. ამი­ტო­მაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ქა­ო­სი შე­იქ­მნა. იმ ფაქ­ტმა, რომ სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა ტი­პის დიდი და­ფი­ნან­სე­ბა ჰქონ­და, იქ კო­რუფ­ცი­ის გა­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბა გა­ზარ­და. ყვე­ლა­ფე­რი ეს ერთ პა­კეტ­ში ჩა­ი­დო და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­აც გავ­რცელ­და.

მა­ვან­ნი კირ­ვა­ლი­ძე­ზე აპი­რებ­დნენ ხე­ლის შეწ­მენ­დას, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­მა არ შე­აწ­მენ­დი­ნა, ვფიქ­რობ, ის ჯერ კი­დევ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის კირ­ვა­ლი­ძის შეც­დო­მებ­ში. კირ­ვა­ლი­ძეს შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მაც აქვს და და­ნა­შა­უ­ლიც, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბით უნდა გა­ირ­კვეს...

ყვე­ლა მი­ნის­ტრი ერთ ქვაბ­ში არ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ხარ­შოს, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრის გარ­შე­მო რკალს კრა­ვენ იმ მიზ­ნით, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას მო­ა­შო­რონ. ასეთ რკალს ვხე­დავ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გარ­შე­მოც.

იხი­ლეთ ინ­ტე­რი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"კირვალიძეზე აპირებდნენ ხელისშეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა"

"კირვალიძეზე აპირებდნენ ხელისშეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა"

"საქართველოში მიღებული უსინდისო ბრძოლის ფორმაა, რომ თუ თანამდებობის პირი ან ხელმძღვანელი განსაზღვრულ თამაშის წესებს არ დაექვემდებარა, მის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა იწყება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ერთ მინისტრთან კითხვები ჰქონდა.

- გამიჭირდება ზუსტად იმის თქმა, ივანიშვილმა კირვალიძე იგულისხმა თუ არა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი იყო, რომ შესაძლოა კირვალიძე მოხვედრილიყო ამ მინისტრების სიაში. ამ საკითხზე შეიძლება შეთქმულების თეორიის თვალსაზრისითაც ვიმსჯელოთ. არ არის გამორიცხული, ის ინფორმაცია (რომ სამინისტრომ უარესი ტრაქტორები ძვირად შეიძინა) ხელოვნურად გავრცელდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი ფინანსური რესურსი აქვს, რომელიც არა მხოლოდ ბიუჯეტიდან, არამედ გრანტებითაც ივსება. კირვალიძე იყო მინისტრი, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიმაგრებული იყო მხოლოდ პრემიერზე და კოალიციის არც ერთ ჯგუფთან არ ასოცირდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, რადგან კირვალიძე ვახტანგ ხმალაძის სიძეა, შესაძლოა, ირიბი დარტყმის მიყენება უნდოდათ რესპუბლიკელებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ივანიშვილმა ხმალაძე ერთ-ერთ სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. კირვალიძისთვის მიყენებული ამ დარტყმით მოხდა ხმალაძის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ლიკვიდაცია.

კირვალიძე სათავეში ჩაუდგა იმ მიმართულებას, რომელიც მოშლილი და განადგურებული იყო. ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა გამოაცხადა პრიორიტეტულ დარგად. ამიტომაც კირვალიძისადმი მოთხოვნის თამასა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ზოგი სხვა მინისტრისა. ნოემბრიდან თებერვლამდე კირვალიძეს უნდა აღეწერა ყველა სახელმწიფო მიწა, რომლის დიდი ნაწილი დამალული იყო და რეესტრში არ ჩანდა. უნდა მოეწესრიგებინა და გაეგო, ვინ იყო ადგილებზე მიწის მფლობელი და საქართველოს მასშტაბით ზუსტი ნუსხა შეედგინა იმ პირებისა, ვისი მიწებიც უნდა მოხნულიყო. ტიტანური შრომა იყო გასაწევი ადგილობრივი რწმუნებულებისა და გამგებლების საბოტაჟის და არაპროფესიონალიზმის ფონზე. ამიტომაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში საორგანიზაციო ქაოსი შეიქმნა. იმ ფაქტმა, რომ სამინისტროს სხვადასხვა ტიპის დიდი დაფინანსება ჰქონდა, იქ კორუფციის გაჩენის ალბათობა გაზარდა. ყველაფერი ეს ერთ პაკეტში ჩაიდო და შესაბამისი ინფორმაციაც გავრცელდა.

მავანნი კირვალიძეზე აპირებდნენ ხელის შეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა, ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ დარწმუნებული არ არის კირვალიძის შეცდომებში. კირვალიძეს შეიძლება შეცდომაც აქვს და დანაშაულიც, მაგრამ ეს მხოლოდ გამოძიებით უნდა გაირკვეს...

ყველა მინისტრი ერთ ქვაბში არ შეიძლება მოიხარშოს, მაგრამ ვხედავ, რომ ზოგიერთი მინისტრის გარშემო რკალს კრავენ იმ მიზნით, რომ თანამდებობას მოაშორონ. ასეთ რკალს ვხედავ ღარიბაშვილის გარშემოც.

იხილეთ ინტერიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა