სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წერილი გავრცელდა. წერილი 2013 წლის 11 აპრილითაა დათარიღებული და პრეზიდენტის თურქეთში დაშავებას ეხება.
"ძვირფასო მიშა, სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს შევიტყე თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ. ძალიან შევწუხდი, როდესაც გავიგე, რომ ველოსიპედის მართვისას მხარი დაიზიანე. დაახლოებით, ორი წლის წინათ მეც შემემთხვა მსგავსი რამ - მოვიტეხე მხარი და ამიტომ გულწრფელად შემიძლია გითხრა: მე ვგრძნობ შენს ტკივილს! მაგრამ ასევე შემიძლია დაგარწმუნო, რომ ინტენსიური ფიზიოთერაპიის საშუალებითა და მოთმინებით, ძალიან მალე გამოჯანმრთელდები. ყველაფერს საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებ! პატივისცემით ანდერსი",-აღნიშნულია რასმუსენის წერილში.