საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარიის ელჩი - "ორივე კარგად მოიქცა: კირვალიძეც და პრემიერიც"
შვეიცარიის ელჩი - "ორივე კარგად მოიქცა: კირვალიძეც და პრემიერიც"

სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის, გი­უნ­ტერ ბეხ­ლე­რის ღია წე­რი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი, რო­მელ­შიც მან ევ­რო­პის რიგ დაჯ­გუ­ფე­ბებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ორ­მა­გი სტან­დარ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თა, სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ ევ­რო­პა­ში მძაფ­რი მსჯე­ლო­ბის საგ­ნად იქცა. "კვი­რის პა­ლიტ­რი­სათ­ვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰერ ბეხ­ლერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო და სა­ში­ნაო გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა.

- გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თქვენ­მა ღია წე­რილ­მა თა­ვის დრო­ზე დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია...

- ეს, რა თქმა უნდა, ელ­ჩი­სათ­ვის უჩ­ვე­უ­ლო ნა­ბი­ჯი იყო, რა­მაც ბევრ ჩემს კო­ლე­გას ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა გა­უღ­ვი­ძა. უმე­ტე­სო­ბამ ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა - ჩემს აზრს ბევ­რი იზი­ა­რებ­და, ისი­ნი მო­ხა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ მე, მათ­მა კო­ლე­გამ, ვცა­დე, გან­მე­მუხ­ტა ის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც რიგი სა­ერ­თა­შო­რი­სო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გან­ცხა­დე­ბებს მოჰ­ყვა.

- იქ­ნებ ჩა­ვუღ­რმავ­დეთ თქვე­ნი ამ ნა­ბი­ჯის მო­ტი­ვებს. გა­ა­კე­თებ­დით თუ არა იმა­ვეს, შვე­ი­ცა­რია რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ყო­ფი­ლი­ყო? მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და თუ არა თქვენ­გან მსგავ­სი წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა?

- მე­ტად სა­გუ­ლის­ხმო შე­კი­თხვაა. რო­გორც დე­მოკ­რა­ტი, ვფიქ­რობ, ევ­რო­კავ­შირ­ში არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რათა წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო მი­სი­ებ­მა სა­კუ­თა­რი აზრი თა­მა­მად გა­მო­ხა­ტონ. ასე რომ, მე მა­ინც იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი...

- და­სავ­ლუ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თი და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე, ჩნდე­ბა აზრი, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბევ­რად მეტი გავ­ლე­ნა აქვს ევ­რო­პის პო­ზი­ცი­ა­ზე, ვიდ­რე ახ­ლან­დელს...

- არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან მათ ამის­თვის 9 წელი ჰქონ­დათ და ამ ხნის მან­ძილ­ზე მო­ა­ხერ­ხეს მტკი­ცე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლას­თან. ახა­ლი, თუნ­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლად, თა­ვი­დან იწყებს. ამას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა და სწო­რედ ამის წარ­მო­ჩე­ნა იყო ჩემი წე­რი­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რათა ხაზი გა­მეს­ვა იმის­თვის, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი მით­ქმა-მოთ­ქმა და კრი­ტი­კა ყო­ველ­თვის არ იყო გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა იკი­თხოს - რა­ტომ ვერ ას­რუ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ნა­პი­რებს, მაგ­რამ არა მა­შინ, რო­დე­საც ამ და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო დრო არ გა­სუ­ლა. რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, ეს ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო მთავ­რო­ბა­აო, უცხო­ელ­მა დიპ­ლო­მატ­მა ამ აზრს ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წიო და თქვა, - კი, ბა­ტო­ნო, მო­დით, ერ­თად ვი­მუ­შა­ო­თო!

- ამა­ში ალ­ბათ წვლი­ლი ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­მაც უნდა შე­ი­ტა­ნოს. რას ფიქ­რობთ დღე­ვან­დელ სა­გა­რეო კურ­სზე და ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე? წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თავ­გა­მო­დე­ბით ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­უხ­ვია და­სავ­ლე­თის კურსს...

