Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპილბერგი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერზე ფილმს გადაიღებს
სპილბერგი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერზე ფილმს გადაიღებს

სტი­ვენ სპილ­ბერ­გი აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო სნა­ი­პერ­ზე, "ზღვის კატა" კრის კა­ილ­ზე ფილ­მს გა­და­ი­ღებს. კა­ი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ამე­რი­კელ სნა­ი­პერ­თა შო­რის რე­კორდსმე­ნია. ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა "ამე­რი­კე­ლი სნა­ი­პე­რი". ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი The New York Times-ის ბესტსე­ლერ­თა სი­ა­ში 18 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებ­და.

კრი­ტი­კო­სე­ბი სნა­ი­პერს სა­კუ­თა­რი პა­ტი­ოს­ნე­ბის გამო ხოტ­ბას ას­ხამ­დნენ. კა­ი­ლი, რო­მელ­მაც ომში 160 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბელ­მა ვე­ტე­რან­მა ედი რუტ­მა იმ­სხვერ­პლა.

კა­ილს ბრედ­ლი კუ­პე­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. კუ­პე­რის კომ­პა­ნია 22nd & Indiana Pictures-მა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ზე უფ­ლე­ბა ერთი წლის წინ შე­ი­ძი­ნა.

"ამე­რი­კელ სნა­ი­პერ­ზე" ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვე­ბენ სტუ­დი­ე­ბი Warner Bros. და DreamWorks. ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი 2014 წელს და­ი­წყე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Hollywood Reporter-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სპილბერგი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერზე ფილმს გადაიღებს

სპილბერგი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერზე ფილმს გადაიღებს

სტივენ სპილბერგი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერზე, "ზღვის კატა" კრის კაილზე ფილმს გადაიღებს. კაილი განადგურებული სამიზნეების რაოდენობით ამერიკელ სნაიპერთა შორის რეკორდსმენია. ფილმის სახელწოდება იქნება "ამერიკელი სნაიპერი". ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული წიგნი The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში 18 კვირის განმავლობაში მოწინავე პოზიციას ინარჩუნებდა.

კრიტიკოსები სნაიპერს საკუთარი პატიოსნების გამო ხოტბას ასხამდნენ. კაილი, რომელმაც ომში 160 ადამიანი მოკლა, 2013 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ვეტერანმა ედი რუტმა იმსხვერპლა.

კაილს ბრედლი კუპერი განასახიერებს. კუპერის კომპანია 22nd & Indiana Pictures-მა ავტობიოგრაფიის ეკრანიზაციაზე უფლება ერთი წლის წინ შეიძინა.

"ამერიკელ სნაიპერზე" ერთობლივად იმუშავებენ სტუდიები Warner Bros. და DreamWorks. ფილმის გადაღებები 2014 წელს დაიწყება.

მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება