სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადააგდო უიმედოდ შეყვარებულმა ვანომ გვანცა ადამია უნივერსიტეტის მე-3 სართულიდან?
რატომ გადააგდო უიმედოდ შეყვარებულმა ვანომ გვანცა ადამია უნივერსიტეტის მე-3 სართულიდან?

გა­სულ კვი­რას სტუ­დენ­ტი გო­გო­ნას, გვან­ცა ადა­მი­ას ამ­ბავ­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო აა­ფო­რი­ა­ქა. უი­მე­დოდ შეყ­ვა­რე­ბულ­მა ვანო ღონ­ღა­ძემ თა­ნა­კურ­სე­ლი გვან­ცა ადა­მია ხელ­ში აი­ტა­ცა, 3-4-წა­მი­ა­ნი შე­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგ კი მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო, მერე გო­გო­ნას ჩან­თას დას­წვდა და ძირს და­ნარ­ცხე­ბულს ისიც ზედ მი­ა­ყო­ლა(!) (ეს ყვე­ლა­ფე­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა). გვან­ცა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. ვანო ღონ­ღა­ძე კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვამ და­ა­კა­ვა და შსს-ს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს ჩა­ა­ბა­რა.

"ბიჭს და­კა­ვე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია, თვალ­ში სა­ცე­მი იყო ის, რომ სა­ხე­ზე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებ­და" - უთხრეს "კვი­რის პა­ლიტ­რას". გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და ღონ­ღა­ძეს 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

რო­გორც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გვი­თხრეს, გვან­ცა ადა­მი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ი­მე­დოა. "კვი­რის პა­ლიტ­რას" კი გვან­ცას დედა, შო­რე­ნა თვალ­თვა­ძე ესა­უბ­რა.

- როცა ვფიქ­რობ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი, ლა­მის გავ­გიჟ­დე. გვან­ცას ფილ­ტვე­ბი და­უ­ზი­ან­და და ახლა მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა, ნეკ­ნე­ბი და მენ­ჯის ძვლე­ბი ჩამ­ტვრე­უ­ლი აქვს, ღვიძ­ლი - გა­ხეთ­ქი­ლი (ამის გამო ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და). ახ­ლაც ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ გა­დარ­ჩა. ისიც დიდი გა­მარ­თლე­ბაა, რომ თავი არ და­არ­ტყა ქვის ია­ტაკს და ხერ­ხე­მა­ლი არ გა­და­უ­ტყდა. ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლია. ღმერ­თმა არ გაგ­ვწი­რა და ისევ მისი შემ­წე­ო­ბის იმე­დი გვაქვს.

- მედ­პერ­სო­ნა­ლის თქმით, გვან­ცას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს ცნო­ბი­ე­რე­ბა, კონ­ტაქ­ტუ­რია.

- კი, ყვე­ლას გვცნობს. ძი­რი­თა­დად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არის, რომ ტკი­ვი­ლი და­უ­ყუჩ­დეს, მაგ­რამ გა­მო­ფხიზ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ტი­რის. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე მყოფს აპა­რა­ტი ლა­პა­რა­კის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, არც ჩვენ ვე­კი­თხე­ბით არა­ფერს.

გვან­ცა ძა­ლი­ან წყნა­რი გო­გოა. სე­ნაკ­ში და­ამ­თავ­რა სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე, ხოლო სა­მუ­სი­კო სკო­ლა - ფრი­ა­დებ­ზე, უკ­რავს ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და მღე­რის. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ის თსუ-ის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ვანო მისი თა­ნა­კურ­სე­ლია. თა­ვი­დან მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. ვანო სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია. მა­საც ოქ­როს მე­დალ­ზე აქვს სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ერ­თმა­ნეთს წიგ­ნებ­სა და კონ­სპექ­ტებს უც­ვლიდ­ნენ და ამით და­ახ­ლოვ­დნენ. შემ­დეგ ვა­ნოს გვან­ცა შე­უყ­ვარ­და, ჩემს შვილს კი არას­დროს ჰყვა­რე­ბია. გვან­ცა ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბო­და. ამ­ბობ­და, ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს ამ ბი­ჭის დევ­ნა და ყუ­რა­დღე­ბაო. მახ­სოვს, 19 აპ­რილს და­უ­რე­კა ვა­ნომ და გვან­ცა ეჩხუ­ბა, უთხრა, თავი და­მა­ნე­ბე, ნუ დამ­დევ და ჩემი სა­ხე­ლი არ ახ­სე­ნოო.

ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო, რომ ვერ იშო­რებ­და. მი­თხრა, სახ­ლი­დან გა­ვალ თუ არა, იქვე მხვდე­ბა, სად­მე მივ­დი­ვარ და უკან მომ­ყვე­ბა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ დღე­და­ღამ მით­ვალ­თვა­ლებს. ბოლო დროს კი მისი თვა­ლე­ბი არ მომ­წონს, რა­ღაც­ნა­ი­რი მზე­რა აქვს, მე­ში­ნი­აო.

ჯერ ვი­ფიქ­რე, ნა­თე­სავ ბი­ჭებს ვე­ტყვი და იქ­ნებ და­ე­ლა­პა­რა­კონ ვა­ნოს-მეთ­ქი. მერე შევ­შინ­დი, უფრო არ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და გვან­ცას­თვის რამე არ და­ე­შა­ვე­ბი­ნა. მაგ­რამ ამას ვა­ნოს­გან ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი. უფრო მო­ტა­ცე­ბა­ზე ან რამე ასეთ­ზე ვფიქ­რობ­დი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ გადააგდო უიმედოდ შეყვარებულმა ვანომ გვანცა ადამია უნივერსიტეტის მე-3 სართულიდან?

რატომ გადააგდო უიმედოდ შეყვარებულმა ვანომ გვანცა ადამია უნივერსიტეტის მე-3 სართულიდან?

გასულ კვირას სტუდენტი გოგონას, გვანცა ადამიას ამბავმა სრულიად საქართველო ააფორიაქა. უიმედოდ შეყვარებულმა ვანო ღონღაძემ თანაკურსელი გვანცა ადამია ხელში აიტაცა, 3-4-წამიანი შეყოვნების შემდეგ კი მესამე სართულიდან გადააგდო, მერე გოგონას ჩანთას დასწვდა და ძირს დანარცხებულს ისიც ზედ მიაყოლა(!) (ეს ყველაფერი უნივერსიტეტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა). გვანცა სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ვანო ღონღაძე კი უნივერსიტეტის დაცვამ დააკავა და შსს-ს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩააბარა.

"ბიჭს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თვალში საცემი იყო ის, რომ სახეზე არაადეკვატური ღიმილი დასთამაშებდა" - უთხრეს "კვირის პალიტრას". გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს და ღონღაძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც რეანიმაციულ განყოფილებაში გვითხრეს, გვანცა ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საიმედოა. "კვირის პალიტრას" კი გვანცას დედა, შორენა თვალთვაძე ესაუბრა.

- როცა ვფიქრობ, რა მდგომარეობაშია ჩემი ერთადერთი შვილი, ლამის გავგიჟდე. გვანცას ფილტვები დაუზიანდა და ახლა მართვით სუნთქვაზეა, ნეკნები და მენჯის ძვლები ჩამტვრეული აქვს, ღვიძლი - გახეთქილი (ამის გამო ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა). ახლაც ვერ ვხვდები, როგორ გადარჩა. ისიც დიდი გამართლებაა, რომ თავი არ დაარტყა ქვის იატაკს და ხერხემალი არ გადაუტყდა. ეს ნამდვილი სასწაულია. ღმერთმა არ გაგვწირა და ისევ მისი შემწეობის იმედი გვაქვს.

- მედპერსონალის თქმით, გვანცას შენარჩუნებული აქვს ცნობიერება, კონტაქტურია.

- კი, ყველას გვცნობს. ძირითადად, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არის, რომ ტკივილი დაუყუჩდეს, მაგრამ გამოფხიზლებისთანავე ტირის. მართვით სუნთქვაზე მყოფს აპარატი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს, არც ჩვენ ვეკითხებით არაფერს.

გვანცა ძალიან წყნარი გოგოა. სენაკში დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე, ხოლო სამუსიკო სკოლა - ფრიადებზე, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის. "საქართველოს ვარსკვლავშიც" მონაწილეობდა. ის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ვანო მისი თანაკურსელია. თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ვანო საოცრად ნიჭიერი ბიჭია. მასაც ოქროს მედალზე აქვს სკოლა დამთავრებული. ერთმანეთს წიგნებსა და კონსპექტებს უცვლიდნენ და ამით დაახლოვდნენ. შემდეგ ვანოს გვანცა შეუყვარდა, ჩემს შვილს კი არასდროს ჰყვარებია. გვანცა ყველაფერს მიყვებოდა. ამბობდა, ძალიან მაღიზიანებს ამ ბიჭის დევნა და ყურადღებაო. მახსოვს, 19 აპრილს დაურეკა ვანომ და გვანცა ეჩხუბა, უთხრა, თავი დამანებე, ნუ დამდევ და ჩემი სახელი არ ახსენოო.

ძალიან შეწუხებული იყო, რომ ვერ იშორებდა. მითხრა, სახლიდან გავალ თუ არა, იქვე მხვდება, სადმე მივდივარ და უკან მომყვება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღედაღამ მითვალთვალებს. ბოლო დროს კი მისი თვალები არ მომწონს, რაღაცნაირი მზერა აქვს, მეშინიაო.

ჯერ ვიფიქრე, ნათესავ ბიჭებს ვეტყვი და იქნებ დაელაპარაკონ ვანოს-მეთქი. მერე შევშინდი, უფრო არ გაღიზიანებულიყო და გვანცასთვის რამე არ დაეშავებინა. მაგრამ ამას ვანოსგან ვერც კი წარმოვიდგენდი. უფრო მოტაცებაზე ან რამე ასეთზე ვფიქრობდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"