სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აფორმებენ უცხოელები ქართველებთან ფიქტიურ ქორწინებას
რატომ აფორმებენ უცხოელები ქართველებთან ფიქტიურ ქორწინებას

უცხო­ე­ლი მიგ­რან­ტე­ბის თემა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნელ-ნელა აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. ერთი შე­ხედ­ვით, ჯერ ეს სა­კი­თხი თით­ქოს არ არის პრობ­ლე­მა­ტუ­რი, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლოს. ამ სა­კი­თხზე დე­მოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი ან­ზორ თო­თა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უნდა შე­იქ­მნას. სა­ი­მიგ­რა­ციო კა­ნო­ნი უნდა გამ­კაცრ­დეს და მიწა ასე ხე­ლა­ღე­ბით უცხო­ე­ლებ­ზე აღარ გა­ი­ყი­დოს. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფარ­თოდ გა­ა­ღო სა­ზღვა­რი, რა­საც უკონ­ტრო­ლო პრო­ცე­სი მოჰ­ყვა.

- რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ბო­ლო­ხანს მიგ­რან­ტთა რი­ცხვის ამ­გვა­რი ზრდა?

- ამას აქვს რო­გორც დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი. ინ­დო­ეთ­ში, ჩი­ნეთ­ში, აზი­ის სხვა ქვეყ­ნებ­ში ჭარბმო­სახ­ლე­ო­ბაა, რაც სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. ამ ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას უჭირს თა­ვის რჩე­ნა, დიდი პრობ­ლე­მაა სას­მე­ლი წყლის უკ­მა­რი­სო­ბაც. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ის, რომ ბოლო 15-20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი გა­ღა­ტაკ­და, ამი­ტომ მიწა საგ­რძნობ­ლად გა­ი­აფ­და, რა­მაც უცხო­ე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გა­ზარ­და. მიგ­რა­ცია გაძ­ლი­ერ­და ქა­ლა­ქებ­შიც, უკვე შე­იქ­მნა მიგ­რან­ტთა კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი, მალე ევ­რო­პის დიდი ქა­ლა­ქე­ბის მსგავ­სად "ჩა­ი­ნა" თუ სხვა "თა­უ­ნე­ბიც" მოგ­ვიმ­რავ­ლდე­ბა. გახ­შირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უცხო­ე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცე­ბი, ფიქ­ტი­ურ ქორ­წი­ნე­ბას აფორ­მე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, რათა უფრო ად­ვი­ლად მი­ი­ღონ აქ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა. "მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით უნდა შე­მო­ვი­ღოთ მიგ­რან­ტთა გარ­კვე­უ­ლი კვო­ტა, რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლის ზე­მოთ მიგ­რან­ტთა მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

- რო­გო­რია დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ეთ­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი?

- ბოლო ხანს ქარ­თვე­ლე­ბის წილი მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამაღ­ლდა, ძი­რი­თა­დად, იმის ხარ­ჯზე, რომ ქვეყ­ნი­დან გა­ვიდ­ნენ ეთ­ნი­კუ­რი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, თით­ქმის 300 ათა­სი რუსი, 80 ათა­სი ბერ­ძე­ნი, სომ­ხე­ბი, თუმ­ცა მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არა­ნაკ­ლებ შე­ე­ხო ქარ­თვე­ლებ­საც. სა­ერ­თო დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა კვლავ სა­გან­გა­შოა: მცირ­დე­ბა შო­ბა­დო­ბა, იზ­რდე­ბა მოკ­ვდა­ო­ბა, იკლო ბუ­ნებ­რივ­მა მა­ტე­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 109-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ქარ­თვე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ მა­ტე­ბას. ამ­ჟა­მად სტა­ტის­ტი­კას არ­თუ­ლებს ისიც, რომ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ეროვ­ნე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი გრა­ფა ამო­ი­ღეს; არც მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, 2010 წელს და­გეგ­მი­ლი სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის ჩა­ტა­რე­ბას, რა­საც გა­ე­როც ითხოვ­და, სა­ა­კაშ­ვილ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად შე­უ­შა­ლა ხელი, რო­გორ ჩანს, არ­ჩევ­ნე­ბის წინ მას ეს ხელს არ აძ­ლევ­და. ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად თან­ხის ნაკ­ლე­ბო­ბა და­სა­ხელ­და, არა­და, წინა აღ­წე­რი­სას 5 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი არ და­ხარ­ჯუ­ლა, ამ­დე­ნი კი მხო­ლოდ კა­ცი­ტა­ძის ამომ­რჩე­ველ­თა სიის დამ­დგენ სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ას მის­ცეს. სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რა მხო­ლოდ 3-4 ქვე­ყა­ნამ არ ჩა­ა­ტა­რა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ, სო­მა­ლიმ.

ახლა, 2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში არის და­გეგ­მი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რა, ვი­მე­დოვ­ნებ, ზუს­ტად გა­ვი­გებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ეთ­ნი­კურ შე­მად­გებ­ლო­ბას სქე­სის, ასა­კის, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და სხვა პა­რა­მეტ­რე­ბის მი­ხედ­ვით.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რატომ აფორმებენ უცხოელები ქართველებთან ფიქტიურ ქორწინებას

რატომ აფორმებენ უცხოელები ქართველებთან ფიქტიურ ქორწინებას

უცხოელი მიგრანტების თემა საქართველოში ნელ-ნელა აქტუალური ხდება. ერთი შეხედვით, ჯერ ეს საკითხი თითქოს არ არის პრობლემატური, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალოს. ამ საკითხზე დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე გვესაუბრება:

- საქართველოში მიგრაციის პროცესის დასარეგულირებლად შესაბამისი კანონმდებლობა უნდა შეიქმნას. საიმიგრაციო კანონი უნდა გამკაცრდეს და მიწა ასე ხელაღებით უცხოელებზე აღარ გაიყიდოს. სააკაშვილის ხელისუფლებამ ფართოდ გააღო საზღვარი, რასაც უკონტროლო პროცესი მოჰყვა.

- რით არის განპირობებული ბოლოხანს მიგრანტთა რიცხვის ამგვარი ზრდა?

- ამას აქვს როგორც დემოგრაფიული, ისე ეკონომიკური მიზეზები. ინდოეთში, ჩინეთში, აზიის სხვა ქვეყნებში ჭარბმოსახლეობაა, რაც სოციალურ, ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. ამ ქვეყნების მოსახლეობას უჭირს თავის რჩენა, დიდი პრობლემაა სასმელი წყლის უკმარისობაც. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკდა, ამიტომ მიწა საგრძნობლად გაიაფდა, რამაც უცხოელების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. მიგრაცია გაძლიერდა ქალაქებშიც, უკვე შეიქმნა მიგრანტთა კომპაქტურად დასახლების ადგილები, მალე ევროპის დიდი ქალაქების მსგავსად "ჩაინა" თუ სხვა "თაუნებიც" მოგვიმრავლდება. გახშირდა შემთხვევები, როცა უცხოელები, ძირითადად, მამაკაცები, ფიქტიურ ქორწინებას აფორმებენ საქართველოს მოქალაქეებთან, რათა უფრო ადვილად მიიღონ აქ ცხოვრების უფლება. "მიგრაციის შესახებ" კანონით უნდა შემოვიღოთ მიგრანტთა გარკვეული კვოტა, რაოდენობა, რომლის ზემოთ მიგრანტთა მიღება დაუშვებელი იქნება.

- როგორია დღეს საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, დემოგრაფიული მაჩვენებლები?

- ბოლო ხანს ქართველების წილი მთელ მოსახლეობაში ამაღლდა, ძირითადად, იმის ხარჯზე, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ეთნიკური უკრაინელები, თითქმის 300 ათასი რუსი, 80 ათასი ბერძენი, სომხები, თუმცა მიგრაციის პროცესი არანაკლებ შეეხო ქართველებსაც. საერთო დემოგრაფიული ვითარება კვლავ საგანგაშოა: მცირდება შობადობა, იზრდება მოკვდაობა, იკლო ბუნებრივმა მატებამ, განსაკუთრებით, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანელების ბუნებრივი მატების მაჩვენებელი 109-ჯერ აღემატებოდა ქართველების ბუნებრივ მატებას. ამჟამად სტატისტიკას ართულებს ისიც, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა ამოიღეს; არც მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარებულა, 2010 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის ჩატარებას, რასაც გაეროც ითხოვდა, სააკაშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი, როგორ ჩანს, არჩევნების წინ მას ეს ხელს არ აძლევდა. ოფიციალურ მიზეზად თანხის ნაკლებობა დასახელდა, არადა, წინა აღწერისას 5 მილიონ ლარზე მეტი არ დახარჯულა, ამდენი კი მხოლოდ კაციტაძის ამომრჩეველთა სიის დამდგენ სახელმწიფო კომისიას მისცეს. საყოველთაო აღწერა მხოლოდ 3-4 ქვეყანამ არ ჩაატარა, მათ შორის საქართველომ, სომალიმ.

ახლა, 2014 წლის ნოემბერში არის დაგეგმილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ვიმედოვნებ, ზუსტად გავიგებთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას, ეთნიკურ შემადგებლობას სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის და სხვა პარამეტრების მიხედვით.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"