- არ ვი­ზი­ა­რებ ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას, ვთვლი, რომ მეტ­წი­ლად სა­გა­რეო კურ­სი შე­უქ­ცე­ვა­დად მი­დის და­სავ­ლე­თი­სა­კენ. ამას­თან, შე­ი­ნიშ­ნე­ბა და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბიც, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ არა ევ­რო­პუ­ლი კავ­ში­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე. ეს ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტონი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კაა. ამავდრო­უ­ლად, არ ხდე­ბა "წი­თე­ლი ხა­ზე­ბის" გა­დაკ­ვე­თა, რაც გო­ნივ­რუ­ლი მიდ­გო­მაა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

შვეიცარიის ელჩი - "ორივე კარგად მოიქცა: კირვალიძეც და პრემიერიც"

შვეიცარიის ელჩი - "ორივე კარგად მოიქცა: კირვალიძეც და პრემიერიც"

საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ღია წერილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც მან ევროპის რიგ დაჯგუფებებს ახალი ხელისუფლების მიმართ ორმაგი სტანდარტის გამოყენებაზე მიუთითა, საქართველოსა თუ ევროპაში მძაფრი მსჯელობის საგნად იქცა. "კვირის პალიტრისათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰერ ბეხლერმა საქართველოს საგარეო და საშინაო გამოწვევებზე ისაუბრა.

- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა ღია წერილმა თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

- ეს, რა თქმა უნდა, ელჩისათვის უჩვეულო ნაბიჯი იყო, რამაც ბევრ ჩემს კოლეგას ცნობისმოყვარეობა გაუღვიძა. უმეტესობამ ჩემი ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა - ჩემს აზრს ბევრი იზიარებდა, ისინი მოხარულები იყვნენ, რომ მე, მათმა კოლეგამ, ვცადე, განმემუხტა ის დაძაბულობა, რომელიც რიგი საერთაშორისო დაჯგუფებების განცხადებებს მოჰყვა.

- იქნებ ჩავუღრმავდეთ თქვენი ამ ნაბიჯის მოტივებს. გააკეთებდით თუ არა იმავეს, შვეიცარია რომ ევროკავშირის წევრი ყოფილიყო? მისაღები იქნებოდა თუ არა თქვენგან მსგავსი წერილის გამოქვეყნება?

- მეტად საგულისხმო შეკითხვაა. როგორც დემოკრატი, ვფიქრობ, ევროკავშირში არსებობს საკმარისი თავისუფლება, რათა წევრი ქვეყნების საგარეო მისიებმა საკუთარი აზრი თამამად გამოხატონ. ასე რომ, მე მაინც იმავეს გავაკეთებდი...

- დასავლური პუბლიკაციებისა და ზოგიერთი დასავლელი ლიდერის განცხადებების ფონზე, ჩნდება აზრი, რომ წინა ხელისუფლებას ბევრად მეტი გავლენა აქვს ევროპის პოზიციაზე, ვიდრე ახლანდელს...

- არც არის გასაკვირი, რადგან მათ ამისთვის 9 წელი ჰქონდათ და ამ ხნის მანძილზე მოახერხეს მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპის ზოგიერთ ანგარიშგასაწევ ძალასთან. ახალი, თუნდაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება კი ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას, პრაქტიკულად, თავიდან იწყებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება და სწორედ ამის წარმოჩენა იყო ჩემი წერილის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რათა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ახალი ხელისუფლებისკენ მიმართული მითქმა-მოთქმა და კრიტიკა ყოველთვის არ იყო გამართლებული. ყველას აქვს უფლება იკითხოს - რატომ ვერ ასრულებს ხელისუფლება დანაპირებს, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ამ დანაპირების შესრულებისთვის საჭირო დრო არ გასულა. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, ეს ჩვენი საუკეთესო მთავრობააო, უცხოელმა დიპლომატმა ამ აზრს ანგარიში უნდა გაუწიო და თქვა, - კი, ბატონო, მოდით, ერთად ვიმუშაოთო!

- ამაში ალბათ წვლილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკამაც უნდა შეიტანოს. რას ფიქრობთ დღევანდელ საგარეო კურსზე და ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე? წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლეთის კურსს...

- არ ვიზიარებ ამ შეხედულებას, ვთვლი, რომ მეტწილად საგარეო კურსი შეუქცევადად მიდის დასავლეთისაკენ. ამასთან, შეინიშნება დადებითი ცვლილებებიც, მაგალითად, რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ არა ევროპული კავშირების დაზიანების ხარჯზე. ეს ადრინდელთან შედარებით განსხვავებული ტონი, განსხვავებული რიტორიკაა. ამავდროულად, არ ხდება "წითელი ხაზების" გადაკვეთა, რაც გონივრული მიდგომაა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა